Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » როგორ განვავითაროთ ექსტრასენსული უნარები?

როგორ განვავითაროთ ექსტრასენსული უნარები?

როგორ განვავითაროთ ექსტრასენსული უნარები?













ფუნდამენტი ექსტრასენსული შესაძლებლობისა ყველას აქვს და არსებობს სავარჯიშოები რომლებიც მის განვითარებაში გვეხმარება.
მოსახლეობის 90% ფიქრობს რომ ექსტრასენსული უნარები ეს „საჩუქარია“ რომელიც მხოლოდ გამორჩეულებს ხვდათ წილად. დანარჩენი 10% კი, ვინც ამ „საჩუქარს“იყენებს დარწმუნებულია საპირისპიროში და თვლის რომ მისი გამოყენება ვარჯიშით მიიღწევა. ექსტრასენსად შესაძლოა ეზოთერიკამ გაქციოთ. სწავლა გვაძლევს საშუალებას რომ სწორად გამოვიყენოთ კოსმოსიდან მიღებული ენერგია, ჩვენთვის და ჩვენი ახლობლებისთვის.
თითეულ ადამიანს აქვს უნიკალური კომპლექტი „იარაღებისა“ სამყაროსთან საკომუნიკაციოდ. ჩვენი ამოცანაა მისი ძლიერი მხარეების ამოცნობა და მართვა. შესაძლოა დავიწყოთ მედიტაციით.

მედიტაცია.
ყველაფერი იწყება პრობლემაზე კონცენტრაციის უნარით. რაც უფრო მეტად ხართ კონცენტრირებული, მით უფრო მაღალია ალბათობა რომ ქვეცნობიერი სწორ პასუხს მოგაწვდით.

პროგნოზი.
ენერგეტიკული შესაძლებლობების დონეს მაღლა წევს მარტივი სავარჯიშოები, რომელიც დროის , მომდევნო ავტობუსის, აბონენტის სახელის გამოცნობას და ა.შ. ეხება.

ვიზუალიზაცია.
სავარჯიშო ვიზუალიზაციაზე გვეხმარება სიგნალების დაჭერაში და მათ სწორ ინტერპრეტირებაში. მაგ.: ხატვის, ძერწვის დროს ფორმის სახით ხდება აღქმულის გადმოტანა.

ყურება და დანახვა.
ნებისმიერ ადამიანს და უსულო საგანსაც კი აქვს განსაკუთრებული აურა, რომლის დანახვაც შესაძლებელია შიდა ხედვით. ცადეთ ეს სავარჯიშო: დადეთ ნებისმიერი საგანი ერთფეროვან ფონზე და საგანს დაუწყეთ მზერა, ისე რომ ფიქაცია საგანზე არ მოდიოდეს. ასეთ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ ენერგიის ველს საგნის გარშემო.
წინასწარმეტყველური სიზმრების სტიმულაცია.
სანამ დასაძინებლად დაწვებით, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა. “რა იქნება ხვალ?“ და პასუხიც მოვა სიზმრებში.

კაპრალი პრაქტიკა (Телесные практики)
ამ პრაქტიკისას მუშაობის უნარი თქვენს ხელებშია. ხელით შეგიძლიათ შეიგრძნოთ აურა. ეს უნარი გამოიყენება სამკურნალოდ და ფსიქოლოგიური პრობლეების დროს. საწყის ეტაპზე შეგიძლიათ ცადოთ საკუთარი აურის შეგრძნება შემდეგნაირად: ხელები მივადოთ ერთმანეთს და შემდგომ ნელ-ნელა დავაცილოთ. შემდგომ კვლავ დაუბრუნეთ ხელები საწყის პოზიციას. თანდათან თქვენ შეისწავლით როგორ უნდა დადგინდეს საკუთარი აურის ზღვარი. იგრძნობთ სითბოს ხელში.
ასეთი სავარჯიშოები გადავა უნარ-ჩვევებში, რომელსც შეუძლია ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება და სამყაროს სრულყოფილების აღქმა. იმისათვის რომ დავეხმაროთ არა მარტო საკუთარ თავს და გადავიდეთ მომდევნო საფეხურზე, საჭროა გამოცდილი ადამიანების ხელმძღვანელობით ვარჯიში.
ექსტრასენსული უნარები არა მხოლოდ განსაკუთრებული ძალაა, არამედ პასუხისმგებლობაც, რომლითაც ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

მოამზადა: AquaRiusскачать dle 11.3
ნახვები: 5 977
 

ASTRO TV LIVE