» » საქართველოს ასტროლოგიური რუქა (I ნაწ.)
ასტროპროგნოზი / ასტროისტორია

საქართველოს ასტროლოგიური რუქა (I ნაწ.)

საქართველოს ასტროლოგიური რუქა (I ნაწ.)
საქართველოს ასტროლოგიური რუქა (I ნაწ.)






















ხშირად მეკითხებიან საქართველოს მომავალზე. რა გველოდება უახლოეს, ან უფრო შორეულ მომავალში.
ასტროლოგიის ერთ–ერთი უმთავრესი პრინციპის მიხედით – ნებისმიერი ობიექტის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს მხოლოდ ის, რაც მის რუქაში არის ასახული. ამასთან, ცალკეული ადამიანი გაცილებით უფრო თავისუფალია თავის არჩევანში, ვიდრე ადამიანთა ერთობლიობა. მასა, ყოველთვის უკეთ პროგრამდება, მისი მართვა უფრო ადვილია, ვიდრე ცალკეული ადამიანის. ინდივიდს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია საკუთარ ცხოვრებაში. დიდი ობიექტისთვის რამის შეცლა უფრო ძნელია. მუნდანური ობიექტი (ვთქვთ სახელმწიფო) გაცილებით უფრო ფატალურია, ვიდრე ადამიანი.
ამიტომ, სანამ რაიმეს ვიტყოდე ჩვენს მომავალზე, მინდა შევეხო საქართველოს რუქას. ვინაიდან ეს სტატია განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ფლობს ასტროლოგიის საწყისებს, თავს უფლებას მივცემ გამოვიყენო ასტროლოგიური ტერმინოლოგია.
ნაციას (განსაკუთრებით ისეთ ძველს, როგორიც ქართველი ერია) თავის განვითარების გზაზე აქვს არაერთი რუქა. მე ადრე ვახსენე ჩემი სადიპლომო ნაშრომი, რომელიც პირველ ქართულ სახელმწიფოსთანაა დაკაშირებული. ეს რუქა, რა თქმა უნდა მუშაობს, თუმცა, დღევანდელობასთან დაკავშირებით იგი ეროვნული პოტენცილისა და ეთნიკური ხასიათის განსასაზღვრავად უფრო გამოდგება. მიმდინარე ეტაპზე ქართული სახელმწიფოს მდგომარეობის შესასწავლად ყველაზე უპრიანად მიმააჩნია რუქა დამოუკიდებლობის აღდგენის დღის (09.04.1991წ, 09სთ და 10წთ) მიხედვით.
მუნდანურ რუქაში, ისევე როგორც ნატალურში, მთავარი ადგილი უკავია მზე–დედამიწა–მთვარის ურთიერთობებს. ამ სამი პლანეტის დამაკავშირებელია მთვარის კვანძები. ამდენად, მუნდანური რუქის გარჩევა სწორედ მთვარის კვანძებით იწყება.
საქართელოს რუქაში ქვედა კვანძი მე–2 სახლში, კირჩხიბში მდებარეობს. ეს გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოებრიობის ფესვები ნაციონალიზმზე, ეროვნულ ტრადიციებზე (კირჩხიბი) დგას. მეორე სახლი მიუთითებს, რომ ეს ტრადიციები, როგორც ფასეულობა, აღიქმება რესურსად, პოტენციალად.
ზედა კვანძი მდებარეობს თხის რქაში, მე–8 სახლში. ერი (სულ მცირე სურვილის დონეზე) მიისწრაფვის კანონის უზენაესობისა და ბიუროკრატიული, კლასიკური სახელმწიფოსკენ (თხის რქა), ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ვცდილობთ ავაშენთ სამართლიანი, სოციალური სახელმწიფო (მე–8 სახლი). თუმცა, როდესაც მე–8 სახლში კვანძთან ერთად ვხედავთ ურანსა და ნეპტუნს, მივდივართ დასკვნამდე, რომ სოციალური პოლიტიკა ან სპონტანურ ხასიათს (ურანი) უნდა ატარებდეს, ან უფრო მოსახლეობის მოტყუებას (ნაპტუნი) უნდა ემსახურებოდეს, ვიდრე დახმარებას.
მე–8 სახლის მმართველი – სატურნი შეერთებულია მთვარესთან მე–9 სახლში, მერწყულში. მთვარე არის სიმბოლო მასის, მოსახლეობის, ადამიანების და ერის ნებას, „ხმა ერისას“ გამოხატავს. ხალხის მთავარი მოთხოვნილებები დემოკრატიის განვითარებასთან, მრავალპარტიულობასთან, თავისუფლებების მოპოვებასთანაა (მერწყული) დაკავშირებული.
სატურნი მუნდანურ რუქაში გამოხატავს კანონს. მისი მდებარეობა მერწყულში აღნიშნავს, რომ ჩვენი კანონმდებლობა დემოკრატიაზე, ადამიანების უფლებებზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზეა ორიენტირებული.
სატურნისა (კანონი) და მთვარის (ხალხი) შეერთება ფუნქციურად გვიჩვენებს, რომ მოსახლეობა მზადაა დაემორჩილოს კანონებს. თუმცა, თვისობრივი თვალსაზრისით, საყურადღებოა, რომ ნებისმიერი პლანეტა სატურნთან შეერთებისას ითრგუნება, ანუ ხალხს მძიმე ტვირთად აწევს ეს კანონები.
არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჩვენი კანონმდებლობა დემოკრატიულია (სატურნი მერწყულში). რა ხდება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უნდა ინახოს ამ სატურნი–მთვარის შეერთების ოპოზიცია (ოპოზიცია ამა თუ იმ მოვლენის სირღმისეული არსის დანახვაში გვეხმარება). ოპიზიციაში ვხედავთ ლომს იუპიტერთან ერთად. ირკვევა, რომ კანონმდებლობა დემოკრატიულია მხოლოდ ზედაპირულად, არსით კი ავტორიტარულია (ლომი) და ლახავს ადამიანთა უფლებებს (იუპიტერი).
ამდენად, მიუხედავად მოსახლეობის მზაობისა დაიცვას კანონები, ეს კანონები ხელს უწყობენ უფრო ადამიანის დათრგუნვას, ოჯახის გაღატაკებას. ადამიანები ცხოვრობენ შეგრძნებით, რომ მათი უფლებები ირღვევა. ის რომ ეს შეერთება ხდება მე–9 სახლში, მიუთითებს რომ მოსახლება გამოსავალს ეძებს სამშობლოს გარეთ. იუპიტერის ოპოზიცია ამ შეერთებისადმი, კიდევ უფრო ამყარებს ამ ტენდენციას.
მთვარე არის მე–2 და მე–3 სახლების მმართველი. მე–3 სახლი აღწერს ქვეყნის რეგიონებს. ჩვენს რუქაში იგი კირჩხიბითა და ლომითაა გამოხატული, აქვე მდებარეობს იუპიტერი. იუპიტერი, რომლის პრინციპია გაფართოება, ასიმილაცია, წარმოადგენს მე–7 სახლის მმართველს, სახლისა, რომელიც პარტნიორების, ღია მტრებისა და მეგობრების სიმბოლოა. პარტნიორები (7 სახლი) საკუთარი იმპერიული (ლომი) ინტერესების რალიზებას ჩვენი რეგიონების ხარჯზე გაფართოებითა და მათი ასიმილაციით (იუპიტერი) ცდილობენ. ისინი შემოდიან ჩვენს ტერიტორიაზე, არააუცილებლად სამხედრო მეთოდებით და იფართოებენ საკუთარი გავლენის სფეროს. ამასთან ეს ქმედებები წინაღმდეგობაშია, როგორც მოსახლეობის ინტერესებთან (ოპოზიცია მთვარე–იუპიტერი), ისე ქვეყნის კანონმდებლობასთან (ოპოზიცია იუპიტერი–სატურნი).
სამწუხაროდ, ეს პერმანენტული პრობლემაა. ვიდრე არსებობს ეს სახელმწიფო, იარსებებს ეს პრობლემა. იუპიტერი ლომში საკმაოდ ძლიერია, მაგრამ არანაკლებ ძლიერია სატურნიც, რომელიც ოპოზიციაშია მასთან. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი საზღვრები საერთაშორისო მექანიზმებით, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული და საკმაოდ კარგადაც. საჭიროა ხისტი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც უკეთ დაიცავს ჩვენს საზღვრებს, მოსახლეობას, ინტერესებს და ამ კანონების განუხრელი და უმკაცრესი დაცვა.
საინტერესოა, რომ რუსეთის ერთ–ერთ რუქაში იუპიტერი, 1–ლი სახლის თანამართველი, მდებარეობს მე–3 სახლში. 1–ლი სახლი აღწერს უშუალოდ სახელმწიფოს სახეს, მის “მე“–ს. მეზობლების ხარჯზე გაფართოება და მათი ასიმილაცია, რაც ესოდენ დამახასიათებელია რუსეთისთვის, მისი, როგორც სახელმწიფოს არსია, და რუქაშიც არის ასახული.
ურანი და ნეპტუნი აზიანებენ მზეს. ნებისმიერ რუქაში მზე არის ის, რაც გაძლევს საციცოხლო ძალას, რაც ყველაზე ურყეევია. ამ დროს – ურანი და ნეპტუნი! უკეთეს შემთხევაში – ილუზია და მოტყუება, უარესში – გადატრიალება, რევოლუცია, რომელიც ურტყამს იმას, რაც უნდა იყოს ურყევი, რაც გაცოცხლებს.
შეგვეძლო გაგვეგრძელებია საქართველოს რუქის გარჩევა, თუმცა ამ პატარა ექსპრეს–ანალიზიდანაც ჩანს, რომ მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სახარბიელო გვაქვს.
საქართველოს ამ რუქაში არ ჩანს ასპექტი, რომელზეც შეიძლება დაყრდნობა. რუქა არ არის შეკრული, რაც თავისთავად ცუდია ნებისმიერი ქმედებების რელიაზებისათვის. სატურნი, ურანი და ნეპტუნი აზიანებენ ყველაფერს, რისი დაზიანებაც შეიძლება. მე–7 სახლი (პარტნიორების, ღია მტრებისა და მეგობრების) სახლი ძალზე ძლიერია და ასიმილატორული ტენდენციებით შემოდის ჩვენს რეგიონებში. ვერ ვიტყვი, რომ ისინი შეძლებენ ახლო მომავალში დაარღვიონ ჩვენი საზღვრები, მაგრამ იუპიტერის დაუბალანსებელი ოპოზიცია მთვარესა და სატურნთან, ასევე კვადრატი პირველ სახლთან ძლიერ უშლის ხელს ჩვენს განვითარებას.

