» » ოქტომბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროპროგნოზი

ოქტომბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი






















ზოგადად 2013 წელი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, როგორც ცალკეული ინდივიდებისთვის, ისე სისტემებისთვის, სახელმწიფოებისთვის, რელიგიებისთვის. ეს არის გარდამავალი პერიოდის დასაწყისი. პერიოდის როცა იმდენად გლობალურად იწყებს სამყარო შეცვლას, რომ თუ ფეხი არ ავუწყვეთ მაშინ უბრალოდ საარსებო პირობები არ გვექნება მომავალში არსებობის გასაგძელებლად.
შესაბამისად, ოქტომბრის თვეშიც ვარსკვლავების ზოგადი განლაგება არც თუ ისე სახარბიელოა . ამიტომ კარგი იქნება გავითვალისწინოთ ასტროლოგების რჩევები და ეს ცუდი განლაგება, საკუთარ ცოხვრებაზე მორგებულად „გადმოვალაგოთ“. პირადი ურთიერთობების და ცხოვრების ოპტიმალურად წარმართვისათვის რუბრიკას რჩევებს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი აძლევს:

„თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს, ვინც არ იმყოფება ქორწინებაში, ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ ვიჩქაროთ. სტატუსის შეცვლისთვის თქვენ ჯერ მზად არ ხართ, ამიტომ სჯობს ყველაფერმა თავისი დინებით იაროს. მოგვიანებით განგება მოგცემთ ნიშანს თუ როგორ მოიქცეთ - პარტნიორთან ურთიერთობა სამუდამოდ შეწყვიტოთ თუ ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადახვიდეთ. მთავარია არ დაგძლიოთ მერკანტილურმა ინტერესებმა და რეალობას ობიექტურად შეხედოთ.
2013 წლის შუა შემოდგომის პერიოდი პრაქტიკულად ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის დაძაბული იქნება, რადგან დიდია კონფლიქტების ალბათობა. მოგვიწევს არაერთი პრობლემის გადაჭრა როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. ამიტომ ეს პერიოდი ნერვული დაძაბულობით იქნება გამორჩეული. ოქტომბერი გარკვეულწილად გამოსაცდელი პერიოდია. შევამოწმებთ ჩვენს სიმტკიცესა და მოთმინებას. თუ გავივლით ამ გამოცდას , მაშინ მომავალში წარმატებებს უნდა ველოდოთ. არ დაივიწყოთ, რომ შუა შემოდგომის კრიზისი დროებითია და მალე ყველაფერი დალაგდება.
დაძაბულობა სამსახურშიც შეგვხვდება. გადაწყვეტილება გააზრებულად და მშვიდად უნდა მივიღოთ. ასევე, მოთმინებით უნდა მოვეკიდოთ არსებულ პრობლემებს, რაც დაკავშირებული იქნება დოკუმენტაციასთან და საოფისე სამუშაოსთან. აუცილებელია სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტული მიმართულებები, რათა დრო წვრილმანებზე არ დავკარგოთ და ყურადღება მთავარზე გავამახვილოთ. ამისთვის უნდა დავგეგმოთ ჩვენი საქმე, გავთვალოთ დროში და შემდეგ ვიმოქმედოთ.
ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, რომ საუკეთესო დრო გადამჭრელი მოქმედებისთვის არის ოქტომბრის პირველი ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარში სჯობს საკითხს აუჩქარებლად და გეგმიურად მივუდგეთ. ამ პერიოდში შეგიძლიათ თქვენი გეგმები დააწყოთ და დროში გაწეროთ.
ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური იქნება. ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის ამ მხრივ საკმაოდ დაძაბული პერიოდია. თანხები საკმარისი იქნება მხოლოდ ყოველდღიური არსებობისთვის და ისიც გაჭირვებით. დიდ ფინანსურ ოპერაციებს და ძვირადღირებული საქონლის ყიდვას უნდა ერიდოთ. ფინანსური დახმარებისთვის უკეთესია მიმართოთ მეგობრებსა და ნათესავებს ვიდრე ბანკებსა და საკრედიტო ორგანიზაციებს.
გარკვეულ გამოცდებს გვიმზადებს ვარსკვლავები პირად ცხოვრებაშიც. ხშირ შემთხვევაში, ეს მოულოდნელი არ იქნება. დიდია კონფლიქტების ალბათობაც. აჯობებს ეს პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროთ, რათა უსიამოვნებებს წერტილი დაუსვათ. უმჯობესია ეს იყოს კოსნტრუქციული საუბარი და არა ემოციური ჩხუბი.“

პირადის გარდა, ასევე საინტერესოა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ასტროლოგის თვალით დანახული მომავლის ალბათობა. 2013 არჩევნების შემდგომი პერიოდის პროგნოზე გვესაუბრება ხათუნა ღვინიაშვილი:

„2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რაღაც სულ 1 კვირით უსწრებს მზის დაბნელებას , რაც 3 ნოემბერს მოხდება.
როგორც წესი, მზისა თუ მთვარის დაბნელებებს საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ იმ მოვლენებზე, რაც დაახლოებით 10–14 დღით წინ უსწრებს ან მოსდევს მათ.

ეს დაბნელება იქნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მე-12 გრადუსზე , რაც ძალზე ხშირად კრიზისებისა და ექსტრემალური სიტუაციების მასტიმულირებელია. სამწუხაროდ, არაა გამორიცხული ამ პერიოდს დაერთოს ბუნებრივი კატაკლიზმები, ასევე მასობრივი არეულობები. თუმცა მათ მიზანს წარმოადგენს არსებული სიტუაციის ტრანსფორმირება.
სავარაუდოდ, დასრულდება ერთი და დაიწყება მეორე, სრულიად ახალი ციკლი. მოხდება მმართველობის სისტემის ცვლა, არ დააყოვნებს სერიოზული ტრანსფორმაციაც ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რუკას თუ განვიხილავთ დაბნელების ჭრილში, ის მე-4 სახლში ხვდება, რაც ასტროლოგიურად ყველაზე ძირეულ საფუძვლებს, ტრადიციებს, ფუნდამენტს წარმოადგენს. ის ასევე წარმოადგენს '' უბრალო'' ხალხს, რომელიც უპირისპირდება არსებულ ხელისუფლებას. შესაბამისად, ცვლილებებიც ალბათ ამ მხრივ იქნება მოსალოდნელი.

საინტერესოა, რომ ამ დაბნელების მომენტში მორიელში იმყოფება სატურნიც. ის კი არის მოვალეობებისა და დროის პლანეტა. ანუ, ის, ვინც თავის მოვალეობებს პატიოსნად ასრულებდა, სულ მალე დამსახურებულ ჯილდოს მიიღებს. ის კი, ვინც სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებდა პასუხისმგებლობას – მკაცრად დაისჯება!

აქვეა პროზეპრინაც, რომელიც თავის მხრივ მიძინებული ძალის ხელახლა აღორძინების, აღდგენის მომასწავებელია.

და ასევე მორიელშია მერკურიც, რომელიც ჩვენს მენტალობას განაგებს. სავარაუდოდ, ყველას დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს გონივრული და მიზანმიმართული.

და ბოლოს, დაბნელება ხდება მთვარის აღმავალ კარმულ კვანძთან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოსალოდნელი ცვლილებების სისწორესა და გარდაუვალობას.

p.s. ისტორიას განმეორებითობა ხშირად ახასიათებს. უახლოეს წარსულში მორიელის ნიშანში მზის დაბნელება იყო შარშან - 13 ნოემბერს, რამაც საქართველოში ყველასათვის ცნობილი ძვრები გამოიწვია.
ვფიქრობთ, წელსაც ვიხილავთ ხელისუფლების გარდაუვალ ცვლილებებს, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით.
ჩემის მხრივ, ყველას სიმშვიდეს და მოსალოდნელი ტრანსფორმაციის იოლად გაადატანას გისურვებთ.“скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

მთვარე – დეკორაციები , ფუნქციები.

Guide to cats and kittens