» » ფიზიოგნომიკა (ნაწილი III)
ეზოთერიკა / Slide

ფიზიოგნომიკა (ნაწილი III)

ფიზიოგნომიკა (ნაწილი III)თვალები - თვალის ფერი
მწვანე თვალები - ესაა ერთგული და საიმედო ადამიანების ნაზი თვალები (რაც უფრო ზუსტია მანდილოსნებთან მიმართებაში). ამავდროულად, ესაა სიყვარულსმოკლებული ადამიანების თვალებიც.
მუქი ყავისფერი თვალები - ძირითადად სპონტანურად (გრძნობების ზემოქმედებით) მოქმედი ადამიანების თვალებია, რომლებსაც საეთოდ არა აქვთ წარმოდგენა იმისა თუ რა უნდათ ცხოვრებაში და სიყვარულში.
ნაცრისფერი თვალები - ეასაა თვალები სიტუაციის ცვლილებაზე სწრაფად რეაგირებადი და ყველანაირი სიძნელის გადამლახველი ადამიანებისა. ეს თვალები ცნობისმოყვარეებს ეკუთვნით, რომლებიც ადვილად აჯადოვებენ ყველას, თუ ამას მოინდომებენ.
ღია ყავისფერი თვალები - იმ ადამიანთა თვალებია, რომლებიც გონებას უფრო ემორჩილებიან, ვიდრე გრძნობებს. ჩვეულებრივ, ასეთი ფერის თვალები ძლიერ პიროვნებებს აქვთ. მაგრამ, ძალიან ხშირად, მკაცრი გარეგნობის მიღმა იმლება ნაზი, მგრძნობიარე ბუნება და უდიდესი გულისხმიერება.
ლურჯი თვალები - ესაა შეცდომაში შემყვანი თვალები. მათში ყველაზე ხშირად გვინდება ვიპოვოთ მეოცნებეობა და გულუბრყვილობა, სინადვილეში კი, ყველაფერი პირიქითაა: ლურჯი თვალები ჯიუტად მიზანსწრაფული ადამიანების თვალებია, რომლებიც ეყრდნობიან უფრო გონებას, ვიდრე ინტუიციას. მაგრამ, სიყვარულში ასეთ თვალებს დიდი მიზიდულობა აქვთ და მათი დავიწყება შუძლებელია.
შავი თვალები - ძლიერი ტემპერამენტის მაჩვენებელია და, ხშირ შეთვევაში, ეკუთვნით საკმაოდ ნერვიულ ადამიანებს. ისინი მბრძანებლობენ, მაგრამ სიუხეშის გარეშე. თუ მათ რაიმე უნდათ, ვერაფერი ვერ შეაჩრებთ, რადგან პირადი ბედნიერებისა და სიყვარულის დასაცავად ყველაფრისთვის მზად არიან.

თვალები - თვალის ფორმა
მრგვალი თვალები - ფეთქებადი ბუნების ადამიანების მახასიათებელია, მაგრამ ასეთი აფეთქებები მოკლევადიანია. არც ერთ სიტუაციაში, მრგვალი თვალები არ აქვთ შურისმაძიებელ ადამიანებს. და თუ მრგვალი თვალები ფართოდაა გაღებული, მაშინ ეს მიუთითებს ხასიათის იმპულსურობაზე და გულწრფელობაზე.
წაგრძელებული, ნუშისებური თვალები ზეაწეული წვეტიანი ბოლოებით - გვამცნობს ქალურობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ძველად ასე თვლიდნენ. ჩვენს ეპოქაში კი, დაშვებულია მათი გაიგივება ადამიანის სულის სიფაქიზესთან, სიყვარულთან და მგრძნობელობასთან.
წაგრძელებული ნუშისებრი თვალებიქვემოთ დახრილი ბოლოებით - გვიჩვენებს ადამიანის მიდრეკილებას კამათისა და მელანქოლიისაკენ.
ღრმად ჩამჯდარი თვალები გვიყვება ადამიანის მდიდარი შინაგანისამყაროს შესახებ. მისი მფლობელები ყველაფერს აანალიზებენ და გარშემომყოფებს არ ენდობიან.
დაჭყეტილი თვალები (ე. წ. თვალები გადმოყრაზე) - ადასტურებენ მკაფიოდ გამოხატულ მგრძნობელობას და ძლიერად განვითარებულ საღ გონებას. ასეთი თვალების მფლობელებს, როგორც წესი, გასახსენებელი ბევრი აქვთ.

სახის ფიზიოგნომიკა - ცხვირი
ფიზიოგნომისტების მტკიცებით, ადამიანის ცხვირიასევე, მისი ხასიათისთვისებების, სულიერი განვითარების და ცხოვრების ხარსხის მაჩვენებელია. ცხვირის ფორმა, ისევე როგორც თვალების ფორმა, სტაბილურდება 40 წელს ზემოთ ასაკში. თუმცა ითვლება, რომ იდეალურია ცხვირი მომრგვალებული წვერითა და ფორმირებული ფრთებით.
ცხვირის საკმაოდ დიდი ნესტოები - მიგვითითებენ პირად დეფექტებზე. ადამიანს იდეალური ცხვირით აქვს ლომის ნატურა და გამოირჩევა ვაჟკაცობით, ვნებიანობით, უხეში მიზანსწრაფულობით. გარშემომყოფებს მოსწონთ ხალხი იდეალური ცხვირით. აქედან კი გამომდირარეობს შედეგი-იდეალური ცხვირის პატრონი ხდება ძლიერი პიროვნება.
გრძელი ცხვირი - როგორც წესი, ასახავს მკაფიოდ გამოხატულ ინდივიდუალურობას. აქ იკვეთება სრულიად განსხვავებული ნიუანსები: გრძელი ცხვირი კარგად დაბალანსირებული თვალებთან, პირთან და ნიკაპთან ასახავს ძლიერ ბუნებას; მოკლე ცხვირი კი გულღიაობასა და ოპტიმიზმს. ძვლოვანი, გრძლი ცხვირი- სიამაყის, ქედმაღლობის, არასტაბილურობის მაჩვენებელია.
ძვლოვანი გრძელი ცხვირი - მკაფიოდ გამოხატული კეხით, ხშირად ეკუთვნით მოქუფრულ ადამიანებს. თუ ხიდი ასეთ ცხვირს საკმაოდ ჩავარდნილი აქვს და იგი დეფორმირებული ანდაღარულია ჰორიზონტალურიხაზებით, მაშინ ეს ადამიანის შეუძლოდ ყოფნის ნიშანია. თუმცა, სახის მთლიანი ბალანსის შემთხვევაში, შეუძლოდ ყოფნა არ დომინირებს.
იდეალურად ითვლება ცხვირის მაღალი და სწორი ხიდი, რომელიც ჯანმრთელ ადამიანებს ახასიათებთ.
ცხვირის წვერი ბევრ ინფორმაციას იძლევაპიროვნების შესახებ. ადამიანი ცხვირის წვერით, რომელიც წააგავს „დაკიდებულ წვეთს“, ჩვეულებრივ სიცოცხლის მოყვარულია რის შედეგადაცის ყვავის.
თუკი ცხვირის წვერი გვაგონებს არწივის ნისკარტს-ითვლება რომ ასეთი ადამიანი არის გამჭრიახი, ეშმაკი და შურისმაძიებელიც კი. სავსე, დიდი, ხახვის მაგვარი ცხვირის წვერი - გულითადობის და სითბოს მაჩვენებელია.
ზემოთაწეული, ნესტოებდაბერილი ცხვირი - თვითნებობის, თავშეუკავებლობისა და უდისციპლინობის ნიშანია. ცხვირის წვერის გაორება გაუბედაობის ნიშავს. ზედმეტად პატარა ნესტოები მიანიშნებენ, რომ ადამიანი დამთმობია. ცხვირის განიერი ფრთები კი მაღალ თვითშეფასებაზე მიუთითებს. წითლი ცხვირი - მფლობელის უსინდისობაზე ლაპარაკობს, წითლი ფორებიანი ცხვირი (ე. წ. „გაფუჭებული ფორთოხალი“) კი ხშირად აქვთ ლოთებს.
ცხვირზე შავი ლაქები ფიზიკური პრობლემების ნიშანია. როგორც წესი, ქალბატონის სახეზე მკვეთრად გამოყოფილი ცხვირი, მიუთითებს ახალგაზრდობის ასაკში განვლილ ცხოვრებისეულ სირთულეებზე. თუმცა ეს ნიშნები მკაფიოდ მხოლოდ 35-40 წლის ასაკის შემდგომ ვლინდებიან.

