» » ვახტანგ VI და ასტროლოგია საქართველოში
ასტროლოგია / Slide / ასტროისტორია

ვახტანგ VI და ასტროლოგია საქართველოში

ვახტანგ VI და ასტროლოგია საქართველოში„უდიდესი ღვაწლი აქვს გაწეული მეფე ვახტანგ VI ერის წინაშე. მან ენციკლოპედიური ცოდნის ხანა შექმნა საქართველოში.“ - წერდა ივანე ჯავახიშვილი.
მეფე ვახტანგი იყო მწერალი, ქიმიკოსი, პოეტი, მათემატიკოსი, მთარგმნელი, ასტოონომი, ასტროლოგი, სამართალმცოდნე, პირველი სტამბის დამაარსებელი და მრავალი სხვა. მან XV საუკუნის ცნობილი მეცნიერის ულუღ - ბეგის ნაშრომები თარგმნა, ეს უკანასკნელი თემურ ლენგის შვილიშვილი იყო და სამარყანდში სწორედ მან დაარსა მსოფლიოში უდიდესი ობსერვატორია.
ვახტანგ მეფის ნათარგმნიდან საყურადღებოა "ზიჯი" - "ვარსკვლავთ კატალოგი" პრაქტიკული ასტროლოგიისთვის საკმაოდ საინტერესო - "ჰაადაიათ ალნუჯუმი", მნიშნელოვანი ნაშრომია აგრეთვე ვარსკვლავების წიგნი მირზა აბდურიზა თავრიზელის წიგნის "აღმოსვლის" საფუძვლებზე - "თალა მასალა", რომელიც მთლიანად პრაქტიკულ ასტროლოგიას ეძღვნება და შედგება ორი ნაწილისაგან - პირველ ნაწილში დახასიათებულია მნათობნი და მათი თვისებები მათივე მდებარეობის მიხედვით, განხილულია ჰოროსკოპების შედგენის თეორია, მეორე ნაწილში კი მოცემულია მნათობთა სადგომების, ეტლთა (ზოდიაქოთა) აღწერა.
მეფის მეცნიერულ-მთარგმნელობით საქმიანობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს მის ნაშრომს - "აიათს". იგი 1721 წელს მის დაარსებულ სტამბაში გამოიცა. ძეგლი თავის მეცნიერულ ღირებულებებთან ერთად, ასტროლოგიის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. საინტერესოა, აგრეთვე, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქართული ნაბეჭდი გამოცემა. ინახება საჯარო ბიბლიოთეკაში.

ვახტანგ VI და ასტროლოგია საქართველოში











აგრეთვე აღსანიშნავია მისი ნაშრომი "გამოცხადებანი ცისა და ქვყნისა და ვარსკვლავისანი მოსწავლეთათვის მშვენიერი".
მეფე ვახტანგ VI 1724 წელს ჩავიდა პეტერბურგში და აქტიურ სამეცნიერო მუშაობაში ჩაერთო. ამის დამადასტურებელია ის ხელნაწერები, რომლებიც დაცულია პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა ფონდში. ქიმიის, მათემატიკისა და სხვა მეცნიერულ ხელნაწერთა შორის აღსანიშნავია ასტროლოგიისა და ასტროლაბის შემსწავლელი სახელმძღვანოები, აგრეთვე არსებობს მეტად საინტერესო ასტროლოგიური მასალა, რომელიც დეტალურად შეისწავლა პროფესორმა რაულ ჩაგუნავამ.
ამ ხელნაწერებიდან უნიკალურ ფაქტობრივ მასალას წარმოედგენს საქართველოს მართლმადიდებელი მეფის ვახტანგ VI-ის ხელით შედგენილი, მისი ვაჟის - ბაქარის ჰოროსკოპის ხელნაწერის ფოტოასლი, სადაც წერია „ბაქარი დაბადებულა ქრისტეს აქეთ 1699 წელს“.
მეფე ვახტანგის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ნიმუშია მისი შეკვეთით დამზადებული ქართულ წარწერიანი ასტროლაბი, იგივე პლანისფერა, რომელზეც კარგად ჩანს ვახტანგ მეფის გრიფი. მისი მეშვეობით ირკვეოდა მნათობთა და ეტლთა მდებარეობა, წარმოებდა ჰოროსკოპის გამოთვლები და ობიექტის გეოდეზური კოორდინატების განსაღვრა.скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

Kavkasiatv "თქვენი დრო"

...

სატურნი – დეკორაციები და ფუნქციები

"ასტროლოგიური პროგნოზები" სხვა რაკურსი სეზ.2 გადაცემა #10 ნაწ.2

Guide to cats and kittens