» » აზრებისა და გრძნობების მმართველები და მათგან გათავისუფლების საშუალებები
ეზოთერიკა / Slide

აზრებისა და გრძნობების მმართველები და მათგან გათავისუფლების საშუალებები

აზრებისა და გრძნობების მმართველები და მათგან გათავისუფლების საშუალებებიადამიანს ლიარვები მართავენ (ნატიფი არსებების ნაირსახეობა)
ახლა ამაზე უკვე მეცნიერებიც საუბრობენ. ამ სფეროში, კვლევების უმრავლეობა გასაიდუმლოვებულია, რადგან მათ სააშკარაოზე გამოაქვთ ჩვენი ქმედებების აქამდე დაფარული, სენსაციური მხარეები.
თუ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი წყაროებით ვიმსჯელებთ, თავის კვლევებში,ყველაზე შორს წავიდა კეიპტაუნის მეცნიერთა ჯგუფი აღმოსავლეთ აფრიკიდან. მათი ხელმძღვანელია ფილოსოფიის დოქტორი ნგუნგა ტობაგო, სამეცნიერო წრეებში ცნობილი თავისი კვლევებით, რომლებიც ბიოლოგიური ობიექტების გარშემო ველების არსებობას და ადამიანთა ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის გააზრებას ეხება.
რამოდენიმე სიტყვა ლიარვებზეც უნდა ითქვას. ისინი წარმოადგენენ ნატიფი ფენის ენერგეტიკულ სხეულებს და, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, მოიხსენიებოდნენ მხოლოდ ეზოთერულ ტექსტებში. მათი წარმომშობი თვითონ ადამიანია, თავისი სურვილებითა და მისწრაფებებით. ასე იყო მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ჩვენამდე და, ასე იქნება მომავალშიც - ჩვენი არსებობის მანძილზე. ლიარვები ცოცხლობენ მანამ, სანამ არსებობს ენერგია, რომელთაც ისინი ითვისებენ.
ისინი, როგორც მიკრობები, ცხოვრობენ ყველგან ჩვენს გარშემო და, იკვებებიან ჩვენი ენერგიით. ჩვენზე ზემოქმედებით გვაიძულებენ გამოვყოთ სწორედ იმ ხარისხისა და ის ენერგია, რომელიც მათ სჭირდებათ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. რაღაც მოსაზრებით, ჩვენ და ლიარვები მარტო უახლოვესი ნათესავები კი არა, გულითადი მეგობრებიც ვართ. ისინი უჩვენოდ ვერ იარსებებენ, ჩვენ კი მათ გარეშე ვკარგავთ ენერგიის წყაროს და ქმედების მოტივაციას.
სწორედ, ამ თვალისათვის უხილავი არსებების შესწავლითაა დაკავებული ნგუნგა ტობაგოს სამეცნიერო ჯგუფი. 2002 წელს იოჰანესბურგის მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამიტზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგი - მათ გედის სიმღერად შეიძლება ჩაითვალოს, რომელმაც საზოგადოების ყურამდე მოაღწია.
იმ დროისათვის, ჯგუფს უკვე ჰქონდა პირველი შედეგები და ამ შედეგების დასამტკიცებლად ან უარსაყოფად. საჭირო გახდა ხალხის დიდ მასაზე სტატისტიკური კვლევის ჩატარება. აქამდე, ასეთი სახის კვლევაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, მათ შორის - ციხის პატიმრები.
ექსპერიმენტის სუფთად ჩატარების აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო იყო მასში მონაწილე პირებს არ სცოდნოდათ, რომ მათზე ტარდებოდა რაიმე კვლევა. მეცნიერთა ჯგუფი თავს ყოველთვის კორესპონდენტად წარადგენდა და, მონაწილეთაგან იწერდნენ ინტერვიუებს ამა თუ იმ ოფიციალურ ღონისძიებებზე. ასეთი ქმედების აუცილებლობას ითხოვდა მათი მასიური აპარატურაც, რომელსაც ასაღებდნენ გადამღები ჯგუფის აპარატურად.
