მინერალური ქვები / Slide

მთის ბროლი

მთის ბროლი
სულ რომ არ იყოთ ქვებში გარკვეული, ამ მინერალის სახელს მაინც გამოიცნობთ იმდენად გავრცელებული და ცნობადი ქვაა. პირდაპირ ვიტყვი, ეს მინერალი მაოცებს, მას აქვს უძლიერესი ვიბრაცია და ყველაზე ადვილად დასაპროგრამებელი ქვა გახლავთ, მარტივად რომ ვთქვათ, მისი ვიბრაციის სიხშირეები ადამიანისას ემთხვევა, აქედან გამომდინრე მისი ტარება მარტივია და არანაირ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული.
მიიჩნევა, რომ მთის ბროლი გვირგვინის ჩაკრაზე (საჰასრარაზე) მოქმედებს, ნამდვილად ასეა მაგრამ ის ასევე მთელს ორგანიზმსა და ენერგეტიკულ სისტემას წმენდს, მისი გამოყენება წარმატებით შეგიძლიათ ნებისმიერ ჩაკრაზე.
ხოლო რაც შეეხება მისი ტარების მეთოდებს, აქ შეზღუდულები არ ხართ. მაგალითად თუ მთის ბროლს საყურეების სახით ატარებთ ის იმოქმედებს მეხუთე მეექვსე და მეშვიდე ჩაკრებზე, უფრო მეტად მეექვსესა და მეშვიდეზე, და რაში დაგეხმარებათ ეს თქვენ? გაგიმძაფრებთ ინტუიციას, დაგეხმარებათ სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნებაში, გაგიძლიერებთ კონცენტრაციასა და მეხსიერებას. ხშირი თავის ტკივილის დროს მთის ბროლის საყურეების გაკეთება შესანიშნავი წამალია. ასევე შეგიძლიათ ამეთვისტოსა და მთის ბროლის ერთობლივად ტარება, ისინი ამ თემებს გაორმაგებული ძალებით მოუვლიან.
გულსაკიდად მისი ტარების შემთხვევაში ის იმოქმედებს მესამე, მეოთხე, მეხუთე ჩაკრებზე, გააჩნია გულსაკიდის სიგრძეს. ამ შემთხვევაში თქვენ გაგიძლიერდებათ იმუნიტეტი, შინაგანი ენერგია, შეძლებთ სიტყვის თავისუფლად თქმასა და თქვენი აზრების გამოხატვის არ მოგერიდებათ, გაგიაქტიურდებათ ნივთიერებათა ცვლა, შედარებით უფროს ადამიანებს ან მათ ვისაც გულისა და გულსისხლძარღვთა პრობლემები გაქვთ მთის ბროლის გულსაკიდად ტარება ამ თემების შემსუბუქებაში ან საერთოდ განკურნებაში შეგიწყობთ ხელს. თუ მთის ბროლის გულსაკიდს ვარდისფერ კვარცსაც დაამატებთ ისინი ერთობლივი ძალებით იმოქმედებენ გულის პრობლემებზე. ციტრინის მიმატების შემთხვევაში განსაკუთრებით გააქტიურდება მესამე, მზის წნულის ჩაკრა, რომელიც თქვენს შინაგან ენერგიაზე აგებს პასუხს.
ხოლო მთის ბროლის ბეჭდად ან სამაჯურად ტარების შემთხვევაში გაიაქტიურებთ პირველ და მეორე ჩაკრებს, რაც გაფანტულობასა და დაბნეულობას ხსნის, ასევე ძვლებისა და სახსრების პრობლემების დროს არის კარგი. ამ შემთხვევაში საუკეთესო კომბინაცია კვამლიანი კვარცია, რადგან ის ისედაც პირველ-მეორე ჩაკრებზე მოქმედებს და მათი შეერთებისას თქვენ ერთ დიდ და ძლიერ იარაღს მიიღებთ. რა თქმა უნდა, არსებობს ქვები, რომელიც ამ თემებს უკეთესად მოუვლიან, მაგრამ როდესაც ქვას ყიდულობთ ამ ინფორმაციის ცოდნ ნამდვილად დაგეხმარებათ.
კიდევ ერთი გასაოცარი თვისება რომელიც მთის ბროლს აქვს, არის ის, რომ მისი კლასტერი სხვა ქვებსა და სახლის აურას წმენდს. სხვადასხვა მიმართულების მქონე წვეტები ენერგეტიკის გაწმენდას უწყობს ხელს.
მთის ბროლირეზიუმე :)

მთის ბროლი არის უძლიერესი ვიბრაციისა და მეტაფიზიკური თვისებების მატარებელი. ამიტომაც, მისი დაპროგრამება და ტარება ძალიან ადვილია.

ეს მინერალი აძლიერებს გონების მუშობას და გეხმარებათ სწრაფად და სწორად ფიქრში.

მთის ბროლი ორგანიზმის ყველა ენერგეტიკულ კვანძს ერგება. ამიტომაც, მისი ტარება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.

თუ მთის ბროლს სახლში იქონიებთ, ის გაწმენდს აურას და საცხოვრებელში დადებით ენერგეტიკას დააბრუნებს.

ეს მინერალი დაგეხმარებათ კონცენტრაციის მოკრებაში და სიმშვიდისა და ჰარმონიის დაბრუნებაში.

ხსნის თავის ტკივილებს, უმკლავდება სტრესს, არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურასა და წნევას. ასევე, ეხმარება უძილობით შეწუხებულ ადამიანებს.

ეს ქვა თქვენს ცხოვრებაში მოიზიდავს სიყვარულს, წარმატებას, სხვების სიმპათიასა და სულიერ კომფორტს.

მთის ბროლი წმენდს ორგანიზმს, გონებას, ფიქრებს, გამოაქვს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები და ენერგიები.

აძლიერებს მეხსიერებასა და ინტუიციას.



Keli Create
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

გიორგი გურჯიევის ფილოსოფია და მისი ანალიზი - თვითმახსოვრობა (ნაწ. 3)

Guide to cats and kittens