» » პარანორმალურ მოვლენათა კვლევის ჯგუფი
Slide / პარანორმალურ მოვლენათა კვლევა

პარანორმალურ მოვლენათა კვლევის ჯგუფი

ააიპ. ასტროლოგიურ ეზოთერულ ცენტრში არსებული პრანორმალურ მოვლენათა კვლევის საინიციატივო ჯგუფი:

ჯგუფის მიზანია დააფიქსიროს და შეძლებისდაგვრად მეცნიერული და ეზოთერული თვალსაზრისით ამოხსნას და განმარტოს ესა თუ ის საზოგადოებისთვის ამოუცნობი მოვლენა, როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში (აზერბაიჯანი, სასომხეთი, რუსეთი).
მოგეხსენებათ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მრავალი ამოუხსნელი მოვლენა ხდება, არსებობს ამის მრავალი ვიდეო და ფოტო დოკუმენტიც, უფრო მრავალია ამ მოვლენების თვითმხილველები და თანამონაწილენი.
საქართველო ამ მხრივ საკმაოდ ჩამორჩება სხვა განვითარებულ ქვეყნებს. ეს მიმართულება, ასევე ემსახურება ადამიანების ცოდნის ამაღლებას, ჩვენი დახმარებით საზოგადოება გაიგებს თუ როგორ მოიქცეს გარკვეული ანომალიური მოვლენების დროს.
ასევე მთავრია ხალხის ადეკვატურობა, თუნდაც მათ მიერ ვინც გახდა რომელიმე ანომალიური მოვლენის თვითმხილველი. ხშირად ამ უკანასკნელთ გიჟად რაცხავენ, ან ფსიქიატრიულში ათავსებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია და მათ ჯანმრთელობას უფრო სტრესულს ხდის და უზიანებს ფსიქიკას. ამის მიზეზი კი მწვავე ინფორმაციული დეფიციტია. როცა ხარ ინფრომირებული, ხარ უფრო დაცული.
ეს მიმართულება საკმაოდ აქტუალურია ახალი ეპოქის ბავშვებისთვის, ბევრ მათგანს აღენიშნება გარკვეული სახის ხილვები, მოსდით ინფორმაცია სხვადასხვა სახით, ხედავენ ბევრისთვის უხილავ სხეულებს, არსებებს, ადამიანის ენერგეტიკას, აურას და ა.შ . მშობლის რეაქცია უმეტეს შემთხვევაში აქცენტირებულია, ანახოს ბავშვი ექიმს ან სასულიერო პირს, რომლებიც ხშირად უძლურნი არიან არსებული პრობლემის მოსაგავრებლად. ამ დრო ბავშვს ესაჭიროება გარკვეული ენერგეტიკული ვარჯიშები და შესაბამისი ინფორმაციის მიღება, რაც უნდა იცოდეს ზოგადად ფართო საზოგადოებამ.
ასევე ჩვენი მიზანია გეოპათოგენური ზონების გამოვლინება, კვლევა, აღრიცხვა და ფართო მასების ინფორმირება.

ჩვენი გუნდი შედგება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისაგან, რომლებიც კარგად ერკვევიან ზემოთ ჩამოთვლილ თემებში.
ჩვენ უკვე შევიძინეთ გარკვეული რაოდენობით სხვადასხვა სახის აპარატურა. ვსაჭიროებთ კიდევ რამოდენიმე სახის ხესაწყოს საბაზისო ინტრუმენტების შეგროვებისთვის.
კონკერტულად: სათვალთვალო ვიდეო კამერებს, გეოპათოგენური ზონის შემსწავლელ აპარატს, ელექტრო მაგნიტური ველის მაღალი და დაბალი სიხშირის საზომს, სითბული ხედვის კამერას, ფოტო-მახეებს.
სიახლეები ამ თემასთან დაკავშირებით დაიდება საიტზე და ფეისბუქის ჯგუფში: FB Page

თუ გექნებათ სურვილი და გამოცდილება მონაწილეობა მიიღოთ კვლევებში და შემოგვთავაზოთ კონკრეტული თემები ან ითანამშრომლოთ ნებისმიერი სხვა ფორმით დაგვიკავშირდით საკონტაქტო მონაცემებზე.

GeoAstro
პმკ ჯგუფი

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

შუნგიტი: შუნგიტიანი წყალის სამკურნალო თვისებები

...

სექტემბრის ასტროპროგნოზი

მაგიური პროგრამები, მათი სიმპტომატიკა, წარმომავლობა და გამოსავალი

Guide to cats and kittens