ამრიგად, იოჰანესბურგში ამდაგვარი ექსპერიმენტის შედეგად, ბევრისათვის არასასიამოვნო დასკვნა დაიდო: სამიტზე შეკრებილი, პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, იყო ინფიცირებული, თანაც, ბნელი ენერგიის ლიარვებით.
„შავი“ არსებების ყველაზე დიდი რაოდენობა, აურაში ნაწილობრივი ან სრული შეღწევით, მაღალი უფლებამოსილების პირების, პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ჯგუფში პირველად დაფიქსირდა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ „შავი“ არსებებით ინფიცირებულები პოლიტიკოსების და ბიზნესმენების რაოდენობა ბევრად აჭარბებდა ასეთივე „ინფიცირებული“ პატიმრების რაოდენობას.
„ლიარვებით“ ინფიცირების თემაზე ფარული კვლევები ერთდროულად ჩატარდა სხვადასხვა ქვეყნის მმართველებზე და ყველაზე მაღალი თანამდებობის პირებზე. შედეგები აღმოჩნდა სავალალო.
ამგვარად, სტატისტიკურმა მონაცემებმა მეცნიერებს მისცა უფლება ეთქვათ, რომ პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების უდიდესი ნაწილი იმყოფება „შავი“ ასტრალების მუდმივი გავლენის ქვეშ, რომლებიც აკონტროლებენ მათ ქცევასა და გონებას. აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა: ამ მიზეზის გამო ხომ არაა, რომ პოლიტიკოსთა ქმედება, ხშირად, არაადექვატურია მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიმართ და ამას მხოლოდ სიტუაციის გაუარესებისკენ მივყავართ.
კიდევ რა სენსაციები „გამოჩხრიკეს“ მეცნიერებმა იმ დროიდან მოყოლებული, ეს გამოცანად რჩება. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მათ თავიანთი აპარატი, რომელსაც შეეძლო არა მარტო ენერგეტიკულ არსებებზე დაკვირვება არამედ მათზე გავლენის მოხდენაც, დააპატენტეს. რა თქმა უნდა, ეს ზემოქმედება, პირველ ეტაპზე, არ იყო საკმაოდ ეფექტური და მყარი. თუ ასეთი ზემოქმედება რეალური გახდა, ეს ნამდვილი გარღვევა იქნება ადამიანის გონების მართვის საქმეში.
ყველა შემთხვევაში, წარმოუდგენელი სამეცნიერო აღმოჩენა - შედგა. ლიარვები მხოლოდ მითოლოგიური არსებები კი არ ყოფილან, არამედ სრულიად რეალური ენერგეტიკული სხეულები, რომლებიც პირდაპირ ურთიერთქმედებენ ადამიანის აურასთან და მასზე გიგანტურ ზემოქმედებას ახდენენ.
მიღებული იქნა ფოტოები, რომელზედაც, შესაძლებელია, ადამიანის აურაში ასტრალური არსებების „შეჭრა“ დავინახოთ. ქვემოთმოცემულ სურათებში ეს კარგად ჩანს.
აზრებისა და გრძნობების მმართველები და მათგან გათავისუფლების საშუალებებიშემდგომმა გამოკვლევებმა ლიარვების ზეგავლენით ადამიანის აურის ცვლილება აჩვენეს. ამ ცვლილებების ანალიზმა, მძლავრი კომპიუტერის დახმარებითა და სპეციალურად შემუშავებული ალგორითმის მეშვეობით, წარმოუდგენელი შედეგები მოგვცა. აღმოჩნდა, რომ ეს ფლუქტუაციები სრულიად ემთხვევა ადამიანის ტვინის ბიოელექტრომაგნიტურ აქტიურობას. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ლიარვები ზემოქმედებენ და ეფექტურ გავლენას ახდენენ უშუალოდ ადამიანის გონებაზე.
