» » ნუმეროლოგია - ისტორია, ფაქტები, პრაქტიკული მხარე
ეზოთერიკა / ნუმეროლოგია / Slide

ნუმეროლოგია - ისტორია, ფაქტები, პრაქტიკული მხარე

ნუმეროლოგია - ისტორია, ფაქტები, პრაქტიკული მხარე













შორეული წარსულიდან მოყოლებული რივხვებს მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი დატვირთვა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ძველი ხალხები მათ განსაკუთრებულ, ზებუნებრივ თვისებებს მიაწერდნენ; ზოგი რიცხვი ბედნიერებასა და წარმატებას მოასწავლებდა, სხვებს კი ბედის დარტყმების გამოწვევა შეეძლოთ.
(მაგ. „07.07.07. მთელი მსოფლიოს შეყვარებულებმა დაიჯერეს ამ რიცხვების მაგია“.)
ბევრ კულტურაში, განსაკუთრებით ბაბილონის, ინდუისტურ და პითაგორასეულ მიმდინარეობებში, რიცხვები ყველაფრის საწყისია. რიცხვების გამოყენების დარგში აღიარებული სპეციალისტები ინდოელები, ეგვიპტელები, ქალდეველები არიან. ჩინელებთან კენტი რიცხვები არის „იანი“- ცა, უცვლელობა და კეთილგანწყობა; წყვილი კი „ინი“- მიწა, ცვალებადობა და არაკეთილგანწყობა.
ქრისტიანობაში წმინდა ავგუსტინესა და ალექსანდრეს რიცხვთა სიმბოლიზმი სუსტად იყო განვითარებული.

კალასიკური ანუ პითაგორას სკოლა.

