ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ფიზიოგნომიკა (ნაწილი IV)

ფიზიოგნომიკა (ნაწილი IV)

ფიზიოგნომიკა (ნაწილი IV)სახის ფიზიოგნომიკა - ყურები
ფიზიოგნომიკა ყურებს ოთხ ნაწილად ყოფს: ყურის ნიჟარის გარე რკალი, ნიჟარის შუა რკალი, ნიჟარაში მდებარე რკალები და ყურის ბიბილო. ჩვეულებრივ, ყურებით ადგენენ ადამიანის ცხოვრების გზის ბავშვობისდროინდელ თვისებებს. სახის კითხვას გააჩნია გარკვეული წესები:
კარგი ფორმის ყური ბედნიერი ბავშვობის დამადასტურებელია.
ზომაზე დიდი ყურები, თითქმის ყოველთვის ნიშნავს პიროვნულ დეფექტებს.
ზომაზე პატარა ყურები, ასევე შეჭირვების მაჩვენებელია.
ამას გარდა, ყურადღება ექცევა ყურების განლაგებას თავზე. ყურების ზედა ზონა: ა) წარბის დონეზე მაღლა - მაღალი ინტელექტი; ბ) თვალების დონეზე - საშუალოზე მაღალი ინტელექტი; გ) თვალების დონეზე დაბლა - საშუალო ან დაბალი ინტელექტიც კი.
ყურები უფორმო ბიბილოებით მიუთითებენ პიროვნულ დისბალანსზე. თუ ბიბილო გრძელია - დაუდევრობაზე, ნაკლებად გამოხატული ბიბილოები - მეწვრილმანეობაზე, ძალიან დიდი ყურის ბიბილოს მქონე ადამიანები ბრძენებად ითვლებიან. თუ ყურის ბიბილო ოდნავ წინაა გამოწეული, ეს გულისხმიერების ნიშანია.
ყურის ნიჟარის შუა რკალი ემოციური განცდების მაჩვენებელია. თუ რკალი ნაკლებგამოხატულია, პიროვნება თავშეკავებულია. თუ გამოკვეთილია - თავშეუკავებელი. უპირატესობა ეძლევა ვარდისფერი შეფერილობის ყურებს.
მოყვითალო ან მოცისფრო შეფერილობის ყურები ფარულ ავადმყოფობაზე მიუთითებს. ყურსშიდა ხალები კი არაკეთილდღეობაზე.
სახეზე კითხვის ხელოვნების, ისევე, როგორც ხელოვნების ნებისმიერი სხვა სახეობის შესწავლას, სჭირდება გრძელვადიანი მოთმინება და სიჯიუტე. ძველად ფიზიოგნომიკას დიდ ყურდღებას უთმობდნენ. აი, მაგალიათად, რამოდენიმე პოსტულატი, რომელიც არისტოტელემ ალექსანდრე მაკედონელს ასწავლა და ზოგიერთი ამონარიდი უძველესი ფიზიოგნომიკიდან:
თვალები. ყველაზე უარესი თვალებია ის თვალები, რომელთა ფერიც გავს ფირუზის სიცისფრეს. ვისაც აქვს დიდი და ორბიტიდან გადმოვარდნილი თვალები, ის შურიანი და ზარმაცი, ურცხვი და მატყუარაა. ვისაც თვალები სწრაფად დაურბის, ის ფლიდი და ეშმაკია.
თმები. ხისტი - გონებისა და გულის სიმტკიცის ნიშანია. რბილი - გულჩვილობის. ასევე, მხრებზე და კისერზე ბევრი თმის არსებობა მიუთითებს პირუტყვობაზე და ასეთი ადამიანი ბრიყვია. გულმკერდის არეში თმის სიჭარბე მიუთიებს ცხოველურ ნატურაზე, სიმართლის სიძულვილზე და შესაბამისად ტყუილის სიყვარულზე. მუცელზე თმიანობა - ამბობს არისტოტელე - ნიშნავს ლაყბობას. ეს ჩვევა ფრინველთა ჯიშისგანაა აღებული, რადგან ფრინველებს ახასიათებთ მუცლზე თმიანობა და ხასიათში ლაყბობა.
პირი. ფართე - სიმამაცისა და ჭამის სიყვარულის ნიშანია. ფართო ტუჩები კი - სიბრაზისა და სიბრიყვის.
კბილები. გამოწეული და ხშირი - სიმყარისა და სიეშმაკის ნიშანია, ასევე არაერთგულების. სწორი და მეჩხერი კბილები - გონიერებისა და ერთგულების.
ყურები. ვისაც ის დიდი ზომის აქვს, უხეშია და აზროვნების უნარს მოკლებული. თუ ყური პატარაა - მის პატრონს სხვის ხარჯზე უყვარს ყოფნა.
კისერი. ვისაც გრძელი და წვრილი კისერი აქვს, ის არასერიოზული და გულჩვილია. ამავდროულად, თუ თავიც პატარა აქვს, ეს უკვე სულმთლად ცუდია. სქელი კისერი ეკუთვნით უზომოდ მჭამელებს, ლოთებს, ვიწრო გაქანების ადამიანებს.
მუცელი და მკერდი. დიდი მუცელი სიბრიყვის და უზომო ჭამის ნიშანია. პატარა მუცელი და ვიწრო მკერდი - ღრმა აზროვნებისა და კეთილი გულის.

იმდენად, რამდენადაც გარშემომყოფებს ვაკვირდებით, თვითონაც ჩავიხედოთ სარკეში და გამოვიტანოთ დასკვნები. მაგრამ, ამ დროს, ნუ ვიქნებით ძალიან სერიოზულები, რადგან ზოგიერთი დიდი ადამიანის აზრით, სერიოზული სახე ყოველთვის არ ნიშნავს ჭკუას.

ფიზიოგნომიკის წარმოშობა
სიტყვა ფიზიოგნომიკა მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან „physiognomike“ ან „physiognomonike“ - მეცნიერება ფიზიკური მახასიათებლებით ბუნებრივი მიდრეკილებების ამოსაცნობად, სიტყვისგან „physis“ - ბუნება, ბუნებრივი მიდრეკილებები და სიტყვისგან „gnomonikos“ - გათვიცნობიერებული, გამჭრიახი. უძველესი და შუა საუკუნეების ზოგიერთ მეცნიერებებში, ესაა სწავლება ადამიანის (და ყველა ცხოველის) გარეგნობასა და ხასიათს შორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. ფიზიოგნომიკა ფესვგადგმულია ადამიანთა ტრადიციებში, უძველესი დროიდან ილექებოდა რა ფოლკლორში, სხვადასხვა ტიპის მკურნალებისა და მკითხავების თქმულებებში.
ფიზიოგნომიკური დაკვირვებები ფიქსირდებოდა ასევე აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურებში, სადაც მათ ანტიკურ ხანაში მიიღეს თავისებური სახე, რაც ანალოგიური იყო იმ შორეული ეპოქის სამეცნიერო დისციპლინებისა. კლასიფიციური აღწერის საგანი იყო როგორც ადამიანის სახის პროპორციები, ასევე მისი სხეულის მახასიათებლები: ჟესტები, პოზა, ანუ სხეულის კონფიგურაცია და მისი ფლობის კულტურტურა. ფიზიოლოგიასთან მჭიდრო კავშირში იყო სხვა უძველესი თეორიები როგორც ადამიანის, ასევე მთელი ერების სხეულის აღნაგობისა და ფსიქოლოგიური წყობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.
ფიზიოგნომიკის წინაპირობა ანტიკური შეხედულებებისათვის იყო დამახასიათებელი, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანი მკაცრად დეტერმინებულია თანდაყოლილი ბუნების გამოვლინებაში. ჰერაკლიტეს თქმით, ადამიანის ხასიათი მისი „დემონია“, ანუ სწორედ ისაა მისი ბედისწერა. აქედან გამომდონერე, ადამიანის მიკუთვნება გარკვეული მორალის ტიპაჟთან, მოიაზრებოდა ისევე ნათლად და გამომსახველად, ისევე საგნობრივად და ბიოლოგიურად, როგორც მისი ფიზიკური მახასიათბლები.

GeoAstro

(ნაწილი I) (ნაწილი II) (ნაწილი III)скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 2025
 

ASTRO TV LIVE