» » ასტრო-ეზოთერული ცენტრი მსურველებს ასტროლოგიური სწავლების სამ წლიან პროგრამას სთავაზობს.
ASTRO სიახლე / Slide

ასტრო-ეზოთერული ცენტრი მსურველებს ასტროლოგიური სწავლების სამ წლიან პროგრამას სთავაზობს.

27.09.2014 ასტრო-ეზოთერული ცენტრის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია - პორტალ "კვირას" პრესკლუბი
[media=https://www.youtube.com/watch?v=jPGiVPAi6oQ]





საქართველოში პირველად ასტრო-ეზოთერული ცენტრი გაიხსნა, რომელიც მსურველებს ასტროლოგიური სწავლების სამ წლიან პროგრამას სთავაზობს.
როგორც სკოლის დამფუძნებლებმა და ასტროლეგებმა თორნიკე ბიძინაშვილმა და ლია ბარათაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადეს, სწავლება პირველი ოქტომბრიდან იწყება. სწავლის დასრულების შემდეგ კი სტუდენტებზე ბაკალავრის დიპლომები გაიცემა.
დამფუძნებელთა განცხადებით, ცენტრში მიღება უგამოცდოდ ხდება. შეზღუდული არ არის სტუდენტთა ასაკიც. 15 წლიდან ზემოთ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ასტროლოგიას დაეუფლოს.
„ჩვენს ცენტრში ტარდება როგორც ასტროლოგიური კონსულტაციები ისე სწავლება. ჩვენ გავხსენით უკვე სკოლა. პირველ ოქტომბერს სწავლებას ვიწყებთ. აქ მსმენელებს საშუალება მიეცემათ პროფესიონალურ დონეზე დაეუფლონ ასტროლოგიას.
რეგისტრაცია გრძელდება. მიღებისთვის რაიმე ტესტირება ან ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. 15 წლიდან ზემოთ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს“- განაცხადა თორნიკე ბიძინაშვილმა.
ასტრო კონსულტანტმა და სკოლის მმართველმა ლია ბარათაშვილმა ასტროლოგიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, ადამინმა თუ იცის ასტროლოგია მას საკუთარი ცხოვრების მართვა შეუძლია.
„ასტროლოგია თვითონ ისეთი მეცნიერებაა რომელიც ფართო ცოდნას მოიცავს. დაწყებული ასტრონომიიდან, მითოლოგიიდან, ადამიაინის ფსიქოლოგია, ისტორია, სოციალური და ეკონომიური პროცესები,ელემენტარული მედიცინა, ასტროლოგია ყველაფერ ამას მოიცავს იმიტომ რომ ეს არის ცხოვრებისეული სფეროები, რომელშიც ადამიანები უნდა ერკვეოდნენ. ძალიან სიღრმისეულად ვსწავლობთ ასტრო ფსიქოლოგიას იმიტომ რომ ფსიქოლოგია ეს არის პრაქტიკულად წამყვანი ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ზოგადად განათლების დონის აწევა და საქართველოში ასტროლოგიის როგორც მეცნიერების მეტად განვითარება.
როდესაც ადამიანმა იცის ასტროლოგია მას საკუთარი ცხოვრების მართვა შეუძლია. მან უნდა იცოდეს თუნდაც მთვარის ფაზები რომ განსაზღვროს ესა თუ ის ქმედება მისთვის რამდენად წარმატებული იქნება კონკრეტულ პერიოდში“- განაცხადა ლია ბარათაშვილმა.
დამფუძნებელთა თქმით, ასტრო-ეზოთერულ ცენტრში ლექციები კვირაში ორჯერ სამ საათიანი ლექციები ჩატარდება. სწავლების თანხა კი თვეში 70 ლარს შეადგენს.

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

კლინიკური სიკვდილი

...

ჰოვლიტი

სტიქიები:ცეცხლი & მიწა