ევროპული სწავლების ფუძემდებელი იყო პითაგორა, რომელსაც მიაწერენ გამონათქვამს: „სამყარო აგებულია რიცხვთა ძალაზე“. მის სკოლაში რიცხვების შემეცნება ეზოთერული ცოდნის პირველ საფეხურად მიიჩნეოდა. პითაგორას მიხედვით, რიცხვებს გააჩნიათ როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი თვისებები. რიცხვების თვისებების შესწავლისას, პითაგორიანელებმა პირველებმა მიაქციეს ყურადღება მათი გაყოფადობის კანონებს. მათ დაყვეს ყველა რიცხვები წყვილ- „მამაკაცურ“ და კენტ-„ქალურ“რიცხვებად, მარტივ და შედგენილ რიცხვებად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პითაგორიანელები ორი გამყოფით წარმოებულ რიცხვებს "ორგამყოფიანს" უწოდებდნენ და მართკუთხედით გამოსახავდნენ, ხოლო სამი გამყოფით წარმოებულ რიცხვებს „სამგამყოფიანს" და პარალელეპიპედის სახით გამოსახავდნენ, მარტივ რიცხვებს კი წრფივი რიცხვები ეწოდა. სრულყოფილ რიცხვებად პითაგორიანელები ისეთ რიცხვებს მიიჩნევდნენ, რომლებიც ტოლია თავიანთი გამყოფების ჯამისა (თვით რიცხვის გამოკლებით), მაგ. 6=1+2+3 ან 28=1+2+4+7+14. სრულყოფილი რიცხვები არაა ბევრი. ერთნიშნა სრულყოფილი რიცხვია მხოლოდ 6, ორნიშნა მხოლოდ 28, სამნიშნა მხოლოდ 496 და ოთხნიშნა მხოლოდ 8128. ორ რიცხვს, რომელთაგანაც ერთერთის გამყოფთა ჯამი უდრის მეორეს, „მონათესავე“ რიცხვები ეწოდება.
შემდგომში ბეძნულ ნუმეროლოგიურ სისტემას ევროპელები დაესესხნენ, მოგვიანებით კი ის რუსეთშიც გავრცელდა.
პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა რელიგიაში არსებობს საკუთარი „წმინდა რიცხვი“, ყოველი რიცხვი კი გარკვეული მნიშვნელობის სიმბოლოა.
ციფრ „0“-ს აქვს იგივე სიმბოლიზმი, რაც ცარიელ წრეს, მიუთითებს რა როგორც სიკვდილის არარსებობაზე, ასევე წრის შიგნით არსებულ აბსოლუტურ სიცოცხლეზე. პითაგორასათვის ციფრი ნული-ეს სრულყოფილი ფორმაა.
დაოიზმში ნული სიცარიელისა და არარსებობის სიმბოლოა.
ბუდიზმში ეს ყოვლისმომცველი სიცარიელეა.
ისლამში კი ღვთიურობის არსი.
კაბალას სწავლებაში-უკიდეგანობა, უსაზღვრო სინათლე და მთლიანობა.
ციფრი „1“ ნიშნავს თავდაპირველ მთლიანობას, საწყისს, შემქმნელს.
ციფრი „2“ ნიშნავს გაორებას.
პითაგორას მიხედვით ესაა გაყოფილი მიწიერი არსება.
ბუდიმში ორიანი-სანსარის ორსახეობა, მამაკაცური და ქალური, სიბრძნე და მეთოდი. ბრმისა და კოჭლის გაერთიანება იმისათვის, რომ დაინახონ მიზანი და მისკენ იარონ.
ჩინეთში-ესაა ქალური, მიწიერი, არასასიკეთო საწყისი.
ქრისტიანობაში-ქრისტეს ორი ბუნება: ღმერთი და ადამიანი.
ებრაულ ტრადიციაში-ცხოვრებისეული ძალა.
კაბალაში-სიბრძნე და თვითშემეცნება.
ინდუიზმში-ორბუნებობა, შაქტა-შაქტი.
ისლამში-სული.
ციფრი „3“. გასამების იდეა მრავალი უძველესი ფილოსოფიური და რელიგიური სწავლების ფუძეს წარმოადგენს. სამიანს უკავშირებენ სივრცის სამ განზომილებას: სიგრძე-სიგანე-სიმაღლე; ნივთიერების სამ ფაზას: მყარი-თხევადი-აირი; დროის სამი განზომილება: წარსული-აწმყო- მომავალი; ადამიანი (სხეული, სული და გული), ასევე დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი; დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული; წარსული, აწმყო და მომავალი; მთვარის სამი ფაზა; სამყაროს ტრიადა; ბევრ რელიგიაში ზედა სამყარო - ცაა, შუალედური-მიწა, ქვედა კი- წყალი.
სამიანი ციური რიცხვია და სულის სიმბოლოს წარმოადგენს. ესაა წარმატების რიცხვი.
ქრისტიანობაში- წმინდა სამება: მამა, ძე და სულიწმინდა; სხეულისა და სულის ერთობა ადამიანში და ეკლესიაში. სამი იპოსტატი-ესაა სამების დოგმატი, რომელიც წარმოადგენს ქრისტიანობის განმასხვავებელ ნიშანთვისებას ისლამისა და იუდაიზმისაგან. ამიტომ რიცხვი „3“ ქრისტიანების წმინდა რიცხვია. ბიბლიაში მოთხრობილია მოგვების სამი ძღვენის შესახებ, რომელიც მათ ქრისტეს-როგორც ღმერთს, მეფესა და ცოდვათა გამომსყიდველს მიართვეს. გარდასახვის სამი სახე, სამი ცდუნება, პეტრესგან ქრისტეს სამჯერ უარყოფა, სამი ჯვარი გოლგოთაზე, ქრისტეს სიკვდილის სამი დღე, სიკვდილის შემდგომ მისი სამჯერ გამოცხადება. სამი საღმრთო სათნოება: რწმენა, იმედი, სიყვარული.
