Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » მფარველი ანგელოზი - სელენა (თეთრი მთვარე)

მფარველი ანგელოზი - სელენა (თეთრი მთვარე)

მფარველი ანგელოზი - სელენა (თეთრი მთვარე)თეთრი მთვარე, ანუ სელენა - ესაა ფიქტიური პლანეტა, რომელიც მოხვედრილია ადამიანის რუკაში. ასტროლოგები ამ უკანასკნელს მიაწერენ მფარველის სტატუსს, თუმცა არის კატეგორია, რომელიც მას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. პირად რუკას დიდი მნიშვნეობა ენიჭება, რადგან უნდა გავიგოთ აღნიშნულით, თუ რა დონეზეა ჩვენი მფარველი ანგელოზი გაძლიერებული, რა კუთხით გვიცავს, კონკრეტულად რა ნიშანთვისებები უნდა გამოავლინოს ინდივიდმა, რომ უფრო მეტად იგრძნოს მისი მხარდაჭერა და დაცვა. ასტრო-რუკაში ის გვიჩვენებს თუ რა გააკეთა კარგად ადამიანმა და სად იყო სულიერად განვითარებული, მაშასადამე, მატერიალურად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს. სრულიად შესაძლებელია, რომ რუკის მიხედვით, სელენა არ იყოს ძლიერი და ადამიანი იმ სფეროებსა და საქმეში, თუნდაც მაგ ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ვერ გრძნობდეს თავს კარგად, ამიტომ, სამყაროს წესებს, კანონებსა და გამოძახილებს ყური უნდა ვუგდოთ, სუსტი სელენას შემთხვევაშიც შესაძლებელია ძლიერი მფარველობა, თუ ჩვენ სწორად განვითარდებით. მიმოვიხილოთ სელენას მდებარეობა ნიშნებში:

სელენა ვერძში
რუკაში სელენას ასეთი მდებარეობა გვიჩვენებს იმას, რომ ეს ადამიანი მეტად იდგა და იცავდა უშუალოდ დაჩაგრულ, გაჭირვებულ, ცხოვრებისეულად გალახულ ადამიანებს. ეს ადამიანი იყო მეტად რაინდული მონაცემების მქონე, არაა გამორციხული, გადაერჩინა ბევრი ადამიანის სიცოცხლე, მათ გამო დიდ რისკზე წასულიყო. თეთრი მთვარე ვერძში - ასეთი ადამიანები მეტად მამაცნი და ქვეცნობიერად ძლიერი, ოპტიმისტი პიროვნებები არიან. თქვენი მოვალეობაა, რომ ახლა, ამ ცხორვებაში ისევ კვლავინდებურად იდგეთ ასეთი ადამიანების გვერდით, დაიცვათ სუსტნი და არ უმუხთლოთ მათ, ასე მფარველ ანგელოზს ნამდვილად გაიძლიერებთ და მეტად იგრძნობთ მის მხარდაჭერას, რაც შეეხება სტიქიებიდან ცეცხლს, მასთან ახლო კონტაქტია საჭირო, ნუ შეიძულებთ მას, ასე დაარღვევთ სრულ იდილიას თქვენსა და მას შორის.
ვერძი მართავს ინგლისს და ირლანდიას.

