ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

პრენიტი

პრენიტი








დღეს ძალიან ლამაზ და თბილ ქვაზე, პრენიტზე უნდა ვისაუბრო.









მისი ერთი ნატეხის ქონაც კი მშვენიერებაა, პრენიტი ქვეცნობიერის გააქტიურებაში დაგეხმარებათ, რაც წინასწარმეტყველურ ნიჭს გაგიღვივებთ.
ეს ქვა თქვენს ყურადღებას იმ შემთხვევაშიც იმსახურებს, გაინტერესებთ თუარა წინასწარმეტყველური ამბები.

პრენიტის ქვა საუკეთესო იარაღია ვიზუალიზაციისათვის რაც ღრმა მედიტაციისთვისაც გამოგადგებათ.
პრენიტის ფერი უმეტესად მწვანეა, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს მოყვითალო, გამჭირვალე ვარიანტებიც.

ის უმეტესად სამხრეთ აფრიკაში მოიპოვება, რაღაც ნაწილის ნახვა ავსტრალიაში, ინდოეთსა და ა.შშ-ში შეგიძლიათ.

პრენიტს სახელი, მისი აღმომჩენის, მეთვრამეტე საუკუნეში მცხოვრები, ჰოლანდიელი პოლკოვნიკის, ჰენდრიკ ვონ პრენის საპატივცემულოდ დაერქვა. ეს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მინერალს სახელი ისტორიული პირის საპატივცემულოდ დაარქვეს.

ტიპიურად პრენიტი სქელი, უხეში სტრუქტურით იზრდება. მაგრამ ვიტყვი, სტრუქტურის მიუხედავად საკმაოდ რბილ ენერგეტიკას ატარებს.
პრენიტი
გადავიდეთ საინტერესო ამბებზე.

ეს მინერალი მეხსიერებისა და მოგონებების ქვად ითვლება. მას მფლობელის დამცავი ფარის დამუხტვა შეუძლია. ასევე მოაქვს სიმშვიდე და ჰარმონია. ჩემთვის მისი ფერის ყურებაც კი დამამშვდებელია.
საინტერესო დეტალი უნდა გითხრათ, პრენიტის მეშვეობით გაღვიძებისას სიზმრების ადვილად გახსენება შეგიძლიათ.

მას თქვენს ცხოვრებაში სიყვარულის მოტანაც შეუძლია, მიხვდით ალბათ, რომ გულის ჩაკრა, ანაჰატასთან ასოცირდება.
ეს ქვა პიროვნულად გაზრდასა და საკუთარი თავის პოვნაში დაგეხმარებათ. ყოველი დღის განმავლობაში შეძლებთ დაინახოთ სიყვარული და კონცენტრირდეთ პოზიტივზე.

განსაკუთრებით კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტრესი და დეპრესია აწუხებთ.

რაც შეეხება ჯანმრთელობის საკითხს, ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და წესრიგში მოყავს მეტაბოლიზმი. ეხმარება ანემიის მკურნალობას და ასტაბილურებს სისხლის წნევას. ეხმარება თირკმლებისა და ფილტვებისს პრობლემების გმოგვარებას. ათეროსკლეროზისგანაც დაგიცავთ. ასევე ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას უშლის ხელს.

თუ ეს პრობლემები გაწუხებთ და თავის განკურნება გსურთ ატარეთ პრენიტი კანზე, მაგრამ თუ სამკაულის სახით არ მოგეპოვებათ, მოათავსეთ იგი მუცლის არესთან ახლოს, ძილის დროს, მაგალითად, მე ლეიბის ქვეშ ვდებ ხოლმე.

პრენიტს ლიტოთერაპევტები, ხშირად დიაგნოსტიკისთვის იყენებენ. მისი გაწმენდა თვეში ერთხელ აუცილებელია. გამდინარე წყალში.

პრენიტის დამუხტვა შესაძლებელია ვარდისფერი კვარცისა და მთის ბროლის მეშვეობით.

Keli Create
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 2541
 

ASTRO TV LIVE