კაბალაში სამიანი ურთიერთგაგების სიმბოლოა. ასევე ის ასახავს მამაკაცისა და ქალური საწყისების მათსავე ურთიერთგაგებასთან გაერთიანებას.
ინდუიზმში-ტრიმურტი, შექმნის გასამებული ძალა, ნგრევა და შენარჩუნება; სამმაგი ღვთაებების ნაირსახეობები; მთვარის ეტლის სამი ბორბალი.
იაპონიაში-სამი განძი: სარკე, ხმალი და ძვირფასი კრისტალი; ჭეშმარიტება, სიმამაცე და თანაგრძნობა.
ჩინურად იეროგლიფი „ვან“(სამი ჰორიზონტალური ხაზის შეერთება ვერტიკალურთან), რაც ნიშნავს სიტყვას „თავადი“. ზედა ჰორიზონტალური ხაზი ცის სიმბოლოა, ქვედა-მიწის, შუა კი ადამიანის, რომელიც ცის სახელით მართავს მიწას.
ფოლკლორში გვხვდება სამი სურვილი, სამი მცდელობა, სამი უფლისწული, სამი ჯადოქარი, სამი ფერია (ორი კეთილი და ერთი ბოროტი).
არსებობს სამმაგი სადღეგრძელოები. სამიანი ასევე ნიშნავს სურვილის შესრულებას. მრავლადაა ღვთაებებისა და ძალების სამეულები. მთვარის ღვთაებების სამეულები და სამმაგი ქალღმერთები უხვადაა სემიტურ, ბერძნულ, კელტურ და ძველ გერმანულ რელიგიებში.
სამიანის ძირითადი სიმბოლოა სამკუთხედი. სამი გადაბმული ბეჭედი ან სამკუთხედი სამების სამი სახის განუყოფელობის სიმბოლოს წარმოადგენს. სხვა სიმბოლოებია: სამკაპი, ჰერალდიკული ლილია, სამყურა, სამი ელვა. მთვარის ცხოველები ხშირად სამფეხები არიან და მთვარის სამ ფაზას განასახიერებენ.
ციფრი „4“ ნიშნავს მთლიანობას, სისავსეს; სამყაროს ოთხი მხარე, წელიწადის ოთხი დრო, ოთხი მიმართულების ქარი, კვადრატის მხარეები.
პითაგორიანელებთან ოთხიანი ნიშნავს სრულქმნილებას, ჰარმონიულ პროპორციას, სამართლიანობას, მიწას. ოთხი, ასევე მათი ფიცის რიცხვია.
ქრისტიანობაში ის სხეულის რიცხვს წარმოადგენს, მაშინ როცა სამიანი სულის სიმბოლოა. სამოთხის ოთხი მდინარე, ოთხი სახარება და მათი ოთხი ავტორი, ოთხი მთავარანგელოზი, ოთხი მთავარი ეშმაკი.
ოთხი ეკლესიის მამა, უდიდესი წინასწარმეტყველები. ოთხი მთავარი სათნოება (სიბრძნე, სიმყარე, სამართლიანობა, ზომიერება). ერთსულოვნების მომტანი ოთხი ქარი, ოთხი აპოკალიფსის მხედარი, ტეტრამორფი (ოთხი სტიქიის ძალის სინთეზი). ოთხი-ძველი აღთქმის სიმბოლური რიცხვი. ჯვრის ფორმის სამოთხის ოთხი მდინარე, და ა.შ. თითქმის ყველგან გვხვდება ასეთი სიმბოლიკა. ოთხიანი შესაძლოა გამოსახული იყოს ოთხი ფოთლით, კვადრატით ან ჯვრით.
ბუდიზმში-სიცოცხლის ხე „დამბა“, რომელსაც აქვს ოთხი ტოტი. მისი ფესვებიდან მოედინება სამოთხის ოთხი წმინდა წყარო, რომლებიც ოთხი უსაზღვრო სურვილის სიმბოლოებს წარმოადგენენ: თანაგრძნობა, ერთგულება, სიყვარული, მიუკერძოებლობა; გულის ოთხი მიმართულება.
ჩინეთში ოთხიანი- მიწის რიცხვი, რომლის სიმბოლოა კვადრატი. უკვდავების ოთხი მდინარე. ოთხი-ლუწი, ინის რიცხვი. ჩინურ ბუდიზმში-სინათლის ყველა მხარის დამცველი, ზეციური ოთხი დარაჯი.
ეგვიპტეში-დროის წმინდა რიცხვი, მზის საზომი. ცის თაღის დამჭერი ოთხი ბოძი. მიცვალებულის ირგვლივ ოთხივე მხარეს განლაგებული ოთხი ურნა, რომელსაც იცავს ოთხი მხარის სინათლით დაბმული „გორას“ ოთხი ვაჟი.
ებრაულ ტრადიციაში ესაა ზომიერება, სიკეთე და ურთიერთგაგება.
ამერიკელ ინდიელებთან ეს რიცხვი ღნიშნავს სამყაროს ოთხ მხარეს. ოთხი ქარი გამოისახება ჯვრითა და სვასტიკით. რიტუალური და საკულტო ქმედებები მეორდება ოთხჯერ.
კაბალაში ოთხიანი აღნიშნავს მეხსიერებას. კაბალას ოთხი სამყარო, ოთხი მიმართულება სივრცეში და თორას იერარქიული ოთხი დონე.
ინდუიზმში ოთხიანი-ერთიანობა, მთლიანობა, სრულქმნილება. შემქმნელს, ბრაჰმას აქვს ოთხი სახე. ტაძარი დგას კვადრატის ოთხ გვერდზე, რაც წესრიგისა და დასრულებულობის სიმბოლოა. ადამიანის ოთხი სხეული, ბუნების ოთხი სამეფო (ცხოველები, მცენარეები, მინერალები, გონების სამეფო). კოჭის თამაშისას ოთხიანი მოგებას ნიშნავს. ოთხი კასტა, ურთიერთსაწინააღმდეგო ოთხი წყვილი.
ისლამური ოთხიანის პრინციპია- შემქმნელი, სამყაროს სული, სამყაროს გული, თავდაპირველი მატერია. ისინი შეესატყვისებიან კაბალას ოთხ სამყაროს. ოთხი ანგელოზური არსება, ოთხი სიკვდილის სახლი.
ციფრი „5“-წმინდა ქორწინების რიცხვი, რადგან წარმოადგენს ქალური (წყვილი) ორიანისა და მამაკაცური (კერტი) სამიანის ჯამს.
ბერძნულ-რომაულ ტრადიციებში ხუთიანი-ქორწინების, სიყვარულის, ერთობის რიცხვია; ესაა ვენერას რიცხვი, ამასთანავე ვენერას წლები ხუთწლიან ჯგუფებს წარმოადგენენ. სინათლის ღმერთი აპოლონი ხუთ ნიშანთვისებას ფლობს: ის არის ყოვლისშემძლე, ყველაფრის წარმმართველი, ყველგანმყოფელი, მუდმივი, ერთიანი.
ქრისტიანობაში ხუთიანი ცოდვით დაცემული ადამიანის სიმბოლოა; ხუთი გრძნობა; ჯვრის წარმომქმნელი ხუთი წერტილი; ქრისტეს ხუთი ჭრილობა; ხუთი თევზით დაპურებული ხუთი ათასი ადამიანი; მოსეს ხუთი წიგნი.
ბუდიზმში გულს აქვს ოთხი მიმართულება, რომელიც ცენტრთან ერთად ხუთიანს ქმნის და უნივერსალურობის სიმბოლოა. არსებობს ხუთი დხიანი-ბუდა: ვაიროჩანა-ბრწყინვალე, აკშოჰბია-აუღელვებელი, რატნასამბჰავა-ძვირფასი კრისტალი, ამიტაბჰა-უსაზღვრო სინათლე, ამოხჰასიდჰი-უცვლელი წარმატება.
ჩინელებს ხუთი ელემენტი აქვთ, ხუთი ატმოსფერული სუბსტანცია. პლანეტების, წმინდა მთების, მარცვლების, ყვავილების, გემოების, საწამლავის, ძლიერმოქმედი ამულეტების, ძირითადი სათნოების, მიძღვნის, მუდმივი იდეალებისა და ადამიანის შინაგანი ბუნების ხუთი მდგომარეობა.
ებრაულ ტრადიციებში- ხუთი ესაა ძალა და სიმკაცრე, არსი და შემეცნება.
კაბალაში ხუთიანი შიშს ნიშნავს.
ინდუიზმში ეს მსოფლიოს ხუთნიშნა ჯგუფია, ნატიფი და ღრმა მდგომარეობის ხუთი ელემენტი, ხუთი ძირითადი ფერი და გრძნობა, შივას ხუთი სახე და ვიშნუს ხუთი გარდასახვა.
ისლამში რწმენის ხუთი სვეტი, ხუთი ღვთიური მყოფადობა, ხუთი ძირითადი დოგმა, ხუთი ქმედება, ყოველდღიური ხუთჯერადი ლოცვა.
რიცხვი „6“ ნიშნავს წონასწორობას, ჰარმონიას. ის ციფრთა შორის ყველაზე ნაყოფიერია (ფილონი). ნუმეროლოგიაში ციფრი 6 ნიშნავს ორ სამკუთხედს-მამაკაცურსა და ქალურს, რომელთაგან ერთი ფუძეზე დგას, მეორე კი უკუღმაა წვერით ქვემოთ. ეს ნიშანი ცნობილია როგორც დავითის ფარი, ექვსკუთხედი რომელიც ისრაელის სახელმწიფო დროშაზეა გამოსახული.
ციფრი „7“ ითვლება წმინდა და ღვთიურ, მაგიურ და ბედნიერ რიცხვად. შვიდიანს თაყვანს სცემდნენ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი ასეული წლის წინ, შუა საუკუნეებში და დღესაც. ბაბილონში მთავარი ღმერთების საპატივცემულოდ აგებული იყო შვიდსაფეხურიანი ტაძარი. ამ ქალაქის ქურუმები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანები სიკვდილის შემდეგ შვიდი კარიბჭის გავლით შვიდი კედლით გარშემორტყმულ ქვესკნელის სამეფოში ხვდებიან.
ძველ საბერძნეთში ციფრ შვიდის ოლიმპოს ერთერთი უმთავრესი ღმერთის-აპოლონის რიცხვს უწოდებდნენ. მითოლოგიიდან ცნობილია, რომ კუნძული კრეტას ლაბირინთში მცხოვრებ ადამიან-ხარ მინოტავრს, ათენის მცხოვრებლები ყოველწლიურად ხარკის სახით შესაჭმელად სწირავდნენ შვიდ ვაჟსა და შვიდ ქალს; ტანტალ ნიობის ქალიშვილს ჰყავდა შვიდი ვაჟი და შვიდი ქალი; კუნძულ კალიფსოს ნიმფას ოდისევსი შვიდი წელი ჰყავდა დატყვევებული; მთელი მსოფლიო იცნობს „სამყაროს შვიდ საოცრებას“ და ა. შ.
ძველი რომი ასევე აღმერთებდა რიცხვ შვიდს. თვითონ ქალაქი შვიდ გორაკზეა აგებული; ქვესკნელის მდინარე სტიქსი ჯოჯოხეთს შვიდჯერ უვლის გარშემო, ვერგილიუსი მას შვიდ ტერიტორიად ყოფს.
ნუმეროლოგია - ისტორია, ფაქტები, პრაქტიკული მხარეისლამი, ქრისტიანობა და იუდაიზმი სამყაროს შექმნის შვიდ ეტაპიან აქტს აღიარებს, თუმცა ისლამში რიცხვ შვიდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ისლამის თანახმად არსებობს შვიდი ზეცა. მეშვიდე ცაზე მოხვედრილი განიცდის უმაღლეს ნეტარებას, ამიტომ რიცხვი შვიდი ისლამში წმინდაა.
ქრისტიანულ წმინდა წიგნებში ციფრი შვიდი უამრავჯერ მოიხსენიება: „ ყოველი, ვინც მოკლავს კაენს, გადაეხდება შვიდგზის“ „...და დადგა ბარაქიანი შვიდი წელი... ან დადგა შიმშილის შვიდი წელი“, „ და გადათვალე შენთვის შვიდი შაბათის წელი, შვიდჯერ შვიდი წელი, რომ გქონდეს შენ შვიდი შაბათის წელს ორმოცდაცხრა წელი“ და ა. შ. ქრისტიანული დიდი მარხვა შვიდი კვირისაგან შედგება. ცნობილია ანგელოზთა შვიდი ჩინი, შვიდი სასიკვდილო ცოდვა. ბევრ ქვეყანაში შობის დღესასწაულზე მაგიდაზე შვიდი ისეთი კერძის დადგმის ტრადიცია არსებობს, რომელთა დასახელება ერთიდაიგივე ასოზე იწყება.
ბრამანულ და ბუდისტურ რწმენასა და ღვთისმსახურებაში რიცხვი შვიდი ასევე წმინდაა. ინდუსებისგან შემოვიდა ბედნიერების მომტანი, ძვლის, ხის ან სხვა მეტალისაგან დამზადებული, შვიდი სპილოს ფიგურის ჩუქების ტრადიცია.
შვიდიანს ძალიან ხშირად იყენებენ მკითხავები, ჯადოქრები ან სახალხო მკურნალები: „აიღე შვიდი სხვადასხვა ბალახისგან შემდგარი შვიდი პაკეტი, დააყენე ნაყენი შვიდ სხვადასხვა ადგილას აღებულ წყალზე და დალიე შვიდი დღე შვიდ-შვიდი კოვზი ყოველ დღე......“.
რიცხვ შვიდს მრავალი გამოცანა, ანდაზა და გამონათქვამი უკავშირდება: „შუბლის შვიდი ძარღვი“, „შვიდ ძიძას ბავშვი დაუბრმავდაო“, „შვიდჯერ გაზომე-ერთხელ გაჭერი“, „ერთი მუშაობდა და შვიდი ჭამდაო“, „საყვარელი მეგობრისთვის შვიდი მილი წინააღმდეგობას არ წარმოადგენსო“, „შვიდი უბედურება-ერთი პასუხი“, „შვიდი ზღვის გადაღმა... “ და ა. შ.
ციფრი „8“-ახლიდან მოპოვებული სამოთხის სიმბოლო, ასევე განახლება, აღდგომა, ბედნიერება. მერვე დღემ შვა ახალი, სრულყოფილი ადამიანი. შვიდდღიანი მარხვისა და მორჩილების შემდეგ, მერვე დღეს დგება სულიერი განახლება.
პითაგორიანელებთან რვა ნიშნავს სამ განზომილებასა და სტაბილურობას.
შუმერულ-სემიტურ ტრადიციებში რვა არის ცის მაგიური რიცხვი.
ბუდისტებთან რვა- მთლიანობა, ყველა შესაძლებლობის შერწყმა. რვა სიკეთის მომასწავლებელი სიმბოლოა.
ჩინელებთან ის მთლიანობას, ყველა შესაძლებლობის გამოვლინებასა და წარმატებას ნიშნავს. „ბა გუა“ -ესაა რვა საპირისპირო სამეული და წყვილი, რომლებიც განლაგებულნი არიან წრეში და დროისა და სივრცის სიმბოლოს წარმოადგენენ. ადამიანის არსებობის რვა სიხარული.
ქრისტიანობაში ის ნიშნავს აღგენასა და აღდგომას. ნათლობის ჩასატარებელი ნიშა ჩვეულებრივ რვაკუთხოვანია და სიმბოლურად ახლიდან დაბადების ადგილს წარმოადგენს. ნეტარების რვა მცნება.
ეგვიპტეში რვა თოტის ციფრია.
ებრაელებთან ის ღმეთის რიცხვია; ტაძარი რვა დღის განმავლობაში განიწმინდებოდა.
იუდაიზმში 8х8 ნიშნავს ზეციური სამყაროს წესრიგს, რომელიც მიწაზეა დამკვიდრებული. ტაძრების არქიტექტურა მანდალას ქმნის, რომლის სიმბოლოც ასევე არის 8х8. არსებობს სამყაროს რვა ტერიტორია, დღის რვა ნაწილი, რვა ჩაკრა, რვა მზე.
ისლამში სამყაროს მმართველ ტახტს რვა ანგელოზი იჭერს, რომლებიც რვა მიმართულებასა და არაბული ალფავიტის რვა ჯგუფს შეესაბამებიან.
იაპონელებთან რვა ბევრს ნიშნავს; ცაზე რვა ღმერთია.
ციფრი „9“ ნიშნავს ყოვლისშემძლეობას და წარმოადგენს სამმაგ სამეულს (3х3). ეს შემომსაზღვრელი რიცხვია, აქედანაა გაყოფა 90 და 360 გრადუსებზე.
პითაგორიანელებთან ცხრა ყველა რიცხვის დასასრულია, რომლის შიგნითაც არსებობს და მოძრაობს სხვა ყველა რიცხვი. ეს ციური და ანგელოზური ციფრია. ესაა სამოთხე მიწაზე.
სკანდინავიურ და ძველ გერმანულ სიმბოლიკაში ცხრა-წმინდა რიცხვია.
ქრისტიანულ სიმბოლიკაში ცხრა იშვიათად ფიგურირებს. არსებობს ანგელოზთა გუნდების სამმაგი სამეულები, ცხრა სფერო და წრე ჯოჯოხეთის გარშემო.
ჩინელებთან 3х3 - რიცხვთა შორის ყველაზე სასიკეთო კომბინაციაა, აგრეთვე ნიშნავს რვა მიმართულებასა და ცენტრს მეცხრე წერტილის სახით. არსებობს ცხრა ძირითადი საზოგადოებრივი კანონი და ჩინოვნიკების ცხრა კლასი.
ბერძნულ-რომაულ ტრადიციებში არსებობს ცხრა ღმერთი, მოგვიანებით კი ცხრა მუზა.
ებრაელებთან ცხრა სუფთა ურთიერთგაგება და ჭეშმარიტებაა, რადგან ცხრიანი გამრავლების შედეგადაა წარმოქმნილი.
კაბალაში ის საფუძველის სიმბოლოა.
ციფრი „10“-კოსმიური რიცხვია. ის თავის თავში მოიცავს ყველა რიცხვს, შესაბამისად კი ყველა ქმედებასა და შესაძლებლობას. ამავდროულად, ესაა მთელი ანგარიშის გარდამტეხი წერტილი. ის არის ყოვლისმომცველი, კანონი, წესრიგი, მმათველობა. 1+2+3+4=10 ღვთიურობის სიმბოლოა; ერთი ნიშნავს წერტილს, ორი-გაფართოებას, სამი (სამკუთხედი)-სიბრტყეს, ოთხი-მოცულობასა და სივრცეს.
პითაგორიანელებთან ათიანი რიგითობის აღდგენა და სრულყოფილებაა.
რომში ეს რიცხვი გამოისახებოდა ნიშნით X-სისავსის აღმნიშვნელი, სრულყოფილი ფიგურა. ათიანი, ასევე, მოგზაურობის დასრულებისა და საწყის წერტილში დაბრუნების ამსახველი რიცხვია. ოდისევსი ცხრა წელი მოგზაურობდა, მეათე წელს კი დაბრუნდა. ტროა ცხრა წელი იყო ალყაში და მეათე წელს დაეცა.
ჩინელები ათიანს ჯვრის სახით ხატავენ ცენტრში გამოსახული იეროგლიფით „ჩი“, რაც ადამიანური „მე“-ს სიმბოლოა, რომლის წინაშეც ორი გზაა: ინი და იანი. ეს სრულქმნილი ფიგურაა. ათი ციური ტოტი შესაძლოა უკავშირდებოდეს უფრო გავრცელებულ ათდღიანი კვირის ციკლს.
ქრისტეს ათი მცნება აქვს, იგავი ათი ჩირაღდნის, ათი ქალწულის, ათი ტალანის შესახებ. ღმერთს შესაწირი ათობითობით ეძღვნებოდა.
კაბალაში ათიანი ეს ასო J-ს (იოდი) რიცხვითი მნიშვნელობაა-სამუდამო სიტყვა, ღმერთის სახელის პირველი ასო. ის ურთიერთგაგების ბრწყინვალე ნიჭისა და ღვთიური თანადგომის სიმბოლოა.
ისლამში დიდი მნიშვნელობა აქვს ათეულს (უშრი). ესაა მიწის ფლობელობის გადასახადი, რომელიც მუსულმანების საერთო საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.
ციფრი „11“. რადგანაც ათიანი არის სრულქმნილი რიცხვი და კანონი, თერთმეტი წარმოადგენს ორივედან გამოსვლას და ნიშნავს ცოდვას, კანონდარღვევას, საშიშროებას.
ციფრი „12“ ასახავს კოსმიურ წესრიგს. ესაა ზოდიაქოს ნიშნების, წელიწადის თვეების (ექვსი ქალური და ექვსი მამაკაცური) რიცხვი. დღის თორმეტი და ღამის თორმეტი საათი. თორმეტი ნაყოფი კოსმიურ ხეზე. ამას გარდა, ქაოსიდან დაბრუნების თორმეტი დღე ზამთრის ბუნიაობის დროს, როცა მიცვალებულები ბრუნდებიან, რომელიც აღინიშნებოდა რომში. იგივე სიმბოლიზმის მატარებელია აღდგომის წინა თორმეტი დღე.
ეს ციფრი გვხვდება ვედურ, ჩინურ, წარმართულ და ევროპულ სიმბოლიკებში: დალაი ლამას საბჭოს თორმეტი წევრი, კარლ დიდის თორმეტი პალადინი (პერი), მრგვალი მაგიდის თორმეტი უხუცესი.
ქრისტიანებთან-სულის 12 ნაყოფი, 12 ვარსკვლავი, იზრაელიანების 12 თაობა, 12 მოციქული, წმინდა ქალაქის 12 კარიბჭე და 12 ქვა, აღდგომის თორმეტდღიანი ზეიმი.
ეგვიპტელებთან-ჯოჯოხეთის 12 კარიბჭე, რომელშიც „რა“ ატარებს ღამის საათებს.
ბერძნებთან -ოლიმპოს 12 ღმერთი და ქალღმერთი, 12 ტიტანი.
ებრაულ ტრადიციებში-სიცოცხლის ხის 12 ნაყოფი, ზეციური ქალაქის 12 კარიბჭე; ტაძრის მაგიდაზე წლის თვეების ამსახველი 12 ნამცხვარი; აარონის მკერდზე 12 ძვირფასი ქვა; იზრაელიანების, იაკობის შვილების 12 თაობა.
