» » ჯადო და მისგან თავდაცვა (ენერგია, მისი რაობა, ფორმები და მოქმედებები)
ეზოთერიკა / ბიოენერგეტიკა / Slide

ჯადო და მისგან თავდაცვა (ენერგია, მისი რაობა, ფორმები და მოქმედებები)

ჯადო და მისგან თავდაცვა (ენერგია, მისი რაობა, ფორმები და მოქმედებები)კვანტი და ენერგია
თემას ერთი ძირითადი „დოგმით“ გავხსნით - ყოველივე ენერგიაა, თუნდაც ის სკამი, რომელზეც თქვენ ახლა ზიხართ!
ენერგიის სუბსტანცია 1 მთლიანობა გახლავთ, რომელშიც მთელი სამყაროებია მოქცეული და, რომელიც, შეუძლებელია, გაიზომოს, რადგანაც ის ბიპოლარული ერთია - ის ყველაზე დიდია და ყველაზე პატარა, რომელიც ნულოვანი პოზიციიდან გამოდის და მხოლოდ ეს ბიპოლარული ენერგოინფორმაციული ერთეული იყოფა შემდეგ 2 ურთიერთგამომრიცხავ მუხტად, თუ ის ერთეული, ზემოქმედების ქვეშ მოექცა... და სწორედ პოლუსებად დაყოფილი ამ 2 ურთიერთგამომრიცხავი მუხტის ერთმანეთის მიმართ ურთიერთქმედება განსაზღვრავს მატერიის სიმკვრივეს, ფორმას და მის ქიმიურ შემადგენლობას, ოღონდ, გააჩნია - ეს პოლუსები რა სიდიდის არიან, ერთი-მეორის მიმართ რა დისტანცირებით, რა სიხშირით და რა მანძილზე ვიბრირებენ...
ზემოთ ვახსენეთ ბიპოლარული ენერგოინფორმაციული ერთეულის (მეცნიერული ტერმინით თუ ვიტყვით - კვანტის, ე. წ. ღმერთის ნაწილაკის) ზემოქმედების ქვეშ მოქცევა. ახლა ვისაუბროთ, თუ რას ნიშნავს ამ ერთეულზე ზემოქმედება: ყოველივე, რაც კი მოქმედება განხორციელებულა, ხორციელდება და განხორციელდება (არ აქვს მნიშვნელობა, აზრობრივი, ემოციური თუ მყარი ფიზიკური სახის მოქმედება), განპირობებულია და აღძრულია ბიძგით, რომელმაც განაპირობა ენერგიისთვის ფორმის, დანიშნულებისა და შედეგის მიცემა. ეს აღმძრავი სუბსტანცია გახლავთ, არც მეტი, არც ნაკლები - ნება. სწორედ ნება გახლავთ მთელი სამყაროთა გამოვლინებების აღმძრავი ბიძგი, რომელიც, ენერგიაც არის და, ამავე დროს, არც არის ენერგია... ენერგია უკვე გამოვლინებული, თუნდაც ბიპოლარული ენერგოინფორმაციული ერთეულია, ხოლო ნება - მის დამოუკიდებლად მდგომი ფენომენია, რომელიც თავისივე აღძრულ ენერგიის გამოვლიბებებშიცაა და მის გარეთაც...
კიდეც იმიტომ - კვანტური ფიზიკის სფეროში ჩატარებული ექსპერიმენტების რეზულტატები სხვადასხვაგვარია, რადგანაც, რა მიზნითაც ექსპერიმენტს ატარებენ და რა შედეგსაც ელიან, მიუხედავად ერთი და იგივე საექსპერიმენტო სქემისა, სხვადასხვა შედეგებზე გათვლილ ექსპერიმენტებში კვანტის მოძრაობა სწორედ იმ სხვადასხვა შედეგს იძლევა, ანუ - მასზე ადამიანის ნებაა შედეგის განმსაზღვრელი...

ნება და სურვილი
ახლა ვთქვათ, თუ ნება რას ნიშნავს და დავაკვირდეთ შიგნით, რათა გავერკვეთ, გარეთ რა ხდება:
ადამიანის ნება-სურვილის მომენტში მონაწილეობს როგორც მენტალური (გონებრივი) შრეები, ასევე გრძნობად-ემოციური და ფიზიოლოგიურიც, რაზეც რეფლექსის სახით, როგორც იტყვიან, ადამიანს შუბლზე დაეწერება ხოლმე, თუ რას ფიქრობს, რა უნდა და რას გრძნობს (ვუწოდოთ ამას, თუნდაც სხეულის ენა)... ეს 3 ჰიპოსტასი, ერთი მთლიანია, რადგან შეუძლებელია, ადამიანმა ნება ამ 3 კომპონენტის გარეშე აღძრას და შეუძლებელია, ამ სამივე ჰიპოსტასის გარეშე ნებისმიერი მოქმედების გამოწვევა... ნამდვილი ნებისა და სურვილის არსებობის მდგომარეობაში - ეს უკვე ერთი მთლიანი რეალიზებული ქმედებაა!.. თუ კი გაიფიქრეთ ცოდვა, ჩათვალეთ, რომ ის უკვე ჩაიდინეთო - ბრძანებს ქრისტე.

ენერგოინფორმაციული სტრუქტურა (ჯადო)
ახლა გადავიდეთ ცხოვრებისეულ, ყოფით პირობებში ამ ყოველივეს გამოვლინებაზე:
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ენერგია აბსოლუტურად ერთი მთლიანი სუბსტანციაა, რომელიც ნების ზემოქმედების პირობებში იძენს თვისებებს - ფორმას, სიდიდეს, სიმკვრივეს, წონას, ფერს, სუნს, დანიშნულებას და ა. შ. ... ენერგიით მანიპულირება, ზუსტად ამ ცოდნის ბაზაზე, ოდითგანვე იცოდნენ და, მოვლენებზე თუ ადამიანზე ენერგეტიკული ზემოქმედების მეთოდებს ოდითგანვე ფლობდნენ, დღესაც ფლობენ და მომავალშიც ეცოდინებათ. კერძოდ, საუბარი გვაქვს ენერგოინფორმაციულ კონცენტრაციაზე, რომელსაც ნებით ეძლევა დანიშნულება და წარმოიქმნება კონკრეტული დანიშნულების მქონე მისიონერი სიცოცხლის ახალი ფორმის სახით, რომელსაც ადამიანი კონკრეტული მოტივით, კონკრეტული შედეგის მისაღებად ქმნის, ეს იქნება კონსტრუქციული ფუნქციის მატარებელი თუ დესტრუქციულის.
დესტრუქციული ენერგოინფორმაციული სტრუქტურა, ხატოვნად თუ ვიტყვით, ჩვეულებრივი ჯადოა, რომელიც ადამიანის ენერგოსისტემაზე დამანგრევლად მოქმედებს ნებისმიერი ფუნქციის შემთხვევაში, თუ ის ამ ენერგოინფორმაციული ბირთვის ავტორის ეგოცენტრული მიზნებითაა ნაწარმოები, ხოლო კონსტრუქციული ენერგპროგრამა, თუ ის ადამიანის ეგოცენტრული მიზნებით არაა შექმნილი, ამ პროგრამის ადრესატზე პოზიტიურად მოქმედებს და სიტუაციის, ან ადამიანის ბიოენერგიის თვითრეგენერაციას ემსახურება, აძლიერებს როგორც ფსიქო-ემოციურ, აგრეთვე ფიზიოლოგიურ იმუნიტეტსაც კი!.. ფსიქო-ემოციურ იმუნიტეტში მოვლენათა, სიტუაციათა მიმართ მდგრადობა და შეუვალობა იგულისხმება, ხოლო ფიზიოლოგიურში - ფიზიკური სხეულის ჩვეულებრივი იმუნიტეტი და ჯანმრთელობა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც კონსტრუქციული ენერგოინფორმაციული სტრუქტურაც კი, თუ ის შემქმნელის მიერ თავისი ეგოცენტრული მიზნებითაა ნაწარმოები, მართალია, კონკრეტულ მომენტში კონსტრუქციულ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ საერთო ბედისწერის მდინარებაში - ის მაინც ამახინჯებს ადამიანის ბიოენერგეტიკულ სისტემას, რადგანაც ეგოცენტრული მუხტის მქონე თუნდაც დადებითი ენერგოინფორმაციული ბირთვი, მაინც უცხო სხეულივით იჭრება ადამიანის ბიოველში, მიუხედავად იმისა, რომ ის იმ მომენტში დადებითად მოქმედებს და, საერთო ჯამში, ინდივიდუალურ ევოლუციურ გზაზე, კარმული პრინციპების გათვალისწინებით, უარყოფითად აისახება და ინვოლუციურ, დეგრადირების ტენდენციაში გადაყავს ადამიანი...

