Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ტრანზიტული იუპიტერი მშვიდოსანში ( სრული ვერსია)

ტრანზიტული იუპიტერი მშვიდოსანში ( სრული ვერსია)

 

(ნაწილი 1)

იუპიტერის ინგრესია მშვილდონის ზოდიაქოს ნიშანში 08.11.2018. 17.00-წუთზე მოხდება.
მორიელისგან გასნხვავებით  იუპიტერი მშვიდოსანში უფრო პოზიტიურ მოვლენებს გვპირდება.
წინა სტატიებში ავღნიშნე, რომ იუპიტერს ყოველთვის არ მოაქვს დადებითი მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით იუპიტერს მორიელში.
(აქვე ავღნიშნავ, როდესაც რომელიმე ტრანზიტული პლანეტა გადის მორიელის ზონას, ეს ის პერიოდია, როდესაც ფუნდამენტურ ცვლილებებს, ტრანსფორმაციას მოითხოვს პლანეტა თავისი ბუნებიდან გამომდინარე). 
რაც მოხდა იუპიტერი მორიელის შემთხვევაში?!
თუ ადამიანმა ვერ გაიარა წინა წლის (ანუ როდესაც იუპიტერი გადიოდა სასწორის ზონას) გამოცდა, იუპიტერი მორიელში მათთვის, სავარაუდოდ მოიტანდა ფინანსურ პრობლემებს, ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ურთიერთობების პრობლემებს.
როლებში კი  იმ ადამინების დანაკარგებს, ვინც ჩვენთვის წარმოადგენდა ავტორიტეტს. 
ის ადამინები ვისგანაც საჩუქრებს ვიღებთ, დახმარებას ვიღებთ და ა.შ.
მორიელის ბუნება დაკავშირებულია გარკვეული სახის წმენდასთან.
ეს წმენდა შესაძლოა იყოს როგორც სულიერი, ისე ფიზკური.
რას მოგვცემს იუპიტერი მშვიდოსნაში, დამოკიდებულია იმაზე, რა გავაკეთეთ წინა წელს, მაშინ როდესაც იუპიტერი გადიოდა მორიელის ზონას.
მაგ: თუ შეერთება მოხდა სოლარში მზე-იუპიტერის ეს დიდწილად დაკავშირებულია პიროვნების ტრანსფორმაციასთან. 
ადამაინი იძულებულია შეცვალოს ის რასაც მზე და იუპიტერი მოიცავს ერთად. 
ეს დაკავშირებულია პიროვნების სულთან, ფზიკურ სხეულთან, ცხოვრებისულ ხედვებთან, ადამიანის მსოფმხედველობასთან და ა.შ.
თუ ადმიანი არ იყო დაკავებული სულერი თემებით, ფიზიკური ჯანმრთელობის თემებით, ამ პერიოდში ადამაინი იძულებული ხდება მოუაროს საკუთარ ფიზიკურ სხეულს, სულს და ა.შ 
(მაგრამ..... იძულება არ იქნება უმტკივნეულო, მაგ: იჩენს თავს ისეთი დაავადება, თუ ჯამრთელობის კუთხით განვიხილავთ, რომელიც გხდის იძულებულს წახვიდე ექიმთან, ეს კი არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენაა). 
სიტყვა იძულება რა თქმა უნდა იუპიტერის სიტყვა არ არის, მაგრამ,....... მორიელისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. 
თუ ჩვენ სწრად გავიარეთ წინა წელი, ახლა როდესაც იუპიტერი მშვიდოსნის ზონაში გადავა აუცილებლად დაგვაჯილდოვებს. 
თუ იუპიტერი მორიელი გადიოდა ჩვენს 1-სახლს ეს დაახლოებით მსგავსია ტრანზიტული მზე-იუპიტერის შეერთების მორიელში.
ადამიანს სამყარო სთავაზობს შეცვალოს საკუთარი პიროვნება, შეცვალოს მსომხედველობა, ჩაიხედოს საკუთარ სულში, მოიჭრას ის ზნე-ჩვეულებანი რაც მის პიროვნების განვითარებას უშლის ხელს და ა.შ
თუ სწორედ ჩავაბარეთ გამოცდა , როდესაც გადავა იუპიტერი მორილიდან მშვიდოსნის ნიშანში და მე-2 სახლში, აუცილებლად მოგვიტანს პოზიტურ მოვლენებს მე-2 სახლის თემებზე.
რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ფინანსურ მდგომარეობასთან, ნიჭებთან, ჩვენს პოტენციალთან და ა.შ. 
იუპიტერი მშვილდოსანში მე-2 სახლში მოგვცემს საშუალებას გამოვიყენოთ ჩვენი პირადი რესურსების მაქსიმუმი. 
თუ ადმაინი არ გადააფასებს თავის პიროვნებას, მაშინ იუპიტერი მშვილდოსნისგან არაფერს არ უნდა ველოდოთ.
უბრალოდ აგვინთებს პერსპექტივებს რომელსაც ვერ გამოვიყენებთ. 
თუ იუპიტერი მორიელში გადიდოა თქვენს მე-2 სახლს, აქ უნდა გადაგეფასებინათ თქვენი პირადი რესურსები, ნიჭები, პოტენციალი.
ასევე სწორედ უნდა გამოგეყენებინათ ის ფინანსები, რაც მოგიტანათ იუპიტერმა მაშინ როდესაც გადაკვეთა მეორე სახლის კუსპიდი.
თუ ეს ფინანსები არ გამოიყენეთ სწორად, როდესაც გადავა იუპიტერი მე-3 სახლში მშვილდოსანში, აქაც გაგიხნით ძალიან ბევრ პერსპექტივებს, კონტაქტებს რომელსაც სავარაუდოდ თქვენს სასიკეთოდ ვერ გამოიყენებთ. 
თუ მოგიტანათ შანსი თქვენი ნიჭების გამოვლინების და ეს არ გამოიყენეთ, აქაც რა თქმა უნდა იუპიტერი მშვიდოსნის გადასვლა მესამე სახლში არაფერს მნიშვნელოვანს არ მოგიტანთ. 