ისლამში- ალის შთამომავალი 12 იმამი მართავს დღის 12 საათს.
ციფრი „13“. ამ ციფრთან დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ის ან უბედურების მომტანად ითვლებოდა, ან პირიქით, ბედნიერების მომასწავლებლად.
ქრისტიანობაში დიდმარხვის ბოლო კვირაში საღამოს წირვისას ცამეტ სანთელს (კათოლიკები ამას tenebrae-ს უწოდებენ) აქრობენ ერთმანეთის მიყოლებით, რაც ქრისტეს სიკვდილის შემდგომ დედამიწაზე წყვდიადის დასადგურების სიმბოლოა. რიცხვი ცამეტი საბედისწეროდ ითვლება, რადგან ეს იუდას რიცხვია.( ქრისტესტე, 12 მოწაფე და იუდა). ამას გარდა ის ჯადოქართა შაბაშის რიცხვია.
აცკეტებთან ეს საიდუმლოებით მოცული რიცხვი დროის გაგებასთან ასოცირდებოდა, კონკრეტულად კი ნიშნავდა დროის ციკლის დასრულებას. ისინი თვლიდნენ, რომ ციფრი „13“ რაღაც დონეზე უკავშირდებოდა ზეცას. მათი ერთერთი მთავარი ღმერთის თმაში 13 კულული იყო გამოკვეთილი, წვერში კი ამდენივე ნაწნავი.
ძველმა ჩინელებმა უამრავი ტაძარი აუგეს ღმერთ „ხუან დი“-ს. იმპერატორის მსახურები ყოველი წლის პირველი და მეხუთე თვის 13 რიცხვში ამ ტაძრებში მსხვერპლშეწირვის რიტუალებს ატარებდნენ.
წმინდა წიგნი-„კაბალა“ მოიხსენიებს 13 ბოროტ სულს. რიცხვი „13“ აღნიშნავს გველს, დრაკონს, სატანას და მკვლელს.
აპოკალიფსის მეცამეტე თავი ანტიქრისტესა და მხეცს ეხება.
ეს რიცხვი გამოიყენება მკითხაობისას. მას მრავალი ცრურწმენა უკავშირდება. ა.შ.შ-ს ბევრ სასტუმროში არ არსებობს არც მეცამეტე სართული და არც მეცამეტე ოთახი. ამას გარდა, ამავე ქვეყნის ავიაკომპანიების თვითმფრინავებში არ არის ამ ნუმერაციის სავარძლები. საფრანგეთის მსხვილ ქალაქებში სახლებს, რომლებსაც რიგითობით 13 ნომერი შეესაბამებათ, აღნიშნავენ „12-ბის“. დიასახლისები გაურბიან სუფრის 13 პერსონაზე გაშლას.
ითვლება რომ ეს უკავშირდება მოგონებას საიდუმლო სერობის შესახებ, როცა იესო ქრისტესა და მისი თორმეტი მოწაფის გარდა, ბოლო ტრაპეზზე მოღალატე იუდაც იმყოფებოდა.
რიცხვი „40“ ნიშნავს მცდელობას, გამოცდას, მიძღვნას, სიკვდილს. ორმოცი დღის განსაკუთრებული მნიშვნელობა როგოც ჩანს ბაბილონიდან მოდის, სადაც ცაზე პლეადის ორმოცდღიანი გაქრობა წვიმების, ქარიშხლების და წყალდიდობების პერიოდს მოასწავლებდა და საშიშად ითვლებოდა. რომაელები შემოსულ გემებს ორმოცი დღით აჩერებდნენ კარანტინში, და თვით ეს სიტყვა წარმოებულია სიტყვა „ორმოცისაგან“.
პერსებთან, თათრებთან, ბაალბეკში, დრუიდებსა და იეზეკელებთან ტაძრებს ორმოცი კოლონა აქვთ. ქრისტიანობაში ორმოცი დღე აღდგომიდან ამაღლებამდე-ხელშეუხებლობისა და თავშესაფრის უფლების ქონის პერიოდია. ძველი აღთქმით მოსემ ორმოცი დღე გაატარა სინას მთაზე; ორმოცი დღე იმალებოდა ელია; ორმოცი დღე წვიმდა წარღვნისას; ნინევიის ორმოცდღიანი გამოცდა იონას დროს; ორმოცი წელი დახეტიალობდნენ ებრაელები უდაბნოში; ორმოცი წელი გრძელდებოდა ფილისტიმელთა უღელი; დავითი და სოლომონი ორმოცი წელი მეფობდნენ; ორმოცი წელი განსჯიდა ისრაელს ელია. წინასწარმეტყველი იეზეკიას წიგნში ნათქვამია ხილვის შესახებ, რომელშიც ღმერთმა მას, იუდინის სახლის ორმოცწლიანი უკანონობის გამო, დაავალა ორმოცი დღით მარჯვენა გვერდზე წოლა.
ეგვიპტეში ოზირისი სიკვდილიდან ორმოცი დღის შემდეგ აღდგა, ეს მარხვის პერიოდია.
ისლამში ორმოცი - როგორც ცვლილებისა და სიკვდილის რიცხვია, ამავდროულად შერიგებისა და საწყისთან დაბრუნების. მუჰამედი 40 წლის ასაკში მოიხმეს. ყურანს ასევე ორმოცი დღის განმავლობაში კითხულობენ.
მიტრაიზმში ორმოცი ინიციაციის რიტუალის, ზეიმისა და მსხვერპლშეწირვის დღეების რაოდენობაა.
რიცხვი „60“ დროის რიცხვია (60 წუთი და 60 წამი).
ეგვიპტეში ის დღეგრძელობის სიმბოლოა.