ჯადო და მისგან თავდაცვა (ენერგია, მისი რაობა, ფორმები და მოქმედებები)ჯადოს პრევენცია და მისგან თავდაცვა
როგორც ასეთი, ჯადო, კეთდება ადამიანის ბიოველის სიხშირესთან ხელოვნურად შექმნილი პროგრამის სინქრონიზაციით, რომელსაც რეზონანსში მოყავს ადამიანის მთლიანი ენერგოსტრუქტურა და, მასში ინტეგრირებული კონკრეტული შინაარსის კოდი, უკვე თავის მოქმედებას სამივე ჰიპოსტასის დონეზე იწყებს, რაც, საბოლოო ჯამში, შედეგში აისახება ხოლმე.
მისგან პრევენციისათვის კი, აუცილებელია, ადამიანი გახდეს აბსოლუტური გამტარი.
რას ნიშნავს აბსოლუტური გამტარობა? ეს ნიშნავს, რომ როგორც ქრისტე მოგვიწოდებს, მუდამ ფხიზლობდეთო, მუდამ ფხიზლად ვიყოთ და საკუთარ თავს ყოველთვის ვაკვირდებოდეთ - რა მიმდინარეობს ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი ინდივიდუალური ნებით და, რა არის მასზე დამატებული, ხელოვნურად წარმოქმნილი და ხელისშემშლელი ფაქტორი. ჯადოს, ადამიანი, შესაძლოა, თავად უკეთებდეს საკუთარ თავს თავისივე აზრებით, ემოციებითა და მოქმედებებით.
რადგან ეს ყოველივეც კონკრეტული ენერგოინფორმაციული პროგრამებია, საბოლოო ჯამში, თავისი სიცოცხლისუნარიანობის კულმინაციად მყარ მატერიალურ გამოვლინებაში გადადის და ცვლის სიტუაციას, ჯანმრთელობას და, რიგ შემთხვევაში - ბუნებრივი ემისიით გათვალისწინებულ სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ამოკლებს ხოლმე...
ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულია ლიარვების შესახებ სტატიაც, სადაც ეს ყოველივე დეტალებშია აღწერილი.
აბსოლუტური გამტარობა, სწორედ დაკვირვების შედეგად აღმოჩენილი ჩვენში არსებული ტენდენციების, მიდრეკილებებისა თუ მოქმედებების დათმობას ნიშნავს ამ შემთხვევაში, ანუ ჩვენ ამ პროგრამებს გავატარებთ და არ ვიტოვებთ. როცა დავაფიქსირებთ, რომ ეს ჩვენ არ ვართ - როგორც ვაზროვნებთ, განვიცდით და ვიქცევით, უმალვე უნდა გავემიჯნოთ ჩვენში არსებულ ამ უცხო პროგრამებს, ისევ და ისევ - ნებითა და სურვილით! ნება-სურვილის ძლიერი მდგომარეობა, უფრო ლოცვას ჰგავს, რაც აგრეთვე მაგიური ქმედებაა, ჩვენ ამ დროს, ძალიან გვინდა, რომ გავთავისუფლდეთ და, ეს სურვილი კონცენტრაციის ხარისხში უკვე მოქმედებას აღძრავს და, შედეგიც გარანტირებულია!..
თუ ამ ყოველივს კომპიუტერულ სისტემებს შევადარებთ, მარტივად რომ ვთქვათ, ყოველი ანტივირუსი ყენდება სისტემაში ვირუსის შემოჭრის ალბათობის დაშვებით, ხოლო თუ თქვენ კომპიუტერულ სისტემას ვირუსების ალბათობით დატვირთულ ვებ-გვერდებზე შესასვლელად არ მოიხმართ, მაშინ, ხშირ შემთხვევაში, ანტივირუსი არც გჭრდებათ, თუ შემთხვევით, გაუთვალისწინებლად შემოიჭრა თქვენს სისტემაში ვირუსი, მხოლოდ მაშინ აყენებთ ანტივირუსს. მაგრამ გაითვალისწინეთ - არ არსებობს დაცვა, რომლის გარღვევაც შეუძლებელია და არ არსებობს თავდასხმა, რომლის მოგერიებაც შეუძლებელია. უბრალოდ, შეეცადეთ, რომ იყოთ ზომიერნი, დაიცავით ოქროს შუალედი და ბრძანდებოდეთ ადეკვატურნი - თქვენივე თავში დაკვირვებისა და თვითშემეცნების, თვითრეალიზაციის პარალელურად...

* * *
რეზიუმეს სახით, შეიძლება ითქვას, რომ თავად სხვა ადამიანისგან თვენზე მაგიურ თავდასახმასაც, თქვენში არსებული ენერგოინფორმაციული თავისებურება განაპირობებს, რაც ასეთ მოქმედებას იზიდავს, რადგან ნებისმიერი ენერგია, ვინაიდან ბიპოლარული ენერგიონფორმაციული ერთეულის პოლარიზებისა და რხევის შედეგად წარმოიქმნება, მათ შორის კავშირის ადგილში გრავიტაციული ცენტრი ყალიბდება, გრავიტაციული ველი კი, მოგეხსენებათ, მასში შინაარსობრივად არსებულ მსგავს ენერგიებს იზიდავს...
თუ თქვენ განწყობილი იქნებით, რომ ვიღაც შეიძლება თავს დაგესხათ და შეეცდებით, მუდამ დაცვაში ბრძანდებოდეთ, ეს გამოწვევაა სხვის მიერ თქვენზე თავდასხმისთვის.
რასაც სულ ელით (სულ ელი), ის ყოველთვის მოდის...
ამიტომ, მუდამ ფხიზლობდეთ, დააკვირდით და, „უცხო სხეულის“ აღმოჩენის შემთხვევაში, ამხილეთ ის და განერიდეთ მას, როგორც ქრისტე მოიქცა უდაბნოში, როცა ეშმაკი ცდილობდა მის ცდუნებას...


ლაშა ჩხენკელი

მსგავსი თემა GeoAstro-სგან (ჟურნალი თბილისელები, 2015-03-30)скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

სიყვარულის ფორმულა, მისი იდუმალი წარმომავლობა და გამოვლინება მატერიაში

ასტროლოგი ლია ბარათაშვილი (იბერია TV, გადაცემა 3-და 5-მდე, 21.12.2016)

Guide to cats and kittens