(გაგრძელება იქნება…)

(ნაწილი 2)

მინდა შეგახსენოთ, რომ იუპიტერი მშვიდოსანში უამრავ შესაძლებლობებს გვიხნის. 
შესაბამისად  ადამიანს უჩდება სურვილი ყველაფერი მიიღოს. აქ იქმნება დაბრკოლება რადგან ადამიანის სიხარბემ შესაძლოა დააკარგვინოს ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვანი.
ამიტომ სწორად უნდა მოხდეს გადაფაება ამ შესაძლებლობების, რომელსაც სამყარო გთავაზობთ. 
ასევე მნიშვნელოვანია  რა  გავაკეთეთ წინა წლებში მაშინ, როდესაც იუპიტერი გადიოდა სასწორის ზონას ( 12.09.2016წ)
რა გავაკეთეთ მაშინ როდესაც იუპიტერი გადიოდა მორიელის ზონას (10.10.2017წ)
თუ სწორად გამოვიყენეთ ეს ორი წელი, მაშინ როდესაც იუპიტერი მშვიდოსანშია აუცილებლად მოგვიტანს ძალიან დიდ წარმატებას. თუ იუპიტერი მშვიდოსანში მოძრაობს თქვენს მე-4 სახლში, აუცილებლად უნდა გადავხედოთ 2016-წელს, მაშინ როდესაც იუპიტერი სასწორში, გადიოდა თქვენს ჰოროსკოპში მე-2 სახლს.
მეორე სახლში იუპიტერი სასწორში უაცილებლად მოგცემდათ შანსებს.
გამოგეყენებინათ თქვენი პირადი რესურსები, ნიჭები, მოგეგვარებინათ ფინანსური პრობლემები.  გადაგეწყვიტათ პირადი სასიყვარლო ურთიერთობები.
თუ გამოიყენენეთ ეს შესაძლებლობები, მაშინ როდესაც იუპიტერი გადავიდა მორიელის ზონაში და მე-3 სახლში, აუცილებლად მოითხოვდა მე-3 სახლის თემებზე ფუნდამენტურ ცვლილებებს.
მე-3 სახლი დაკავშირებულია თქვენს კონტაქტებთან, საბუთებთან, გადაგილებასთან, ვაჭრობასთან, წვრილმან საქმიანობასთან, და-ძმებთან, სწავლასთან, ახლო ყოველდღიურ კონტაქტებთან. აქ მორიელი აუცილებლად მოითხოვდა სიღმისეულ ანალიზს. 
უნდა მოკევეთათ ის არასაჭირო კონტაქტები, რომელიც ხელს გიშლიდათ გავითარებაში.
თუ მე-2 სახლში დაიწყეთ რაიმე საქმიანობა, რომელიც ვერ წაიყვანეთ სწორად, მე-3 სახლში იუპიტერის ტრანზიტი საშუალებას მოცემდათ გადაგეფასებინათ რამდენად ღირებულია თქვენთის ესა თუ ის სამუშაო და აუცილებლად შეგეცვალათ. 
როდესაც იუპიტერი მშვილდოსანში გადავა თქვენს მე-4 სახლში თუ ნიჭები სწორად გამოიყენეთე 2016-წელს და 2017-წელს მოახდინეთ სრული ტრანსფორმაცია, მე-4 სახლი აუცილებლად მოგცემთ გაიმყაროთ თქვენი პოზიციები.
თუ მე-2 სახლში არ მოაგვარეთ პირადი ურთიერთობები მე-4 სახლში სტუმრობის დროს აუცილებლად მოგიტანთ პრობლემებს, რადგან მშვიდოსანი ეს ის ნიშანია რომელიც ძალიან პოზიტიურ პერსპექტივებს იძლევა.
შესაძლოა მოგეჩვენთო რომ უკეთესი მომავალი გექნებათ და უარი თქვათ თქვენს ოჯახზე,
რაც შემდგომ პერიოდში (მაშინ როდესაც იუპიტერი გადავა მე-5 სახლში თხის რქაში), სერიოზულ პრობლემებს მოგიტანთ სიყვარულში ან შვილებათ მიმართებაში.
ამიტომ თუ ვერ გაიარეთ წინა წლები ისე როგრც საჭიროა აუცილებლად ელოდეთ მძიმე დარტყმებს.
თუ სწორად იქნა გამოყენებული ეს ორი წელი თქვენი მხრიდან, მაშინ როდესაც გადავა იუპიტერი თხის რქაში 5-სახლში ძალიან მყარ და საფუძვლიან ჯილდოს გპირდებათ. 
თუ ტრანზიტული იუპიტერი გადის თქვენს მე-5 სახლს, ეს ზეიმის, სიყვარულის, იღბლის, მოგების, ქორწინების, შვილების დაბადების მაუწყებელია.
თუ იუპიტერი მშვიდოსანში მოძრაობს თქვენს მე-6 სახლში, აუცილებლად შემოგთავაზებთ ახალ სამუშაო ადგილს, პრსტიჟულ სამსახურს.
თუ წინა წლები არ იქნება გამოყენებული ნაყოფიერად, შესაძლოა ძალიან ბევრი პრობლემები მოიტაოს სამსახურში.
მოგეჩვენოთ, რომ სხვა სამსახურში უკეთესია და დატოვოთ სამსახური. 
რაც შემგომ პერიოდში თქვენთვის ეს გადაწყვეტილება დაპრკოლებად იქცევა.
ასევე შესაძლოა მოიტაოს ჯამრთელობის პრობლემები. 
თუ ტრანიზტული იუპიტერი მოძრაობს მე-7 სახლში თქვენს ჰოროსკოპში, აუცილებლად გელოდებათ ქორწინება.
წარმატება ურთიერთობებში, წარმატებას მოგიტანთ საქმიან პარტნიორებთან.
სოციუმში წინ სვლა, დაფასება, სასამართლო პროცესებში საქმის მოგება.
მინუსით შესაძლოა ძალიან ბევრი პარტნიორი შემოვიდეს თქვენს ცხოვრბაში. 
ეს გამოიწვევს დაბნეულობას და შესაძლოა სწორი არჩვენის გაკეთება გაგიჭირდეთ.
ამიტომ აქაც მოგეთხოვებათ საფუძვლიანად გადააფასოთ მოვლენბი და მოცემული შესაძლებლობები.
თუ იუპიტერი მოძრაობს თქვენს ჰოროსკოპში მე-8 სახლში, აუცილებლად მოგიტანთ მემკვიდრეობას. 
მე-9 სახლში გეძლევათ საშუალება ძალიან ბევრი იმოგზაუროთ, გაეცნოთ უცხო კულტურებს, გაიღრმაოთ და გაიფართოვოთ ცოდნის დონე.
შესაძლოა საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობაც მოგეცეთ, ან საზღვარგარეთიდან მიიღოთ შემოთავაზება ბიზნესის, სამსახურის და ა.შ
მე-10 სახლში ტრანიზტული იუპიტერი, მოგცემთ საშუალებას კარიერულად წინ წახვიდეთ.
მიიღოთ თანამდებობა, დაიმკვიდროთ თავი კარირულ სარბიელზე.
გაიმყაროთ პოზიციები სოციუმში და მიიღოთ შესაბამისი სტატუს. 
მე-11 სახლში იუპიტერის ტრანზიტი ძალიან სასიამოვნოა, რადგან მე-11 სახლი ეს მომავლის სახლია.
შესაბამისად იძლევა ძალიან დიდი შესაძლებლობებს, რომელიც შეცვლის მთელს თქვენს მომავალს უკეთესობისკენ ან უარესობისკენ.
მნიშვნელოვანია როგორ გამოიყენეთ იუპიტერის ენერგიებს დადებითად თუ უარყოფიდათ.
მე-11 სახლი იძლევა მოულოდნელ მოგებას, ძალინ დიდი წარმატებას საზოგადოებრივ ცხოვებაში. 
მე-12 სახლში ტრანიზტული იუპიტერი იძლევა სულიერ თემებს.
დახმარება მოდის ისეთი ადამიანებისგან რომელსაც შესაძლოა არც კი იცნობდეთ. 
ძალიან კარგია მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში.
ასევე ძალიან კარგი პეიროდია ემიგრაციისთვის.

 

ავტორი: ემა ემ

скачать dle 11.3
ნახვები: 949
 
>

ASTRO TV LIVE