ჩინეთში ციკლური რიცხვი და სამოციანი ციკლის სიმბოლოა, რომელსაც ადრე დასავლეთში ჩინურ ციკლად მოიხსენიებდნენ. ათი ციური ტოტისა და თორმეტი მიწის რტოს მონაცვლეობითი ურთიერთქმედება აგებულია ისე, რომ ციკლი მთავრდება მესამოცე წელს, როცა ყველა კომბინაცია ამოწურულია და ის ისევ ახლიდან იწყება. დროის ექვსი ციკლი უდრის ტროპიკულ წელს.
რიცხვი „70“ ებრაულ სიმბოლიკაში. შანდლის სამოცდაათი განშტოება ასახავს დეკანებს-შვიდი პლანეტის ათ დანაყოფს 12 ზოდიაქოს ნიშანში. სამოცდაათი წელი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის პერიოდია.
„666“. ქრისტიანობაში მხეცის, ანტიქრისტეს ნიშანი.
კაბალაში 666 არის მზის დემონის „სორატი“-ს რიცხვი, რომელიც მთავარანგელოზი მიქაელის მოწინააღმდეგეა.
„888“. ებრაული ასოების რიცხვობრივი მნიშვნელობით ეს რიცხვი ქრისტეს რიცხვია და წარმოადგენს მხეცის რიცხვის-666-თან დაპირისპირებულ რიცხვს.
რიცხვი 36 ფლობს მძაფრად გამოხატულ მაგიურ თვისებებს. პირველი ცნობები მის შესახებ პითაგორას შრომებში გვხვდება. მოგვიანებით პლუტარქემ მიუთითა რომ 36 წარმოადგენს კენტი რიცხვებისა და პირველი ოთხი ლუწი რიცხვის მიმატებით მიღებულ რიცხვს. ასევე, თუ ერთმანეთს მივუმატებთ სამსა და ექვსს, მივიღებთ ცხრას, რაც ჩვენი მატერიალური საზოგადოების სიმბოლოა. მაიას ტომები აგრეთვე იყენებდნენ ამ რიცხვს თავიანთ კალენდარულ სისტემაში. ის შეიცავს 360 დღეს, რომელიც ამ ციფრის ათჯერ გამეორებას წარმოადგენს. თუ ჩენ მზერას კომპასს მივაპყრობთ, დავინახავთ სრულ წრეს, რომლიც იკვრება ჩრდილოეთის 360 გრადუსზე.
როგორც წესი, ეს რიცხვი გავლენას ახდენს ადამიანის ბუნებაზე. მისი მატარებლები ცდილობენ ამ სასტიკ სამყაროში ჭეშმარიტების პოვნას. მიუხედავად საერთო წესრიგის უქონლობისა, ისინი აღწევენ ჰარმონიას. მათ რიცხვს მიეკუთვნება ბევრი სულიერი და საზოგადო მოღვაწე, რომლებიც იცავენ უბრალო ადამიანურ ფასეულობებს. ასეთ ადამიანებს ხელეწიფებათ საკუთარი სიცოცხლის გაწირვაც, ამიტომ ისინი ხშირად არიან პირადი მცველები. მათ შორისაა ბევრი ადვოკატი (პატიოსანი, სამართლიანი ადამიანები, რომლებიც იცავენ რიგითი მოქალაქის უფლებებს) და სოციალური მუშაკი. ასევე 36-ის მატარებლებს შუძლიათ თავიანთი ცხოვრების პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირება და ამ საქმეში აღწევენ კიდეც მნიშვნელოვან შედეგებს. როგორც ხედავთ, ჩამოთვლილი პროფესიების სია მიუთითებს ასეთი ხალხის აშკარად გამოვლენილ პოზიტიურ მიმართულებებზე. ისინი ყველანაირი რისკის ფასად იძლევიან კიდევ ერთ შანსს და ცდილობენ ადამიანები დაიცვან შესაძლო საფრთხისგან. მთელი მათი საქმიანობა ოპტიმიზმითა და ნათელი იმედებითაა გამსჭვალული. ბევრი მოქალაქისაგან განსხვავებით, ამ ციფრის მატარებლებს უყვართ სამყარო და ვერ ამჩნევენ მისგან მომავალ საფრთხეებს. მაგრამ, ხშირად, როცა ისინი ვარდისფერ სათვალეს იკეთებენ, მათი პაცეფიზმი ნეგატიურ ელფერს იძენს. დროთა განმავლობაში ეს მდგომარეობა გაივლის და ადამიანი მარტო რჩება თავის ამაღლებულ, მაგრამ განუხორციელებელ იდეებთან. თუ ასე მოხდა, ის გადაიქცევა ხოლმე ცინიკურ და მთელ სამყაროზე განაწყენებულ პერსონად. ასევე, ასეთ ადამიანებს ახასითებს მიმნდობლობა, რასაც შესანიშნავად იყენებენ თაღლითები. ხშირია სექტებში ან იატაქქვეშა რელიგიურ ორგანიზაციებში მოხვედრის შემთხვევებიც.

მომზადებულია
GeoAstro.Ge-სთვის


27.10.2017.скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

რიოლიტი

თორნიკე ბიძინაშვილი: როცა ასტროლოგიას ერჩიან, მათმა 100-მა პროცენტმა არაფერი იცის ასტროლოგიაზე!

წმინდა სამება და ადამიანური სამი ჰიპოსტასის განვითარების 3 ეპოქა

...

ეზოთერია (I გადაცემა, სტუდია „GeoAstro“-ს პროდუქტი)

...

რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?

Guide to cats and kittens