ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » გურჯიევი -„ჭეშმარიტების სამყაროში“ (ნაწყვეტი)

გურჯიევი -„ჭეშმარიტების სამყაროში“ (ნაწყვეტი)

გურჯიევი -„ჭეშმარიტების სამყაროში“ (ნაწყვეტი)




















”ჭეშმარიტების სამყაროში” არის გიორგი გურჯიევის ლექციების ჩანაწერთა კრებული. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ თავად გურჯიევი თავის მოსწავლეებს არ აძლევდა უფლებას გაეკეთებინათ მისი საუბრის ჩანაწერები ,საბედნიეროდ რამდენიმე შორსმჭვრეტელი და არაჩვეულებრივი მეხსიერებით დაჯილდოებული მოწაფე შეეცადა დამატებით მოეხდინა მოსმენილი მასალის რეკონსტრუირება.

დავიწყებ აფორიზმებით, რომლებიც ჩარწერილი იყო პრიორის სასწავლებლის კარვის სახურავზე (”ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი” რომელიც გურჯიევნმა პარიზში დააარსა) დაწერილი იყო საიდუმლო ანბანით, რომლის გაშიფვრაც მხოლოდ გურჯიევის მოწაფეებმა შეძლეს

1. გიყვარდეს რაც ” არ გიყვარს”

2. უმაღლესი რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია, არის ქმედების უნარი

3. რაც უფრო ცუდია ცხოვრებისეული პირობები, მით უფრო უკეთესია მუშაობის შედეგები- თუკი განუწყვეტლივ გვახსენდება ჩვენი საქმე (იგულისხმება საკუთარ თავზე მუშაობა)

4. გააცნობიერე შენი თავი ყველგან და ყოველთვის

5. გახსოვდეს, აქ იმისთვის მოხვედი რომ შეგნებული გაქვს აუცილებლობა, ებრძოლო შენს თავს, მხოლოდ შენს თავს, მაშასადამე უმადლოდე ყველას, ვინც კი ამის შესაძლებლობას მოგცემს.

6. ჩვენ აქ შეგვიძლია მიმართულება გაჩვენოთ და პირობები შეგიქმნათ, მაგრამ არა დაგეხმაროთ

7. იცოდე, ეს სახლი ( იგულისხმება სასწავლებელი) მხოლოდ იმას შეიძლება დაეხმაროს, ვინც თავისი უსუსურობა შეიცნო და ტრანსფორმაციის შესაძლებლობისა სჯერა

8. როცა იცი რომ ეს ცუდია, მაგრამ მაინც აკეთებ ამით ცოდვას სჩადიხარ, რომლის გამოსწორებაც შემდეგ ძალიან ძნელია

9. გახსოვდეს შენი თავი ყველგან და ყოველთვის

10. უტყუარი ნიშანი იმისა, რითაც კარგ ადამიანს შევიცნობთ , არის ის რომ მას თავისი მამა და დედა უყვარს

11. შეაფასე სხვები იმის მიხედვით, რაც შენ ხარ და იშვიათად შეცდები

12. პატივი მიაგე ყველა რელიგიას

13 . გიყვარდეს ხელოვნება არა შენი გრძნობებით

14. დაეხმარე მხოლოდ იმას, ვინც უსაქმური არ არის

15. მე მიყვარს ის, ვისაც შრომა უყვარს

16. ნუ შეაფასებ ადამიანს სხვათა ლაპარაკის მიხედვით

17. ყურადღება მიაქციე იმას, რას ფიქრობენ შენზე და არა იმას რას ლაპარაკობენ

18. მოიშველიე აღმოსავლეთის გაგება და დასავლეთის ცოდნა- შემდეგ კი ეძიე!

19 . მხოლოდ ის ვისაც შეუძლია გაუფრთხილდეს და დააფასოს სხვისი ქონება, იმსახურებს საკუთარ ქონებას

20. მხოლოდ შეგნებულ ვნებათა ღელვებს და ტანჯვას აქვს აზრი

21. როდესაც სხვებს ასწავლი შენ თვითონაც სწავლობ

22. ჯერ ცხოველებისადმი სიყვარულში უნდა გაიწაფო, ისინი უფრო ფხიზლები და გულისხმიერნი არიან

23. სჯობს დროებით ეგოისტი იყო ვიდრე ყოველთვის უსამართლო

24. გახსოვდეს რომ შრომა თვითმიზანი არ არის, ის მხოლოდ საშუალებაა

25. სამართლიანი, მართალი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც შეუძლია სხვათა მდგომარეობის შეცნობა

www.esoteric.ge

დალიელა
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 8487
 

ASTRO TV LIVE