» » მადლიერება და სიბრძნე
ეზოთერიკა / Slide

მადლიერება და სიბრძნე














სამყაროს დუალურობის პრინციპიდან გამომდინარე, უმადურობა და სისულელე გახლავთ მადლიერებისა და სიბრძნის საწინააღმდეგო ემოციური მდგომარეობა...
თავდაპირველად, მოგახსენებთ, რატომ არის კავშირში მადლიერება სიბრძნესთან და, როგორია სიბრძნის სტრუქტურა:
სიბრძნე, როგორც ქართველი ოკულტისტი და მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი ბრძანებს, წინააღმდეგობათა ერთობლიობაში მდგომარეობს... კერძოდ, ბატონი მალხაზის ეს ნათქვამი გულისხმობს გონების მიერ 2 ურთიერთგამომრიცხავ პოზიციათა ერთ მთლიანობაში დაშვებასა და აღქმას, ხოლო ბრძნულად აღქმულის კიდევ, ბრძნულად გავრცელებასა და მოქმედებას...
როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ეს 2 უკიდურესობა (სიტყვაზე, შავი და თეთრი) ბუნებრივად არსებობს და შავის არსებობაში დამნაშავე არავინაა, ამ შემთხვევაში, ის ემოციურად უკვე ერწყმის ობიექტურ მოცემულობას და აღარ იტანჯება, აღარავის ასხავს ხოტბას და აღარავის ადანაშაულებს. ამიტომ, იგი მადლიერია თავისივე თანაარსებობის ამ ერთ მთლიანში და, როცა პიროვნება მადლიერია, მისი გარესამყაროც ჰარმონიულია!..
ძალიან ხშირად, როცა ვინმეზე ან რამეზე პროტესტი უჩნდება ადამიანს, ის მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების შემქმნელი, კონკრეტული ავტორი არსებობს და, მხოლოდ ის არის ამაში დამნაშავე, ამიტომ, ადამიანი უპირისპირდება სხვა ადამიანს, ან იმ „სხვა ადამიანის მიერ“ ნამოქმედარი შედეგების აღმოსაფხვრელად იწყებს ბრძოლას... ბრძოლა კი, აღმოსავლური ორთაბრძოლების ტრადიციული პრინციპის თანახმად, რეალურად, მიმდინარეობს მხოლოდ საკუთარ თავში, ხოლო მოწონააღმდგე მარცხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოწინააღმდეგე მოიცვა მებრძოლმა საკუთარ არსში და თავისივე თავში შინაგანად დაამარცხა იგი. ანუ, გამოდის, რომ გარეთ არსებული წინააღმდეგობრიობა შიგნით, საკუთარ თავში არსებობს და, გარესამყაროში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ყოველი ადამიანი ატარებს!
მოკლედ რომ ვთქვათ, რაიმეში ვინმე სხვისი დადანაშაულება სისულელეა და სამყაროსადმი უმადურობის გამოხატულება, რადგანაც ყოველივე დაშვებულია და ბუნებრივად არსებობს... ამიტომ, ყოველივე არსებულის მიმართ მადლიერების განცდა და გამოხატულება, სწორი ემოციური მდგომარეობაა და მართებული მიდგომა გარესამყაროსადმი, რომელიც, საკუთარ არსში არსებობს...
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ალბათ მიხვდებოდით, რას ნიშნავს მადლიერება და სიბრძნე, ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობათა ერთობლიობა... იყავით მადლიერნი ყველასი და ყოველივეს მიმართ, აღიქვით საკუთარი თავი და გარესამყარო სიბრძნით და დააკვირდით: 2 ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობის, პოლუსის და, რაც ყველაზე მთავარია, 2 საწინააღმდეგო სქესთა ჰარმონია - ეს ხომ სიყვარულია?!

ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

მთის ბროლი

...

სიზმრის სამყაროში

ასტროლოგია (I გადაცემა, სტუდია „GeoAstro“-ს პროდუქტი)

Guide to cats and kittens