„შეჭრის“ პირველ ეტაპზე, ლიარვას თავისი შინაგანი რითმები სინქრონიზაციაში მოჰყავს „მსხვერპლის“ რითმთან და ამგვარად იღებს წვდომას მის აურასთან. „მსხვერპლში“ შეჭრის შემდგომ კი, მისი შინაგანი რითმების გადაწყობა ხდება ლიარვის მოთხოვნილებების შესაბამისად.
კომპლექსურმა კვლევებმა, ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიტიკის სპეციალისტების ჩარევით, აჩვენა ადამიანის ემოციების ზუსტი კორელაცია ცხოვრებისეულ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, ექსპერიმენტში მონაწილეთა ხასიათი იცვლებოდა თვალსა და ხელს შუა. ბევრჯერ დაფიქსირდა უსაფუძვლო აგრესია და არაადექვატური მოქმედება.
მეცნიერებმა, პირველ ეტაპზე, ასტრალური არსებები დაყვეს ორ მკაფიოდ გამოხატულ ტიპად და პირობითად „შავი“ და „სუფთა“ სხეულები უწოდეს. თვითონ ეს დასახელებები, უკვე ბევრს ამბობს და სრულად ახასიათებს მათ. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ნათების ინტენსიურობითა და სპექტრის შემადგენლობით, ასევე დინამიური მაჩვენებლებით.
ამ არსებების ზემოქმედება ადამიანებზე ასევე სხვადასხვანაირი აღმოჩნდა. „შავები“ - ავლენენ ადამიანის აურაში „შეჭრის მცდელობის“ მუდმივ აქტიურობას. „სუფთები“ კი, როგორც წესი, ასე არ აქტიურობენ.
უძველეს დროში, რომში, ყოველი წლის 9, 11 და 13 მაისს, ლიარვების მხრიდან ზეწოლის აღსაკვეთად ეწყობოდა სპეციალური „განსაწმენდი“ ღამის ცერემონიები. ანუ, ე.წ. „ლემურიები“ ან „ლემურალიები“, რომლის დროსაც, ტაძრები იკეტებოდა და ქორწინების რიტუალებიც არ ტარდებოდა.
ოვიდეი („ფასტა“ პ. V) აღწერს განსაკუთრებულ წესჩვეულებას. ოჯახის უფროსი ღამე უნდა ამდგარიყო, დაებანა ხელები, პირში უნდა ჩაედო შავი ლობიოს მარცვლები, რომელიც შემდეგ უნდა გადაყარა მხარსუკან და ცხრაჯერ გაემეორებინა, რომ ეს მარცვლები თავისი თავისა და ახლობლების გამოსყიდვის საფასური იყო. ამ რიტუალის შემდეგ მას ცხრაჯერ უნდა შემოეკრა სპილენძის ავზითვის და ლემურებისთვის მოეთხოვა სახლის დატოვება.
შუასაუკუნეების დემონოლოგიაში სიტყვა ლიარვა ანტიკური ხანიდან გადმოვიდა, სადაც ის ნიშნავდა ტრაგიკულად დაღუპული ადამიანის აჩრდილს.
„ბერძნულ-რომაული მითოლოგიური ლექსიკონის“ მიხედვით (фр. Dictionnaire de la mythologie grecque et romaine, Larousse, 1998). ფრანგი მეცნიერი ჟოელ შმიდტი ასკვნის, რომ ლიარვები იმ ადამიანთა სულებია, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე დანაშაული და აქედან გამომდინარე შესაბამისი წესებისამებრ არ იქნენ დამარხულნი. ლიარვები იღებენ ავსულების ან ჩონჩხების სახეს, ადამიანებში თესავენ შიშს, ნერვულ დაავადებებს და ეპილეფსიას.

ლიარვები მითოლოგიაში
სლავური მითოლოგიის თანამედროვე შეხედულებების თანახმად, არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს, ლიარვა ქალის ბოროტი სულია, რომელსაც მდედრობითი სქესის სხეულში ჩასახლება შეუძლია, რის შემდგომაც, ის ხდება უზნეო და უხამსი. ამ თანამედროვე შეხედულებაზე გავლენა იქონია ოკულტიზმის მოდურობამ, რომელიც რუსეთში ХХ საუკუნის დასაწყისში დასავლეთიდან შემოვიდა. შუასაუკუნეების დემონოლოგიის შესაბამისად, ლიარვა წარმოადგენს ჯოჯოხეთურ მონსტრს, რომელიც წარმოიშვა ტრაგიკულად დაღუპული და, შემდგომ ამისა, შეუსაბამოდ დამარხული ადამიანისგან. ის ადამიანებს სიგიჟეს გვრის და მომწამვლელი სუნთქვა აქვს.

ლიარვები ოკულტიზმში
თანამედროვე ეზოთერიის ენერგო-ინფორმაციული საკითხების გაგებით, ლიარვა არის ნატიფი სამყაროს პრიმიტიული არსება, რომელიც განვითარების დონით ჩვენი სამყაროს უმარტივეს ორგანიზმებსა და მცენარეებს გავს. მისი შედარება შეიძლება ამებასთან და მედუზასთან. როგორც ადამიანის ინფო-ენერგო სტრუქტურის წარმონაქმნს, მოიაზრებენ „მავნე“ და „უვნებელ“ ლიარვებს. ხშირად მას განიხილავენ, როგორც უმარტივეს პარაზიტს.

აზრებისა და გრძნობების მმართველები და მათგან გათავისუფლების საშუალებებიუმარტივესი პარაზიტი
ზოგიერთი ევროპელი ოკულტისტი ამტკიცებს, რომ ლიარვა წარმოადგენს უსხეულო „პარაზიტ-სულს“ რომელიც, თითქოს, პარაზიტირებას ახდენს ადამიანის „ბიოველზე“ და იკვებება მისი „ბიოენერგიით“. ასეთი ტიპის „სულის“ მოსაშორებლად აუცილებელია საკუთარ თავში უარყოფითი ემოციების ჩახშობა და მუდმივად დადებითზე ფიქრი, ასევე კეთილი და უანგარო საქმეების კეთება. „სული-ლიარვის“ მოსაშორებლად, ასევე დაგვეხმარება დამამშვიდებელი მუსიკა, სურათები, ფოტოები და არომატული ზეთები.
1787 წელს ყირიმიდან მომავალი ეკატერინე ІІ, გავლით, სოფელ ბარვენკოვოს ეწვია. სხვა ღირშესანიშნაობებთან ერთად, ის კაზაკთა ეკლესიასაც ესტუმრა, სადაც ქალებს აკრძალული ჰქონდათ შესვლა. რადგან, მლოცველმა კაზაკებმა ეკატერინე მტრულად მიიღეს, მან მალევე დატოვა ეკლესია. რამდენიმე დღის შემდეგ კი, კაზაკებმა თავიანთი წმინდა ადგილი დაწვეს, რაც იმით ახსნეს, რომ „ის კატიას ლიარვამ წაბილწა“. ლიარვები - ესაა ადამიანის შინაგანი სურვილები. მათ საკუთარი ენერგიით წარმოშობს თვით ადამიანი და თავისივე სურვილებით ასხამს ხორცს. ლიარვა - ესაა ენერგეტიკული ბირთვი, რომელიც პარაზიტირებას ახდენს ადაიანის ბიოველზე.
ლიარვები ადამიანების ენერგეტიკულ სამყაროში აქტივობის შედეგია. ამიტომ, ლიარვებმა დაიპყრეს მთელი საციცოხლო სივრცე და ისინი ყველგან არიან იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი ხნით შეუძლიათ არსებობა - რამოდენიმე წამიდან უსასრულობამდე, თუ გვერდით არის ადამიანი, რომელიც მას ენერგიით კვებავს. ლიარვები პარაზიტირებენ ადამიანზე, იკვებებიან რა მისი ენერგიით და, სწორედ ამ ქცევით წარმოადგენენ ენერგეტიკულ ვამპირებს. ხშირად, ადამიანი იმდენადაა დამოკიდებული თავის სურვილებზე, რომ ვერ ეწინააღმდეგება უგუნებობას მანამ, სანამ არ დაიკმაყოფილებს მათ. მაგ: ალკოჰოლისკენ მიდრეკილება, ნარკომანია, ბულიმია, შოპინგი და ა.შ.
