» » 2016 წლის 10-16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროპროგნოზი / Slide

2016 წლის 10-16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2016 წლის 10-16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზიამ კვირაში ისევ აქტუალურია სასწორის, მორიელისა და თხის რქის ძლიერი გავლენა. ქალწულის გავლენისგან განვთავისუფლდით.
შეგახსენებთ, რომ მზე სასწორის ნიშანში აქცენტირებს პირადი ურთიერთობების, სილამაზის, საქმიანი პარტნიორობის და კონფლიქტების მოგვარების თემებს. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი - ამ კვირაში მზე ურანის ოპოზიციას მიუახლოვდბა და, ურანი კი, ძალიან მხიარული და არაპროგნოზირებადი პლანეტაა. ამ პერიოდში პირად ურთიერთობებში სურპრიზებს უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით, მამაკაცებისგან. საქმე ის არის, რომ ურანი ყოველთვის თავისუფლების და დამოუკიდებლობის მუხტს მატებს ნებისმიერ ობიექტს, რომელთანაც კონტაკტში შედის. გარდა ამისა, ურანი შემოქმედების პლანეტაა და ზემოაღნიშნულ თემებთან დაკავშიორებით, არასტანდატული ხედვების გამომუშავება და შემოქმედებით მიდგომები მოგვიწევს.
ვფიქრობთ, ეს განსაკუთრებულად პირად და საქმიან ურთიერთობებში გამოჩნნება, ვინაიდან მერკური ამ კვირაში „სუპერ-ასპექტს - ბედნიერების პლანეტასთან შეერთებას გადის სასწორში. ასეთი ასპექტი წელიწადში ერთხელ იქმნება და, პირველ რიგში, ძალიან პოზიტიური ნაცნობობა, ახალი საქმიანი კავშირები და წინადადებები მოაქვს.
ეს ყოველივე მარსის კვადრატზე მიმდინარეობს, მაგრამ მარსი თხის რქაში აბსოლუტურად ადეკვატურია და იუპიტერთან ერთად ენერგიის მომცემ ასპექტებს ქმნის.
ასე რომ, არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი, განსაკუთრებით საქმიან ურთიერთობებში, დააკვირდით - ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში და რა წინადადებებით. 10-11 ოქტომბერი ამ მხრივ ყველაზე პოზიტიურია. ასევე საინტერესოა შაბათ-კვირა.
როცა პირად ურთიერთობებზე ვამახვილებთ ყურადღებას, მარტო სასიყვარულო ურთიერთობები არ მოიაზრება. უფრო მეტად ის ურთიერთობები იგულისხმება, რომლებიც „ერთი-ერთზე“ პრინციპით მყარდება. თუმცა, სასიყვარულო კავშირებიც შედის ამაში.
ახლა კი, კონკრეტულად სასიყვარულო ურთიერთობებზე ვისაუბრებთ, ვინაიდან აქ არ შეიძლება, რომ ვენერა არ ავღნიშნოთ, რომელიც, ჯერ კიდევ გადის თავისთვის დისკომფორტულ, მშფოთვარე ნიშანს. ეს მდებარეობა ვნებებით სავსე ისედაც ტემპერამენტიანია ვენერასთვის, რომელსაც მართვა, ფლობა და ძალაუფლება სურს. აქვე არ უნდა გამოგვრჩენს მზე, მერკური და იუპიტერი, რათა ისინი ვენერას ფაქტორთან მიმართებაშ განვიხილოთ: თუ ვენერას „კაპრიზებს“ ავყვებით, მაშინ მზე-ურანის ოპოზიციამ, შესაძლოა, ურთიერთობების ნგრება გამოიწვიოს და, თუ შედარებით არასტანდარტულად მივიდგებით ამ განლაგებას, ამ შემთხვევაში, ამ მხრივ არავითარი საშიშროება არ არის. კერძოდ: წარმოიდგინეთ ქალი ვენერა-მორიელი (აქ ვგულისხმობთ არა რეალურ ვენერა მორიელს, არამედ ქალს, რომელიც შესაბამისად იქცევა), რომელსაც სიტუაციის ფარული მართვა და კონტროლი სურს და, ამ მიდრეკილებით ცდილობს, მამაკცი დაიმორჩილოს. ასეთ დროს ქალი ეჭვიანია, შფოთავს, მამაკაცს საქმის გარჩევებს უწყობს. მაგრამ ეს ხდება მზე - ურანის ოპოზიციის ფონზე. თუ აქამდე კაცი ნორმალურად იტანდა ამ ენერგეტიკულ პრეტენზიებს, ეხლა აღარ ეგუება, სურს, განთავისუფლდეს ქალის წნეხისგან და პროტესტს გამოთქვამს.