სელენა კუროში
ასეთი ასპექტით დაბადებული ადამიანი მიწაზე მეტად კარგად გრძნობს თავს, მას უყვარს მატერიასთან შეხება, ის ამ კუთხით თავს კარგად გრძნობს. მას აქვს ნათელი კარმა, რადგან დიდი ალბათობით, წინა ცხოვრებაში ფულს და მატერიალურ შესაძლებლობებს სწორად და ზედმიწევნით კარგად გამოიმუშავებდა. ასეთი ადამიანები არიან ძალიან მშვიდნი, გაწონასწორებულნი, მას სილამაზის ძალიან კარგი აღქმა აქვს. მან იცის მატერიალურის ფასი, ფულს ხარჯავს სწორად და მიზანმიმართულად, მას დიდი და ბევრი პრობლემები არ უჩნდება ფინანსებთან მიმართებაში, გამოიმუშავებს იმდენს, რამდენიც ნამდვილად ეყოფა, შესაძლოა უფრო მეტსაც კი, ამგვარი ასპექტით არაა გამორიცხული, ვინმემ, რაიმე გათამაშებაში, ლატარეაში ან სხვა ამგვარ სფეროში, გარკვეული თანხაც კი მოიგოს.
უნდა გაიძლიეროთ კარმა, თუ ფულს დახარჯავთ მეტად უაზროდ და გაუმიზნავად, მაშინ მფარველი ანგელოზის დახმარებას ნაკლებად იგრძნობთ და არც იქნება უკვე ეს გასაკვირი, მიწა არ უნდა დააბიძნუროთ, პირიქით - მასთან უნდა იმეგობროთ. კარგია ურთიერთობა ბუნებასთან, მიწასთან. ასევე, მას უყვარს ოჯახი, მშობლებს უნდა სცეთ პატივი და მთლიანად აღნიშნულის იდილიას.
კურო მართავს ქვეყნებს - უკრაინას, საბერძნეთს.

სელენა ტყუპებში
ამ ასპექტით დაბადებული ადამიანი მეტადაა კონცენტრირებული უშუალოდ სწავლაზე, სამყაროს შემეცნებაზე, თვითგანვითარებაზე, ის გახლავთ ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარით დაჯილდოებული პიროვნება. არის მეტად უკომპლექსო. არის მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი ნატურა, ის წინა ცხოვრებაში კარგად ურთიერთობდა ხალხთან, განსაკუთრებით დედმამიშვილებთან, ახლო სამეზობლოსთან, პატიოსნად ვითარდებოდა და სწავლობდა მეტად ბევრს. ამ ცხოვრებაში მათ პროფესიებიდან შესაძლოა აარჩიონ ჟურნალისტიკა, აქვს ასევე კარგი ლინგვისტური მონაცემები. ის მაშინ დაკარგავს სელენას მფარველობას, როდესაც რაიმე ინფორმაციას დაამახინჯებს და მთლიანად გააყალბებს, გაიფუჭებს ურთიერთობას ოჯახშიც, ახლად გაცნობილ ადამიენბთან. თქვენთვის წარმატებულია ასევე ინტელექტუალური თამაშები, კარგია ქარი, ჰაერი, მასთან ურთიერთობა. აქ გაჯანსაღდება თქვენი ენერგიაც და თავს მეტად კომფორტულად იგრძნობთ.

სელენა კირჩხიბში
ეს ასპექტი ძალიან კარგია, რადგან ეს პირდაპირ მანიშნებელია იმისა, რომ ეს ადამიანი იყო ნამდვილი ერის შვილი, უყვარდა და იცავდა საკუთარ ოჯახს, სამშობლოს, იყო მეტად პატრიოტი და ახლაც ავლენს ამ ნიშანთვისებებს. მას, წესით, კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მისი კარმიდან გამომდინარე სახლში, განსაკუთრებით დედასთან, სანათესაოსთან, მისთვის მისი წინაპრები ლოცულობენ და ყოველთვის კარგად აჩენს საკუთარ თავს ამ ცხოვრებაში, ის ამ მხრივ მომგებიან ადგილასაა ინდივიდისთვის. თქვენ ახლა პატივს სცემთ ტრადიციებს, სამშობლოს, ოჯახურ იდილიას, ასე ნამდვილად შეიძლება მფარველი ანგელოზის გაძლიერება, თუ აღნიშნულს არ შეასრულებთ, მაშინ მის დამცავ ძალას ნაკლებად იგრძნობთ, რაც მხოლოდ გაუგებრობის მიზეზი იქნება, ისევ და ისევ არა მარტო სხვებთან, არამედ საკუთარ თავთანაც. კარგია ურთიერთობა წყალთან, ზოგადად, სითხესთან, არაა რეკომენდირებული წყლის დაბინძურება, მისადმი ცუდი მოპყრობა და უარყოფითად განწყობა. ეცადეთ დაიმუხტოთ კარგად. თქვენ უნდა იყოთ მეტად დამხმარე, ლოიალური, რომანტიკოსი ნატურა, ეცადეთ მაქსმიმალურად დადებითად ასხივოთ კირჩხიბის დადებითი მხარე, ეს მეტად განაპირობებს თქვენს წარმატებას.
კირჩხიბის ქვეყნებია - ჰოლანდია, აშშ-ის ნაწილი, ასევე უზბეკეთი.

