ჟურნალი ასტრო-news / ბიოენერგეტიკა / Slide

მუდრა - თითების იოგა





















“მუდრა”-თითების იოგა ჯანმრთელობის, სიცოცხლის ენერგიის და შინაგანი სიმშვიდის გამომუშავებისა და შენარჩუნებისთვის.

რა არის მუდრები და როგორ შევასრულოთ ისინი?
მუდრებს უწოდებენ ხელის თითების განლაგების გარკვეულ მდგომარეობას. იოგებისთვის ისინი გარკვეული ენერგეტიკული კონფიგურაციების წარმოქმნას აღნიშნავენ, რომლებიც იძლევიან საშუალებას ზეგავლენა მოვახდინოთ სხეულსა და სულზე. მუდრები ხსნიან სტრესს, ტკივილს, დაძაბულობას, სხეულიდან გამოყავთ ტოქსინები, აუმჯობესებენ ორგანოების მუშაობას, ამაღლებენ ტონუსს და სხეულის დამცავ ძალებს, გვეხმარებიან კონცენტრაციაში, სიმშვიდის მოპოვებასა და გარე სამყაროსთან ჰარმონიულად არსებობაში.
ამავდროულად, გარდა ხელისა, არსებობს თვალის, სხეულის და ასევე სუნთქვის ტექნიკები, რომლებსაც ასევე მუდრებს უწოდებენ.
ყველა მუდრა _ თითების, თვალისა თუ სხეულის, ფიგურალურად გამოხატს ცნობიერების გარკვეულ მდგომარეობას, ან ცნობიერების პროცესს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ჟესტებს შეუძლიათ ცნობიერების ისეთი მდგომარეობის გამოწვევა, რასაც ისინი გამოხატავენ. როგორ ვლინდება ეს კონკრეტულად? მაგალითად, როცა ვინმე გულმოდგინედ აკეთებს “უშიშრობის” ჟესტს, დროთა განმავლობაში შიშებისგან თავისუფლდება.
როგორ სრულდება მუდრები?
მუდრების შესრულება მარტივია და ადვილად შეგიძლიათ მას რეგულარული პრაქტიკის სახე მისცეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა შეგიძლიათ დაკავდეთ იოგით დამოუკიდებლად, ფაქტიურად ნებისმიერ გარემო-პირობებში, რაც ოპტიმალური ვარიანტია იმისთვის, ვინც დროში შეზღუდულობის გამო ვერ ახერხებს ამა თუ იმ სავარჯიშოს შესრულებას. მუდრების შესრულება შესაძლებელია: ფეხზე მდგომ, მჯდომარე და წოლით მდგომარეობებში. ხელები უნდა გვეჭიროს მკერდის სიმაღლეზე.
ზოგიერთი მუდრის გამოყენება თითქმის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი _ თავისუფალი დრო თუ გამოგიჩნდათ, ან სტრესულ სიტუაციაში, მაგალითად, საცობში. იოგის ინსტრუქტორების რჩევით, ასეთ დროს ხელები უნდა დავიწყოთ მუხლებზე, ოდნავ წამოვწიოთ, ან გავაჩეროთ ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოსახერხებელი იქნება. დასაწყისისთვის უნდა გავათანაბროთ სუნთქვა: ამოსუნთქვა უფრო დიდხანს უნდა გრძელდებოდეს, ვიდრე ჩასუნთქვა (მაგალითად, ჩასუნთქვა _ 3 თვლა, ამოსუნთქვა _ 5 თვლა). ამის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ მუდრების შესრულება ორივე ხელით. დაუძაბავად, მსუბუქად ვაწვებით თითების ბალიშებს და ამავდროულად, ვინარჩუნებთ თანაბარ სუნთქვას ცხვირით.
თუ გსურთ გაუმკლავდეთ რომელიმე კონკრეტულ პრობლემას, შეგიძლიათ აირჩიოთ 2-3 შესაფერისი სავარჯიშო და თითოეული მუდრა ყოველდღიურად 10-15 წუთის განმავლობაში აკეთოთ. ძირითადი მუდრები:


