» » გონებაში აზრების წარმომავლობა, მოქმედება და მართვის აუცილებლობა
ეზოთერიკა / Slide

გონებაში აზრების წარმომავლობა, მოქმედება და მართვის აუცილებლობა

დავიწყოთ იმით, რომ ყველა და ყველაფერი ერთი მთელის ნაწილს წარმოადგენს, რომლისგანაც შედგება ეს მთელი და, ბუნებრივია, ერთი დეტალი მეორე დეტალზე და ზოგადად მთელზე, როგორც საათის მექანიზმის კბილანები, მიზეზ-შედეგობრივად, ზუსტად ასე ზემოქმედებენ და მუშაობენ ერთმანეთზე... გამომდინარე აქედან, ოკულტური სფეროს კონკრეტული მეცნიერება, რომელსაც ასტროლოგია ჰქვია, შეისწავლის კოსმოსში არსებულ ენერგოინფორმაციულ ნაკადებს კონკრეტულ პერიოდებთან დაკავშირებით, თუ როდის როგორი ინფორმაციული ნაკადი შემოდის პლანეტა დედამიწაზე და როგორ აისახება კონკრეტულ ინდივიდებზე, სახელმწიფოებზე და მოვლენებზე... ესე იგი, საქმე გვაქვს ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ნების გარეშე სამყაროში აღძრულ ტენდენციებთან, რომლებიც ჩვენს აღქმაში აფორმირებენ მოვლენათა და ჩვენსავე ინდივიდუალრ მდგომარეობათა მიმართ კონკრეტულ ინტერპრეტაციებს, ჩვენში უკვე არსებული აღქმის დიაპაზონებიდან გამომდინარე, რომელი დიაპაზონებიც, დაბადების მომენტში ისევ სამყაროში არსებულმა ინფორმაიცულმა ნაკადმა წარმოქმნა და განაპირობა...

ესე იგი, ჩვენ დაბადებიდან გაგვაჩნია გონებრივ შესაძლებლობათა ის კომპლექტი, რომელიც ზუსტად დაბადების მომენტში ჩვენს ინდივიდუალურ სიხშირულ ველში, როგორც პრიზმაში სხივი, ისე გატყდა და მოახდინა ამ შესაძლებლობათა კომპლექტის ფორმირება...

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აზრები, რომლებიც ადამიანებს მოსდით გონებაში და ბევრს გონია, რომ ეს მისი აზრია, სინამდვილეში, არის ენერგოინფორმაციული ტოტალური, პლანეტარულ და ზოდიაქალურ განლაგებათა დინამიკიდან გამომდინარე წარმოქმნილი მუდმივცვალებადი ტალღა, რომელიც ინტენსიურად შემოედინება დედამიწაზე და რომელ დედამიწასაც, ზუსტად ისეთივე ინდივიდუალური სიხშირული პრიზმა გააჩნია, როგორიც ნებისმიერ ადამიანს და ისევე აძლევს ინტერპრეტაციას ამ ტალღას, როგორც ნებისმიერი ინდივიდუალური ადამიანი თავისი დაბადების მონეტში „დანათლებული“ თუ აღზრდის პროცესში შეძენილი ფასეულობათა სისტემებიდან გამომდინარე.
დიახ, აქ საუბარი გვაქვს კოსმოსიდან შემოსული ტალღის გადამამუშავებელ ფილტრზე, პრიზმაზე, ასე ვთქვათ, რომელიც ამ ერთ პლანეტას თავისი ერთი ცალი გააჩნია, რომელი ამ ერთი ცალი პრიზმის სიხშირულ ველში 7 მილიარდზე მეტი ინდივიდუალური სიხშირული ფილტრის მქონე ადამიანი ცხოვრობს...

ახლა ვთქვათ, თუ რა სიხშირულ ფილტრზე, პრიზმაზე გვაქვს საუბარი,ესაა: 
ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების ინდივიდუალური მანერა, ინდივიდუალური სიმძლავრე, თუ წამში რამდენი „ტერაბაიტის“ მიღება და გადამუშავება როგორ და, შემდგომ, რა შედოგობრივი გამოყენების პერსპექტივით შეუძლია ადამიანის ან პლანეტის გონს („პროცესორს“) და მათ მთლიან სქემასა და ინდივიდუალურ ორგანულ შემადგენლობას...

ახლა განვიხილოთ ადამიანის სიცოცხლის ფორმის ბუნებრივი მენტალური ენერგო სტრუქტურა, თუ რა შეუძლია მას: კერძოდ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და სწორად გავაანალიზებთ,მივხვდებით, რომ ნებისმიერი კონკრეტული ფიზიკური ობიექტი, რომელსაც, ლოგიკურად გააჩნია თავისი ნატიფი მენტალური (ობიექტის იდეა, აზრი, გონი) ენერგოსტრუქტურა, შემძლეა წარმოქმნას კონკრეტული სიხშირული ენერგოინფორმაციული ტალღა, რომელი ტალღაც, დროთა განმავლობაში, მყარდება და იძენს ხილული მატერიის ან მოვლენის ფორმას.
ეს ფორმებია, ასე ვთქვათ (უკვე ზემოთ განვიხილეთ, თუ რაზეა საუბარი):
ხილული პროცესები.
ფსიქიკური მდგომარეობები და მეტიც - ნატიფი პროგრამული სახის ტალღა ზემოქმედებს ელექტროტექნიკაზე, ამინდზე, სეისმურ აქტივობაზე და ხილული რეალობის უამრავ დეტალზე...
სამყაროში არსებული ნებისმიერი ობიექტის ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მოაზროვნე არსებას, ადამიანსაც გააჩნია და მეტიც - მას გარეშე ფაქტორების ზემოქმედების მიუხედავადაც შეუძლია წარმოქმნას დამოუკიდებელი მენტალური სქემა, პროგრამა ასე ვთქვათ, რომელიც სურვილის ენერგიით, ემოციური მუხტით იძენს სიცოცხლისუნარიანობას და მიილტვის აგრეთვე მყარ მატერიაში რეალიზაციისკენ...
ამას, მოაზროვნე გამცნობიერებელი არსების, ადამიანის შემთხვევაში, ჰქვია მაგიური შესაძლებლობა, რომლითაც ყველა იბადება ხოლმე...

ჩვენ მიმოვიხილეთ აზრების და არა მხოლოდ აზრების წარმომავლობა და თვისობრიობა, რომლის დამახასიათებელიცაა გონებაში წარმოსახული ან იდეაში წარმოქმნილი/არსებული სქემის პროგრამულობა, პროგრამა, როგორც წინასწარი გეგმა რაიმე მდგომარეობის, ან მოვლენისა, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს და სრულდება კიდეც...

აქედან გამომდინარე, უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვაცნობიერებდეთ, რომ

1) ადამიანები დაბადებიდანვე არიან ბუნებით მაგები, რომლებიც ქმნიან მენტალურ პროგრამებს და ემოციური მუხტით სისრულეში მოყავთ გონებაში წარმოდგენილი სქემა მყარ მატერიალურ დონეზე.
2) პირველ პუნქტში აღწერილი მოვლენა, ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს გაუცნობიერებლად, შეუგნებლად გამოსდით, რაც ცხოვრებაში თავიანთი ბედის მწერლებად აქცევთ...
3) შესაძლებელია ზემოთა პირველ 2 პუნქტში მოცემული პროცესი ადამიანმა შეგნებულად და გაცნობიერებულად აღძრას, რაც მას საკუთარი ბედის გემოვნებიან შემოქმედად აყალიბებს...

ამ ყოველივე ზემოთქმულის რეალურობაში დასარწმუნებლად გთავაზობთ სულ რაღაც 9 წლის წინანდელ ისტორიულ მოვლენას ამერიკულ კინოინდუსტრიაში:
2010 წელს მსოფლიომ იხილა ფილმ „2012“-ის პრემიერა სხვადასხვა ქვეყნის მრავალ კინოთეატრში ერთდროულად, ხოლო შემდეგი თვეების განმავლობაში ის კიდევ მეტ და მეტ კინოთეატრში, ტელევიზიებში თუ ინტერნეტსივრცეში ტრიალებდა.
შეგახსენებთ ფილმის სიუჟეტს - მაიას ტომის ე.წ. კალედრის თანახმად, „მსოფლიოს აღსასრული“ უნდა დამდგარიყო 2012 წლის 21 დეკემბერს, რის შესახებაც, ფილმის რეჟისორმა კომპიუტერული სიმულაციის გზით ამ „აღსასრულის“ აზრფომები, სცენები შექმნა. ამ სცენებში ხდება მიწისძვრები, ვულკანის დიდი უზარმაზარი ამოფრქვევა, რაც მთელს პლანეტაზე იწვევს ცუნამებს და ტოტალურ ნგრევას, მსხვერპლს...
ეს წარმოდგენილი სიუჟეტი ადამიანთა დიდმა რაოდენობამ ერთდროულად და გარკვეული დროის (თვეების) მანძილზე ინტენსიურად წარმოიდგინა მენტალურ სივრცეში, გონებაში, რომელზეც ფილმში მიმდინარე მოვლენების მიმართ შიში და ემოციური განცდები, შერძნებები აღეძრათ.

ფაქტიურად, რა სქემაზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, მოხდა ეს: 
მრავალი ადამიანის გონებაში ერთდროულად წარმოიქნა სქემა, რომელიც ემოციამ გააცოცხლა და შეიქმნა მაგიური პროგრამა...
გადის 1 წელი და, ზუსტად ფილმში აღწერილი სიუჟეტი რეალიზდება იაპონიაში ცნობილი ტრაგედიის სახით.
მაშინ, 2011 წელს იაპონოაში ვულკანისა და სეისმური აქტივობის შედეგად დაზიანდა უამრავი მოქალაქე, წარმოქმნილმა ცუნამმა დაძირა ქალაქები და საფრთხე შეუქმნა ატომური ელექტროსადგურის მუშაობას, რასაც, შესაძლოა, რადიაციული გაჟონვის შედეგად, ბირთვული კატასტროფა გამოეწვია (გემახსოვრებათ, ალბათ, ატომური ელექტრისაქდგურის „ფოკუშიმას“ მაშინდელი კრიტიკული მდგომარეობა) და მაგ დროს, დედამიწის ღერძი კიდევ 8 სანტიმეტრით გადაიხარა...

...კიდევ ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება და თქვენც შეგიძლიათ გაიხსენოთ - თქვენს ცხოვრებაში რამდენჯერ ყოფილა, რომ რაზეც გიფიქრიათ და შეგშინებიათ გონებაში წარმოდგენილი შესაძლო რეალობისა, იმდენჯერ ერთი ეთში მომხდარა... ასე რომ, აქ უკვე უნდა დავფიქრდეთ და მეტი დრო დავუთმოთ თვითშემეცნების პროცესს:
ვინ ვართ?
რა შეგვიძლია?
და როგორ მოხერხდეს ისე, რომ რაც ჩვენთვის მისაღებია მივიღოთ და, რაც მიუღებელია - გავუშვათ...
სწორედ აქ, შეიძლება ითქვას, რომ უზენაესი შემოქმედის მსგავსი ქმნილება, რომლის შვილიც ადამიანია, შემძლეა შექმნას რეალობა, მართოს ის სასურველი მიმართულებით და გახდეს თავისივე ბედის გემოვნებიანი შემოქმედი...

P.S. შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ: რას ნიშნავს ღმერთი და როგორ გავხდეთ საკუთარი ბედის გემოვნებიანი შემოქმედნი

ლაშა ჩხენკელი
ოკულტური სალონი

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ვოლფ მესინგი (დოკუმენტური ფილმი)

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი