ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ჯონდო ტუხაშვილი-პირადი ჰოროსკოპის მნიშვნელობა

ჯონდო ტუხაშვილი-პირადი ჰოროსკოპის მნიშვნელობა

ჯონდო ტუხაშვილი-პირადი ჰოროსკოპის მნიშვნელობა





























გვესაუბრება ასტროსოფი ჯონდო ტუხაშვილი:

ძვირფასო მეგობრებო, ჰოროსკოპის შექმნა ეს მარტო მხურვალე ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება კი არა, არამედ საკუთარ შინაგან სამყაროში შესვლა და შეგნების დონეზე გაცნობიერებაა. ყოველი ადამიანი აუცილებლად უნდა ერკვეოდეს საკუთარი ცხოვრების საბედისწერო შინაარსზე, ინფორმაციას, თუ როგორი პროგრამა გააჩნია საკუთარი თავის სრულყოფილებაში მოსაყვანად, ან პირიქით.
ნატალურ ჰოროსკოპში მოცემულია ადამიანის ერთი სიცოცხლის მთლიანი მისტერიული შინაარსი, წარსულთან აწმყოსა და მომავალთან. მასში ჩვენ შეგნების დონეზე გავაცნობიერებთ ამ სამყაროში მოვლენის ყველა პრობლემას, რომელიც თითოეულ ადამიანს საიდუმლო მდგომარეობაში გააჩნია.
ყველას ესაჭიროება საკუთარი ხასიათის, ტემპერამენტის და სულიერი განვითარების შინაგანი შინაარსის ცოდნა. ამით ჩვენ ამ ცხოვრებას ზერელედ არ მოვებყრობით. არ გვექნება ყოველ ნაბიჯზე მწარე და რთულად გამოსასწორებელი პრობლემების დაშვება. გვეცოდინება საკუთარი თავის ინდივიდუალური შესაძლებლობები, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა.
ნატალურ ჰოროსკოპში ამოვიცნობთ ჩვენს საკუთარ ბუნებას და მიდრეკილებებს, მემკვიდრეულ მონაცემებს, წარსულიდან გადმოცემულს. ქალებს ექნებათ დახვეწილი თავის ინსტიქტური გრძნობითი რეფლექსები და მამაკაცებს ინდივიდუალური შესაძლებლობები. გავიგებთ მოსალოდნელ ხიფათს, ანუ საიდან მოდის საბედისწერო დარტყმები და თუ რის გამო, რას უნდა ვერიდოთ და რა ღონისძიებები განვახორციელოთ, ჩვენი საკუთარი ცხოვრების ვალდებულებების შესასრულებლად.
სულ უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში, ხალხის მასებს ასტროლოგიის და სახელმწიფოს ბედისწერის მიმართ, რომ ქონდეთ ელემენტალური წარმოდგენა, არ მოხდებოდა ის სავალალო დაუკვირვებელი დრამატული მოქმედებები, რაც იყო ამ უახლოეს პერიოდში.
ჰოროსკოპის შედგენა ყველა ადამიანისათვის არის აუცილებელი. დედამიწა არის ფატალური და ცოდვების პლანეტა, საიდან გამოძვრება დემონური ძალები ამის შესახებ არც ერთი ადამიანი არაა დაზRვეული, მით უმეტეს ჩვენს მცირე უდისციპლინო და გაუბედურებულ სახელმწიფოში, დაბალი აზროვნება ხალხის მასებს სისულელეებს აკეთებინებს. არსაიდან სულიერი განვითარების არანაირი ინფორმაციები არ მოდის. ამავე დროს ასეთ მძიმე ცხოვრებაში ზერელე დამოკიდებულება ჩვენს საკუთარ ბედისწერასთან, ეს ხომ სიბნელეში ხელების ცეცებით სიარულია. ბევრს ჰგონია მცდარად, რომ ჰოროსკოპი მხოლოდ მაშინაა საჭირო, როდესაც მძიმე და ნეგატიური მოვლენები ემართებათ, რომელსაც მთელი ცხოვრება ატარებს ტვირთად, სწორედ ამ დროს ადამიანს თავის თავი ბედნიერი გონია, მაგრამ წუთისოფელში ბედნიერება და უბედურება ერთი მეორის გვერდში არსებობენ. ეს არის ამ ცხოვრების კარმიული საბედისწერო კანონი და ამას, ვერცეთი ადამიანი ვერ დაემალება, რაც არ გინდა მდიდარი და გავლენიანი პიროვნება იყოს. ასე, რომ ჰოროსკოპი, ეს არის ჩვენი საკუთარი ნამოქმედარი, წინა ცხოვრების კარმიული ნაშთი, ავკარგიანი დანატოვარი, რომელიც ჩვენი საკუთარი მონაპოვარია. ნუ გეშინიათ მისი იმიტომ, რომ იგი თქვენი შინაგანი სამყაროს შინაარსია, რომელსაც ვერ უარყოფთ.
ასტროლოგია ეს არის რადარი, რომელიც გვიკვალავს გზას, რითიც შეგვიძლია ავარიდოთ თავი უსიამოვნო მოვლენებს.

ასტრო - News #3
დეკემბერი 2013
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 8293
 

ASTRO TV LIVE