593 97 88 67
info@geoastro.ge
tornike299@gmail.com
2018 წლის 15 მაისს ურანი გადადის კუროში
ამ გადასვლით მთავრდება მსოფლიოს აგრესიული და საომარი განწყობა იმ უხეში და ფეთქებადი ფორმით, რომელიც ჩვენ გავიარეთ ურანის ვერძში ტრანზიტისას, სადაც ის ომის ღმერთის-მარსის მმართველობაში იმყოფებოდა და აფორმირებდა უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე მთავარ ასპექტს-პლუტონთან კვადრატს თხის რქაში.
თუმცა, ამავდროულად ეს იყო მეცნიერებაში და კოსმონავტიკაში ტექნიკური წინსვლის, ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების (განსაკუთრებით ელექტრონიკისა და ელექტრომოწყობილობების დარგში), ეკონომიკის ყველა სფეროსა და საყოფაცხოვრებო კომპიუტერიზაციის პერიოდი.
ურანით ნიშნის ცვლილების მომენტში ყველაფერი ძველი და დრომოჭმული უკვე გამოკვლეული, დანგრეული და გასუფთავებულია.
კუროში ურანი იწყებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ შენებას.
2018 წლის 15 მაისს ურანი თავდაპირველად შევა კუროში, რასაც მოჰყვება მისი დროებითი დაბრუნება ვერძში 2018 წლის 6 ნოემბრიდან 2019 წლის 6 მარტამდე, რათა მან „დაასრულოს დაუმთავრებელი საქმეები“ ან „დაბრუნდეს რაღაც დავიწყებულისათვის“.
2019 წლის 6 მარტიდან ურანი საბოლოოდ დამკვიდრდება კუროში უახლოესი 6 წლით 2025 წლის ივლისამდე.
2025 წლის 7 ივლისიდან 2026 წლის 26 მაისამდე ურანი გააკეთებს მარყუჟს, რომლის დროსაც ტყუპებში დროებით მოხვედრილი, ისევ დაბრუნდება კუროში.
2026 წლის 26 აპრილს კი ურანი საბოლოოდ დატოვებს კუროს ნიშანს მომავალი 84 წლით.
კურო-წარმოადგენს ზოდიაქოს ნიშანს, რომლის სიმბოლოც ნატალურ რუქაში არის ადამიანის რესურსები, ხოლო მუნდალურ ასტროლოგიაში-კაცობრიობა.
პლანეტა დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ფორმის დუალურობიდან გამომდინარე, რესურსები ორ ტიპად იყოფა:
-მატერიალური რესურსები-პირადი ფინანსები, ნივთები, საკუთრება. მუნდალურ ასტროლოგიაში-სახელმწიფოების ბუნებრივი რესურსები, ენერგიის წყაროები (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, მდინარეები, ატომი და სხვა), სასარგებლო წიაღისეული, მიწისქვეშა ძვირფასი მეტალები და მინერალები, ტერიტორიები, ნაყოფიერი მიწები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის (მიწათმოქმედება და მეცხოველეობა).
-ადამიანის ენერგეტიკული რესურსები-მისი ენერგეტუკული მდგომარეობა და როგორც შედეგი, ფიზიკური ჯანმრთელობა.
კურო- ნაყოფიერების, შექმნის, მშვიდობის, მატერიალური კეთილდღეობის, სულიერი სიმშვიდის, მოთმინების, ხელოვნების, სილამაზის, კომფორტის, დაკმაყოფილებისა და მიწიერი სიამოვნებების სივრცეა.
ურანი-ესაა დამოუკიდებლობის, შემოქმედების, ორიგინალურობის, ცვლილებების, თავისუფლების სიმბოლოს მატარებელი უმაღლესი პლანეტა, ფორმების დამანგრეველი და სულის განმანთავისუფლებელი შივა.
ურანია ცის მეპატრონე, უმაღლესი სიბრძნე, კოსმოსის ელჩი ჩვენს სამყაროში. ის კოსმიური გავლენების გამტარებელი პლანეტაა, რომელშიც გაივლის ყველა კოსმიური იმპულსი მანამ, სანამ სატურნის მატერიალურ სამყაროში მოხვდება. სამედიცინო ასტროლოგიაში ურანი წარმოადგენს ცენტრალურ ნერვულ სისტემას (მერკური-პერიფერიული ნერვული სისტემა), ჰიპოფიზის ფუნქციასა და უმაღლეს მენტალურ შესაძლებლობებს.
ურანი ნატიფ დონეზე რბილად მუშაობს: გონების განათება, გამომგონებლობა, ინტუიცია, ნათელმხილველობა, ინსაითი (შექმნა, არსში ჩაწვდომა, გაგება, უეცარი მიხვედრა, აღმოჩენა), შემეცნების საზღვრების დედამიწისეული ჩარჩოდან გატანა, ექსტრასენსორიკა.
მიწიერ-მატერიალურ დონეზე ურანი მოქმედებს უხეშად: მოულოდნელობა, იმპულსურობა, შოკი, სტრესი, ხისტი ცვლილებები, რევოლუციები, გადატრიალებები, რეფორმები, კატასტროფები, დესტაბილიზაცია.
ადამიანთა საზოგადოებაში ურანი ხელმძღვანელობს ცხოვრების ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ყველანაირი ნოვატორობა, კოსმონავტიკა, ავიაცია, ფიზიკა, გამომგონებლობა, ასტრონომია, ასტროლოგია, ელექტროობა, ელექტრონიკა, ინტერნეტი, სოციალური ქსელი, კომპიუტერები, სატელეფონო ხაზები, რადიო და ტელევიზია.
ამას გარდა, ურანს არ უყვარს ოფიციალურობა, სამაგიეროდ არაფორმალურ ორგანიზაციებს, არაოფიციალურ ამხანაგობებსა და თანამოაზრეთა კოლექტივებს უწევს მფარველობას.
ურანის ადამიანები არიან მეცნიერები, რევოლუციონერები, რეფორმატორები, წინასწარმეტყველები, მასხარები, მკურნალები, ასტროლოგები, ასტრონომები, კოსმონავტები, მფრინავები, პროგრამისტები, შემდუღებლები და ელექტრიკოსები, ბლოგერები, იუმორისტები, ძალიან უცნაური ადამიანები, მარტოსულები, კვიმატი ენის მქონე მხიარული პერსონები და კარგი მეგობრები.
ყველა პლანეტა ყოველი ზოდიაქოს ნიშანში მოხვედრისას, ამ ნიშნის ელფერს იძენს. ურანს კუროში ხისტი სტატუსი აქვს, ის დაცემას წარმოადგენს.
კუროში ურანის პლანეტარული მახასიათებლები თავს სრულად ვერ ავლენენ, რადგან სუსტდება ის მახასითებლები, რომლებსაც ზღუდავს ნიშანი. კუროში სუსტდება ურანისეული დამოუკიდებლობა, ექსპერიმენტების სიყვარული და იმპულსურობა, თუმცა თავის მხრივ ურანსაც შეაქვს კორექტივრები კუროს ხასიათში, ცვლის რა ამ ფიქსირებულ მიწის ნიშანს თავისი არსებობით მასში. ურანს კუროში ხელეწიფება რეფორმების შემოტანა და გარდაქმნები გეოლოგიური და ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობის, საკვებმომარაგების, ვაჭრობის სფეროებსა და ფინანსურ სტრუქტურებში. ეკონომიკური გარდაქმნები მისი საქმეა. შესაძლოა ახალი მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა ელექტრონულ კომერციაში, მაგ. ელექტრონული ფული და გადახდები.
ამ ტრანზიტის პერიოდი შესაძლოა დადგეს აღმავლობის ხანა კომპიუტერული გრაფიკის, სინათლის შოუს, სცენური განათების ხელოვნებისა და შენობების ფასადების სინათლით დეკორირების, ასევე ხელოვნებების სხვა დარგებისათვის. ასევე, შესაძლოა გაჩნდეს მოდის, სტილისტიკის, დიზაინის ახალი, არაპროგნოზირებადი მიმართულებები. სასიყვარულო ურთიერთობებში ურანი ეცდება გრძნობების გაცივებასა და დაშლას, ქორწინებაში მყოფ წყვილებში კი პირადი თავისუფლების პატივისცემის მოთხოვნილების გაღვივებას. აქ სტაბილური ურთიერთობის შესანარჩუნებლად საჭირო გახდება საკუთარი სიჯიუტისა და ვნებების მოთოკვა.
ამ ტრანზიტის პერიოდში მაღალი ფასი დაედება ჭეშმარიტ მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას. კონსერვატული, ისევე როგორც მატერიალურზე ავადმყოფურად მიჯაჭვული ადამიანებისათვის, მძიმე დრო დადგება. ძნელი იქნება სიახლეებზე მორგება.
შესაძლოა, ზოგს მოუხდეს ფინანსური ან მატერიალური დანაკარგების გადატანა თავისუფლების გარკვეული დონის მოსაპოვებლად, მატერიალურ ფასეულობებზე ზღვარგადასული მიჯაჭვულობიდან გამოსვლა სულიერი ფასეულობების აღმოსაჩენად. როგორც იტყვიან: „ყველას თავისი ბედი აქვს“.
