ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი I)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი I)

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი I)








რითი დავიწყოთ? მოდი, გავიგოთ - რა არის „ასტროლოგია“.
თვითონ სიტყვა „ასტროლოგია“ ქართულად ნიშნავს „ვარსკვლავების მეცნიერებას“. ასტროლოგია წარმოიქმნა ღრმა წარსულში „ვარსკვლავების“ ქვეშ, მაშინ ესმოდათ ყველა ციური ობიექტი (როგორც ღამის, ასევე დღის). ასე რომ, ძველი ასტროლოგების ყურადღების ქვეშ ექცეოდა როგორც ვასკვლავები, ასევე პლანეტები, მთვარე, მზე, კომეტები. იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე, თავიდან მოგვიწევს გავიაროთ პატარა ექსკურსია სტრონომიაში. ყველა თქვენგანი სავარაუდოდ, სწავლობდით სკოლაში და გავლილი გექნებათ ასტრონომია. და აი, ამ ბაზაზე გავივლით პატარა ექსკურსს.
დავიწყოთ მზის სისტემით. მზე მდებარეობს მზის სისტემის ცენტრში. ეს ვარსკვლავია. მზის შიგნიდან მილიონობით გრადუსზე მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქციები, რის შედეგადაც ანათებს მზე. მზე 109-ჯერ დიდია დედამიწაზე, მასა კი 333000-ჯერ მეტი. დედამიწის დიამეტრი 12740 კმ, ეს საშუალო დიამეტრია, როგორც ასეთი ბურთის ფორმისაა, მაგრამ პოლუსები ოდნავ გაბრტყელებულია მისი ბრუნვის გამო.
მზის გარშემო პლანეტები თავის ორბიტაზე მოძრაობენ. თუ მზე - გავარვარებული აირის ბურთია, მაშინ პლანეტები - შედარებით ცივი სხეულები. მერკურის, ვენერას, დედამიწას, მარსს და პლუტონს აქვთ მკვეთრი მყარი ზედაპირი. გიგანტი პლანეტები კი - იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი თხევად - აიროვანია, თუმცა ცენტრში შეიძლება ქონდეთ მყარი ბირთვი. ყველაზე დიდი პლანეტა - იუპიტერი. ის დიამეტრით 13-ჯერ და მასით 318-ჯერ დიდია დედამიწაზე. პლანეტები თავისით არ ანათებენ, ისინი ირეკლავენ მზის სხივებს. მზის გარშემო თანრიგის მიხედვით ასე მოძრაობენ შემდეგი დიდი პლანეტები: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი.
დიდი პლანეტების გარდა მზი სსისტემაში ასევე გვხვდება პატარა პლანეტები (ასტეროიდები). ყველაზე დიდი ასტეროიდი - ცერერა - აღმოაჩინეს 1801 წელს და მისი დიამეტრია 1000 კმ, დანარჩენი პატარა პლანეტები გაცილებით მცირე ზომისაა. ამჟამად ცნობილია რამოდენიმე ათასამდე ასტეროიდი. ასტრონომები კვლავაც ახდენენ ახალ აღმოჩენებს. მათგან უმეტესობა მოძრაობს მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის.
მზის სისტემაში ასევე გვხვდება კომეტები. კომეტის ბირთვი შედგება ქვებისა და ყინულისაგან, მისი დიამეტრი რამოდენიმე კილომეტრია. კომეტის ორბიტა ძალიან გაჭიმულია. როდესაც კომეტა უახლოვდება მზეს, ყინული დნება და წარმოიქმნება გაზის მტვერის ღრუბელი (კომა), შემდეგ კი კომეტის კუდი.