სელენა ლომი
თეთრი მთვარე ლომში - ეს მიანიშნებს, რომ წინა ცხოვრებაში თქვენ იყავით მეტად გავლენიანი პიროვნება, გქონდათ გარკვეული ძალა და, რაც მთავარია, იყენებდით სწორად, ზუსტად, ნაკლებად ატარებდით ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ამპარტავნება, ქედმაღლობა, თავკერძობა, რაც ძალიან კარგია, პატივს სცემდით სხვათა აზრებს, პოზიციას, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლომი მართავს სასიყვარულო ურთიერთობებს, შესაბამისად, თქვენ გრძნობის გამოვლენისას იყავით ძალიან კარგი, ერთგული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვედბით და ეს ასეც იყო. ლომი პირად ურთიერთობებთან ერთად მართავს შვილებსაც, არაა გამორიცხიული, ყოფილიყავით მეტად კარგი, მზრუნველი მშობელი, ახლა კი ეს ნათელი კარმა გადმოვა თქვენზეც, თუ აღნიშნულს მეტად მოუფრთხილდებით, შვილებთან გექნებათ კარგი კავშირი, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობებში კი, არ უნდა გქონდეთ გაუგებრობა. ადვილად უნდა მოიპოვებდეთ სხვათა პატივისცემას და საზოგადოებისთვის მისაღები წევრი უნდა იყოთ. ლომის მფარველი, როგორც იცით, გახლავთ მზე, ამიტომ, ასეთი ასპექტის მქონენი არიან მეტად სიცოცხლისუნარიანები და თბილები, ცდილობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას და გამოსდით კიდეც. თქვენც ვერძის მსგავსად უნდა გქნდეთ ახლო დამოკიდებულება ცეცხლთან, არ უნდა განეწყოთ მისადმი ცუდად, პროფესიულად კარგია ხელოვნება, სცენა, კინორეჟისურა, ძირითადად ის პროფესიები, რომლებიც თავის გამოჩენასთან ასოცირდება.
ლომის ქვეყნებია - კალიფორნიის მხარე, საფრანგეთის ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილები, ასევე ავსტრია.

სელენა ქალწულში
თეთრი მთვარის ეს მდებარეობა დაკავშირებულია ადამიანის წინა ცხოვრებასთან, რომელიც ადამიანების ეხმარებოდა, ის იდგა მათ გვერდით, მან დადო ჰიპოკრატეს ფიცი და პატიოსნად ემსახურებოდა აღნიშნულს . ასეთი ადამიანი ზრუნავდა ხალხზე, იყო მეტად კარგი ექიმი/მკურნალი, რომელიც ძირითად დორს ხალხზე ფიქრში ატარებდა. ასეთი ასპეტის მქონე ადამიანებს ძალიან უყვართ სისუფთავე, დისციპლინის გამოვლენა, არიან მეტად თანმიმდევრულნი, კონცენტრირებულნი საკუთარ საქმეზე, მიზნებზე, მიწაზე მყარად დგანან თანაბრად ანაწილებენ ძალებს, როგორც სახლში, ასევე სამსახურში . ქალწული მართავს სამსახურს და მედიცინას, ამიტომ ამ მხრივ მათ პრობლემები ნაკლებად აქვთ ხოლმე, არც ექიმებს უჩივიან თუ დასჭირდათ, რა თქმა უნდა, რადგან მეტად ზუსტ დიაგნოზს უსვამენ და დაავადებებს მალე ირჩენენ.
ახლა თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ის ნიშანთვისებები, რაც მას აქვს, კარგია პირადი ჰიგიენის დაცვაც, თქვენ მუდამ უნდა იშრომოთ და ასე სამყარო დაგიფასებთ კიდეც გარჯას. კარგია, თუ წახვალთ და იმუშავებთ ჯანდაცვის სფეროში, ასევე კარგად გეხერხებათ ისეთი საქმიანობა, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან, საბანკო-საფინანსო სტრუქტურა, ბუღალტერია, ეს ყველაფერი თქვენ კარგად გეხერხებათ და ამ ასპექტით მეტად წარმატებულიც იქნებით.
ქვეყნებიდან ქალწული მართავს - გერმანიას, იაპონიას.

სელენა სასწორში
სელენას ასეთი მდებარეობა გვაუწყობს, რომ ადამიანი წინა ცხოვრებაში მეტად იბრძოდა სამართლიანობის, ადამიანთა უფლებებისათვის, ის გახლდათ ძალიან კარგი და მიუკერძოებელი მსაჯული, ადვოკატი, მოსამართლე, შესაძლოა ყოფილიყო ძალიან კარგი დიპლომატი, რომელიც ჩხუბის და გაუგებრობის მაგივრად საქმეს მშვიდად წყვეტდა. ისინი მეტად სამართლიანი ადამიანები არიან, მათ ამ ცხოვრებაშიც სძულთ გაუგებრობა და კამათი, ჩხუბზე ხომ საუბარიც ზედმეტია...
არიან ძალიან ელეგანტურები, მიმზიდველები, აქვთ სილამაზისა და სრული ჰარმონიის შეგრძნება, არიან ფაქიზი და ნაზი არსებები, მეტად მგრძნობიარე და გულჩვილი ხალხია.
მათ შეუძლიათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, მეგობრობა, არიან მეტად ინტელიგენტურები, თავისუფალნი და მშვიდი არსებები. მათთვის პროფესიულად კარგია - იურისპრუდენცია და დიზაინ-არქიტექტურა. ეცადეთ გქონდეთ კარგი დამოკიდებულება ჰაერთან.
სასწორი მართავს - ვენეციას.

სელენა მორიელში
სელენას ასეთი მდებარეობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ასეთი ადამიანი ძალიან ბევრს იბრძოდა წარსულ ცხოვრებაში, მას ჰქონდა ბევრი ბრძოლა გადატანილი, იყო მეტად მამაცი, იბრძოდა ხალხისთვის, სამართლიანობისთვის, ქვეყნისთვის. ის ამ ცხოვრებაშიც სულით მეომარია, უყვარს ექსტრემალურ ვითარებებში მოხვედრა და უმართლებს კიდეც. ამ ადამიანებს უყვართ ბრძოლა, სწორედ აღნიშნულით ივსებიან ენერგიით და მეტად კარგად გრძნობენ თავს. ისინი ასე ცოცხლობენ და ამიტომაც აქვთ კიდეც მფარველი ანგელოზის დაცვა. თქვენთვის ყველა ის სფეროა წარმატებული, რომელიც უკავშირდება სიმამაცეს, სულიერებას, უშუალოდ სულის ტრანსფორმაციას, ასევე ენერგიის ღიად გამოვლენას, სამართალდაცვას, კარგია ეზოთერული/მისტიური ცოდნის მიღებაც, შესაძლებელია, ბედი სცადოთ საბანკო-საფინანსო სფეროშიც. არაა გამორიცხული, რომ მემკვიდრეობითაც გერგოთ გარკვეული ქონება და ასე დააგროვოთ კიდეც სიმდიდრე. თქვენ უნდა იყოთ მეტად პატიოსანი და ეს ნათელი კარმა შეინარჩუნით, რათა იგრძნოთ მფარველი ანგელოზის დახმარება, დაცული უნდა იყოთ ავი თვალისგან, მაგიისგანაც, ყოველგვარი ცუდი შელოცვისგან.
მორიელის ქვეყნებია - გერმანიიდან ბავარიის მხარე, ინდონეზია, აღმოსავლეთის ვიეტნამი, ჩნეთის ჩრდილოეთ.ნაწილი, ავღანეთი.