მუდრა - თითების იოგა გიან მუდრა (ცოდნის ჟესტი) ეს მუდრა შესასრულებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ის წარმოადგენს უნივერსალურ საშუალებას სულიერი დაძაბულობის და აშლილობის მოსახსნელად. გიან მუდრა აწესრიგებს აზროვნებას, აუმჯობესებს კონცენტრაციას და ახდენს ოპტიმიზმის სტიმულირებას. ყველა ფიზიკურ დაავადებას საფუძველში ხომ შეუსაბამო სულიერი მდგომარეობა უდევს. თუ გავიხსენებთ, ამ მუდრით გამოსახავენ სხვადასხვა გასხივოსნებულ ადამიანს, ასევე თუ კარგად დავუკვირდებით, ეს არის ჟესტი რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, როგორც “ოკ” (ანუ ყველაფერი კარგადაა) აღნიშვნას.
ის ასევე დადებითად მოქმედებს უძილობის, დეპრესიის და ჰიპერტონიის დროს (არეგულირებს წნევას).
პოზიცია: საჩვენებელი და ცერა თითების წვერები მსუბუქად ეხება ერთმანეთს, დანარჩენი სამი თითი გასწორებულია.





მუდრა ნიჟარა (შანკხა)
ეს მუდრა კარგად მოქმედებს ყელის დაავადებების დროს, აძლიერებს და ამყარებს ხმას. მისი შესრულების დროს სასურველია “ომ” მანტრის წარმოთქმა. რეკომენდებულია მსახიობებისთვის, მომღერლებისა და მათთვის, ვისაც ხმის დაძაბვა ხშირად უხდება.
პოზიცია: ორი ერთად შეერთებული ხელი მოგვაგონებს ნიჟარას. მარცხენა ხელის ცერა თითი მოქცეულია მარჯვენა ხელის ოთხი თითის შუაში, ხოლო მარჯვენა ხელის ცერა თითი ეხება მარცხენა ხელის შუა თითის წვერს.







მუდრა ძროხა (სურაბხი)
ეს მუდრა გამოიყენება ტკივილების, კერძოდ: ხერხემლის ტკივილის, რადიკულიტის და სახსრების ანთების დროს.
პოზიცია: მარცხენა ხელის ნეკა თითი ეხება მარჯვენა ხელის არათითს, მარჯვენა ხელის ნეკა თითი ეხება მარცხენა ხელის არათითს, ამასთან მარჯვენა ხელის შუა თითი უერთდება მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს, ხოლო მარჯვენა ხელის შუა თითი მარჯვენა ხელის საჩვენებელთან მიგვაქვს. ცერა თითები დაშორებულია და ერთმანეთს არ ეხებიან.






შუნია (ცის მუდრა)
კარგია მათთვის, ვისაც აწუხებს ყურის დაავადებები და ცუდი სმენა. ზოგიერთ შემთხვევაში, ცის მუდრის რამდენიმე წუთის განმავლობაში შესრულებისას, შესაძლებელია სმენის გაუმჯობესება, ხოლო მისი დიდი დროით და სისტემატიურად შესრულება ყურის ზოგიერთი დაავადების სრულ განკურნებას იწვევს.
პოზიცია: შუა თითი იხრება ისე, რომ ბალიშით ედება ცერა თითის ძირს, ხოლო ცერა თითი იდება შუა თითზე. დანარჩენი თითები გაშვებული და მოდუნებულია.







ვაიუ (ქარის მუდრა)
ამ მუდრის დანიშნულებას წარმოადგენს “ქარის” (ჰაერის) შესუსტება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რომლის გადამეტებული კონცენტრაციაც გამოიხატება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა რევმატიზმი, იშიაზი, ხელების, კისრის და თავის კანკალი. ქრონიკული დაავადებების დროს საჭიროა ეს მუდრა პრანა მუდრასთან ერთად მონაცვლეობით ვაკეთოთ.
პოზიცია: საჩვენებელი თითი იხრება ისე, რომ ბალიშით ედება ცერა თითის ძირს, ხოლო ცერა თითი ზევიდან ედება საჩვენებელს. დანარჩენი თითები გამართული და მოდუნებულია.







ლინგა მუდრა (ენერგიის ამწევი)
ეს მუდრა დაგეხმარებათ გაციების და ფილტვების ანთებისას, რადგან ის ახდენს ორგანიზმის დამცველი ძალების (იმუნიტეტის) მობილიზებას. ასევე გამოიყენება ზედმეტი წონის შემთხვევაში, ოღონდ გარკვეულ დიეტასთან ერთად.
პოზიცია: ხელის გულები მიდებულია ერთმანეთზე, თითები გადაჭდობილი, ხოლო ერთი ხელის ცერა თითი შემოჭდობილია მეორე ხელის ცერა თითზე.







აპან ვაიუ მუდრა (სიცოცხლის გადამრჩენი)
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუდრა, რომლის ცოდნა აუცილებელია ყველასათვის, რადგან მას შეუძლია გაგიხანგრძლივოთ სიცოცხლე. მისი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია გულის შეტევის, ინფარქტის და გულის უკმარისობის დროს. სავალდებულოა, რომ შესრულდეს ორივე ხელით, რაც საბოლოო ჯამში შვებას მოგიტანთ და შესაძლოა ფატალური შედეგიც თავიდან აგაცილოთ.
პოზიცია: საჩვენებელი თითი მოხრილია ისე, რომ წვერით ედება ცერა თითის ძირს, ხოლო შუა, ცერა და არათითები ერთდება ბალიშებით, ნეკი გაშვებული და მოდუნებულია. ეს მუდრა სრულდება ორივე ხელით.






პრანა მუდრა (სიცოცხლის მუდრა)
ამ მუდრის გამოყენების მიზანი არის ორგანიზმში ენერგეტიკის ბალანსირება და მისი სიცოცხლის უნარიანობის გაზრდა. ამ მუდრის გამოყენება რეკომენდებულია გადაღლილობის და გამოფიტვის დროს. ამას გარდა, ის დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და ხელს უწყობს სიმკვეთრის გაზრდას. დაგეხმარებათ თვალის სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროსაც. ასევე სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნერვული დაძაბულობის პირობებში უხდება ყოფნა, რადგან დადებითად და დამამშვიდებლად მოქმედებს განწყობაზე.

პოზიცია: არათითის, ნეკის და ცერა თითის ბალიშები მსუბუქად ეხება ერთმანეთს. დანარჩენი თითები გასწორებულია.







პრიტხვი (მიწის მუდრა)
ამ მუდრის დანიშნულებაა გააუმჯობესოს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა. გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის, ისტერიკის და სტრესის შემთხვევაში. ამაღლებს თავდაჯერებულობას.

პოზიცია: ბალიშების მსუბუქად დაჭერით ვაერთებთ ცერა და არათითს. დანარჩენი თითები თავისუფალია.








ვარუნა (წყლის მუდრა)
ეს მუდრა განკუთვნილია კუჭსა და ფილტვებში სითხის ოპტიმიზირებისთვის. ასევე სასარგებლოა ღვიძლის დაავადებების მკურნალობისთვისაც, ხოლო პირველად დახმარებას გაგიწევთ კოლიტის და მუცლის შებერილობის შემთხვევაში.

პოზიცია: მარჯვენა ხელის ნეკა თითი იხრება, ხოლო იგივე ხელის ცერა თითი ედება ზევიდან. მარცხენა ხელი იჭერს მარჯვენა ხელს და ამავდროულად, მარცხენა ხელის ცერა თითი ზემოდან ედება მარჯვენა ხელის ცერა თითს.









აპანა (ენერგიის მუდრა)
ამ მუდრას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ასევე ორგანიზმიდან გამოჰყავს შხამები და შლაკები. დაგეხმარებათ საკვებით მოწამვლის დროსაც. სასარგებლოა და აქტიურად გამოიყენება შარდსადენი სისტემის დაზიანების შემთხვევაში.

პოზიცია: ბალიშებით ვაერთებთ შუა, არათითს და ცერს. დანარჩენი თითები გაშვებული და მოდუნებულია.




მოამზადა: ლაშა თოფურიამ
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

„მე ვუსმენ ხალხურს" 05.05.2014

Guide to cats and kittens