» » ლიდერებად დაბადებული თევზები
ასტროლოგია / ზოდიაქოს ნიშნები / თევზები / Slide

ლიდერებად დაბადებული თევზები

ლიდერებად დაბადებული თევზებირატომღაც თევზები სუსტ, ბუნჩულა და მორჩილ ადამიანებად მიაჩნიათ, მაგრამ ასე არაა, თევზებს მართავს როგორც ნეპტუნი, ასევე რეტროგრადული იუპიტერი, რაც საშუალებას აძლევთ გავიდნენ ფართო მასებზე, რიგ შემთხვევაში, მთელ კაცობრიობაზეც კი...
თავის მხრივ, თევზები მართავენ მე-12 სახლს, რომელიც არის მისტიციზმის, ფარული ქმდებების, ფობიების და სხვათა სახლი, რომელშიც თავმოყრილია ადამიანის ძალიან ბევრი ფსიქიკური და სულიერი მახასიათებლები...
თევზები ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშანია, შესაბამისად, ისინი ფლობენ სხვა ყველა ნიშნის ინკარნაციულ გამოცდილებას და აქვთ უნარი გამოავლინონ სხვა ნიშნებისთვის დამახასიათებელი როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური უნარები, ამასთან, გააჩნიათ ყველაზე ძლიერი ფსიქიკური და ემოციური დაცვა...
ახლა წარმოიდგინეთ 12 ადამიანისგან შემდგარი მინი სოციუმი, როგორ ნაწილდება როლები მათ შორის?
ლომი რავთქმავუნდა, ძალაუფლებას ისე იჩემებს, არც არავის ეკითხება, მას ექიშპება ვერძი, რომელსაც მუდამ პირველობა სურს, მშვილდი ორივეს ეკაიფება - ვაი, თქვენს პატრონსო (არადა, არც თვითონ იტყოდა ძალაუფლებაზე უარს), მორიელი კუთხეში ზის თავისთვის და სწავლობს მოქიშპეების სისუსტეებს, ელოდება ერთი დარჩეს და დაღლილი, რათა ყველაზე სუსტ წერტილში ერთი ზუსტი დარტყმით გაანაეიტალოს... ჰაერის ნიშნები ჭკუას არიგებენ - ბავშვები ხომ არ ხართ, რა გჭირთო (ძალაუფლება არ აინტერესებთ), მიწის ნიშნები კი, ჩვეული წესრიგის დაბრუნებას ელოდებიან ჩუმად, რომ თავისი საქმე წყნარად აკეთონ...
ერთადერთი, ვინც ყველაზე შეუმჩნეველია ამ ალიაქოთში, არის თევზები, არავის უჭერს მხარს და შედეგებს ელოდება, ელოდება ვინ გაიმარჯვებს, რადგან მისი სამიზნე ყოველთვის ისაა, ვინც ფაქტობრივ ძალაუფლებას ფლობს, რაში სჭირდება გავლენა მოიპოვოს ყველა ნიშანზე სათითაოდ, როცა შეუძლია მათ ლიდერზე მოიპოვოს გავლენა და მისი საშუალებით მართოს სხვა დანარჩენი? ფარულობა მას დაცულობასაც უქმნის, თუ სოციუმის წევრები აჯანყდებიან, დარტყმას ღია ლიდერი მიიღებს, თვითონ კი ისევ ჩრდილში დარჩება და დაელოდება ახალ ლიდერს, რომელსაც ანალოგიურად მოაქცევს საკუთარი გავლენის ქვეშ...
ასე რომ, ცოტა ფრთხილად რუხ კარდინალებთან, ისინი ყოველთვის იქ არიან, სადაც ძალაუფლებაა და თავიანთი ფსიქიკური უნარების წყალობით, შეუძლიათ ისე გათამაშონ თავიანთ ჭკუაზე, აზრზეც ვერ მოხვიდეთ...

Tyr Einherjar
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი - გადაცემაში „3-დან 5-მდე“ (TV იბერია)

...

2017 წლის თებერვლის ასტრო-პროგნოზი გადაცემაში 3-დან 5-მდე

Guide to cats and kittens