ასტროლოგია / ჟურნალი ასტრო-news / ზოდიაქოს ნიშნები

მოსაზღვრე ნიშნები

ადამიანთა უმრავლესობამ იცის თავის ზოდიაქოს ნიშანი, იმათი ჩათვლითაც კი, ვისაც ნაკლებად სჯერა ასტროლოგიის.
თუმცა არის კატეგორია, ვისაც კითხვაზე: „რა ზოდიაქო ხარ?“, პასუხის გაცემა უჭირს. ეს კონტინგენტი დაბადებულია ზოდიაქოს ნიშანთა საზღვარზე. როცა ამბობთ, რომ ხართ კირჩხიბი ან მერწყული, ასტროლოგიურად ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი დაბადების მომენტში მზე იმყოფებოდა თქვენს ზოდიაქოს ნიშანში. დასავლურ ასტროლოგიაში მზე იმყოფება ლომის ზოდიაქოს ნიშანში დაახლოებით 23 ივლისიდან 23 აგვისტომდე. მაგრამ ვინც დაბადებულია 23 ივლისის ღამეს ან 23 აგვისტოს გამთენიისას, ვინ იქნებიან ისინი? კირჩხიბები თუ ლომები? ან ის, ვინც 23 აგვისტოს ღამეს ან 24 აგვისტოს დილას დაიბადა - ლომები თუ ქალწულები?
ერთი მხრივ, ყოველწლიურად, მზე ერთსა და იმავე ნიშანში სხვადასხვა დროს გადადის. არის წლები, როდესაც მზე გადადის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში 21 დეკემბერს, ან 22 დეკემბერს. აუცილებელი არ არის ეს გარდამავალი პერიოდი ზუტად ღამის 12 საათით განისაზღვროს. შეიძლება 21 დეკემბერს 11:00 სააათზე დაბადებულები იყვნენ მშვილდოსნები და 11:30 საათზე დაბადებულები - თხის რქები. ამიტომ თქვენ თუ ხართ ზოდიაქალური მესაზღვრე და ვერ დაგიზუსტებიათ ზოდიაქოს ნიშანი, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ასტროლოგს ან გადახედოთ ეფემერიდების ცხრილს. ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ზუსტად გაიგოთ თქვენი დაბადების საათი და ადგილი. ასევე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარდამავალ გრადუსებზე ციური სხეულები იძენენ ორივე ზოდიაქოს ხასიათს, გააჩნია გრადუსებს.
ეს არ ეხება მზოლოდ მზეს.

ქვემოთ მოცემულია მზის ზოდიაქოს ნიშნებში გადასვლა.
2014 წელს, თბილისის დროით.


ზოდიაქოს ნიშანი დაწყების თარიღი დაწყების საათი
ვერძი - 20.03.2014 - 21:00
კურო - 20.04.2014 - 8:00
ტყუპები - 21.05.2014 - 7:00
კირჩხიბი - 21.06.2014 - 15:00
ლომი - 22.07.2014 - 1:52
ქალწული - 23.08.2014 - 8:52
სასწორი - 22.09.2014 - 6:38
მორიელი - 23.10.2014 - 16:05
მშვილდოსანი - 22.11.2014 - 13:47
თხის რქა - 21.12.2014 - 3:03
მერწყული - 20.01.2014 - 13:52
თევზები - 18.02.2014 - 2:52


ასტრო-News #3
დეკემბერი, 2013
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ინფორმაციის გამოყენების პირობები

უცხოპლანეტელები დედამიწაზე, მოგზაურები

ეზოთერია მე-8 გადაცემა 2 ნაწილად (სარეკლამო-საინფორმაციო ვერსია)

Guide to cats and kittens