Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზინოემბრის ბოლო კვირა მოგვიტანს დასრულების, შედეგების დათვლის, ვალების გასტუმრების აუცილებლობათა ტენდენციას. მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს მზე მშვილდოსანში გადადის, მთვარის ბოლო დეკადის ფონზე, დიდ ცვლილებებს და ახალ გამოწვევებს ამ კვირაში არ ველოდებით. რეალურ ძალას და ახალ მოთხოვნებს მშვილდოსანი ახალმთვარობის, 29 ნოემბრის შემდეგ წამოგვიყენებს. მაგრამ, მაინც, მორიელის პერიოდთან შედარებით, განწყობა გაუმჯობესდება.
19-26 ნოემბრამდე მერკური მშვილდოსნის პოზიტიური ნიშნიდან ჰარმონიაშია ძალიან გავლენიან პლანეტებთან - იუპიტერტან, ურანთან და სტურნთან. იგი აყალიბებს ძალიან კარგ გარემოს საქმიანი და საერთაშორისო კონტაქტებისთვის, ასევე სწავლის, იურიდიული საკითხების, გამომცემლობებისათვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ მერკური-სატურნის შეერთება წყვეტს ურანი-იუპიტერის სუპერ ოპოზიციას, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ წინა პროგნოზში და, რომელიც დაკავშირებულია დიდ და პოზიტიურ ცვლილებებთან, ამ კვირაში კარგი ამბების მოლოდინი გვაქვს, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზოგადოებრივ ცვლილებებთან.
ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კვირა ძალიან დინამიურია თითქმის ყველა სოციალური მიმართულებით. განსაკუთრებით აქტიურობას გამოიჩენენ ქალბატონები. მათ მოუწევთ საკუთარი ავტორიტეტის და პროფესიონალიზმის დაცვა. მამაკაცებისთვის გაცილებით უფრო წყნარი და კომფორტული კვირაა, ეზრდებათ შესაძლებლობები და მიეცემათ საშუალება - წყნარად დაასრულონ დაწყებული საქმეები.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, 22-29 ნოემბერს - ვენერა გადის შეერთებას ხისტ და მძიმე პლუტონთან და, ასევე კვადრატს ურანთან. ამან შესაძლებელია მოგვიტანოს დაძაბულობა პირად ურთიერთობებში. საქმიან, პარტნიორულ ურთიერთობებში ამ კვირის დაძაბულობა უფრო ადვილად იხსნება და ხდება მოლაპარაკების საგანი მერკური-სატურნის შეერთების გამო. კომბინაციაში, თუ ორივე მხარემ იცის თავის მოვალეობები - პრობლემა არაფრის იქნება.
21 ნოემბერი შეიძლება მივაკუთნოთ ნეგატიურ დღეს, ვინაიდან აქტიურია ნეპტუნი. არსებობს საშიშროება, დაზარალდეთ გაუგებრობისგან, დაბნეულობისგან, წამლის არასწორი დოზირებისგან. ასევე იმედგაცრუებამ, საქმიან სიტუაციაში ინტრიგებმა ან გაუგებრობამ, შესაძლებელია გული გვატკინონ.
22 ნოემბერი საღამოს საათები - მთვარე-სატურნის კონფლიქტის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლებლობის საღამოა - დაგვიანებები, უსიამოვნო გარემოებები, ავადმყოფობა (ან ჩვენი, ან სხვისი).
23 ნოემბერი - მთელი დღის მანძლზე მთვარე უკურსოა.
24-25 ნოემბერი პოზიტიურ დღეებს მიეკუთვნება, ამ პერიოდში მთვარე გადის სასწორში. როგორც წესი, ამ დღეებს მოაქვს სასიხარულო მოვლენები, საჩუქრები, ახალი შესაძლებლობები ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. ყიდვა, შეხვედრები, ურთიერთობა, კულტურული ცხოვრება - ამ დღეებში კარგად მიმდინარეობს და სიამოვნებას გვანიჭებს.
26-27 ნოემბერი - ამ დრეებში იზრდება კონფლიქტურობა, ავარიულობა, საყოფაცხოვრებო ტრავმატიზმი (ჭრილობები, დამწვრობები, ტრავმები). ეცადეთ, რომ ამ დღეებში აკონტროლოთ საკუთარი ემოციები, არ უპასუხოთ პროვოკაციებს, თავი აარიდეთ სახიფათო სპორტსა და დასვენებას.