P.S ეს სტატია უკვე დაწერილი მქონდა, როცა შევესწარი ასეთ სიტუაციას. ეს კარგი მაგალითია მთვარე–სატურნის ოპოზიცია იუპიტერთან– კანონის ფორმალური და არჩევითი შესრულება: ჩემს სახლთან გაიხსნა თურქული მაღაზი, რომელსაც თურქი და ქართველი მეპატრონე ჰყავს. იმის გამო, რომ პროდუქცია მაღაზიაში არ ეტევა მეპატრონეებმა პროდუქტი გარეთ გამოალაგეს, პრაქტიკულად, მთელი ტროტუარი (გზის სავალი ნაწილი) დაიკავეს – თითქმის სამანქანო გზამდე. მათ იაფფასიან პროდუქციას ყოველთვის ჰყავს კლიენტი, უამრავი ხალხი ტრიალებს, გავლა თითქმის შეუძლებელია. ამ მაღაზიასთან ძალიან ახლოს, მოხუცმა ქალმა ერთი სათლი ვაშლი გასაყიდად მოამზადა და მაღაზიასთან ჩამოჯდა ... აშკარად გლეხი იყო და საკუთარ ვაშლს ჰყიდდა. ვხედავ, მივიდა პატრული და აჯარიმებს – ასი ლარი, გზის სავალ ნაწილზე ვაჭრობა აკრძალულიაო. გამოდის, რომ უბრალო, რიგითი ადამიანისთვის კანონი უნდა კანონობდეს (მთვარის შეერთება სატურნთან), უცხოელისთვის(იუპიტერი) და მდიდრებისთვის, შეძლებულთათვის(იუპიტერი ლომში) კი – არა.

ლია ბარათაშვილი
ასტრო-ეზოთერული ცენტრი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

სიუჟეტი მინერალურ ქვებზე - GOGAGGG TV

...

ლაზურიტი

Guide to cats and kittens