პლანეტები

მზე ვერძში

                                                                        

                                                              მზე ზოდიაქოს ნიშნებში

  ცა იშლება ცისარტყელას  ყველა ფერში, რომლებიც არ გავს ერთმანეთს, ასევე მზე ჰოროსკოპის 12 ნიშნის გავლისას თვითოეულში იძენს თავის სპეციფიურ, განუმეორებელ გავლენას ადამიანის ბედისწერაზე.

მზის მდებარეობა ზოდიაქოს ამათუიმ ნიშანში საშუალებას იძლევა გაკეთდეს პრაქტიკულად უშეცდომო დასკვნა ადამიანის ნების ძალის პოტენციალისა და მისი მოტივების შესახებ და აჩვენებს მისი სიჯიუტის, ამტანობის, მოთმინების, მიზანსწრაფულობის, სიძნელეებთან გამკლავების უნარისა და თვითდამკვიდრების შესაძლებლობების  ნიშნულზე. ასევე,  გვიყვება ადამიანის შინაგანი და გარეგანი განვითარების შესახებ.

მზის გავლენის პოტენციალი ყველა ზოდიაქოში იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა გრადუსში და დეკანატში აქვს მას თავისი კონსტელაცია და აქედან გამომდინარე, როგორია მისი ძალა ქულებში.

 იმასთან კავშირში, რომ მზის კონსტელაცია ზოდიაქოს ნიშნებში იძლევა დაახლოვებით ისეთივე მაჩვენებლებს რასაც ასცედენტი,  მზის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებში უნდა განვიხილოთ ისევე, როგორც ასცედენტის გავლენა ზოდიაქოს ნიშნებში, რადგან ისინი ავსებენ ერთმანეთს. ამიტომ, ქვემოთ მოცემულია ინდივიდის მეტნაკლებად გამოკვეთილი თვისებები მისი ნატალური მზის მდებარეობისას იმ ზოდიაქოს ნიშანში, რომელსაც ასცედენტის ანალიზისას ზედაპირულად შევეხეთ.

რადგან პრაქტიკული მუშაობისას ხშირად გვიწევს ურთიერთობა არა ჰოროსკოპთან, არამედ კოსმოგრამებთან, ცნობები, რომელიც უკავშირდება ასცედენტის გავლენას ზოდიაქოს ნიშნებზე, შესაძლოა მივაკუთვნოთ მზის გავლენას ზოდიაქოს ნიშნებზე.

 

                                                        მზე ვერძის ნიშანში

დამახასიათებელი ნიშნები:

ადამიანები მზით ვერძში, გამოირჩევიან მაღალი აქტიურობით. ვერძის ყველა ქმედება, მისი ნების ძალა და ენერგია ყოველთვის მიმართულია საკუთარი იდეებისა და გეგმების  უსაზღვრო განხორციელებისაკენ. ვერძები მოქმედების, სულიერი განვითარების ადამიანები არიან, რომლებიც მიილტვიან თავისუფლებისა და თვითრეალიზაციისაკენ. ისინი მხოლოდ საკუთარი გონებით აზროვნებენ. მოქმედებენ საკუთარი მოსაზრებების შესაბამისად  და არ არიან მიდრეკილნი ყურადღება მიაქციონ სხვა ადამიანების შეხედულებებსა თუ სურვილებს. და თუ მაინც ითვალისწინებენ მათ, მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე. მეტიც, ისინი მშვენივრად უქვემდებარებენ საკუთარ ნებასა და  საკუთარ ინტერესებს სხვა ადამიანებს, აძალებენ რა მათ მიიღონ პასიური თუ აქტიური მონაწილეობა საკუთარ საქმეებსა თუ ავანტიურებში.