უკურსო მთვარე
შეგახსენებთ, რომ უკურსობის პერიოდში მთვარე „ისვენებს“. ამის გამო ყველა საქმე, რომელიც გულისხმობს გარე სამყაროსთან ურთიერთობას, როგორ წესი, არ გამოდის. ასევე, ამ პერიოდში გაფანტულია ყურადღება, ამის გამო ხდება ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, ადამიანები სამსახურებში ყველაფერს მიედ-მოედებიან, გარდა საქმისა. ამ პერიოდში მიღებული ნებისმიერი წინადადება არის ან უპერსპექტივო ან ნაადრევი და მოუმზადებელი. არ არის სასურველი ქირურგიული ოპერაციების დანიშვნა.
კარგი პერიოდია კითხვის, სეირნობის, დამოუკიდებელი მუშაობის, სულიერი განვითარების, ძველი საქმის დამთავრებისა და მომავალი საქმეებისთვის მზადებიასთვის, თუ ამას სიმარტოვეში აკეთებთ.

ამ კვირაში უკურსო მთვარის პერიოდებია:
21.11. 12:33 - 21.11. 13:34
22.11. 21:41 - 23.11. 23:42
25.11. 17:52 - 26.11. 12:01


სამედიცინო რეკომენდაციები
21.11(13:34) - 23.11. (23:42) - მთვარე ქალწულში
ამ პერიოდში ორგანიზმში სუსტი ადგილებია ნაწლავები, გარდა მსხვილი ნაწლავისა. აკრძალულია ნებისმიერი ოპერაცია მუცლის ღრუს, მზის წნულის, ელენთის, ნაღვლის ბუშტის არეში, ასევე იმ ორგანოებზე, რომელიც უკავშირდება ნივთიერებათა ცვლას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვებას. აპენდიციტის ოპერაციები ამ პერიოდში ხშირად რთულდება.
კარგია სისხლის და ღვიძლის გაწმენდის პროცედურები, კანის დაავადებების მკურნალობა; ასევე, მზადება პლასტიკური და კოსმეტიკური ქირურგიისთვის, მაგრამ თვითონ ოპერაცია, მთვარის სასწორში ყოფნის დროს ჯობს. რეკომენდებულია მარილიანი აბაზანები ფეხებისათვის, ფეხების მასაჟი.
ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ჯანსაღი ცხოვრების წესი, სასარგებლო ფიზიკური მუშაობა ბუნებაში, ან თუნდაც, სეირნობა.
თუ საჭიროა დისპანსერიზაცია ან სამედიცინო კვლევის დაწყება, სერიოზული მკურნალობის დაწყება, ან უბრალოდ - დიეტის ამორჩევა, საუკეთესო დღეებია.
რეკომენდაციები: ორგანიზმის განწმენდა ფიტოთერაპიული მეთოდებით მოიტანს მაქსიმალურ ეფექტს. მოერიდეთ მძიმე საკვებს და, თუ კუჭ-ნაწლავი თქვენი სუსტი ადგილია, დაეხმარეთ ორგანიზმს - მიიღეთ ფერმენტები.

24.11- 26.11. (12:01) - მთვარე სასწორში
დასუსტებულია თირკმელები, ძალიან ნუ დატვირთავთ: სითხე მიღეთ შეზღუდულად, განსაკუთრებით ალკოჰოლი. დასუსტებულია ენდოკრინული სისტემა, კერძოდ, პანკრეასი. სახიფათო პერიოდია დიაბეტით და პანკრეატიტით დაავადებულთათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქირურგიური ჩარევა თირკმელების, წელის, საზარდულის, საშვილოსნოს არეში. ამ დღეებში ხელსაყრელია პლასტიკური, კოსმეტიკური ქირურგია, კბილის ექსტრაქცია, ყურის დაავადებების მკურნალობა.
26.11- საერთოდ არ არის სასურველი სამედიცინო ჩარევა, მთვარე მარსის ორმაგი დარყმის ქვეშ ექცევა.

მინდა შეგახსენოთ, რომ ამ რეკომენდაციებს აქვს ზოგადი ხასიათი და ისინი ვერ შეცვლიან პროფესიონალი ასტროლოგის კონსულტაციას.
მშვილდოსნებს გილოცავთ დაბადების დღეს.
ბედნიერ კვირას გისურვებთ.

ლია ბარათაშვილი
скачать dle 11.3
ნახვები: 1 769
 

ASTRO TV LIVE