სელენა მშვილდოსანში
ეს მდებარეობა პირად რუკაში იმის მანიშნებელია, რომ თქვენ წინა ცხოვრებაში იყავით კარგი ფილოსოფოსი, შესაძლოა მღვდელიც, სასულიერო პირი, ბრწყინვალე გურუ, ანუ მასწავლებელი, რომელიც კარგად მოძღვრავდა გარშემო მყოფებს. ასეთი ადამიანები არიან დაიჯლდოვებულნი შესაშური ოპტიმიზმით, აქვთ კარგი ნიჭი და უნარი, რომ იყვნენ ჩინებული პედაგოგები, მათ მოსწონთ, როდესაც სწავლობენ უცხოეთს, მათ კულტურას, ახალ ენებს, ფილოსოფიურ მოძღვრებებს და ასე ვითარდებიან და იხვეწებიან. ის პირდაპირ უმაღლესი განათლებისკენაა მიდრეკილი, რაც ნამდვილად კარგია. მას მუდამ სურს, რომ დაიხეწოს, განვითარდეს, აქვს ბრწყინავალე მსოფლმხედველობა, ტაძრების მშენებლობამ, შესაძლოა, მას წარმატებაც კი მოუტანოს, ასევე უცხოეთთან მიმოსვლამ და იქ კონტაქტების დამყარებამ. სელენა ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება, თუ მონაწილეობას აქტიურ ღონისძიებებში მიიღებთ, სპორტულ შეჯიბრებებში, პოლიტიკურ ნიადაგზეც კი გამოავლენთ თქვენს ძალას და ცოდნას, შეხედულებებს, ეს მეტად წარმატებული იქნება თქვენთვის, ცეცლს თქვენც პატივი უნდა სცეთ ვერძთან და ლომთან ერთად.
ქვეყნებიდან მშვილდოსანი მართავს - ესპანეთს, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილს, ასევე ავსტრალიას.

სელენა თხის რქაში
ამ ადამიანმა წინა ცხოვრებაში, დიდი ალბათობით, დათმო თავისი მატერიალური პირობები, უარი თქვა მასზე, მთლიანად გადაერთო სულიერ ცხოვრებაში, არაა გამორიცხული, რომ ყოფილიყო ბრწყინვალე იოგი, შესანიშნავი სასულიერი პირი, ასევე კარგი პოლიტიკოსი, რომელიც მუდამ ფიქრობდა და ზრუნავდა საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე. მას აქვს განვითრებული სატურნის მკვეთრი დისციპლინა, თანმიმდევრულობა, ამტანობა, პრაგმატულობა. თქვენ ამ ცხოვრებაშიც მუდამ უნდა გამოიყენოთ ეს თვისებები, რათა მარტივად ეზიაროთ წარმატებას. კარგია, თუ დასახავთ მიზნებს, გექნებათ იდეები და ამ ყველაფრის ხორცშესხმა და რეალიზაცია არ უნდა გაგიჭირდეთ. თხის რქა განაგებს კარიერას, ამიტომ, კარიერული თვალსაზრისით, მეტად კარგად უნდა გრძნობდეთ თავს. უნდა ჩნდებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ მხრივ დაგიდგებიან მხარში და მოგეხმარებიან. თქვენთვის კარგია იოგა, ლოცვა, მედიტაცია, თქვენ სულიერად ხართ ბრწყინვალე კონდიციებში, ამიტომ, თავისუფლად შეგიძლიათ, ამ ცხოვრებაში, თუ ასპექტებიც გიწყობთ ხელს, იცხოვროთ ასე და განვითარდეთ ამ კუთხით, კარგია პოლიტიკური საქმიანობაც, ყველა გადაწყევტილება ამ მხრივ უნდა იყოს ხალხის საკეთილდღეოდ მიღებული.
თხის რქა მართავს - გერმანიიდან საქსონიას, შვეიცარიას, ალპებს, ტიბეტს, ნეპალს.

სელენა მერწყულში
ამ ასპექტით დაბადებული პიროვნება, არაა გამორიცხული, ყოფილიყო ნამდვილი რევოლუციონერი, სამართლიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლი უშიშარი პიროვნება, რომელიც ეხმარებოდა ხალხს, მან იცოდა კარგი მეგობრობა, მხარში დგომა, იყო მეტად ჭკვიანი, ინტელიგენტი ნატურა, რომელიც იგონებდა სხვადასხვა სახის მექანიზმს. ასეთი ინდივიდები არიან მეტად კარგი გონების პატრონნი, მათ სულში აქვთ გამჯდარი, რომ უნდა იყვნენ თავისუფალნი, ვერ იტანენ ვერანაირ შეზღუდვას, კანონებს, ჩარჩოებს, ეს მათთვის სასჯელის ტოლფასია. თქვენ თუ გექნებათ ახლო შეხება ტექნიკასთან, პროფესიებიდან ასტროლოგიასთან, ეზოთერულ საგნებთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან, გამომგონებლობასთან, ეს მეტად კარგი იქნება თქვენთვის და იქნებით უფრო წარმატებულნი. უნდა გყავდეთ წესით ერთგული მეგობრები, რომლებიც მუდამ დაგიდგებინ მხარში და მოგეხმარებიან ყველა გასაჭირში და არა მარტო... თქვენ გაქვთ ახალი, ნოვატორული იდეები, გეგმები, ამიტომ, მათ სჭირდება ხორცშესხმა, რეალიზება. დროს ნუ დაკარგვთ, სამყარო მოგცემთ ამ მხრივ გასაქანს.
მერწყული მართავს - რუსეთს და პოლონეთს.

სელენა თევზებში
მშვილდოსნებისა და თხის რქების მსგავსად ამ ასპექტით დაბადებული ადამიანის კარმა შესაძლოა უკავშირდებოდეს ბერ-მონაზვნობას, ქურუმობას, რელიგიურ მსახურებას. ეს ადამიანი უხვად გასცემდა ადრე სიკეთეს და, რაც მთავარია, უანგაროდ ეხმარებოდა გარშემო მყოფთ, იყო ნამდვილი ქველმოქმედი, დამხმარე, ფაქიზი არსება, რომელსაც გული შესტკიოდა ცუდად მიმდინარე მოვლენებზე... ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი სამყარო, არაინ მეტად რომანტიულიები, ნაზი არსებები, უყვართ სიფაქიზე და ვერ იტანენ ვერანაირ გაუგებრიბას, კამათს... მათი მფარველი ანგელოზი გაძლიერდება მაშინ, როდესაც გააკეთებენ სხვათა მიმართ ძალიან ბევრ სიკეთეს, გახდებიან ქველმოქმედნი, მათ იტაცებთ ეზოთერული ცოდნა, ტაძარი, რელიგია, თევზები არიან ძალიან კარგი ფსიქოლოგები.
ეს ადამიანი ფლობს ძალიან დიდ სულიერ ძალას და მფარველი ანგელოზისგანაც გრძნობს ძლიერ მხარდაჭერას. არის მეტად თანამგრძნობი და მოსწონს, როდესაც მის გარშემო სხვა ადამიანებიც თავს კარგად გრძნობენ, მშვიდობის დროს თითქოს ენერგიით ივსება. ამიტომ, ამ ასპექტის ადამიანი არაფრის დიდებით არ უნდა გაბოროტდეს და არ უნდა წავიდეს ხალხის საწინააღმდეგოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავს ხალხისა და სელენას თანადგომას.
თევზები მართავს - ბრაზილიას.

გიორგი ლობჯანიძე
скачать dle 11.3
ნახვები: 5 157
 

ASTRO TV LIVE