ვერძებს სხვა ნიშანთაგან ასევე გამოარჩევს შესანიშნავი ინტუიცია, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს არამარტო იგრძნონ ის, რაც უნდა მოხდეს, ასევე ეხმარებათ  იპოვონ წინა წარუმატებლობების, შეცდომებისა და გაუმართლებლობების მიზეზები, გადალახონ წინააღმდეგობები. ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს იმას, რომ ვერძები ყოველთვის მართალნი და ლოგიკურები არიან  საკუთარ აზრებსა და მსჯელობაში. პირიქით. მათ ლოიალურებს, მიუკერძოებლებს, მითუმეტეს ობიექტურებს ვერ ვუწოდებთ. ვერძები სუბიექტურები არიან. მაგრამ, იმ პერიოდებში როცა ვერძებს ერთვებათ ლოგიკა და ჯანსაღი აზროვნება, მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ ხაფანგები, რომლებსაც უმრავლეს შემთხვევებში თავად უგებენ საკუთარ თავს, საკუთარი იმპულსურობითა და არათანმიმდევრულობით. ხშირად მათ ლოგიკურ აზროვნებას ხელს უშლის თითქმის ბავშვური გულუბრყვილობა, ასევე მდიდარი ფანტაზია და ცოცხალი წარმოსახვა.

 მაგრამ ვერძებს აქვთ შესანიშნავი  და საკმაოდ სასარგებლო უნარი. მათ შეუძლიათ მომენტალურად აღიქვან და გადაამუშაონ მიღებული ინფორმაცია, მართალია, ხშირად ამას აკეთებენ საკუთარი გადმოსახედიდან.  და შემდეგ შეაფასებენ რა მოცემული ვარიანტების შესაძლო შედეგებს, ასევე მომენტალურად იღებენ გადაწყვეტილებას და იძლევიან შესაბამის პასუხებს.

ყველაფერი ის რაც მათ აინტერესებთ, შეისწავლება დიდი ყურადღებითა და აზარტით,  ჯიუტად და მიზანმიმართულად, რასაც ხელს უწყობს მათი შესანიშნავი მეხსიერება.

 ასეთი სწრაფი აღქმისა და გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი ხარვეზია ის, რომ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების, ასევე უშეცდომობის  გადამეტებული რწმენის გამო, ისინი ყურადღებას არ უთმობენ მნიშვნელოვან დეტალებს. უფრო სწორად, ისინი მათ უბრალოდ ვერ ამჩნევენ, ან სულაც უარყოფენ როგორც უმნიშვნელო რამეს. მაგრამ მთლიანობაში აზროვნებისა და ქმედების  სისწრაფე მეტყველებს კარგ კოორდინაციაზე და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ყველა მიზნის წარმატებულად მიღწევაში.

ხშირ შემთხვევაში ვერძების „საქმის მოგვარება“ დადის მათ საყვარელ ტაქტიკამდე: -„თავით კედლების მტვრევა“.  თავისი ბუნებით ისინი ძალიან თავნებები, გაბედულები და უშიშრები  არიან. საკუთარი იდეებით გართული ვერძი ვერ ამჩნევს თუ როგორ არღვევს დადგენილ საზღვრებს, შედის რა ღია აგრესიაში და ძალადობაშიც კი. ძალაუფლებისა და ძალის  გადამეტება მათი ხასიათის განუყოფელი ნაწილია. ისინი ზომაზე მეტად იმპულსურები, მოუთმენლები და დაუფიქრებლები, გადამეტებულად აღგზნებულები არიან, რაც იწვევს მრავალ გაუგებრობას და ცხოვრებისეულ სიძნელეებს. მათი ფეთქებადობა უბრალოდ საოცარია. ვერძების გაბრაზება იოლია, მაგრამ სხვა მხრივ მათი სიშმაგე არ გრძელდება დიდი ხანი.

ბუნებრივია, რომ ვერძების „მიმწოლობა“, მათი სურვილი იმისა რომ ყოველმიზეზგარეშე გაიტანონ თავისი, იწვევს კონფლიქტებსა და ჩხუბს. ამიტომ, თამამად შეგვიძლია იმისი თქმა, რომ საკუთარ ბედისწერას ისინი თავად ქმნიან ან ანგრევენ იმას, რაც ბედისწერით  ეკუთვნოდათ.  საკუთარი არსის სერიოზულ შესწავლას, ანალიზსა და შემეცნებას შეუძლია მარსიანული მენტალობისა და ენერგიის სწორ არხში მიმართვა, რისი შესაძლებლობაც ვერძებს მრავლად აქვთ. პირველ რიგში მათი  ძლიერი ნების ძალა, აგრესიულობა, მიზანსწრაფულობა, „სიგიჟის“ უკიდეგანო ენერგია გამოყენებული უნდა იქნას გონივრულად და მიზნობრივად.

სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ვერძები მხოლოდ ფეთქებადი ხასიათით და დაუმორჩილებლობით როდი გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ მზრუნველობა და ერთგულებაც. აქვთ სუსტებისა და დაჩაგრულების, უუნაროების  დაცვის უნარი. ეხმარებიან ყველას, მათი აზრით ვისაც დახმარება ესაჭიროება. რასაც არ უნდა აკეთებდეს ვერძი, ჩხუბობს ის თუ იცავს საკუთარ სიმართლეს, გასცემს მოწყალებას, ყოველ მომენტში ის გულწრფელია და ბუნებრივი საკუთარ გამოვლინებაში. ვერძები ცხოვრობენ ამწუთიერი გრძნობებით, მიდრეკილნი არიან დრამატიზმისაკენ და თავის გამოჩენისაკენ. ხშირად, თუ მოახდენთ მათ ემოციაზე გავლენას, მათგან გადამეტებულ სულგრძელობას მიიღებთ. ემოციურ ტალღაზე ყოფნისას, მათ შეუძლიათ ისეთი ადამიანების განდიდება, რომლებიც ამას არ იმსახურებენ, მაგრამ მოახერხეს ვერძების ემოციაზე ზუსტი მორგება. და ასევე შეუძლიათ ისეთი ადამიანების მიმართ გულგრილობა, ვინც ჭეშმარიტად საჭიროებს დახმარებასა და თანადგომას.

მაგრამ, ვერძების ცხოვრების ფუნდამენტია- მუშაობა. არაფრისგამკეთებელი ვერძი-ეს ნონსენსია, ბუნების შეცდომა. ვერძის უნარია ყველაფერი ახლის უცებ ატაცება და სხვებზე ადრე პროგრესირება. მათი პირველობის სურვილი ყველაფერში და ყველგან, ხელს უწყობს პროფესიულ და სოციალურ ზრდას. ცხოვრებისეული გამოცდილება ვერძებთან მოდის ერთმნიშვნელოვნად მათი გაბედულების, სიმამაცის, ვაჟკაცობის, რისკებზე წასვლის ცოდნის, პირადი ინიციატივისა და მოხერხებულობის, მიზნიების განხორციელების უნარის  შედეგად. ვერძს ერთი საქმე არ აქვს დამთავრებული, რომ ის უფრო დიდი ენთუზიაზმითა  და სიჯიუტით იწყებს მეორეს. თუმცა, ემოციური ზეაქტიურობის შედეგად შესაძლოა უცებ შეეცვალოს არამარტო იდეები, ინტერესები და გეგმები, არამედ სამუშაოც. სწორედ ამაში იმალება მიზეზი ვერძების ცხოვრებისეული ხშირი ცვლილებებისა. ისინი ხშირად იცვლიან სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებს.

 სამსახურში ვერძები ვერ იტანენ ზეწოლას და დაძალებას. მათ ამ დროს შეუძლიათ ყველაფერი დატოვონ და ასეთ სამუშაოს არასდროს აღარ დაუბრუნდნენ, და ეს გააკეთონ უსიტყვოდ. წვრილ სამუშაოს ისინი საერთოდ სხვებს უთმობენ. მიუხედავად იმისა, რომ ვერძები მხოლოდ თავისებურად მუშაობენ, მათი შრომა მაღალ დონეზე ფასდება, რადგან სამუშაოს უდგებიან ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით. ყველაფერს აკეთებენ ძალიან სკურპულოზურად და მაღალ ხარისხში. მაგრამ, მუშაობისას პერიოდულად ესაჭიროებათ დასვენებები, რათა ამოისუნთქონ. მათთის აუცილებელია დროდადრო შეცვალონ სამუშაო ობიექტი ან  თავად სამუშაო ადგილი, რადგან არ უყვართ ერთფეროვნება, ყოველდღიური რუტინა. კონვეირული სამუშაო საერთოდ დამღუპველია მათთვის. მთლიანობაში ვერძი შემკულია უნარების მთელი თაიგულით. ამიტომ, მათ ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა ქონდეთ საკმარისი შემოსავლები. ისინი ჩვეულებრივ ხელგაშლილნი არიან, უზომოდაც კი. ამას კი ჭირდება მართლაც კარგი შემოსავლები. ამას გარდა, მათ უყვართ და ცდილობენ ჩაიცვან საუკეთესო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქონდეთ საუკეთესო ავეჯი და საერთოდ ყველაფერი...

ვერძის ბედისწერა ზოგადად გასაგები ხდება უკვე 20-25 წლის ასაკში. სოციალური აღმავლობის შედარებით დადებითი ტენდენციები აღენიშნებათ იმ ვერძებს, რომლებიც დაიბადნენ მზის ამოსვლისა და შუადღის შუალედში.  და რაც მეტად ახლოა დაბადება შუადღესთან, მით უკეთესია. ვერძები, დაბადებულნი  14 საათიდან შუაღამემდე, ხშირად დამოკიდებულნი არიან  გარემო ფაქტორებზე. ასეთ ვერძებს ცხოვრების უმეტესი ნაწილი უწევთ სხვებზე მორგება ნებაყოფლობით თუ დაძალებით, იქნება ეს  მშობლები, პარტნიორები, ოჯახის წევრები და თუ სხვები.

 შუაღამიდან მზის ამოსვლამდე დაბადებულები, დიდი ხნის განმავლობაში განიცდიან დაბრკოლებებს საქმეებში ან წინააღმდეგობებს ბედისწერაში, ძირითადად ყმაწვილურ და ახალგაზრდა ასაკში. მძიმე დაღს ასვამს მათ არამარტო სხვადასხვა გარე გავლენები, არამედ შინაგანი ემოციებიც. ასეთ ვერძებს ხშირად აქვთ საცხოვრებელი ადგილის პრობლემები. მათ თან სდევთ ყველანაირი ცვლილებები, როგორც პროფესიაში, ასევე ცხოვრებაში ზოგადად. ამას თან მოყვება ფინანსური აღმასვლები და დაღმასვლები, კრიზისები. ასეთ ვერძებთან ცხოვრებისეული წარმატება ძირითადად სიცოცხლის ბოლო მესამედში მოდის.

მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ გყავდეთ მეგობარი მზით ან ასცედენტით ვერძში, ეს ცხოვრების საჩუქარია. თუმცა, მთავარია ამისი შენარჩუნება, რადგან ურთიერთობა მათთვის არამყარი მცნებაა. ზოგჯერ მათ სჭირდებათ ხმაურიანი და მრავალსახოვანი შეკრებები, ზოგჯერ კი უახლოესი მეგობრების ვიწრო წრეს ამჯობინებენ. ხან კი სრულ განმარტოვებას, განსაკუთრებით შემოქმედებითი მუშაობისას.

მათ უწერიათ ბევრი მოგზაურობა, ეს არამარტო აფართოვებს ვერძების  სულიერ ჰორიზონტს, არამედ დადებითად აისახება  მენტალურ და ემოციურ სფეროზე. ამდიდრებს რა  მათ, აძლევს საკვებს ახალი იდეებისათვისა და ჩანაფიქრებისათვის, და ბოლოსდაბოლოს ემსახურება მათი მოუსვენარი ნატურის დაღვინებას. ვერძებს მთის ჰაერივით სჭირდებათ ცოცხალი ცხოვრება, ახალი ჰორიზონტები. ამდენად, ვერძში არასდროს არ ნელდება სწრაფვა თავგადასავლებისაკენ. ისინი ცხოვრობენ მხოლოდ აწმყოთი და მომავლით, წარსული მათ არ აინტერესებთ.