მზესთან დაშორების შემთხვევაში, ეს ყველაფერი ნაწილობრივ იფანტება სივრცეში და კვლავ იყინება. ზოგ კომეტას არა აქვს დახურული ორბიტა, ტოვებენ მზის სისტემას და მიდიან სხვა ვარსკვლავებთან. ასევე შეიძლება ჩვენი მზის სისტემაში მოვიდეს სხვა ვარსკვლავიდან.
ზოგიერთი სხეული, მაგალითად ქირონი, რომელიც მოძრაობს სატურნისა და ურანის ორბიტებს შორის, თავისი მახასიათებლით არის პლანეტასა და ასტეროიდ სშორის. ამიტომ ქირონს მისცეს თავისი სახელი - პლანეტოიდი.
მზის სისტემის მოწყობის პრინციპი აღმოაჩინა კოპერნიკმა. ამ სისტემას ეწოდება ჰელიოცენტრული (მზეც ენტრში). მანამდე დომინირებდა პტოლემეოსის სისტემა. ის იყო გეოცენტრული (დედამიწა ცენტრში). ეხლა კი ვიცით, რომ სინამდვილეს ასახავს კოპერნიკას სისტემა. მაგრამ ასტროლოგიაში გამოიყენება გეოცენტრული სისტემა, ე.ი. ასტროლოგიაში ციური სხეულების ურთიერთქმედება განიხილება დამკვირვებლის გადმოსახედიდან, რომელიც დედამიწის ზედაპირზე დგას. ფაქტიურად აქ მხედველობაშია სამმაგი ურთიერთქმედება: კოსმოსი-დედამიწა-დამკვირვებელი.
ახლა კი, რა შეიძლება დაინახოს დამკვირვებელმა დედამიწის ზედაპირიდან?
1 ნახატზე მოყვანილია წარმოსახვითი ციური სფერო - ზედაპირი, რომელზეც წარმოდგენილია ყველა მნათობი, რომელსაც ვხედავთ ცაზე. სფეროს ცენტრში, 0 წერტილში იმყოფება დმკვირვებელი. ჰორიზონტალური სიბრტყე გაივლის წერტილებს 0, ს, ა, ჩ, დ - ეს არის ჰორიზონტის ხაზი სამხრეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და დასავლეთ წერტილებით. ხაზი ჩ.პ. - ს.პ. ე. წ. დედამიწის ღერძი, რომელიც გვევლინება დედამიწის ბრუნვის ღერძის გაგრძელებად. ამ ღერძის დახრის კუთხე თანაბარია დამკვირვებლის გეოგრაფიული განედისა. ბრტყელი სამყაროს პერპენდიკულარული ღერძი, რომელიც გაგრძელებაა მიწის ეკვატორისა ცის სიბრტყეში, ცის სფეროს გადაკვეთისას გამოდის წრე, რომელსაც ქვია ზეციური ეკვადორი. გეომეტრიიდან ცხადია, რომ ყველაზე დიდი სიმაღლე ზეციური ეკვადორისა ტოლია 90 გრადუსს მინუს გეოგრაფიული განედი. ვერტიკალური სიბრტყეს, რომელიც გადის წერტილებს 0, ჩ, ს, ასევე ზენიტს (წერტილი ზუსტად დამკვირვებლის თავზე) და надир (ზენიტის საპირისპირო წერტილი, რომელიც არ ჩანს, პირდეპირ ფეხებქვეშ) ეწოდება ზეციური მერიდიანი. ყველა მნათობი ამოდის აღმოსავლეთ ჰორიზონტის გადაკვეთის შედეგად, შემდეგ მიაღწევენ ზეციური მერიდიანის ჩრდილოეთის წერტილს, და ამ დროს, როცა ისინი გადაკვეთავენ ზეციურ მერიდიანს ჩრდილოეთის მხრიდან მათი სიმაღლე აღწევს მაქსიმუმს ჰორიზონტიდან მოცემული დღე-ღამისთვის. ამ მოვლენას მნათობის ზედა კულმინაცია ქვია. შემდეგ მნათობი ეშვება ჰორიზონტის დასავლეთ მხარეს, გადაკვეთავს მას, ჩავა, ამის შემდეგ ჩვენ ვერ ვხედავთ მას, ის კი აგრძელებს მოძრაობას ზეციური მერიდიანის სამხრეთ მხარეს და გადაკვეთს მას, ამას ქვია ქვედა კულმინაცია, შემდეგ ისევ ამოდის აღმოსსავლეთიდან შემდეგი დღისთვის.

ასტროლოგია დამწყებთათვის (ნაწილი I)











ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვარსკვლავური დღე განვიხილოთ, როგორც დრო, რომელიც ზედა კულმინაციიდან შემდეგი ზედა კულმინაციის მისაღწევად დასჭირდება რომელიმე (ნებისმიერ) ვარსკვლავს. რეალური მზის დღე კი-დრო, რომელიც ზედა კულმინაციიდან შემდეგი ზედა კულმინაციის მისაღწევად დასჭირდება მზეს.
ასტროლოგებს უფრო მეტად აინტერესებთ მზე, მთვარე და პლანეტები. ისინი კი მოძრაობენ ეკლიპტიკის გასწვრივ. ზეციურ სფეროში ეკლიპტიკა გვევლინება წრის სახით. ის გადახრილია ზეციურ ეკვადორისგან 23°26'_ით და გადაიკვეთება გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობის წერტილებზე. ეკლიპტიკის ჩრდილოეთ მხარე (ტყუპები და კირჩხიბი) უფრო მაღლა ამოდის ჰორიზონტზე ვიდრე ზეციური ეკვადორი, ხოლო ეკლიპტიკის სამხრეთ მხარე (მშვილდოსანი და თხის რქა) უფრო დაბლაა.
ეხლა რამოდენიმე მნიშვნელოვანი განმარტება.
ეკლიპტიკის და ზეციური მერიდიანის გადაკვეთის წერტილს ჩრდილოეთ მხრიდან ეწოდება შუა ცა და აღინინიშნება MC-თი (Medium Coeli). მის საპირისპირო ჰორიზონტის ქვედა, სამხრეთ მხარეს ეწოდება ქვედა ცა და აღინიშნება IC-თი (Imum Coeli). ეკლიპტიკის გადაკვეთის წერტილს ჰორიზონტის აღმოსავლეთ მხრიდან, ანუ მოცემულ დროში ამომავალ წერტილის ეწოდება ასცენდენტი, აღინიშნება Asc-თი (Ascendant-ამომავალი). მის მოპირდაპირე, ეკლიპტიკის გადაკვეკვეთის წერტილს დასავლეთ მხარეს, ეკლიპტიკის ჩამავალ წერტილს ეწოდება დესცენდენტი და აღინიშნება Dsc-თი (Descendant-ჩამავალი).
დედამიწა ბურნუვას, დედამიწიდან დამკვირვებლისთვის კი ზეციური სფერო ბრუნავს დედამიწის ღერძის გარშემო. ყოველ 4 წუთში ზედა კულმინაციის წერტილში გაივლის ზეციური ეკვატორის ყოველი მომდევნო გრადუსი და დაახლოებით ასევეა ეკლიპტიკის მომდევნო გრადუსი. ტროპიკულ განედებში 4 წუთში გაივლის ეკლიპტიკის ერთი გრადუსი, საშუალო განედებში კი ეს ასე არაა. რამდენადაც ეკლიპტიკის სიბრტყე გადახრილია ზეციური ეკვადორისგან, ამდენად, როდესაც ამოდიან ის ნიშნები, რომლებითაც მიდის მოძრაობა ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ანუ ზამთრის მზის მდებარეობის წერტილიდან ზაფხულის მზის მდებარეობის წერტილამდე, ისინი ამოდიან მალე. ამ ნიშნებს ასეც დაარქვეს-სწრაფი ამოსვლის ნიშნები (თხის რქა, მერწყული, თევზები, ვერძი, კურო და ტყუპები). ეკლიპტიკისწ საპირისპირო ნახევარი ამოდის ნელა, ეს არის ნელი ამოსვლის ნიშნები (კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი). როცა მზე სწრაფი ამოსვლის ნიშნებში მოძრაობს დღე მატულობს, ხოლო როცა ნელი ამოსვლის ნიშნებში-კლებულობს. სამხრეთ ნახევარსფეროში ყველაფერი პირიქითაა.
იმისათვის რომ გამოვთვალოთ ეკლიპტიკის წერტილი, რომელიც ამოდის, კულმინაცია აღცევს და ჩადის, საჭიროა ვარსკვლავური დროის ცოდნა, შემდეგ კი მივმართოთ ასტროლოგიური სახლების ცხრილს ან გამოითვალოს სპეციალური ფორმულით (ეს მომდევნო ლექციაზე).