კუროში მდგომი ურანის გავლენის შეფასება კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ ადამიანის დაბადების ზუსტი დროისა და ადგილის საფუძველზეა შესაძლებელი.
ისტორიის რეტროსპექტიული ხედვა
შემოვიფარგლოთ ურანის წინა ტრანზიტით კუროში და იმ პერიოდის რამოდენიმე მოვლენით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1934 წლის 7 ივნისიდან 1942 წლის 16 მაისამდე. სსრკ-ს ისტორიაში ეს პერიოდი პოლიტიკური რეპრესიების დროდაა შეფასებული და მოიცავდა 1920-1953 წლებს, სტალინის გარდაცვალებამდე. მაგრამ რეპრესიებმა განსაკუთრებით მასიური ფორმა 1937-1938 წლებში („დიდი ტერორი“) მიიღო, როცა ასეული ათასი ადამიანი იქნა დახვრეტილი ან გადასახლებული პოლიტიკური დანაშაულის მუხლით.
მსოფლიო ისტორიაში ეს დრო უკავშირდება გერმანიაში ნაცისტების მმართველობას, მეორე მსოფლიო ომის დაწყებას, გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმას, დიდი სამამულო ომის გარდატეხას-ფაშისტების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებას, რასაც შემდგომში მთელი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ტერიტორიების განთავისუფლება, ჰიტლერის გერმანიის კაპიტულაცია და ფაშიზმის სრული დამარცხება მოჰყვა.
მეორე მსოფლიო ომის, ისევე როგორც ყველა სხვა ომის მიზანი იყო ახალი, სხვის მფლობელობაში არსებული ტერიტორიების წართმევა, ერების დამონება-განადგურება (სხვისი რესურსები-კურო) და სხვა სახელმწიფოთა სიმდიდრის მითვისება (კურო).
ასტროლოგიურად ფაშიზმის ჩასახვა და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი სწორედ სატურნის კუროში შესვლას ემთხვევა-რაც ყოველთვის რესურსების კონტროლია, შეზღუდვები, მითვისება, მატერიალური მდგომარეობის გაუარესება. ეს გასაგებიცაა, ომს ხარჯები სჭირდება, თან ნგრევა და ადამიანთა მსხვერპლი მოაქვს, ხალხი კი სახელმწიფოს რესურსს წარმოადგენს.
ამათანავე, აღნიშნულ პერიოდში სატურნმა კვადრატურა შექმნა პლუტონთან და მარყუჟებთან.
1940 წელს კუროში იუპიტერისა და სატურნის შეერთებისას ფაშისტებმა გააფართოვეს დაპყრობილი ტერიტორიების ჰორიზონტი. ამასთან ერთად, ურანი კუროში შეუერთდა ყველაზე ავისმომასწავლებელ და ბოროტ ვარსკვლავს-ალგოლს. აქვე, სამხრეთის მარყუჟი ვერძში-ომის ნიშანში შეუერთდა შავ მთვარეს. ანუ ჩვენი ქვეყნისათვის წინა საომარი წელი აგროვებდა არნახულ, შავ, დამანგრეველ ძალას, რომელიც განაპირობა ასტროლოგიურად უმძიმესი ასპექტების თანხვედრამ. ამან კი ხელი შეუწყო აგრესორ ფაშისტურ გერმანიასა და თავად ჰიტლერს ევროპული ტერიტორიების დაპყრობაში და აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ წამოსასვლელად მზადებაში.
1941 წლის პირველ ნახევარში კუროში შედგა სტელიუმი ურანის, სატურნის, იუპიტერისა და შავი მთვარის მონაწილეობით, ანუ მოხდა სხვისი ტერიტორიების და საერთოდ ყოველგვარი სხვისის წართმევის ენერგიის უდიდესი კონცენტრაცია. პლანეტების ასეთ დამანგრეველ ტანდემში სწორედ იუპიტერი იძლეოდა ექსპანსიას, დაპყრობის გეოგრაფიულ გაფართოვებას; სატურნი-დაქვემდებარებასა და დამონებას; ურანი-ფაშისტური რეჟიმის წნეხის მოცილების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას.
თავისთავად, ურანისა და სატურნის შეერთება იძლევა ბრძოლის უმძლავრეს პოტენციალს.