განვიხილოთ, თუ როგორ იქცევა ლიარვა ბულიმიის დროს.
ბულიმია (ბერძ. bulimía, bús — ხარი და limós — შიმშილი), მგლის შიმშილი, მადის უეცარი მომატება.
მადის უეცარი მომატება შეიძლება იყოს:
- შეტევისმაგვარი (ანუ შიმშილი თავს იჩენს შდარებით იშვიათად და არ აქვს სისტემატიური ხასიათი);
- მუდმივი (ამ შემთხვევაში, ადამიანი მთელი დღის განმავლობაში „ნთქავს“ საკვების უზომო რაოდენობას);
- ღამეული (მოცემული ვარიანტი გულისხმობს მადის მომატებას მხოლოდ ღამის საათებში. დღეღამის სხვა დროებში ეს პრობლემა არაა გამოხატული.

ადამიანი უფრო ხშირად და ხშირად მიირთმევს გადაჭარბებულად. შემდგომ, მისთვის დგება თვითკრიტიკისა და სირცხვილის პერიოდი ასეთი უკონტროლო საქციელისთვის. დასჯის სახით შეირჩევა სხვადასხვა დიეტები, შიმშილობა და სხვა სახის შეზღუდვები. მაგრამ, ამ სწორი კვების პერიოდის გასვლის შემდგომ, ადამიანს უფრო მეტად ეწყება ნერვული აშლილობები. ჭამა - უფროდაუფრო აკვიატებული აზრი ხდება. ტვინი მუდმივადაა კონცენტრირებული იმაზე, რომ თუ რა და როდის უნდა ვჭამოთ და, ასე შეიძლება მრავალი წელი გაგრძელდეს: ადამიანი ნადგურდება, ცდილობს აკონტროლოს თავი და ისევ ეწყება ნერვული აშლილობები. ის ამ დროს თავის თავს ადანაშაულებს და ვერ აცნობიერებს, რომ პორობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ის ერთი შეხედვით გვეჩვენება. ასეთ სიტუაციაში, ზოგიერთები ფსიქოლოგს მიმართავენ, სხვები რაიმე სამედიცინო პრეპარატს ირჩევენ, ისინი კი, ვინც იცნობენ კარმის სტრუქტურას და ლიარვებს - ცდილობენ საკუთარ თავში გარკვევას.

როგორი ლიარვები არსებობენ
ლიარვა შიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: ბუნებრივი და შეძენილი. თავისი არსით კი სამ ჯგუფად:
1. პატარა ლიარვები - სწრაფი, ამწუთიერი სურვილები. მაგ: უცებ მოგვინდა ჭამა, საუბარი დიდი ხნის უნახავ ნაცნობთან. ლამაზი ბეჭდის, წიგნის, ტუჩის საცხის ან ფუნთუშის შეძენა, ის, რასაც ვხედავთ მაღაზიის ვიტრინაში და ა. შ. ასეთ ლიარვებთან ბრძოლა ადვილია, რადგან ისინი სურვილის ასრულებისთანავე ქრებიან. თუ თქვენ ვერ შეძელით მათი დაკმაყოფილება ან მოითმინეთ და უარი თქვით მათზე, ლიარვები ისევე გაქრებიან, როგორც წყლიდან ამოსული ჰაერის ბუშტები. ასეთ ლიარვებს ადამიანები დღის განმავლობაში ასობით ასხივებენ, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
2. საშუალო ლიარვები - ჩვეულებრივი, ყოველდღიური ჩვევები, რომლებზეც უარის თქმა შესაძლებელია, თუ ძალიან მოვინდომებთ. მაგ.: გაღიზიანება, არაორგანიზებულობა, სიზარმაცე, შეუსრულებლობა, უყურადღებობა და ა. შ. ამ ლიარვებთან ბრძოლა უფრო ძნელია, მაგრამ შესაძლებელია, თუ გამოვავლენთ სიჯიუტეს. წაგებული არ დარჩებით, თუ მოერევით საკუთარ თავს და მორიგ ცდუნებაზე არანაკლებ შვიდჯერ უარის თქმის შემთხვევაში, ეს ლიარვა საპნის ბუშტად გადაიქცევა. და თუ ამას ბოლომდე გავუძლებთ, დაიბადება სხვა, დადებითი ლიარვა, რომელიც უფრო დაგვეხმარება, ვიდრე ხელს შეგვიშლის ცხოვრებაში.
3. მსხვილი ლიარვები - ადამიანის სერიოზული მიჯაჭვულობები და ჩვევები, რომელთაგან გათავისუფლებაც ძალიან რთულია, ხშირ შემთხვევაში კი - შეუძლებელიც, სხვათა ჩარევის გარეშე. ამ ტიპს მიეკუთვნება ყველა სახის ფსიქოლოგიური კომპლექსები: სიმორცხვე, საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა, საფრთხის განცდა, დანაშაულის გრძნობა და ა. შ. ამ კომპლექტში შედის ყველა მავნე ჩვევა: მოწევა, ალკოჰოლი, ნარკომანია, ტოქსიკომანია, ბულიმია, სექსუალური გადახრები და სხვა. ასევე ყველა მიდრეკილებები, რომლებიც თავისთავად არ არიან საზიანო, მაგრამ ადამიანს ართმევენ მთელ ძალებს და დროს: კოლექციონერობა (მარკები, მონეტები, სათამაშოები...), ნადირობის სურვილი, თევზაობა, სპორტით გატაცება, სამეცნიერო და შემოქმედებითი ფანატიზმი და ა. შ., ასევე ფსიქიკის ყველა პათოლოგია და ნერვული აშლილობა, მითოლოგიური ხელოვნებისა (ზე-ტყუილების) და განდიდების მანია. სხვა იდეოლოგიური პათოლოგიები. ასეთ ლიარვებთან ბრძოლა ძალიან ძნელია.
თუ მცირე და საშუალო ლიარვები ფსიქიკას მხოლოდ ზედაპირულად ეხებიან, მესამე ჯგუფის ლიარვები უკვე ღრმად იჭრებიან თქვენს აურაში. თუ ისინი ჩასახლდნენ თქვენი მენტალური ველის გუმბათში, ეს ყველაზე უარესი შემთხვევაა. თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იკმაყოფილებს თავის დაფარულ მიდრეკილებებს, გაუმაძღარი ლიარვა მას აიძულებს უფრო და უფრო დაემორჩილოს ამ ჩვევას, რადგან ლიარვის დანაყრება შეუძლებელია. თუ ადამიანს არ ძალუძს მასთან თავად გამკლავება, ლიარვა „შეჭამს“ მთელ მის ენერგიას, რათა გადაირჩინოს თავი. თუ ეს პროცესი უკვე შორსაა წასული - ადამიანი ამ ლიარვით შეპყრობილი ხდება. ლიარვა მთლიანად ჩაანაცვლებს ადამიანის გონებას მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილით, რის შემდგომაც, მას არ შეუძლია სხვა აღარაფერზე ფიქრი სიამოვნების მიღების გარდა. გაიხსენეთ ალკოჰოლიკების დაბინდული მზერა, ნარკომანების არაფრისმთქმელი გამოხედვა. რა დარჩა მათში ადამიანური იმ სურვილების გარდა, რომლებიც აქვთ, და ისევ და ისევ უნდა მათი განცდა? ასეთი ლიარვები „გადამდებია“, რადგან ერთი ლიარვისგან შესაძლებელია ბევრი პატარა ლიარვის წარმოქმნა, რომლებიც შემდგომ სხვა ადამიანებს მიეწებებიან. და თუ ოჯახში ცხოვრობს ალკოჰოლიკი და მეუღლე მას გაეყრება, ანუ არ მიხედავს, ის შემდგომ თვითონაც დაიწყებს სმას. თუ ალკოჰოლიკი დაემორჩილება იმ ლიარვას, რომელიც დაუოკებლად წოვს მის ენერგიას, ადამიანი, დროთა განმავლობაში, თვითონ ხდება ნახევრად ლიარვა ერთი ან რამოდენიმე სურვილით, რომლებიც შეავიწროვებენ სხვა ყველა დანარჩენს.

რა შეიძლება გავაკეთოთ?
ოდითგანვე იოგები ლიარვებს ებრძვიან პრაქტიკული ასკეზების საშუალებით.
ასკეზა - ესაა დისკომფორტის ნებაყოფლობით მიღება (ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სხვა სახის), ასევე გარკვეული ძალისხმევა, რომელსაც ამ საქმეში ვდებთ. აქ მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება სიტყვებზე: „ნებაყოფლობა“ და „მიღება.“
არსებობს რამოდენიმე გამოცდილი მეთოდი:
- მეტად დავკავდეთ ალტრუისტული მოღვაწეობით.
- ვაკეთოთ ჰათჰა-იოგას ასანები (რომელშიც თქვენ შეიგრძნობთ ასკეზას).
- ვიკითხოთ მანტრა - ომ.
- ვიკითხოთ თვითგანვითარების მომცემი ტექსტები.
- დავკავდეთ პრაქტიკული მედიტაციით (მაგ. სუნთქვაზე კონცენტრაციით ან თვალის ვარჯიშებით - ტრატაკა).

ამ ტექნიკების დახმარებით, სურვილები თანდათანობით შემცირდება. თუ ლიარვის წარმომშობი სურვილი ჩაქრა, მაშინ ლიარვაც სწრაფად ტრანსფორმირდება. უნდა ითქვას, რომ ლიარვა უფრო ხშირად მოსაწყენ ადამიანებს ეჯაჭვებიან.
ეს ასტრალში მცხოვრები არსება (ასტროიდეა), ეწებება მის შემქმნელ ადამიანს. ერთხელ წარმოქმნილი აზრი წარმოშობს ლიარვას, რომლის სიცოცხლესაც ახანგრძლივებს ადამიანის ნერვული სისტემა. თავიდან ლიარვა აურაშია, ანუ ასტრალურ წრეში, ადამიანის თავის არის ახლოს. შემდეგ, აღწევს ადამიანის ასტრალურ სხეულში და მთლიანად ცვლის მას. ადამიანს გონებაში უჩნდება საფუძველსმოკლებული უარყოფითი აზრები, შიშები, ეჭვი, შფოთი და ა.შ. ამავდროულად, ჩვეულებრივ თავს იჩენს ძილის მოშლა, რაც დროთა განმავლობაში გაღიზიანებაში გადაიზრდება, რის შედეგადაც ოჯახში და სამსახურში სიტუაციის გაუარესებას ვიღებთ. რაღა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში დიდი ხნით დარჩენა ორგანიზმს არ შეუძლია, ამიტომ, ზოგს ნერვული აშლილობა ემართება, სხვებს ნაკლებად უმართლებთ: ისინი დიდი ხნით ხდებიან ნევროპათოლოგების პაციენტები, ზოგი კი - საეთოდ იშლება ჭკუიდან.
ასეთი არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ, დაწყნარდით და დაეხმარეთ საკუთარ თავს. შუაღამეზე, პარასკევისა და შაბათის გასაყარზე, დაჯექით სარკის წინ, სარკესა და თქვენს შუა ჩადგით სამი საეკლესიო სანთელი და გვერდით დაიდგით ჭურჭელი ნაკურთხი წყლით. წაუკითხეთ ლოცვა ღვთისმშობელს, შემდეგ კი წარმოთქვით ათჯერ ასეთი შელოცვა: „სახელისა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ბნელო ფიქრებო, ცუდო აზრებო, დაეხსენით ღვთის მონას (სახელი). გადით მისი აზრიდან და გონებიდან ჭაობში და ლერწმიანში, სადაც არ დადის არა სულიერი. ჩამომბანე ყველაფერი ცუდი, წმინდა წყალო. ამინ.“
დილით, მზის ამოსვლამდე, ამ წყლით დაისველეთ კისერი, შუბლი და საფეთქლები, შემდეგ კი ამ წყლითვე დაიბანეთ. ასე მოიქეცით 7 დღის განმავლობაში კლებადი მთვარის პერიოდში.
