» » ტრანზიტული სატურნი მშვილდოსანში (2014-2017 წწ)
ასტროპროგნოზი / მშვილდოსანი / სატურნი / Slide

ტრანზიტული სატურნი მშვილდოსანში (2014-2017 წწ)

ტრანზიტული სატურნი მშვილდოსანში (2014-2017 წწ)
ტრანზიტული სატურნი მშვილდოსანში (2014-2017 წწ)




















ეპოქალურ ასტროლოგიური მნიშვნელობის მოვლენა - სატურნის ინგრესია მშვილდოსანში, სადაც დაჰყოფს 24.12.2014 -დან 20.12.201 წლამდე. თუ არ ჩავთვლით მის რეტროგრადულობის დროს დაბრუნებას მორიელის ზოდიაქოს ნიშანში 15.06 - 18.09 2015 წელს.

სამმა წელმა, რომელიც სატურნმა დაჰყო მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, გამოიწვია მრავალი კრიზისული სიტუაცია: მათ შორის ომი უკრაინაში და რუსეთი კონფრონტაცია დასავლეთთან, რუბლის და ლარის დევალვაცია. სატურნი მორიელში მოქმედებს პრინციპით - „სადაც ვიწროა იქ გაწყდეს“. იქ სადაც იყო ფარული პრობლემები - ის პრობლემები უფრო გაღრმავდა და გამოაშკარავდა. ბევრი საზოგადოებრივი ინსტიტუტი მივიდა დანგრევის პირას.

რა იქნება მომავალში? ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცეს მშვილდოსნის ზოდიაქომ. საჭიროა ახალი იდეები, ახალი გზები და ამას ყველაზე კარგად ართმევს თავს მშვილდოსნის ზოდიაქო. ის აძლევს ადამიანს ახალ შემართებას, ნერგავს ახალ რწმენას ნათელი მომავლისთვის.

სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოს სტუმრობდა 1985-1988 წლებში. 1985 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში იუპიტერული სტილის მიხეილ გორბაჩოვი მოდის. მან დაიწყო გარდაქმნები, იპოვა მრავალწლიანი რუტინიდან და ჩიხიდან გამოსავალი. ბრეჟნევის ეპოქა გაიყოლა სატურნი მორიელმა. არის სიტუაციები როცა აუცილებელია ცვლიელებები.
მანამდე სატურნი მშვილდოსანში იყო 1956 – 1959 წლებში. 1956 წელს ხრუშჩოვი აკეთებს სენსაციურ განცხადებას, ლაფს ასხავს სტალინურ მმართველობას და იწყებს პოლიტპატიმრების და რეპრესირებულების მასიურ განთავისუფლებას. მერე ჩნდებიან დისიდენტები, ფილოსოფოსები, პოეტები, მუსიკოსები, აქტიურდება ახალგაზრდული მოძრაობები.
როგორ გათამაშდება სატურნი მშვილდოსნის 2014 – 2017 წლის მოვლენები მოგვიწევს შევაფასოდ ჩვენით. ფაქტია, რომ გველოდება სერიოზული ცვლილებები, რომელიც შეეხება ცხოვრების ყველა სფეროს. გაჩნდება ახალი იდეალები, მოვლენ ახალი პოლოტიკური ძალები და პიროვნებები, გაჩნდებიან ახალი ხელოვნები, რომლებიც იტყვიან თავის სიტყვას მსოფლიო ისტორიაში. დაიწყება ახალი მშვილდოსნური გაზაფხული.
იქნება დიდი ცვლილებები რელიგიურ ორგანიზაციებშიც, რელიგიურ იერარქიებშიც.
გაიზრდება ასტროლოგიის ავტორიტეტი. მეცნიერება ავა მაღალ საფეხურზე და ყველა ეს ცვლილება დადებითად აისახება კაცობრიობაზე, ადამიანებზეც თუ ისინიც დაუჭერენ მხარს ამ ცვლილებებს.
ათვლა დაიწყო !скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ზედა ზოდიაქოები და მათი მოქმედება

...

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი)

Guide to cats and kittens