სახის ფიზიოგნომიკა - პირი
პირი, მისი ფორმა და სიდიდე, იძლევა ადამიანის შინაგანი ენერგიის ძალის განსაზღვრის საშუალებას. ჩვეულებრივ, მამაკაცებს აქვთ დიდი პირი, ქალებს კი პატარა. დიდ პირიანი ქალი ვაჟკაცურ ქალად ითვლება, მაგრამ ის არ მოსწონთ კაცებს. საერთო წესი: პატარა პირიანი სახის ადამიანები დაკავებულნი არიან თვითგადარჩენისათვის ბრძოლით და აქვთ სუსტი ხასიათი.
დახურული ტუჩების წვრილი ხაზიმეწვრილმანე ხასიათის სიგნალია. ადამიანი დიდი პირითა და ოდნავ დაშვებული ტუჩებით ძლიერი ნების მატარებელია და მასზე გავლენის მოხდენა ძნელია. მუდამ მოძრავი პირი (ე. წ. „ცხენის პირი“) ნევროზის ნიშანია. საშუალო ზომის რკალის ფორმის პირი (ტუჩების ბოლოებს აქვთ ქვემოთ დაშვების ტენდენცია) ეკუთვნით მგრძნობიარე ტიპაჟებს.
გაბერილი, დიდი ტუჩები - წარმატების ნიშანია. გაღებისას სიმეტრიული (გამრუდების გარეშე) პირი მიუთითებს ემოციების ბალანსზე. თუ პირის ორივე მხარეს ეშვება პარალელური ნაოჭები - ესაა მძიმე ცხოვრების შედეგი. თუ ნაოჭები ეშვება ცხვირის ფრთებიდან ტუჩის კუთხეებამდე (იქმნება რგოლი, პირი - ცხვირი) ეს მიანიშნებს მფლობელის მზაკვრულ ბუნებაზე.
პირი, რომლის ერთი მხარეც დაშვებულია ქვემოთ, ხშირად ჯიუტ ადამიანებს აქვთ. თუ ზედა ტუჩი ქვედაზე მნიშვნელოვნადაა წინ გამოწეული, ეს გაუბედაობის ნიშანია. თუ ქვედაა ზედაზე მეტადაა გამოწეული - ეგოისტურობის.
ტუჩსზედა ნაოჭები სიბერის ბუნებრივი ნიშანია. ხშირად წვრილი ნაოჭები სუსტი ჯანმრთელობის სიგნალია. ტუჩებში ღრმადჩამჯდარი ნაოჭები, ზოგჯერ მოგვითხრობენ ახალგაზრდობის დროინდელ აყვავებასა და ზრდასრულასაკშიგაჭირვებაზე. გაფუჭებული კბილები და დაზიანებული ენა ცუდი ჯანმრთელობის მაჩვენებელია.

GeoAstro


(ნაწილი I) (ნაწილი II) (ნაწილი IV)

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ცენტრის წესება

Guide to cats and kittens