ეხლა ვილაპარაკოთ მზისა და პლანეტების გეოგრაფიული დაკვირვების მნიშვნელობაზე სახვა და სხვა განედებიდან. ეკვატორზე დღე ყოველთვის ღამის ტოლია. 12 საათი ჰორიზონტზეა, დილით და საღამოთი ბინდია, დანარჩენი ღამეა. დროის შეცვლა წლის განმავლობაში არ ხდება. დილით ჰორიზონტზე ამოდის მზე, მისი სიმაღლე სწრაფად იზრდება, მარტის ბოლოს და სექტემრის ბოლოს ზუსტად ზენიტში გადის, დანარჩენი დრო-ახლოს ზენიტთან , შემდეგ ის მკვეთრად ეშვება და საღამოს ჩადის. ამოსვლა და ჩასვლა თითქმის ერთი და იგივე დროს ხდება.
ეკვატორიდან, ჩრდილოეთისანსამხრეთმხარეს, რამოდენიმეგრადუსითდაშორებაცკიარცვლისდღისხანგრძლივობას, წლისდროისცვლილებაცკიარარის (ხანდახან არის სველი და მშრალი სეზონები, მაგრამ ეს დამოკიდებულია ატმოსფეროს ნაკადზე, ზღვისა და ხმელეთის განლაგებაზე და ასტრონომიასთან კავშირი არა აქვს). როცა ჩვენ ვაღწევთ 23°26'განედს (ეკლიპტიკის კუთხე ეკვატორთან), ჩვენ ვხვდებით ჩრდილოეთ ტროპიკულ ზონაში. აქ 22 ივლის მზე გადის ზენიტს, დანარჩენი დღეები კი მასზე ნაკლებია, და რაც უფრო ახლოსაა დეკემბერთან მით უფრო მეტად იკლებს. დღის ხანგრძლივობა უკვე იცვლება, ივნისში ის მაქსიმალურია, დეკემბერში კი მინიმალური. ასევე იცვლება წლის დროები, ცივი ზამთარი კი არ არის, მზის სიმაღლე დეკემბერშიც კი საკმარისია რომ მიწა გაათბოს.
რაც უფრო შორსაა ჩრდილოეთისგან მზე, მით უფრო დაბლაა ჰორიზონტზე, განსაკუთრებით ზამთარში, დღის ხანგრძლივობა ზამთრიდან ზაფხულამდე იცვლება, და უფრო მეტად განსხვავდება კლიმატური პირობებით ზამთარი და ზაფხული. მოსკოვის განედით (55°45'), დეკემბრის მეორე ნახევარში დღე 7 საათი გრძელდება, ივნისის მეორე ნახევარში კი 17 საათი და 35 წუთი. ზაფხულში ნათელი (თეთრი) ღამეებია, რადგან მზე ღრმად არ ჩადის ჰორიზონტის ქვევით. 66°34'განედზე საინტერესო მოვლენა ხდება: 22 ივნის მზე საერთოდ არ ჩადის ჰორიზონტის ქვეშ (პოლარული დღე), ხოლო 22 დეკემბერს საერთოდ არ ამოდის (პოლარული ღამე). ამ განედის მოშორებით ჩღდილოეთ მხარეს, წოდებულს ჩრდილოეთ პოლარული წრეს, პოლარული დღეები ზაფხულში და პოლარული ღამეები ზამთარში უფრო და უფრო გრძელდება, მზის სიმაღლე ჰორიზონტზე უფრო და უფრო დაბლდება ზაფხულშიც კი.
ჩრდილოეთ პოლარული წრის რაიონებში ყოველთვის არც კი დგება ასტროლოგიური სახლები (დაწვრილებით სახლებზე ცოტა მოგვიანებით): ეკლიპტიკა ზოგიერთ მონაკვეთზე არასდროს არ ამოდის, განსაზღვრულ დროს Asc ემთხვევა MC-ს წერტილს და თითქოს ქრება, წყვიტავს არსებობას. ასტროლოგიური სახლები ასიმეტრიულია, ზოგი ძალიან დიდია, ძალიან პატარაა ან მათი გამოყვანა შეუძლებელია. ზუსტად ეს ასახავს პოლარულ დაძაბულობას ადამიანებზე, რომლებიც დაიბადნენ ან დიდხანს ცხოვრობენ პოლარულ ზონაში. სამაგიეროდ ეკვადორზე ან მის ახლოს ყველა სახლი თანაბარია ზომით, ეს უფრო ჰარმონიულია, უფრო დაბალანსებული ცხოვრების რიტმი.
ასე რომ Asc, MC, ასტროლოგიური სახლები გამოითვლება მათემატიკურად და მყარი ასტრონომიული საფიძვლები აქვთ.

GeoAstro

გაგრძელება შემდეგ გამოცემაშიскачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 3187
 

ASTRO TV LIVE