ასევე კარგად დაგეხმარებათ შემდეგი საშუალება: იყიდეთ ახალი ბამბის თავშალი და ატარეთ ის სამი დღის განმავლიბაში მოუხსნელად. ყოველ დღე შუადღისას, დადექით პირით აღმოსავლეთისკენ და გაიმეორეთ სამჯერ: „ბნელო ფიქრებო, ცუდო აზრებო, წადით და გადადით ახალ, ლამაზ თავსაბურავზე. თქვენ იქ იყავით, მე კი ღვთის მონა (სახელი) დამტოვეთ საუკუნოდ.“ მზის ჩასვლის შემდეგ, როცა ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდებიან, მოიხსენით თავშალი და დაწვით ის თქვენი სახლიდან მოშორებით, ისე, რომ კვამლი თქვენსკენ არ მოდიოდეს. როცა ცეცხლი კარგად აგიზგიზდება, ხმამაღლა თქვით შემდეგი შელოცვა: „დამტოვეთ მძიმე აზრებო, გამოდიხართ რა ჩემი თავიდან, გონებიდან, ყოველი თმის ღერიდან, თვალთაგან, ხელთაგან თუ ბაგეთაგან, როგორც ამ თავშალს არ წავიღებ თან სახლში, ისე ჩემი ცუდი აზრები აღარ მჭირდება. ღმერთო, მიშველე. ამინ.“ ნამწვი დამარხეთ მიწაში და ზემოდან დაარჭვეთ პატარა. ასპენის ხის ჯოხი. წამოდით უკანმოუხედავად. სახლში მისვლისას, დაიბანეთ ნაკურთხი წყლით და თან იმეორეთ: „დედაო ღვთისა. შეისმინე.“

სახლიდან სხვა სახის ავსულების განდევნა
რიტუალის ჩასატარებლად საჭიროა ნაკურთხი წყალი, წყალკურთხევის დღესასწაულზე ნაკურთხი ყაყაჩო და საკმეველი. ოთხშაბათისა და ხუთშაბათის გასაყარზე, მზის ამოსვლამდე დაგავეთ სახლი ახალი ცოცხით და თან თქვით: „ამ ცოცხით განიდევნება ყველა ჩემი უბედურება და წარუმატებლობა. ამინ. ამინ. ამინ.“ დაყარეთ ნაკურთხი ყაყაჩო ყველა კუთხეში, ხვრელში და პლინტუსებში. ასევე მოასხურეთ ნაკურთხი წყალი კუთხეებში და საწოლებზე, აკმიეთ საკმეველი კუთხეებში. ხუთშაბათს, ზუსტად შუაღამეზე, ცოცხი და ნაგავი გაიტანეთ გზაჯვარედინზე და გადააგდეთ. თუ ავსულების განდევნის რიტუალს ატარებს ქალი, მაშინ ამ დროს, მას თავი დაფარული უნდა ჰქონდეს თავსაბურავით. ცოცხის გადაგებისას თქვით: „გაქრი ავსულო ჩემი სახლიდან. მე ერთი ღმერთი მყავს - იესო ქრისტე. სულიწმინდაც ჩემთანაა. ყველა წმინდა ევანგელისტი: ლუკა, მარკოზი, მათე, იოანე და ყველა ციური ანგელოზი, ღვთისმშობელი, ქერუბიმები და სერაფიმები. ამინ, ამინ, ამინ.“

მოამზადა
თორნიკე ბიძინაშვილმა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

"კომუნიკატორი"-ს სიუჟეტი ასტრლოგიის ისტორიაზე

ლილითი, როგორც მტრის ხატი და მისი ნამდვილი პოზიცია ასტროლოგიაში

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი