2013 წელს პირველი მზის დაბნელება მოხდება 10 მაისს. ის კარგად გამოჩნდება ავსტრალიიდან, სოლომონის კუნძულებიდან.ესაა ბეჭდისებური დაბნელება – ერთერთი ყველაზე ლამაზი, როცა მთვარის ჩრდილის დაფარავს მზეს,მაგრამ არა სრულად, მხოლად მის ცენტრალურ ნაწილს და იქმნება წრიული რგოლის ლამაზი სილუეტი.
ასტროლოგიურ პროგნოზების დროს , ამ დღეს ყურადღება ექცევა კოსმოგრამში მთვარისა და მზის შეერთებას. ზუსტი მათი შეერთება (მაქსიმალური ფაზა) მოხდება 10 მაისს 00:26 გრინვიჩის დროით, ან 04:26 თბილისის დროით კუროს ზოდიაქოს ნიშანში.თვითონ დაბნელების სრული პროცესი გაგრძელდება 6 საათს დედამიწასთან მიმართებაში. მზის დაბნელების ნეგატიური ზეგავლენა გაგრძელდება 2 კვირამდე. მითუმეტეს , რომ 25 აპრილს იყო მთვარის დაბნელება, რომელმაც დაგვიტოვა თავის ნეგატიური ზეგავლენა.
მთვარე კუროს ზოდიაქოში იდეალურად გრძნობს თავს,რადგან ის იმყოფება ეგზალტაციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი ჩვენი სიტუაცია მზის დაბნელების პერიოდში გამოირჩევიან მაღალი მგრძნობიარობით და ემოციურობით, გამახვილებული იქნება მისწრაფება სულიერი კომფორტის და ჰარმონიული ურთიერთობა გარშემომყოფებთან, განწყობა მიდრეკილი სტაბილურობისკენ,სიმშვიდისკენ და დაცულობისკენ.
კუროს ზოდიაქო ანეიტრალებს მზის დაბნელების ნეგატიურ გამოვლინებებს .
ესეთი განწყობას მზის დაბნელების დროს ხელს უწყობს მეზობელი პლანტებიც, რომლებიც მზის და მთვარის ირგვლივ იმყოფებიან . მზე და მთვარე შეხვდებიან ერთმანეთს 20 გრადუსში კუროს ზოდიაქოში. მე-15 გრადუსზე იქნება მარსი, მე-17 დაღმავალი მთვარის კვანძი, და მე-18 გრადუსზე მერკური. ესეთი განლაგება პლანეტების ადამიანებს ხდის შენელებულებს ზოგადად და თავის რეაქციებში, (ამ პერიოდში დაბადებულებიც მსგავსნი იქნებიან, ნელები და ზანტები)მოიმატებს აპრობირებული მეთოდებით მოქმედების ტენდენცია, მოიმატებს პრაქტიკულობა და კონსერვატული შეხედულობებიც. ამიტომ ესეთი აკტიური მოქმედებებისთვის ამ პერიოდშიაუცილებელია წინასწარი მომზადება.
ვენერა, დატოვებს მშობლიურ ნიშანს და გადავა 1 გრადუსზე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის და მისი ზეგავლენა მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის არსებულ ტენდენციებს.ვენერამ შეიძლება კუროსეული კონსერვატორიზმი რაღაც დოზით მაინც გაანეიტრალოს. სხვა პლანეტები კი სასიკეთოდ ინარჩუნებენ სტელიუმის ჰარმონიას რაც ძალიან იშვიათია მზის დაბნელების დროს.
ოპოზიცია კურო – მორიელი, დამახასიათებელია ამ მზის დაბნელებისთვის, ეს ასპექრი გვირჩევს, ვაშენოთ ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტი შინაგანი ხასიათის,უნარების ტრანსფორმაციით, სურვილის და მოთხოვნილების შესაბამისად და სრულყოფილებდეთ თქვენს სულიერ ცხოვრებაში
GeoAstro.ge
скачать dle 11.3