» » 2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი (ნაწილი 2)
ასტროპროგნოზი / Slide

2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი (ნაწილი 2)

2017 წლის ასტროლოგიური პროგნოზი (ნაწილი 2)მარსის ტრანზიტები
2017 წელს მარსი არ არის რეტრო მოძრაობაში და ეს დიდი პლუსია. იანვრის ბოლომდე (28.01) მარსი მოძრაობს თევზებში. როცა ვსაუბრობთ მარსზე, უნდა გვახსოვდეს მარსის ორი თვისება - ერთის მხრივ, მარსი იძლევა ენერგიას, მატებს აქტიურობას, მოაქვს სამუშაო ზოდიაქოს იმ ნიშანში, რომელსაც გადის, მეორე მხრივ - ზრდის ტრავმატიზმს, ანთებებს და აგრესიას. ის, თუ რომელი იმუშავებს ამ თვისებებიდან და რამდენად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პლანეტები გაქვთ და როგორ ასპექტაციაში ამ კონკრეტულ ნიშანში.
ჩვენი პროგნოზი ზოგადია და, შესაბამისად, შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ზოგად ტენდენციებზე. ვინაიდან თევზები ღრმად ფსიქოლოგიური, უმოქმედობის ნიშანია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარსისთვის საკმაოდ რთულია თევზების გავლა. ზოგადად, ამ პერიოდში კაცების მდგომარეობაა დასუსტებული, უმოქმედობის რეჟიმში არიან გადასულები, ან ავადმყოფობენ ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად. მაგრამ ზოგიერთი თევზებისთვის ეს ნიშნავს, რომ ძალა მოემატათ და თვითონ კარნახობენ სხვას თამაშის წესებს. ასევე, ეს მდგომარეობა შესაძლებელია იყოს კარგი თევზების პროფესიების წარმომადგენლებისთვის: მუსიკოსების, ფსიქოლოგების, ადამიანებისათვის, რომლებიც მუშაობენ სითხეებთან, მეზღვაურებისთვის, ქიმიკოსებისათვის და ა. შ.
მაგრამ თევზებზე რთულად ამ პერიოდს გადაიტანენ ქალწულები, ვინაიდან თევზებს, მარსმა, შესაძლოა, ენერგია მომატოს, ქალწულებისთვის კი, მარსი ოპოზიციურ ნიშანშია და, ეს ნიშნავს, რომ ძალა კონკურენტების, ოპონენტების მხარეზეა. ქალწულებს სხვისი წესებით თამაში უწევთ. აქ საუბარი გვაქვს იმ ადამიანებზე, ვისაც თევზები-ქალწულის მეორე ნახევარში აქვთ მნიშვნელოვანი პლანეტები.
შეგვიძლია, იანვრის ბოლომდე პერიოდი, დანარჩენი ნიშნებისთვის შევაფასოთ, როგორც ძილის პერიოდი.

28.01-10.03 - მარსი გადადის ვერძში და ყველა ერთად ვიღვიძებთ და ვიწყებთ მოქმედებას, აქტიურ საქმიანობას, სპორტს, სხვა ფიზიკურ აქტიურობას. მარსი ვერძში ცხელია, მაგრამ ადეკვატური. მარსის პრინციპი რჩება იგივე - მატებს ენერგიას იმ ნიშანს, რომელშიც მოძრაობს და ენერგიას კი ოპოზიციურ ნიშანს ართმევს. ამიტომ, პირადი ურთიერთობებისთვის, შესაძლოა, ეს იყოს არაკომფორტული პერიოდი, ასევე, ზოგადად - სასწორებისთვის. მათთვის გარე სამყარო ხდება საკმაოდ აგრესიული და ისინი იძულებულნი არიან, თავისი მოქმედება გარე პირობებს შეუსაბამონ - ეს მათვის ან უჩვეულო საქმიანობაა, ან ისეთი პარტნიორები უნდა იპოვონ, ვის გარეშეც მათი საქმიანობა არ მიდის წინ. მარსი ვერძში ვერძებისთვის - გამარჯვებაა, თუ ვერძს მძიმე დაზიანება არ აქვს. თუ დაზიანებები ვერძის ნიშანშია, მაშინ, შესაძლოა, ტრავმები და თავის ტკივილები. ასევე, სხვა ცეცხლის ნიშნებისთვის პლუსია, სასწორებისთვის კი, უფრო მინუსია, რადგან თავისი წესებით არ თამაშობს.
კირჩხიბი და თხის რქა იღებს კვადრატს მარსი-ვერძიდან და, ეს არის ამ ნიშნების უფრო გააქტიურება, ქმედება, საქმიანობა...