შეგახსენებთ, რომ წყლის ნიშნებს - კირჩხიბს, მორიელს და თევზებს, შესაძლებელია, ფინანსური სფერო გაუუმჯობესდეს. განსაკუთრებით, ნიშნის ბოლო დეკადაში დაბადებულთათვის.
რაც შეეხება ამ განლაგების საქმიან მხარეზე გაველნას, გამოიყენეთ მერკური, იუპიტერის, მარსის ასპექტები და ეცადეთ, მაქსიმუმი გააკეთოთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ. ასეთი შესაძლებობა ყოველთვის არ არის ხოლმე, მით უმეტეს, ზრდადი მთვარის ფონზე.
რაც შეეხება თვითონ მარსს. თხის რქებისთვის, ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით პირველი დეკადის ბოლო, მეორე დეკადის დასაწყისში დაბადებულებისთვის, ძალიან დიდი ენერგიის მომტანია. დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ თხის რქებს. თუმცა, აქ გადაჭარბების დიდი ალბათობაც არის. მარსი პლუტონთან შეერთებისკენ მოძრაობს, ეს კი უზარმაზარი ენერგიაა, ამიტომ, ამ ტენდენციის სწორად გამოყენებას ზომიერება და სიფრთხილე სჭირდება. თხისრქებმა, ეცადეთ, სასწორის ენერგიები გამოიყენოთ და, რქებით მიწოლის მაგივრად, დიპლომატიას მიმათეთ. ამ შემთხვევაში, შედები არაჩვეულებრივი გექნებათ.
ოპოზიციური კირჩხიბებისათვის, ეს პერიოდი რთულია. მათთვის დიდი დატვირთვებია და, პოზიტიურ ვარიანტში, ბევრი საქმე კეთდება, მაგრამ აქ ყველაფერი გარემოებებითაა განპირობებული. კირჩხიბი არ არის თავისუფალი თავის არჩევანში, ყველას რაღაც უნდა მისგან, რაღაც სჭირდება. ნეგატიურ ვარიატში - მას კონფლიქტები და კამათი მოუწევს.
ვერძი და სასწორისთვის - უკიდურესად დატვირთულობა და გადაღლაა მოსალოდნელი. განსაკუთრებით, პირველი დეკადის ბოლო - მეორე დეკადის დასაწყისში დაბადებულებისთვის, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად ვერძი-სასწორის ღერძზე გადის მზე და იუპიტერი, ამიტომ, ეს პერიოდი, შესაძლებელია, მომავალი წარმატების წინაპირობა გახდეს.
10-11 ოქტომბერი - მთვარე მერწყულშია, კონტაქტებისთვის, საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის, მომავალზე მიმართულ საქმიანოისთვის ეს 2 დღე საუკეთესოა.
12 ოქტომბერს - მთვარე (16:43 სთ-მდე) მერწყულის ზოდიაქოს გადის, მაგრამ „თავისუფალ გასვლაშია“, სხვანაირად რომ ვთქვათ - უკურსოა. როგოც წესი, საქმე ისე არ გამოდის, ჩვენ რომ გვინდა. სწავლისთვის, განმარტოებისთვის კარგი პერიოდია. იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობთ და, იძულებული ხართ, ხალხთან კონტაქტი იქონიოთ, ძალით და ჭიდაობით საქმის კეთებას ნუ შეეცდებით. დაელოდეთ და, დღის ბოლომდე, საქმე წარმატებით დასრულდება.
სამედიცინო რეკომენდაციები, როცა მთვარე მერწყულშია:
დაუშვებელია, ოპერაციები სახსრებზე, სამკურნალო პროცედურები ფეხებზე, ართრიტის, ნერვული სისტემის, გრძნობათა ორგანოების მკურნალობა. სუსტი ადგილია თვალები. ვისაც ნერვული სისტემის პრობლემები აქვს - უკონტროლო ენერგიის გამოთავისუფლების და ნერვული დაძაბულობის პერიოდია.
ამ დღეებში წყლის პროცედურებს ძალიან კარგი შედეგები მოაქვს.
ხელსაყრელი დროა დასვენებისთვის და ძალების აღგდგენისთვის, ზოგადი თერაპიული მკურნალობისა და შიმშილის დასაწყებად. თავი უნდა შევიკავოთ სასმელისა და ახალი მედიმეკანტებისგან. მკურნალობის არატრადიციული მეთოდები კარგ შედეგებს იძლევა.
დაავადების დიაგნოსტირება ამ დროს სირთულეებთან არის დაკავშირებული.
შესაძლოა, იმ დაავადებების გართულება, რომლებიც დაკავშირებულია სიხხლის მიმოქცევასთან, მხედველობასთან, ტრომბოზთან.
ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, ნევრასთენია, მიდრეკილება გულის წასვლისკენ, მიზანშეწონილია, პროფილაქტიკური ზომები მიიღონ.
დაუშვებელია ოპერაციები ვენების, ფლებიტის, თრომბოფლებიტის და წვივის არეში. თუ შესაძლებელია, აგრეთვე თავი ავარიდოთ ოპერაციებს - აპენდექციტის, ტვინის, ნერვული სისტემის და იმ ორგანოების, რომლებიც წნევას განაგებენ.
12 ოქტომბერს 16:43 სთ-დან მთვარე თევზებში გადადის და დარჩენილი 12, 13 და 14 ოქტომბრის 19:04 სთ-მდე თევზებში დარჩება. მთვარე თევზებში - მატებს რომანტიკას და ხსნის დაძაბულობას. თუ საქმეები თევზების თემებთანაა დაკავშირებული (ხელოვნება, სითხე, ქიმია, ზღვა, ტელევიზია, ვიეტუალური სივრცე და ა.შ.), მთვარე ასეთ სფეროებს ხელს უწყობს.
14.10.2016,11:13 - 14.10.2016, 19:08 - ეს პერიოდი უკურსო მთვარე იქნება.
სამედიცინო რეკომენდაციები, როცა მთვარე თევზებშია:
მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის მიღებას, განსაკუთრებით, ალკოჰოლური სასმელების, რადგან ამ პერიოდში თირკმელები ძალიან მგრძნობიარეა.
ასევე მოსალოდნელია ალერგიული რეაქციების გამწვავება. დაუშვებელია გრძნობათა ორგანოებზე, ღვიძლსა და ფეხებზე ოპერაციები და სხვა პროცედურები.
ხანგძლივი სიარულით არ გადატვირთოთ ფეხები. ასევე სოკოვანი დაავადებების დიდი რისკიცაა.
არ ჩაიტაროთ ფეხის მასაჟი, ჰიდროთერაპია, არ მიიღოთ ნარკოტიკული დამედიკამენტოზური პრეპარატები - თქვენთვის ჩვეულებრივი სტანდარტული დოზა, შეიძლება, გადაჭარბებული და, შესაძლოა, ფატალურიც აღმოჩნდეს.
არ არის რეკომენდირებული ოპერაციები ტერფებზე და ლიმფურ სისტემაზე.
15-16 ოქტომბერი - 16.10.2016, 8:23 - 16.10.2016, 19:04 - ამ პერიოდში ისევ უკურსო მთვარეა და სუპერ-აქტიური დღეებია, რადგან სავსემთვარობასთან ახლოს ვართ. ეს კვირის ყველაზე აქტიურო დღეებია. ჯობია, რომ შაბათ კვირა სპორტით, აქტიური დასვენებით დაკავდეთ. მაღალია კონფლიქტების ალბათობაც.
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ვერძში
ამ პერიოდში, დაუცველია თავი და, ამიტომ, არ არის რეკომენდებული ოპერაცია თავისა და სახის არეში, მათ შორის, პლასტიკურიც. აგრეთვე არაა რეკომენდებული ოპერაციები ტვინის, თვალების, ყურების, პირის, ენის, ზედა ყბის კბილების და ნიკაპის არეში.
ამ დღეებში არ გირჩევთ თმის შეჭრსა და კბილის ამოღება-მკურნალობას, აგრეთვე არაა სასურველი პროცედურები ყურებთან. მოსალოდნელია თავის ტკივილები.
მთვარე ვერძში - ეს ის პერიოდია, როცა აღგზნების რეაქცია ჯაბნის თავშეკავების რეაქციას. ამიტომ, ეს ხელსაყრელი დროა, რათა ფიზიკური სავარჯიშოებითა და სპორტით დაკავდეთ.
ზოგადად, ეს კვირა პოზიტიური და აქტიურია. იმედია, დაძაბულობის ენერგიას პოზიტიურად და საქმიანად გარდაქმნით და შედეგიანად გამოიყენებთ...

ლია ბარათაშვილი (Geo Astro)
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens