» » ცნობიერების სივრცე
ეზოთერიკა / Slide

ცნობიერების სივრცე

ცნობიერების სივრცემე, უსასრულო სამყაროებით მოთამაშე, გიწვევ თამაშში.
თამაშს ორადორი წესი აქვს:
შეინარჩუნე ჰარმონია და მიიღე მომხდარისგან სიამოვნება.


ყველა სიტუაცია მხოლოდ ერთი სიტუაციაა. ყოველი ადამიანი – ერთი ადამიანი. წარსული, აწმყო და მომავალი ერთი და იგივეა. ცნობიერების ყველა მდგომარეობა ერთი მდგომარეობაა. ტკივილი და სიამოვნება არ განსხვავდება ერთმანეთისგან. არ არსებობს ჭეშმარიტება და მცდარი მიმართულება. არ არსებობს კარმა, ბედი, მონობა და თავისუფლება. სიკვდილი არაფრით განსხვავდება სიცოცხლისგან. შინაგანი და გარე სამყაროების მრავალფეროვნება ერთია. ის არარსებული ჩანს, მაგრამ მასშივე დევს ყოველი არსის დაბადება და კვდომა. არ არსებობს ის, ვინც მის აღქმას შეძლებს. არავინ არსებობს, ვინც მას მთლიანად არ მოიცავს – მსგავსი რამ არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ მის გარდა არაფერი არსებობს. სიტყვებს არ აქვს მნიშვნელობა. აუწერელი ცნების აღწერისას, მის არსს ვამახინჯებთ. ამიტომ, საუბრის ნაცვლად, უმჯობესია გავჩუმდეთ. ადამიანები იბადებიან რათა ამოწურონ ყოფიერება და სინათლეს დაუბრუნდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს არ ესმით, იკარგებიან ლაბირინთში. აწყდებიან კუთხეებს და ითხოვენ ცეცხლს, გაღვივებულ ცეცხლს კი ზურგს აქცევენ და კვლავ სიბნელეში იკარგებიან. ის მცირე ნაწილი, რომელმაც ლაბირინთს თავი დააღწია, უკან არასდროს დაბრუნდება. მათ დატოვეს გასასვლელი ნიშნები, ადამიანებს კი დაავიწყდათ ამ ნიშნების მნიშვნელობა და მხოლოდ ეთაყვანებიან მათ. მაგრამ თანდათან ჩნდებიან ისინი, ვინც მიმართულებას ინტუიტიურად გრძნობს და სხვებსაც თავისკენ იხმობენ. სიბნელისგან დაბრმავებული ადამიანები, მათ ხმას მიჰყვებიან. ის ვინც ხმას გაიგებს, სწორი მიმართულებით იწყებს სიარულს. როდესაც ლაბირინთი დაცარიელდება, დაინგრევა. მაშინ თამაშიც დასრულდება.

ნაწყვეტი ილია ბელიაევის წიგნიდან “ცნობიერების სივრცე”

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რუქის განხილვა - ლია ბარათაშვილი და თორნიკე ბიძინაშვილი (GDS დილა 26.11.2014)

...

მთვარე – დეკორაციები , ფუნქციები.

რუნები - ისტორია

Guide to cats and kittens