10.03-21.04 - მარსი გაივლის კუროს და ჩვენი ყურადღების საგანი გახდება პრაქტიკული, მიწიერი, ფინანსური საკითხები. ეს პერიოდი კარგია მშენებლობისთვის, მიწასთან მუშაობისთვის, ზოგადად ფიზიკური შრომისთვის, ფინანსებთან ურთიერთობისთვის. კუროებს მარსი ეხმარება აქტიურ საქმიანობაში, გამარჯვებაში.
მორიელებისთვის რთული პერიოდია როგორც ფინანსურად. ასევე, ზოგადად, სხვისი წესებით თამაში უწევთ, ხოლო როცა თვითონ ვერ აკონტროლებს სიტუაციას, მორიელს არ უყვარს.
ლომი-მერწყულისთვის მარსი კუროში კარგი, საქმიანი და აქტიური პერიოდია.

21.04-04.06 მარსი ტყუპებშია. ეს ნიშნავს ინტელექტუალური ენერგიის გააქტიურებას. ინტელექტუალური საქმიანობა მიდის კარგად და სწრაფად. ასევე, ამ პერიოდში მატულობს გადააგილებები, მოგზაურობები, ადამიანები ვერ სხედან ერთ ადგილას. ტყუპებისთვის ენერგიის, აქტიურობის მომტანი პერიოდია.
მშვილდოსნებისთვის - აქტიური პერიოდია, საქმიანობაში ჩართულობის ხარისხი მაღალია, მაგრამ მინუსი ის არის, რომ სამყარო უფრო კრიტიკულია მათ მიმართ და მშვილდოსანი ამ პერიოდში უფრო ძნელად გადის შედებებზე, უფრო მეტი გადასალახი აქვს.
ქალწული-თევზებისთვის მაღალი აქტიურობის პერიოდია.

05.06- 20.07 მარსი კირჩხიბშია. აქ მარსი ცოტა არაადეკვატურია, ძალიან ემოციურია, მაგრამ კირჩხიბებს ენერგიას მატებს. ასევე, თუ კირჩხიბში რაიმე მნიშვნელოვანი პლანეტის დაზიანებაა, შეიძლება ზედმეტი აგრესია, ტრავმები და ანთებები მოიტანოს.
თხის რქები უფრო დამოკიდებულ მდგომარეობაში არიან. კაცების მდგომარეობა ცოტა დასუსტებულია, იცინი იძულებული არიან ოჯახის საქმეებით დაკავდნენ. ამ პერიოდში, ცხოვრებაში შემოსული მამაკაცი, შესაძლებელია, ცოტა პრობლემური იყოს.
ვერძი-სასწორისთვის მაღალი აქტიურობის და ქმედების პერიოდია.

20.07-05.09 მარსი ლომში. შესაძლოა, ეს გახდეს ყველაზე რთული პერიოდი, ვინაიდან ივლისში მარსი და მზე შერთდებიან ლომში და დადგებიან ურანის კვადრატზე. საავარიო და საკმაოდ აგრესიული სიტუაცია. დარტყმის ქვეშ არის ლომის ყველა თემა: პირველ რიგში გული. გადამეტებულმა აქტიურობამ, შესაძლოა, პრობლებები მოიტანოს ბავშვებთან, აზარტულ თამაშებთან, სხვა და სხვა ავანტურულ სიტუაციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ლომები ძალაში არიან. ჯობია, რომ ამ პერიოში აქტიურედ დაკავდეთ ბავშვებით, სპორტით, ფინანსებით, პრინციპში, ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი თემა გამოდგება, მაგრამ ზომიერად, გადჭარბებების გარეშე, ვინაიდან ლომს გადამეტება და ავანტიურები უყვარს.
მერწყულები - დამოკიდებული ხდებიან გარე პირობებზე, პარტნიორებზე.
საინტერესოა, რომ ლომები წლის პროგნოზში იღებენ მზე-მარსის შეერთებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს შეერთება აქტუალური იქნება არა მარტო დასახელებული პერიოდისთვის, არამედ შემდეგი დაბადების დღემდე. ფინანსების, მუშაობის, ბიზნესისთვის ეს ძალიან კარგია. პირადი ურთიერთობისთვის კი - არც ისე კარგი.
კურო-მორიელისთვის აქტიურობის და ქმედების პერიოდია.

05.09-22.10 - მარსი ქალწულში - საქმიანი მარსია. კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ასამაღლებელი, კონკრეტული საქმიანობის პერიოდია. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური მუშაობა, შეიძლება ინტელექტუალურიც. მარსი მშვენივრად გრძნობს თავს ქალწულში, ძალიან შრომისუნარიანია. ქალწულებისთვის აქტიურობის და შესაძლებელია მძიმე, მაგრამ პროდუქტიული შრომის პერიოდია.
თევზებისთვის ნაკლებად პოზიტიურია იმით, რომ სამყარო უფრო კრიტიკულად არის განწყობილი მათ მიმართ. ასევე შესაძლებელია აქტიურობის პერიოდი იყოს, მაგრამ სხვისი წესებით უნდა ითამაშონ.
ტყუპები-მშვილდოსნისთვის ქმედების პერიოდია.

23.10-09.12 - მარსი სასწორში - თანამშრომლობის პერიოდია. მარსი, ქმედების და აქტიურობის პლანეტა შედის სილამაზის, კულტურისა და ურთიერთობების ნიშანში. შესაბამისად, ეს არის ადამიანებთან მუშაობის დრო, პერიოდი, როცა უნდა ვეზიაროთ სილამაზეს, ხელოვნებას. სასწორისთვის, მეტწილად კარგი პერიოდია საქმიანობისთვის, რა თქმა უნდა, თუ ნათალურ რუკაში არ არის მძიმე დაზიანებები.
ვერძისთვის ეს პერიოდი უფრო რთულია, ვინაიდან ამ პერიოდში ვერძმა უნდა ისწავლოს თანამშრომლობა და ორიენტირება აიღოს სხვის ინტერესებზე, რაც ვერძისთვის ძალიან რთულია, ალბათ, ყველაზე რთული თემაცაა.
კირჩხიბი-თხის რქისთვის - ქმედების პერიოდია.

09.12-დან - წლის ბოლომდე - მარსი მორიელშია. ფინანსური, საქმიანი, ბიზნეს-პრობლემების გადაწყვეტის დროა, ასევე ემოციური პრობლემების გადაწყვეტის. ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ჯამრთელობის დაზიანება და ანთებითი პროცესები ან ტრავმები. მაგრამ, ეს - ზოგ შემთხვევაში. შესაძლებელია გაზრდილი ხარჯების ალბათობა ჯანმრთელობაზე. მორიელებისთვის, მეტწილად, ძლიერების პერიოდია.
კუროსთვის - პირიქით, ოპონენტების სიძლიერის. ეს არ ნიშნავს დანაკარგებს (თუმცა შესაძლებელია), ნიშნავს იძულებით აქტიურობას და სამყაროს მაღალ კრიტიკულობას კუროების მიმართ.
ლომი-მერწყულისთვის მაღალი აქტიურობის პერიოდია.
ქალბატონების საყურადღებოდ - მარსი ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტაა მამაკაცის როლისთვის ჩვენს ცხოვრებაში. თუ შეგხვდათ მამაკაცი იმ პერიოდში, როცა მარსი გადიოდა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ოპოზიციურ ნიშანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საბოლოოდ გაუგოთ ერთმანეთს. იგივე ეხება საქმიან ურთიერთობებს, როგორც ქალბატონების, ისე მამაკაცებისთვის - თუ თქვენი ახალი საქმიანი პარტნიორი არის მამაკაცი, შეაფასეთ მარსი.
ეხლა განვიხილოთ ძალიან მნიშვნელივანი თემა - ვენერას რეტროგრადულობა. ვენერა ხდება რეტროგრადული 3 მარტს ვერძის მე-13 გრადუსში, ამ მომენტში ვენერა ტრიალდება და გადადის უკუმოძრაობაში, მაგრამ რეტრო გზაზე ვენერა დგება უკვე 30 იანვარს. ამ მომენტიდან ის იწყებს სიჩქარის დაკარგვას. შესაბაბისად, ვენერას სფეროებიც დამუხრუჭების სტადიაშია. დამუხრუჭების გავლენას ჩვენ ვიგრძნობთ უკვე იანრვრის ბოლოდან. ის რაც ამ პერიოდში (განსაკუთრებულად რეტროზე) გვეჩვენება მნიშვნელოვნად, რეტრო მოძრაობის დამთავრების შემდეგ, შესაძლებელია, აღმოჩნდეს აბსოლუტურად უსარგებლო. ამიტომ, ხანძლივი ფინანსური პროექტები, პარტნიორული ურთიერთობები, მნიშვნელოვანი არჩევანი არ არის მიზანშეწონილი.

რას უნდა ვერიდოთ ამ პერიოდში:
- ახალი ხანგძლივი ურთერთობების დაწყებას: ქორწინება, დანიშვნა, ერთობლივი ცხოვრების დაწყება;
- ვალების აღება-გაცემას;
- სერიოზულ კოსმეტიკურ პროცედურებს, მითუმეტეს რომ რეტროგრადულობა ვერძშია.
- ძვირფასეულობის ყიდვას და, ზოგადად, ძვირიანი ნივთების შეძენას;
- მოვერიდოთ ყველანაირ სარჩელებს სასამართლოში, თუნდაც ეხებოდეს ალიმენტებს;
- ახალი ხანგძლივი ფინანსური ხელშეკრულებების დადებას, მათ შორის ბიზნესის გაფორმებას;
- ძალიან რთული პერიოდია იმ ადამიანებისთვის, ვენც მოღვაწეობს ხელოვნების სფეროში.
პატარა ექსკურსი წარსულში: 2009 წლის მარტის დასაწყისში ვენერამ დაიწყო თავისი რეტრო მოძრაობა ვერძის მე-15 გრადუსში. ასევე 2001 წელს მარტის დასაწყისში ვენერა იყო რეტროგრადული თითქმის ამავე გრადუსებში. თქვენს რუკებში ახლანდელი რეტრო მოძრაობა მოხდება იმავე სახლებში, რაც 2009 და 2001 წლებში. გაიხსენეთ ეს პერიოდი და, შესაძლებელია, რომ ანალოგიური სიტუაციები განმეორდეს თქვენს ცხოვრებაში. ასევე გაიხსენეთ პერიოდი 2015 წლის ივლისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე. შესაძლებელია, რომ ამ პერიოდში დაწყებულ საქმეებს ჰქონდეს დასრულება ვენერას ამ რეტროგრადულობაზე.

ასტროლოგი - ლია ბარათაშვილი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ნოემბრის ასტროპროგნოზი

ასტრო-ეზოთერული ცენტრი მსურველებს ასტროლოგიური სწავლების სამ წლიან პროგრამას სთავაზობს.

აზრებისა და გრძნობების მმართველები და მათგან გათავისუფლების საშუალებები

ავადმყოფობა – ჩვენი უბედურება თუ მეგობარი? (ბიოენერგეტიკის კანონები)

Guide to cats and kittens