ვერძებს იშვიათად აქვთ ქრონიკული დაავადებები, მხოლოდ დაუკვირვებლობით ან უყურადღებობით თუ შეიძენენ ასეთ რამეს. ვერძების სუსტი ადგილია - თავი. მათ, როგორც წესი, თან სდევთ თავის ქალის ტრამვები. ვერძების აქტიურობა, მათი დაუძლეველი ჟინი ხელმძღვანელობისა, ყველაფრის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევისა, ქვეცნობიერი მიდრეკილება ძალის გამოყენებისა, მათ ნებას გამუდმებით ამყოფებს დაძაბულობაში, რაც ხშირ შემთხვევაში მთავრდება ნერვული რესურსების  გადაწვით. ამ დროს პირველ რიგში დატვირთვა მოდის თავის ტვინზე. სწორედ ამ არაბუნებრივი მენტალური, ემოციონალური და ფიზიკური მოღვაწეობის გამო, ვერძებს მართებთ ყურადღების მიქცევა დასვენების რითმზე, სამუშაოს მკაცრად ჩანაცვლება დასვენების პერიოდებითა და ძილით. მათთვის აუცილებელია სწორი კვება, რადგან ისინი ბევრად მეტ ძალასა და ენერგიას ხარჯავენ, ვიდრე სხვა ადამიანები. ასევე, მათ არ აწყენდათ უარის თქმა სპირტიანი სასმელების გადამეტებულ გამოყენებაზე, ნარკოტიკების მოხმარებაზე, რომლებიც ვერძების გადაჭარბებული იმპულსურობის ფონზე, წარმოადგენენ მათი ყველა უბედურებისა და ჩადენილი დანაშაულებების ძირითად მიზეზს.

ვერძებისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია იცოდნენ ფსიქიკურად და ფიზიკურად მოდუნება, მაგ. მედიტაცია. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას თავიდან აირიდონ სხვადასხვა დაავადებები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც დამახასიათებელია ცეცხლოვანი ტიპებისათვის.

ვერძების დაავადებები ჩვეულებრივ ატარებენ მწვავე ხასიათს მაღალი სიცხითა და  ციებცხელების მდგომარეობით, რაც მათ ცუდად გადააქვთ. ამ დროს მათი პირველი დახმარებაა ცხელი ჩაი და აბაზანა (აუცილებელია ძლიერი ოფლდენა) და გონივრული დიეტა.

რამოდენიმე სიტყვა ბავშვზე, რომელსაც მზე ყავს ვერძის ნიშანში.

ბავშვი-ვერძი გამოირჩევა ზოდიაქოს სხვა ნიშნის ბავშვებისაგან სწორედ იმ ხასიათის თვისებებით, რაც ახასიათებს მოზრდილ ვერძს. ჯერ კიდევ ჩვილობისას შეიმჩნევა მისი „ცეცხლოვანი“ ტემპერამენტი, იმპულსურობა, მარსისეული ძალა და ენერგია,  მიდრეკილება აგრესიული ქმედებებისაკენ და ძლირად გამოხატული სურვილი მმართველობისაკენ. ბავშვის ეს თვისებები სერიოზულადაა ყურადღების მისაქცევი ჩვილობიდანვე, რათა აქვე დაიწყოს მისი აღზრდა, რადგან უფრო მოგვიანებით ის არ დაემორჩილება აღზრდასა და გადაკეთებას, თავისი დაუმორჩილებელი ხასიათის გამო. ყველა ნეგატიურ თვისებას სჭირდება მოთოკვა, თუმცა, ბავშვთან მიდგომა მოითხოვს გონივრულობასა და დიპლომატიას, მოფერებასა და სინაზეს. სხვა შემთხვევაში ის გაიზრდება ჯიუტი და ჭირვეული, და ადრეული ასაკიდანვე შეეცდება დატოვოს მშობლების სახლი.

მშობლებმა არამცდაარამც არ უნდა დაკარგონ თავიანთი ავტორიტეტი. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ თუ როდის უნდა უთხრან ბავშვს „კი“ და როდის „არა“. და აქ არ უნდა მოხდეს არავითარი დარღვევა. ბავშვი ვერძის მთავარი მცნება უნდა იყოს ერთერთი უძველესი დოგმა: „მამის სიტყვა და გადაწყვეტილება ხელშეუხებელია და გადახედვასა და გაპროტესტებას არ ექვემდებარება“. ეს ნაბიჯი იმითიცაა გამართლებული, რომ ვერძი ბავშვები თითქმის არ უჯერებენ დედებს, რადგან მათ რჩევებს არ თვლიან აქტუალურად. დედის სიტყვას, მათი აზრით, არ აქვს დიდი მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებაში.

ყველა ვერძ ბავშვში დამალულია გარკვეული ნიჭიერება, და ის რაც უფრო ადრე გამოჩნდება, მით უკეთესი. მიუხედავად იმისა რომ ბავშვის ჰოროსკოპში მითითებულია ბუნებით მონიჭებული უნარები, ცხოვრება და ბედისწერა აუცილებლად აწარმოებს მის კორექციას. იმისათვის რომ ადამიანმა თავად გააკეთოს საბოლოო არჩევანი, მას ადრიდანვე სჭირდება მომზადება. მხოლოდ ის მოიგებს ვინც გაითვალისწინებს ძველ სიბრძნეს: „იყავი ის, ვინც ხარ, როცა ამისათვის მზად  იქნები“.

 

ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ესაა საქორწინო ან საქმიანი პარტნიორის შერჩევა.

მზე ვერძის დეკანატებში

1 დეკანატი: 0-10 პროცენტი

აქ მაქსიმალურადაა გამოვლინებული ნიშნის ესენციონალური ბუნება. ძლიერი ნების ძალა, დაუშრეტელი ენერგია, უშიშრობა, ვაჟკაცობა, გამბედაობა, მიზანსწრაფულობა, თავდაჯერებულობა და ორგანიზების ნიჭი, სპორტულ-აგრესიული ხასიათი. ბედისწერა ცვალებადია, მაგრამ აღსანიშნავი. ხშირად ესაა პირველგზამკვლევი, პირველაღმომჩენი, საზოგადო ან პოლიტიკური მოღვაწე. წარმატება კვლევით სამუშაოებში. შესაძლებელია თავის  ან სახის ტრამვები.

2 დეკანატი:,

ძალა, ხელისუფლება, ავტორიტეტი, კეთილშობილება, სულგრძელობა, სიამაყე, საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება, ამპარტავნება, მიზანსწრაფულობა, გულუხვობა, ექსტრავაგანტულობა, იმპულსურობა, გულწრფელობა, თავაზიანობა. დიპლომატიის ნიჭი. ადამიანი ვერ იტანს მზაკვრობასა და ღალატს. წარმატება შესაძლოა მოიტანოს სახელმწიფო სამსახურებმა, სახელმწიფო თანამდებობებმა, სამხედრო სამსახურმა. ეს ადამიანები ცდილობენ გამოიყენონ გარშემომყოფების კეთილგანწყობა: ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობების, უცხო ადამინებისაც კი.

5 დეკანატი 20-30

საკმაოდ უცნაური ნატურა, მგრძნობიარე, გართობისა და სიამოვნებების მოყვარული, სიმხიარულითა და ენამოსწრებულობით გამორჩეული ადამიანი. გონება ფილოსოფიური ყაიდის. სამართლიანობის გრძნობა. რბილი ხასიათი. სიყვარულისა და სიკეთისმოყვარეობის სიუხვე, მაგრამ ამაღლებული იმპულსურობა და სიფიცხე. ხშირად ვლინდება ექსტრასენსორული უნარები. განსაკუთრებით თუ ნეპტუნი მთვარის ასპექტთანაა კავშირში. ინტერესი სოციალური პრობლემების, განათლების, რელიგიების, კულტურული ტრადიციების, მისტიკის   მიმართ. ხშირად ვლინდება ხელოვნების, განსაკუთრებით პოეზიის  მიმართ სიყვარული. ბედისწერა  დიდად არ სწყალობთ.

ისტორიული ადამიანები მზით ვერძში

  1. სახელმწიფოების ან პოლიტიკური პარტიების ლიდერები: ეკატერინე მედიჩი, ნაპოლეონ III, ოტო ფონ ბისმარკი, ლეოპოლდ II ბელგიელი, ერიხ ლუდენდორფი, ერნესტ ტელმანი, პალმირო ტოლიაგინი, ნიკიტა ხრუშოვი.
  2. ასტრონომები: ჯორდანო ბრუნო, პიერ ლაპლასი, ლასლო დეტრე, გ. ა. შაინი.
  3. ასტროლოგი: სერგეი ვრონსკი.
  4. მეცნიერები: რენო დეკარტი, შარლ ფურიე, ბერნერ ფონ ბრაუნი.
  5. თეარტისა და კინოს მსახიობები: ჩარლი ჩაპლინი, დორის დეი, ვილი ფორსტი, პ.ს. მოლჩანოვი.
  6. მუსიკოსები და დირიჟორები: იოზეფ ჰაიდნი, იოჰან სებასტიან ბახი, ბელა ბარტოკი, მოდესტ მუსორგსკი, სერგეი რახმანინოვი, ნიკოლაი ლისენკო, ჰენრიხ ნეიჰაუზი, არტურო ტოსკანინი.
  7. მომღერლები: მარია მალიბრანი, ჯოვანინი რუბინი, მედეა ფინგერი, ივან კოზლოვსკი, ლეონიდ იაკოვლევი.
  8. მწერლები და პოეტები: ემილ ზოლა, ქრისტიან ანდერსენი, მაქსიმ გორკი, ა. ი. ფონვიზინი, ა. იაშმინი.
  9. ფილოსოფოსები: ფრანც ბაადერი, ბენც რიჰარდი, ემანუელ მუნიე, ალიოზ გეფლერი, ფრედერიკ რაუ, ედმუნდ გუსერლი.
  10. ფსიქოლოგები: მარკ ბერტტეიმერი, გეორგ ჰეიმანი, ჯეიმს მილი, ფილიპ ლერში.
  11. ფსიქიატრი: ლუდვიგ ბინსვანგერი.
  12. სოციოლოგები: კარლ მანგეიმი, ემილ დურკჰეიმი.
  13. რევოლუციონერი პროფესიონალები: ალექსანდრე კოლონტაი, ბოლესლავ ბერუტი, კიმ ირ სენი.
  14. მხატვრები: ლეონარდო დავინჩი, ვინსენტ ვანგოგი, ფრანსისკო გოია, ი. გრაბარი.
  15. ზოოლოგი: მიქაელ გრჟიმეკი.
  16. ბიოლოგი და იურისტი: ჰერმან ფრიდმანი.
  17. ისტორიკოსი: უილიამ ლეკი.
  18. კოსმონავტები: ალექსეი გუბარევი, ვალენტინ ლებედევი, გეორგ ბერეგოვოი.

ყველა ზემოთჩამოთვლილ ადამიანს აქვს რამოდენიმე პროფესია და სპეციალიზაცია. ამით გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ ვერძები ყველაფრისათვის მზად არიან, რომ მათ შეუძლიათ იყონ ის, რაც მოესურვებათ. და ყველა სხვა სპეციალობაში ისეთივე ძლიერები არიან, როგორც ძირითადში.

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი - გადაცემაში „3-დან 5-მდე“ (TV იბერია)

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი