ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ლომი (23 ივლისი 23 აგვისტო)

ლომი (23 ივლისი 23 აგვისტო)

ლომი (23 ივლისი 23 აგვისტო)
პლანეტა: მზე.

სიმბოლო: ლომი, გედი.

ფერები: მეწამული, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ცეცხლის ფერი,შავი (თეთრი ფერი უიღბლოა).

ქვები: ქარვა, ქრიზოლითი, ლალი, ტოპასი, ონიქსი, ალმასი.

ლითონი: ოქრო.

ყვავილები: იორდასალამი, გულყვითელა, ქრიზანთემა.

თილისმა: ჭიამაია, ლომი, არწივი.

იღბლიანი დღე: კვირა.

უიღბლო დღე: შაბათი.

იღბლიანი რიცხვები: 1, 5, 9.


ტემპერამენტი და ხასიათი



მზე ნიშნავს სიცოცხლეს, სითბოს, ცეცხლს, ალს, სინათლეს, შეგნებას, იდეალიზმს, დისციპლინას, სხივოსნურ დიდებას. ადამიანური შეგნება ეწინააღმდეგება `მთვარისეულ ქვეცნობიერებას. შინაგანად ლომები აცნობიერებენ თავიანთ სოციალურ როლს, რის გამოც ისინი შეიძლება სტატუსის მაძიებელნი გახდნენ. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს გარეგნული მსგავსება ცხოველების მეფესთან, მაგრამ ყველას აქვს მისი ამბიცია.
ლომები ცეცხლოვანი ვნების არიან, როგორც ქალები, ისე მამაკაცები, უარს ამბობენ დამატებით როლზე, სამყაროს ცენტრად, ვარსკვლავად, საკუთარი წარმოსახვის ანარეკლად თვლიან თავს. მათ სურთ ხელმძღვანელობა, შთაგონება, წარმატების ჩუქება, საჩუქრებით ავსება, დაცვა, გართობა.
მათ შეუძლიათ იყვნენ უგუნურობამდე დიდსულოვნები. არ გააჩნიათ საფრთხის გრძნობა. ლოიალურებს, გულახდილებს მათ არ შეუძლიათ ცხოვრება მორალურ უარყოფაში, მათ სჭირდებათ ახსნა და დარეგულირება ეჭვის შეტანისთანავე. მათი ძალის საიდუმლო რწმენასა და სიმართლეშია.
არ უყვართ სიბნელე, ცხოვრობენ ცეცხლის, ომების, კატაკლიზმების გვერდით, რომლებსაც ზოგჯერ თავად იწვევენ.
მათი მტერია -სიამაყე, განსაკუთრებით თუ ის არ არის გამართლებული. ასეთ შემთხვევაში ჩნდება ფსიქიური ინფლაცია: დეპრესია, ახირება, სალანძღავი მტკივნეული იუმორი. გამოდის აბეზარი, მტკივნეული, პომპეზური პიროვნება, რომელიც სჯის განუხორციელებელი ამბიციებისთვის საკუთარი მანკიერების მხევალ ტირანს, წვრილ მოუსვენარ ავანტიურისტს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უწევს ანგარიშს. ნაპოლეონის კომპლექსმა შესაძლოა საგიჟეთში მიიყვანოს ისინი. ქალ-ლომს სურს, რომ მას აქცევდნენ ყურადღებას, მასზე ზრუნავდნენ, საკუთარი თავის წარმოსაჩენად, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, ორნამენტებს, ხასხასა ფერებს, მკვეთრ სუნამოებს. ისინი არ მისდევენ მოდას, მათ ის შემოაქვთ და საზოგადოების გამოჩენილი მანდილოსნების კოპირებას ახდენენ, თუ საშუალება აქვთ, ბევრს ხარჯავენ ჩაცმულობაზე, თუ არა და ხაზს უსვამენ რაოდენობას ხარისხის ნაცვლად და იაფფასიანი ბეწვეულით, ყალბი ძვირფასეულობით, ვულგარული სუნამოებით სარგებლობენ. მამაკაცები დიდ დროს ანდომებენ ჩაცმას, დავარცხნას. ისინი კარგად გამოიყურებიან სმოკინგში. ლომს სქელი ჯიბის ჟინი აქვს.



პროფესიები


თავიდანვე გაცნობიერებული აქვს პროფესიის არჩევის მნიშვნელობა, საზოგადოება მათგან არსებითი წვლილის შეტანას მოელის. ფსონზე მთელი კარიერა აქვთ დადებული. მათ არ სურთ დეტალებში ჩაწვდომა, დამატებითი როლის თამაში, ისინი პასუხისმგებლობისკენ ისწრაფიან, დაუღალავები არიან. მათ არ უყვართ სხვის მუშაობაზე თვალყურის მიდევნება, მათ პირველობა სურთ. მუშაობაში შეუძლიათ კუროსაც აჯობონ. სძულთ, როდესაც მათ საქმეს აწყვეტინებენ, ცუდ ასისტირებას უწევენ ან უცოდინრობით უქმნიან დაბრკოლებებს. ყველაზე კარგი მათთვის დამოუკიდებელი მუშაობაა (ხელოვნება, ინტელექტუალური შრომა, მეწარმეობა) ან მაღალ ადმინისტრაციულ წრეში შესვლა და იერარქიულ კიბეზე ზევით ასვლა. ისინი კარგად ავლენენ თავს ყველაფერში, რაც ეხება პოლიტიკას, კულტურას თუ შოუ-ბიზნესს, აგრეთვე ფიზიკურ აღზრდას. მათგან წარმატებული იუველირები, ტაქსის მძღოლები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, მსახიობები, გალერეის მეპატრონეები, თეატრალური დამდგმელები, დეკორატორები, რეჟისორები, ათლეტები, დირექტორები, თავმჯდომარეები, პრეზიდენტები, ადმინისტრატორები გამოდიან. უყვართ ბევრი ფულის კეთება და კიდევ უფრო მეტის დახარჯვა. ისინი ვალს იდებენ, არიგებენ, ხარჯავენ. გამოუსწორებელი კარტის მოთამაშეები არიან, მაგრამ მათ არ უმართლებს. ზოდიაქოს ნიშნებიდან ლომს წარმატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ყველაზე საშინელი ჩავარდნაც ახასიათებს.



სიყვარული

ლომი-მამაკაცის ღირსებისთვის სასურველი ნიშანია, ყოველ შემთხვევაში იქ მაინც, სადაც მამაკაცს ჯერ კიდევ აქვს უფლება იმპერიის, დინასტიის შექმნისა. ქალი-ლომისთვის ხშირად ძნელი ხდება მათი რომანტიკული ამბიციების რეალიზება_ისეთი მამაკაცის მონახვა, რომელიც მას აღამაღლებს კვარცხლბეკზე, რისი სრული უფლებაც მას გააჩნია ჩვეულებრივ სოციალური მდგომარეობით მათზე მაღლა მდგომ მამაკაცებზე ქორწინდებიან, დიდ ხანს იკავებენ თავს ქორწინებისაგან მანამ, სანამ არ მონახავენ ისეთს, როგორიც მათ სურთ – კარგად გაწაფულ ფულიან მამაკაცს, რომელიც საშუალებას მისცემს მას კარგად გამოიყურებოდეს და მართავდეს ოჯახს. მისთვის სიყვარული კოზირია ცხოვრებასთან თამაშში, ის თავშეკავებულია გრძნობების საკითხში, რომელნიც მასში არც ისე უხვად არის, ხშირად ფრიგიდულია. ბევრ ქალ-ლომს ჰგონია, რომ ის ლამაზია, ხშირად ეს ასეც არის. სილამაზის დაკარგვის შიშით ისინი უფრთხიან ფიზიკურ სიახლოვეს, ანგარებიანი ქორწინება ნერვული აშლილობის ფასად უჯდებათ დაახლოებით 30 წლის ასაკისათვის.

მამაკაცებს შეუძლიათ ყველაზე დიდსულოვანი და ხელგაშლილი მიჯნურობა ან თაყვანისმცემლობა. ისინი არც ისე ნაზი, მაგრამ ვნებით აღსავსენი არიან. მათ სურთ ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც მათი და მათი დიდი რომანტიკული ბედის ღირსი იქნება, რომლისთვისაც, მათი აზრით, არიან ისინი გაჩენილი. ვერ წარმოუდგენიათ, რომ რომელიმე ქალს შეეძლოს მათზე უარის თქმა. მეორეს მხრივ, ლომისთვის მარჯვედ გაკეთებული კომპლიმენტი უმალ მოიყვანს მას თქვენს ფეხთ, არის მასში რაღაც ფარშევანგისეული. სიყვარული ლომისთვის დღესასწაულს, ექზალტაციას წარმოადგენს. მას დიდი მადა აქვს, დაჟინებული სურვილები, მისი ტკივილი ღრმა არის, ის ვერ ხედავს აზრს გაუბედაობაში, ეჭვებში გრძნობებისა და სიტუაციებისადმი. არ უყვარს, როდესაც გზაზე ეღობებიან.

თუ ლომი არ უყვართ, ის ვერ პატიობს თავს საკუთარ არჩევანს-მისი სიბრაზე დამანგრეველია. მეორეს მხრივ, ვერც ერთი ქალი ვერ გადაეღობება მას მდგომარეობისა და კარიერის გზაზე. და თუ ქალი ამას ახერხებს, ლომი თავიდან იშორებს მისთვის დამამცირებელ მდგომარეობას, თუნდაც ის მარტოობის მომასწავებელი იყოს. საზოგადოებაში წარმატებულ ლომს შეუძლია სახლში სადავეების დათმობა, როდესაც ამას სხვა არავინ ხედავს. მას შეუძლია იყოს ქვეყნად ყველაზე დამთმობი ქმარი. უხეირო ლომი კი ყველაზე საზარელი ტირანია პირად ურთიერთობებში, პომპეზურია, შეურაცხოყოფას აყენებს ქალს, ადანაშაულებს მას ცხოვრების ყვალა წარუმატებლობაში. როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა ლომმა უნდა გადაწყვიტოს კონფლიქტი სიყვარულსა და საზოგადოებრივ მდგომარეობას შორის სიყვარულის სასარგებლოდ და უნდა ეცადონ პატივმოყვარეობის დაძლევას.скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 10927
 

ASTRO TV LIVE