ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » იოგა - ღმერთის, ადამიანისა და „ობიექტური რეალობის“ შესახებ

იოგა - ღმერთის, ადამიანისა და „ობიექტური რეალობის“ შესახებ

იოგა - ღმერთის, ადამიანისა და „ობიექტური რეალობის“ შესახებ"ადამიანისთვის, რომელმაც იოგას (ანუ გაერთიანებას) მიაღწია, ობიექტური სამყარო აღარ არსებობს. მაგრამ იგი უწინდებურად არსებობს მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ განთავისუფლებულა".
ეს სუტრა აზრის მთელი მეცნიერების ჩანასახს შეიცავს. მისი არსის საფუძველია გაცნობიერება იმისა, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, წარმოადგენს აზრობრივი სუბსტანციის სახეცვლილებებს, რომ მოაზროვნე თავის საკუთარ სამყაროს ქმნის, იქნება იგი ღმერთი თუ ადამიანი. როდესაც ადამიანი იოგას მეცნიერების მეშვეობით (მეცნიერების, რომელსაც საქმე აქვს „მოაზროვნე პრინციპის გაჩერებასთან“, ანუ გონების კონტროლთან) გონებასა და მენტალურ სუბსტანციაზე, ანუ აზრის მატერიაზე სრულ კონტროლს აღწევს, იგი თავისუფლდება იმ ფორმათა კონტროლისგან, რომლებიც ადამიანთა უმეტესობას სამი სამყაროს ტყვეობაში ამყოფებენ.
მაშინ იგი თავისუფლდება დიადი ილუზიისგან; სხეულები, რომლებიც მანამდე აკავებდნენ მას, ახლა უკვე ვეღარ აკეთებენ ამას; იდეათა, აზრთა და სურვილთა უზარმაზარი ნაკადები, რომლებიც თავიანთ საწყისს ადამიანთა „მოაზროვნე პრინციპის სახეცვლილებებში“ იღებენ, უკვე ვეღარ ზემოქმედებენ მასზე; და უთვალავი აზროფორმა, რომლებიც წარმოადგენენ ამ ნაკადთა შედეგს მენტალურ, ასტრალურ და ფიზიკურ სამყაროებში, უკვე აღარ ფარავენ მისგან რეალობას, ანუ მიზეზთა და ძალთა ემანაციის ჭეშმარიტ სუბიექტურ სამყაროს. იგი უკვე აღარ ექვემდებარება ტყუილს და შეუძლია განასხვავოს რეალური და არარეალური, ჭეშმარიტება და სიცრუე, სულის ცხოვრება და მოვლენათა სამყარო. მაშინ იგი ეხმიანება იმ აზრთა და იდეათა ნაკადებს, რომლებიც დიადი სულიერი არსებებიდან, სულიერი სიცოცხლეებიდან მომდინარეობენ, და სამყაროს დიადი გეგმა მის თვალწინ იშლება. სამი სამყაროს კანონები კი არ იცვლება, არამედ ტრანსცენდირდება, ისევე როგორც უფრო მეტი მოიცავს საკუთარ თავში უფრო ნაკლებს, და თუმცა მსახურების მიზნების აღსასრულებლად - მას შეუძლია აირჩიოს თავისთვის (რათა ხილული გახდეს) სამგანზომილებიანი სიცოცხლის შეზღუდვები, მას ძალუძს თავისი სურვილით წავიდეს მაღალი განზომილებების სამყაროში, როცა ეს ღვთიური სასუფეველის მიზანთა რეალიზაციას ჭირდება.
იოგას მეცნიერებას მიზნად აქვს გაუხსნას ადამიანს ასეთი განთავისუფლების მიზანი და ასწავლოს, თუ როგორ შეუძლია თავად განთავისუფლდეს. შესაბამისად, ამ მომენტამდე პატანჯალის სწავლება მიმართული იყო იმისკენ, რომ ეჩვენებინა ადამიანის ადგილი სქემაში, შესაძლებლობა მიეცა მისთვის გაერკვია ადამიანური უბედურებების მთავარი მიზეზები და ამა თუ იმ აქტივობებისკენ მიდრეკილებები; ეჩვენებინა შედეგთა დიადი სამყაროს არსებობის მიზეზი და ეხმო მაძიებელი მიზეზთა სამყაროს კვლევისკენ; რათა ადამიანს განეცხადებინა: თუ ეს ყველაფერი ასეა, მაშინ რა საშუალებებით მივაღწევ გაერთიანებას და როგორ გავფანტავ დიად ილუზიას? ამ მეორე წიგნში მოცემულია იოგას რვა დიადი საშუალება და იძლევა მკაფიო და მოკლე მიმოხილვა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც უნდა გადავდგათ ფიზიკური, ფსიქიკური და მენტალური ცხოვრებების დარეგულირებისთვის.

ალისა ბეილი - "სულის სინათლე"
(კომენტარები პატანჯალის იოგა სუტრებზე)...
ნაკარნახევი მეუფე ჯუალ კჰულის მიერ

მოამზადა მამუკა გურულმა

წყაროскачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 1348
 

ASTRO TV LIVE