» » როგორ წელს "უწინასწარმეტყველებენ" ასტროლოგები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს
ასტროპროგნოზი

როგორ წელს "უწინასწარმეტყველებენ" ასტროლოგები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს

როგორ წელს "უწინასწარმეტყველებენ" ასტროლოგები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს გურია NEWS -ისთვის მომზადებული მასალა
რას ჰპირდება და როგორი იქნება 2014 ლურჯი(ცისფერი) ხის ცხენის წელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებისთვის? "გურია ნიუსმა" ამ კითხვით ასტრო-ეზოთერული ცენტრის ასტროლოგებს - ხათუნა ღვინიაშვილსა და თორნიკე ბიძინაშვილს მიმართა და გიორგი მარგველაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, დავით უსუფაშვილისა და ირაკლი ალასანიას 2014 წლის ჰოროსკოპის შედგენა სთხოვა.
როგორც ასტროლოგები "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებენ, იმისათის, რომ გაკეთდეს ზუსტი პირადი ჰოროსკოპი, აუცილებელია ინდივიდის მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების ცოდნა.
"ჩვენ შემთხვევაში არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნების დაბადების ზუსტი დროის მონაცემი არ გაგვაჩნია (საათი, წუთები) შესაბამისად, ჩვენი მცდელობა გავაკეთოთ პროგნოზი მათი მომავალი წლის მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ იქნება ზოგადი და დაეყრდნობა მხოლოდ მათი დაბადების თარიღის," _ აღნიშნავენ ასტროლოგები.


გიორგი მარგველაშვილი
4 სექტემბერი 1969 წელი

2014 წელი საქართველოს პრეზიდენტისთვის საკმაოდ დადებითად შეიძლება ჩაითვალოს. ეს იქნება მოგზაურობების, სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსებთნ შეხვედრების, დიპლომატიური ურთიერთობების, ახალი კავშირების დამყარების წელი. რიგ სიტუაციებში იზრდება გადამეტებული ამბიციურობის ალბათობა, რაც, გამოცდილების შეძენის მიუხედავად, პრაქტიკული შედეგიანობის მაჩვენებელს დაბლა დასწევს. სამაგიეროდ, 2014 წელს დაწყებული საქმეების დიდი ნაწილი რეზულტატს მოიტანს 2015 წელს, რომელიც ამავდროულად ბატონი გიორგისათვის კარმულიც იქნება. ამ ეტაპზე არ ვურჩევთ დაქორწინებას. თუმცა, არსებული კავშირის შენარჩუნება სასიკეთოა.


უსუფაშვილი დავითი
5 მარტი 1968 წელი

დავიწყოთ იქიდან, რომ 46 წელი ითვლება ასტროლოგიაში კარმულ ასაკად და სწორედ გაისად ბატონ დავითს 46 წელი უსრულდება. შესაბამისად, ამ დროს ხდება განვლილი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი კარმული ვალების გასტუმრება. გამოიკვეთება პრობლემები ფინანსურ, საკანონდებლო და პარტნიორულ სფეროებში. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა მოიტანს გარკვეულ პრობლემებს - შესაძლოა იყოს მცდელობა ჩაითრიონ იგი ფინანსურ მაქინაციებში. ამიტომაც, მოვუწოდებთ სიფრთხილისაკენ.
პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს განვითარებად სისტემაში ინტეგრაცია, კომუნიკაციის გაძლიერების ხარჯზე, მათ შორის დიპლომატიურ ჭრილშიც.


ღარიბაშვილი ირაკლი
28 ივნისი 1982 წელი

2014 წელი ბატონი ირაკლისთვის წინა წელთან შედარებით არ იქნება გამორჩეული. თუმცა, პოზიტიური მოვლენების სიმცირე მაინც არ იგრძნობა: მნიშვნელოვანი დიპლომატიური შეხვედრები გააფართოებენ მისი მოღვაწეობის არეალს და გაუმყარებენ საკუთარი თავის რწმენას და პოზიციებს. საქმიანობა მაღალი შედეგიანობით იქნება გამორჩეული. წინა პლანზე წამოიწევს სოციალური საკითხები, რაც დადებითად გადაწყდება და პოზიტიურ შედეგსაც მოიტანს - გაიზრდება მისი ავტორიტეტი და ის ნელ-ნელა დაიკავებს აღიარებული ლიდერის ადგილს ფართო საზოგადოებში. თუმცა, არ გამოირიცხება, რომ დროდადრო მოულოდნელმა ხელისშემშლელმა ფაქტორებმა იჩინონ თავი და გაართულონ ზოგიერთი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. ზოგადად, 2014 წელი რთულია კაცობრიობისთვის, ხოლო შემდეგი 2015 – 2016 წლები ბატონი ირაკლისათვის ბევრად უფრო პოზიტიური იქნება.


ალასანია ირაკლი
21 დეკემბერი 1973 წელი

2014 წელი ბატონი ირაკლისათვის საქმიან სფეროში საკმაოდ წარმატებული იქნება, მას არ გაუჭირდება არც ხელქვეითების სიყვარულის, არც ზედა იერარქიულ საფეხურზე მდგომების ნდობის მოპოვება. თუმცა, არის გარკვეული სირთულეებიც - საქმიან სფეროში ფინანსურმა პრობლემებმა იჩინონ თავი და გაართულონ კონკრეტული მიზნების შესრულების ალბათობა. რეკომენდაციას მივცემდით, რომ ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას. იკვეთება სასიკეთო ცვლილებების ალბათობა ოჯახში. ზოგადად წელი შეიძლება შეფასდეს ნეიტრალურად.
"კიდევ განვმეორდებით და ვიტყვით, რომ 2014 წელი არც თუ ისე იოლი, კრიზისული წელია და ეს ეხება არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ რიგით ადამიანებსაც. განსაკუთრებით რთული იქნება წლის პირველი ნახევარი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ანალიზის, დაგეგმვის პერიოდად. ხოლო მათი რეალიზებისათვის ხელსაყრელი დრო უფრო წლის მეორე ნახევარში დადგება. შესაბამისად, ჩვენი, როგორც ასტროლოგების რეკომენდაციაა გადავანაწილოთ აქტივობები კოსმოსის მოთხოვნების მიხედვით, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო პრობლემები და პირიქით, ხელი შევუწყოთ პოზიტიური ენერგიის მოზიდვას".

ასტრო-ეზოთერული ცენტრი:
ხათუნა ღვინიაშვილი, თორნიკე ბიძინაშვილი

წყარო : http://www.gurianews.com/скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ცენტრის წესება

...

კლინიკური სიკვდილი

Guide to cats and kittens