1941 წლის 22 ივნისს სსსრკ-ში ფაშისტური გერმანიის დამხობისას, კუროში იდგა შავი მთვარე, ამავდროულად კი ურანი-სატურნი ერთმანეთის სიახლოვესა და ყველაზე ბოროტ ვარსკვლავ- ალგოლზე აკეთებდნენ მარყუჟს. ურანისა და სატურნის ზუსტი შეერთება 1942 წლის 2-5 მაისს შედგა კუროს 30 გრადუსზე, თუმცა იმის გამო რომ ნელი პლანეტების ზუსტი ასპექტები ნელა შედგებიან და იშლებიან, ამ ტრანზიტის პლანეტების ზემოქმედება იკავებს დროის დიდ მონაკვეთს ზუსტ ასპექტამდე და მის შემდგომ. სწორედ 1942 წელს სტალინგრადის ბრძოლის მიმდინარეობისას მოხდა მეორე მსოფლიო ომის გარდატეხა, როცა აგრესორი შეაჩერეს და უკან დაახევინეს, რაც შემდგომ სრული კაპიტულაციით დასრულდა.
ამგვარად, ნათელია რომ ფაშისტების თავდასხმა სსრკ-ზე, სადაც მოხდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გარდატეხა და განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყება, ემთხვევა ურანისა (განთავისუფლება) და სატურნის (დამლაგებელ-დამხარისხებელი) კუროში (ადამიანური და ბუნებრივი რესურსები, ცხოვრება) შეერთებას-ურანის ძირითად ტრანზიტულ ასპექტს იმ პერიოდში.
2018-2026 წლებში კუროში მდგომი ურანის ძირითადი ასპექტები
ურანის 2018-2026 წლების ტრანზიტი კუროში დიდად მდიდარი ვერ იქნება სერიოზული მაჟორული ასპექტებით ნელ პლანეტებთან მიმართებაში. უფრო სწრაფ პლანეტებთან ასპექტების ფორმირება შედარებით მოკლევადიანია და აქ ვერ შეიქმნება გრძელვადიანი მყარი გარემოებები. თუმცა, გვექნება ურანის შეერთება ვენერასთან კუროში, სადაც ვენერა თავის სამფლობელოშია. ეს იქნება მოკლევადიანი ტრანზიტი-შეხვედრა კუროს დიასახლისისა ურანთან, რომელმაც შესაძლოა თავი დაგვამახსოვროს ფერთა სიუხვით, გრძნობების გადატრიალებით, უცაბედი განცდებითა და მათი ასევე უცაბედი გაცივებით.
ამ საუკუნის ურანის კუროში ტრანზიტის მეტნაკლებად მნიშვნელობვანი ასპექტები ასე გამოიყურება:
2021 წლის 21 იანვარს კუროში ურანის, მარსის, მთვარისა და ლილიტის შეერთება შექმნის კვადრატს მერწყულში მდებარე იუპიტერი-სატურნთან მიმართებაში (მმართველი ურანი). ასეთი ასტროლოგიურად საკმაოდ მძიმე და არაორდინალური პლანეტარული მიქსი, შესაძლოა გამოვლინდეს სტაბილური განვითარების შენარჩუნებისათვის ბრძოლაში, არსებული სტაბილური სიტუაციის ეგოისტური ინტერესებისათვის დასაქვემდებარებლად ქაოტური და იმწუთიერი მცდელობების წინააღმდეგ. ეს ასპექტი იმოქმედებს რამოდენიმე თვის განმავლობაში ზუსტი ასპექტის ახლოს.
2024 წლის 18-22 აპრილს ცაზე იბატონებს ურანის, იუპიტერისა და თეთრი მთვარის ზუსტი შეერთება კუროში. ეს ძალიან იშვიათი და წარმოუდგენლად სასიკეთო ასტროლოგიური შეერთებაა, რომელიც იძლევა ბედის მოულოდნელ და ძალიან ხელგაშლილ საჩუქარს, როგორც წინა ინკარნაციების ნათელი საქმეების ჯილდოს. ასპექტი იმოქმედებს ზუსტ ასპექტამდე 2 თვით ადრე და 1 თვე მას შემდეგ. კულმინაციას წარმოადგენს 2024 წლის 18 მაისი, როცა ამ შეერთებას შემოუერთდება ვენერა და მზე, შექმნიან რა ზუსტ სტელიუმს ურანი-იუპიტერი-მზე-ვენერა-თეთრი მთვარე კუროში. ძნელი წარმოსადგენია სამყაროს ხელგაშლილობის ასეთი მასშტაბები, დედამიწაზე გამოტყორცნილი დალოცვილი სხივი, რომელსაც შექმნის ყველაზე მსხვილი, სასიკეთო, ბედნიერი პლანეტარული შეერთება. ჩვენი საქმე კი მისი მიღებაა.
თორნიკე ბიძინაშვილი
ასტოლოგიურ-ეზოთერული ცენტრი
24.12.2017