» » ცოტა რამ „ზებუნებრივი“ შესაძლებლობების შესახებ
ეზოთერიკა / Slide

ცოტა რამ „ზებუნებრივი“ შესაძლებლობების შესახებ

ცოტა რამ „ზებუნებრივი“ შესაძლებლობების შესახებ













ნათელმხილველობა, ტელეპორტაცია, ტელეკინეზი

სამყარო სავსეა ამოუხსნელი მოვლენებით. მათ შორისაა ის შესაძლებლობები რომელიც ადამიანს გააჩნია - ნათელმხილველობა, ტელეკინეზი, ტელეპორტაცია და სხვები. ნათელმხილველობას უწოდებენ არა მხოლოდ მომავლის განსჭვრეტის უნარს, არამედ ნებისმიერი ორგანოს მეშვეობით ინფორმაციის წინასწარ მიღებას. მეცნიერება ნათელმხილველობას არ აღიარებს. ერთხელაც კი არ ჩატარებულა სამეცნიერო ექსპერიმენტი ამ თემაზე. ნათელმხილველობა მოიცავს ექსტრასენსორიკას, ინფორმაციის მოძიებას ობიექტის შესახებ. (მაგალითად ფოტოდან ინფორმაციის მიღება) ჯანმრთელობის შესახებ დიაგნოსტიკა ფოტოს მეშვებით, უნარი შინაგანი ორგანოების ხედვის და დიაგნოზის დასმის, ასევე წარსულსა და მომავალში მომხდარი მოვლენების ხედვა, აურის დანახვა, ინფორმაციის მიღება უნებლიედ, „არსაიდან“ .
ახლა კი განვიხილოთ მსგავსება ტელეპატიასა და ნათელმხილველობას შორის. ასეთი ტერმინით აღნიშნავენ ტვინის ისეთ შესაძლებლობას, როგორიცაა - აღქმა, ფიქრები, გრძნობები. ამ დროს არ არის გამოყენებული კომუნიკაციის ჩვეული ფორმები. პარაფსიქოლოგები განასხვავებენ ცნობიერ და არაცნობიერ ტელეპატიას თუნდაც ლოცვაში.
უფრო საინტერესო ფენომენად არის მიჩნეული ტელეკინეზი, უნარი რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია გდააადგილოს სხვადასხვა ნივთი. წინა ორი მოვლენისგან განსხვავებით ტელეკინეზი ექვემდებარება სამეცნოერო კვლევას. ყველაზე ცნობილ მოვლენად შეგვიძლია ჩავთვალოთ კულაგინა, ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი, როდესაც, ქალმა აიძულა ბაყაყის გული ტანს განცალკევებოდა და აძგერებულიყო.ეს ყოველივე მხოლოდ ფიქრების მეშვეობით განახორციელა.
ამ სამი მოვლენის მიმდევრები აცხადებენ, რომ ტელეკინეზი ჯერ კიდევ ბიბლიაშია ნახსენები და ტელეპატია კი ცნობილია უძველესი დროიდან. თუმცა აქტიურად ამ თემის განხილვა დაიწყეს მე-19 საუკუნის შუა ხანებში.

ცოტა რამ „ზებუნებრივი“ შესაძლებლობების შესახებ













ლევიტაცია
აღმოსავლეთის უძველეს ღმერთებს ჰქონათ განმასხვავებელი თვისება - მათ შეეძლოთ ფრენა და არა მარტო მათ. უძველესი წერილობითი წყაროებიდან გვაქვს ინფორმაცია რომ ფრენა შეეძლოთ ასევე მოძღვრებს, მაგებს, იოგისტებს. ინდურ წიგნებში მოიპოვება პრაქტიკული სავარჯიშოები, იმისათვის რომ მიღწეულ იქნას ეს მდგომარეობა. სამწუხაროდ ბევრი სიტყვის მნიშვნელობა დღეს დღეობით დაკარგულია და ამიტომ ეს ვერ სრულდება.
დღესდღეობით ჩვენამდე მოღწეულია ცნობები ლევიტანების შესახებ, რომლებმაც შეძლეს 90სმ სიმაღლეზე აწევა. ეს არ კეთდება ვინმეს გასაუცებლად, არამედი იმისათვის რომ შესრულდეს რელიგიური რიტუალები. ტიტეტის ბერებსაც შეეძლოთ იგივეს გაკეთება.
ლევიტანები არა მხოლო აღმოსავლეთში, არამედ ევროპაშიც იყვნენ. ჰაერში აწევა ხდებოდა რელიგიური რიტუალების დროს. მაგრამ ამის სწავლა შეუძლებელი იყო, ყოველივე ხდებოდა თავისთავად.
დღესდღეობით ლევიტაცია მიიღწევა მედიტაციით და ლევიტანები ძირითადად კავდებიან იოგებით. ადამიანი გარედან იღებს ინფორმაციას და არ კონცენტრირდება საკუთაარ ფიქრებზე, პრობლემებზე, გამოცდილებაზე.
ბევრი ადამიანი ირწმუნება რომ სიზმარში ფრენენ. შესაძლოა ეს ადამიანის ბუნებრივი შესაძლებლობა იყო, რომელიც სამწუხაროდ დავკარგეთ დროთა განმავლობაში, თუმცა მისი მოპოვება შესაძლებელია. გარდა ამისა ადამიანებმა დაკარგა ბევრი შესაძლებლობა, ამიტომ ახლა რაიმე სიტუაციას განსაკუთრებით უნიკალურად აღიქვამენ, ხოლო უწინ ეს იყო საყოველთაოდ ცნობილი, რომელის კეთებაც თითქმის ყველას შეეძლო.


მოამზადა: AquaRius
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ასტროლოგია (I გადაცემა, სტუდია „GeoAstro“-ს პროდუქტი)

"ასტროლოგიური პროგნოზები" სხვა რაკურსი სეზ.2 გადაცემა #10 ნაწ.2

რუნები - ისტორია

...

ლაზურიტი

Guide to cats and kittens