» » საგანთა ურთიერთმიმართების სიმეტრიათა მნიშვნელობა
ფენ-შუი / Slide

საგანთა ურთიერთმიმართების სიმეტრიათა მნიშვნელობა

საგანთა ურთიერთმიმართების სიმეტრიათა მნიშვნელობანიკოლა ტესლას აქვს ნათქვამი: როცა კაცობრიობა ვიბრაციაზე და სიხშირეზე ლაპარაკს დაიწყებს, მაშინ დადგება ოქროს ხანა დედამიწაზეო...
ალბათ ყველას გქონიათ გარკვეული უსიამოვნო შეგრძება, როდესაც ვინმე ნაცნობის ბინაში შესულხართ, მაგალითად ახალგარემონტებულში, სადაც თუნდაც სუფთა ენერგეტიკაა, მაგრამ რაღაც ისე ვერ გრძნობთ თავს კომფორტულად... საქმე ისაა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ოთახში ავეჯისა და ნივთების განლაგებასა და მათ შორის ურთიერთმიმართების სიმეტრიას - დისტანციას და განლაგების ფორმას. არათუ თავად ნივთს, მის სხვა ნივთთან ურთიეთმიმართებას, ნივთსა და ნივთს შორის სიცარიელესაც გააჩნია თავისი ვიბრაცია და კონკრეტული სიხშირე, რომელიც, ადამიანზე ან დადებითად მოქმედებს, ან უარყოფითად, ეს თვით ადამიანზეცაა ხოლმე დამოკიდებული, რა სახის სიხშირეს ატარებს თავად... ასეთი უსიამოვნო ფსიქოემოციური მდგომარეობა, შესაძლოა, თქვენს საცხოვრებელშიც იგრძნოთ, ამ დროს, შეეცადეთ შეცვალოთ ინტერიერი, ნივთების მდებარეობა და გადააადგილოთ ავეჯი.

საგანთა ურთიერთმიმართების სიმეტრიათა მნიშვნელობასაკრალური გეომეტრიის მიხედვით, მაგალითად, პირამიდის ძაბრისებური ფორმა ასრულებს ენერგოფილტრის ფუნქციას - ფართო ნაწილიდან იწყებს ნეგატიური ენერგიის აღებას, ხოლო წვეტიანი ნაწილიდან აგზავნის გაფილტრულ ენერგიას... თუ მაგალითად, თქვენს საცხოვრებელში, მიუხედავად ინტერიერის შეცვლისა, მაინც არაკომფორტულად გრძნობთ თავს, ვერ ისვენებთ, გიჭირთ დაძინება და მიუხედავად თქვენი პასიური მდგომარეობისა, მაინც იღლებით, შესაძლებელია დამხმარე საშუალებასაც მიმართოთ და ოთახში დადგათ პირამიდის ფორმის მინერალი, რომელიც უზრუნველჰყოფს ენერგოფილტრაციას. ამ ფუნქციის მინერალი გახლავთ უკვე ბევრისთვის კარგად ცნობილი შუნგიტი, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ ერთ ადგილას მოიპოვება, რადგან ის არამიწიერი წარმოშობისაა და მეტეორის ნაწილია. შუნგიტის პირამიდა, ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია სტაბილურად მშვიდი ატმოსფეროს შექმნისათვის...

ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი