» » მულადჰარა ჩაკრა - პირველი ენერგეტიკული ცენტრი ადამიანში
ეზოთერიკა / ჩაკრები / Slide

მულადჰარა ჩაკრა - პირველი ენერგეტიკული ცენტრი ადამიანში

მულადჰარა ჩაკრა - პირველი ენერგეტიკული ცენტრი ადამიანშიმულადჰარა ჩაკრა - იგივე ფუძის ჩაკრა მდებარეობს საზარდულის არეში, გენტალიებთან და პასუხს აგებს რეპროდუქციულ უნარზე. ესაა სექსუალური ენერგიის ჩაკრა, რომელიც ყველაზე ახლოსაა მატერიალურ სამყაროსთან და ადვილად შესამჩნევია მისი გამოვლინებები... ჰარმონიული განვითარებისას ადამიანი სიცოცხლით, ჯან-ღონით სავსეა, გრძნობს ჰარმონიას გარესამყაროსთან და განიცდის ბედნიერებას, მისი გახსნით იწყება ჩაკრების სისტემის დამუშავება რასაც საბოლოოდ სრულყოფილებამდე მიჰყავს ადამიანი...
უძველეს დროიდანვე ეს მშვენივრად მოეხსენებოდათ ბელადებს, მეფეებსა თუ იმპერატორებს, მაგრამ უპირველესად, მაინც სასულიერო იერარქებს, რომლებიც მუდამ ცდილობდნენ ადამიანში სექსუალური ინსტიქტის ჩახშობას ან ჩარჩოებში მოქცევას, რაც ქალის დემონიზაციაში და სექსის ცოდვად მიჩნევაში, შესაბამისად, მის აკრძალვაში მდგომარეობდა. დაბალგანვითარებული ადამიანი გაუცნობიერებლად, უმეტესად ბრმად მიჰყვებოდა თავის ლიდერებს და კითხვების დასმის გარეშე, ფანატიკურად სჯეროდა რომ ასე იყო საჭირო, ასეთი იყო „ღვთიური კანონი“...
რა ხდება მაშინ, როდესაც სექსუალური ინსტიქტი იზღუდება ან იქცევა კონტროლის ქვეშ? რაში სჭირდებოდათ მსგავსი აკრძალვების დაწესება იერარქებს?
აკრძალვის, ანდაც შეზღუდვის შემთხვევაში, სექსუალური ენერგია მაინც ჰპოვებს აქტიურ ან პასიურ გამოვლინებას, პასიურ შემთხვევაში ესაა ბრმა მორჩილება, ფანატიზმი და ნდობა იერარქის მიმართ, ხოლო აქტიური გამოვლინებისას იგი გარდაიქმნება აგრესიის ენერგიად, რომელიც მუდმივად სჭირდებოდათ საუკუნეების მანძილზე იერარქებს, რადგან მათ გააცნობიერეს, რომ ესაა ყველაზე ძლიერად გამოხატული სასიცოცხლო ენერგიის ფორმა, ერთგვარი დრაივი, რომელიც მუდმივად ამყოფებს ტონუსში ადამიანს! ენერგია რომელსაც შეუძლია ააშენოს პირამიდები და შექმნას იმპერიები! დიახ, უძველესი არმიებიდან დაწყებული თანამედროვე ერამდე, არმია საუკეთესო მაგალითია გაუკუღმართებული, აგრესიად გარდაქმნილი სექსუალური ენერგიისა. იქ, სადაც ნაკლები სექსია - მეტი აგრესიაა, მეტი აგრესია ნიშნავს უფრო დაუნდობელ, ენერგიულ, დაუღალავ მებრძოლს, რომელიც თავისი სისხლით შექმნის იმპერიებს, ხოლო მონების ან პროლეტარიატის შემთხვევაში, მუშას, რომელიც მზადაა მორჩილად ასრულოს ყველაზე მძიმე სამუშაო, განახორციელოს გრანდიოზული არქიტექტურული პროექტები, მოიპოვოს სახელმწიფოსთვის აუცილებელი ბუნებრივი რესურსები ანდაც ეწეოდეს ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც სახელმწიფო ან რელიგია დაავალებს...

მულადჰარა ჩაკრა - პირველი ენერგეტიკული ცენტრი ადამიანშითხრობას საილუსტრაციოდ ერთი გენიალური მწერლის ნაწარმოების ორი ნაწყვეტით განვაგრძობ:
"პარტიას არასოდეს დაუსახავს მიზნად ახლო ურთიერთობების აღკვეთა კაცებსა და ქალებს შორის. ეს ურთიერთობები მას, შესაძლოა, ვერ გაეკონტროლებინა. პარტიის ნამდვილ, თუმცა არასოდეს დეკლარირებულ მიზანს სექსუალური აქტიდან სიამოვნების ამოცლა შეადგენდა. მტრულად ეკიდებოდნენ არა იმდენად სიყვარულს, რამდენადაც ეროტიკას როგორც ქორწინებაში, ისე მის გარეთ. ყველა ქორწინება პარტიის წევრთა შორის საგანგებო კომისიას უნდა დაემტკიცებინა. და თუმცა ეს პრინციპი ხმამაღლა არავის გამოუთქვამს, ქორწინების ნებართვა არ ეძლეოდა იმ წყვილს, რომელსაც ფიზიკურ ურთიერთლტოლვას ამჩნევდნენ. ბავშვების გაჩენა და აღზრდა პარტიის სამსახურისთვის: აი, ქორწინების ერთადერთი აღიარებული მიზანი. თვით სექსუალურ აქტს ისეთივე ზიზღნარევი გრძნობით უყურებდნენ, როგორც ოყნის გაკეთებას. ამას, როგორც ვთქვით, ხმამაღლა არავინ აცხადებდა, მაგრამ პარტიის ყოველი წევრი ბავშვობიდანვე ამ ჩაგონებით იზრდებოდა. ახალგაზრდული ანტისექსუალური ლიგა და სხვა ამგვარი ორგანიზაციები ორივე სქესის წარმომადგენელთა სრულ უქორწინობასაც კი ქადაგებდნენ. ასეთ შემთხვევაში, ბავშვები ხელოვნური განაყოფიერებით (ახალმეტყველებით - ჰელგანი) გაჩნდებოდნენ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში აღიზრდებოდნენ. უინსტონმა იცოდა, რომ სერიოზულად ამაზე არავინ ფიქრობდა, მაგრამ, საერთოდ, ასეთი რამ სავსებით შეესატყვისებოდა პარტიის იდეოლოგიას. პარტია ცდილობდა, ჩაეკლა სექსუალური ინსტინქტი, თუ ვერ ჩაკლავდა - დაემახინჯებინა და შეებღალა მაინც. უინსტონმა არ იცოდა, რატომ აკეთებდნენ ამას, მაგრამ ეს ბუნებრივი ჩანდა. ქალების შემთხვევაში, პარტიის ძალისხმევამ დიდი ნაყოფი გამოიღო."
* * *
"სექსის ინსტინქტი ქმნიდა თავისთავად არსებულ, პარტიის კონტროლის გარეთ მყოფ სამყაროს, რომელიც - თუ ამას შეძლებდნენ - სწორედ ამიტომ უნდა მოესპოთ. სინამდვილეში, უფრო არსებითი ის იყო, რომ სექსუალური უკმარობა იწვევდა ისტერიას, ერთობ სასურველს იმ აზრით, რომ შეიძლებოდა მისი გადაქცევა როგორც საომარ ციებ-ცხელებად, ისე ბელადის თაყვანისცემად. ჯულიამ ეს ასე გამოთქვა: - სექსის დროს იხარჯები, რის შემდეგაც თავს ბედნიერად გრძნობ და არაფერი გძულს. ისინი კი სწორედ ამას ვერ იტანენ. მხოლოდ ის უნდათ, რომ დღე და ღამე ენერგიას აფრქვევდე. მთელი ეს დემონსტრაციები, შეძახილები და დროშების ფრიალი სხვა არაფერია,თუ არა დამჟავებული სექსი. თუ გულში ბედნიერი ხარ, რა ჯანდაბადღა გინდა დიდი ძმა, სამწლედის გეგმა, სიძულვილის ორწუთეული და მთელი ეს მძღნერი? ნამდვილად ასეაო, ფიქრობდა უინსტონი. ნამდვილად არსებობდა პირდაპირი, ძალზე ახლო კავშირი სექსუალურ უბიწობასა და პოლიტიკურ მართლმორწმუნეობას შორის. მაშ, სხვანაირად როგორ დარჩებოდა მუდმივ აპოგეაში შიში, სიძულვილი და გიჟური მიმნდობლობა, ანუ ყოველივე ის, რაც პარტიას სჭირდებოდა, თუ არა რომელიმე უძლიერესი ინსტინქტის ჩახშობისა და მამოძრავებელ ძალად გამოყენების წყალობით? სექსუალური იმპულსი პარტიისთვის სახიფათო იყო. და მან ეს იმპულსი თავის სასარგებლოდ გამოიყენა."
ჯორჯ ორუელი, 1984

Tyr Einherjar
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ჯადო და მისგან თავდაცვა (ენერგია, მისი რაობა, ფორმები და მოქმედებები)

Guide to cats and kittens