» » თორნიკე ბიძინაშვილი: როცა ასტროლოგიას ერჩიან, მათმა 100-მა პროცენტმა არაფერი იცის ასტროლოგიაზე!
ასტროლოგია / Slide

თორნიკე ბიძინაშვილი: როცა ასტროლოგიას ერჩიან, მათმა 100-მა პროცენტმა არაფერი იცის ასტროლოგიაზე!

თორნიკე ბიძინაშვილი: როცა ასტროლოგიას ერჩიან, მათმა 100-მა პროცენტმა არაფერი იცის ასტროლოგიაზე!ყველას მოგეხსენებათ „ნასას“ სკანდალური განცხადების შესახებ, რომელიც ზოდიაქოთა ცვლილებებს ეხებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მედია ჩვენს ასტროლოგს, ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრისა და ასტროლოგიური სკოლის დამფუძნებელს - თორნიკე ბიძინაშვილს დაუკავშირდა.
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც გაზეთ „ქართულ სიტყვაში“ გამოქვეყნდა:


- თორნიკე, ზოდიაქოს ნიშების შეცვლა რას ნიშნავს?
- ნასას ჰკითხეთ. ეს შეუძლებელია. ასე იყო მრავალი ათასწლეულის წინათ და ასეა ეხლაც. ეს იყო პიარზე გათვლილი პროვოკაცია.
ზოდიაქოს ნიშანი - ეს არის სივრცის ის ზონა, რომელიც იქმნება ეკლიპტიკის 12 ნაწილად დაყოფის შედეგად (თითოეული 30°-ია), ამასთან, ათვლის წერტილი გაზაფხულის ბუნიობაა - მისი მდებარეობა მოცემული დროისთვის. ზოდიაქალური თანავარსკვლავედიდან ნიშნები მხოლოდ თავის სახელს იღებენ. ეს ტრადიციული მომენტია - ოდესღაც, ნიშნები და თანავარსკვლავედები ემთხვეოდნენ და, აი, ამ დროს იყო ნიშნები დასახელებული. შემდეგ, ნიშნები და თანავარსკვლავედები დროსთან ერთად „გაიყარნენ“, მაგრამ ასტროლოგია ყოველთვის ოპერირებდა ნიშნებით როგორც სივრცის ზონებად, ასეთი მიდგომით, სისტემა ნებისმიერ შემთხვევაში მუშაობს, ეკლიპტიკისა და ნიშნების ნებისმიერი პოზიციით თანავარსკვლავედთან მიმართებაში.
ნიშნების გადანაცვლება თანავარსკვლავედებთან მიმართებაში განსაზღვრავენ ასტროლოგიურ ეპოქებს 2160 წელს (საშუალოდ). მოცემულ მომენტში, გაზაფხულის ბუნიობის წერტილი (ვერძის ნიშნის დასაწყისი) თევზების თანავარსკვლავედიდან გადადის მერწყულის თანავარსკვლავედში, ამის მიხედვით, რწმენის ეპოქა (თევზები) კოსმოსური ცოდნის ეპოქით (მერწყული) შეიცვალა.
- ეს სიახლე იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ ასტროლოგია მეცნიერება კი არა, უბრალოდ, გართობაა, რომელსაც ვისაც როგორ უნდა, ისე ცვლის?
- ვერავინ ვერასოდეს ვერ დაამტკიცებს, რომ ასტროლოგია სიცრუეა.
როცა ასტროლოგიას ერჩიან, მათმა 100-მა პოცენტმა არაფერი იცის ასტროლოგიაზე და დაუსაბუთებელი, უაზრო არგუმენტებით ცდილობს უარყოს და დასცინონ ამ დიდ და უკიდეგანო ცოდნას. ასტროლოგია არაა მეცნიერება, ასტროლოგია მეცნიერებაზე მეტია!
მეცნიერება კვალდაკვალ მიჰყვება ეზოთერიას და მის ნათქვამს ჯერ დასცინის, მერე ამტკიცებს.
უბრალოდ, დროის ამბავია. დღევანდელი დღეც და ცივილიზაციის მიღწევებიც ეზოთერული ფანტასტიკის ნაწილი იყო, ხალხს რომ სასაცილოდ არ ჰყოფნიდა.
- ზოდიაქოს ნიშების შეცვლას, შეიძლება, რამე პოლიტიკური ქვეტექსტი ჰქონდეს? ანუ, იმას გეკითხები, რომ ასტროლოგიას, როგორც ამბობენ, ხშირად პოლიტიკოსებიც იყენებენ წარმატების მისაღწევად. ჰოდა, ზოდიაქოს ნიშნების შეცვლით ადამიანების არაცნობიერზე შეტევა ხომ არ ხდება?
- ვერც მაგას ვიტყვი და ვერც უარვყოფ. რაღაც მიზეზი ექნება ალბათ. პოლიტიკოსები იცვლიდნენ დაბადების თარიღს, რადგან არ გამხდარიყვნენ ოკულტისტების დარტყმის ქვეშ, სადაც ასტროლოგია უდიდეს როლს თამაშობს.
ასტროლოგია - ეს არის პორტალი მომავლის ინფორმაციასთან წვდომისა, ფლობ ინფორმაციას - ფლობ რეალობას.
- კაცობრიობის ისტორიაში ზოდიაქოს ნიშნების შეცვლა აქამდე თუ მომხდარა?
- არა.
- კონკრეტიკაზე რომ გადავდეთ, თუკი აქამდე, მაგალითად, მე ტყუპები ვიყავი, ახალი ზოდიქოთი, როგორც ვნახე, კურო ვარ, ამით ჩემი ხასიათი შეიცვლება?
- ნუ, ნასას ან ამ ინფორმაციის ავტორს, ალბათ, ეს მიზანიც ჰქონდა, რომ ადამიანს ილუზორული შთაბეჭდილება შექმნოდა საკუთარ თავზე და ქაოსი გამოეწვია. ბევრი ადამიანი ამას დაეთანხმება, რადგან შეიძლება 3 ან 4 პლანეტა ყავდეს კუროში და გამოიწვიოს გაურკვევლობა. უმრავლესობას ხომ არა აქვს ნამდვილ ასტროლოგიასთან და პირად რუკასთან კავშირი?! სავარაუდოდ, ნასას ეს უნიჭო ხუმრობაც, შეიძლება ითქვას, ამაზე იყოს გათვლილი - დაანგრიოს ასტროლოგიის რეპუტაცია , რომელიც ესე ძლიერდება და ფეხს იკიდებს მთელ მსოფლიოში. ზოგადად, სისტემას აწყობს, რომ ადამიანი შორს იყოს ჭეშმარიტებისგან და გვაწვდიან იმას, რაც მათ უნდათ, რომ ვიცოდეთ, ისევ ჩვენს სამართავად. მღვრიე წყალში ადვილია ბოროტების კეთება.
- საერთოდ, დედამიწაზე პირველი ჰოროსკოპი როდის გაჩნდა და დღევანდელისგან რითი განხვავდებოდა?
- როგორც მკვლევარებმა და ისტორიკოსებმა დაადგინეს, ასტროლოგია, დაახლოებით, 65 000 წლისაა. ასტროლოგია, ისევე, როგორც მეცნიერების სხვა დარგები, სხვა ცივილიზაციისგან არის შემოტანილი. ციცერონის გადმოცემით, ასტროლოგია 470 000 წელს ითვლის, ხოლო ეპიგენი ამტკიცებდა, რომ 720 000 წლის წინათ უკვე მიმდინარეობდა ცაზე და ვასკვლავებზე დაკვირვება.
- ადამიანმა, ვინც ასტროლოგია კარგად იცის, შეუძლია, საკუთარი ბედისწერა შეცვალოს?
- კი, შეუძლია სიკვდილიც მოატყუოს.
- პირადად შენ, ასტროლოგიის ცოდნა რაში გეხმარება?
- ჩემი მიზანია, სიმართლე და სიკეთეს ვთესო, ამაში ასტროლოგია ძალიან მეხმარება და ამიტომ დავიწყე ასტროლოგიის გავრცელება, დავაარსე სკოლა, რათა ეს სინათლე ყველგან გავრცელდეს, ხალხმა გაიღვიძოს, ამოვიდნენ ილუზიებიდან და მართონ საკუთარი თავი და ბედისწერა.
- ისე, სოციალურ ქსელში წავიკითხე, რომ სამსახურში გარკვეული პრობლემები შეგექმნა. ჯერ ერთი, თუ არ ხარ წინააღმდეგი, ამ თემაზე დეტალურად ვილაპარაკოთ. მეორეც, შენი ასტროლოგიური ცოდნიდან გამომდინარე, არ შეგეძლო, იგივე სამსახურში ყველაფერი შენს სასარგებლოდ წაგემართა?
- ყველა პრობლემა, უკეთესობის სანაცვლოდაა მისაღები. მე ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და მოხდა ისე, როგორც მე მსურდა. სამსახურში შეიცვალა კადრი, უფროსობა, მათ საკმაოდ კაბალური პირობები წააყენეს, გაართულეს და გაუსაძლისი გახადეს სამუშაო პირობები ხელფასის გაზრდის გარეშე. პრობლემები, რეალურად, იმათ შეექმნათ, და არა - მე. მოკლედ, რაც მოხდა, ჩემთვის, ეს სურვილის ასრულება უფრო, ვიდრე პრობლემა. დიდი ალბათობით, დაბრუნებასაც შემომთავაზებენ, მაგრამ მე სამუდამოდ დავამთავრე მაგ სფეროში მოღვაწეობა.
- რა გაველანს მოახდენს ზოდიაქოს ნიშნების შეცვლა ჩვენი პლანეტის ცხოვრებაზე?
- ჯერ შეიცვალოს.
- ისე, ადამიანები ასტროლოგიას მეტნ-ნაკლებად რომ ვიცნობდეთ, ჩვენი ცხოვრება უკეთესი იქნებოდა?
- თავისათავად. ამას ვქადაგებ და ამაზე ვმუშაობთ მე და ჩემი გუნდი.
თუ რელიგიაც დაუბრუნდება ამ ძველ ცოდნას, მათი რეპუტაცია და საქმიანობა იქნება უდიდესი და 100 000-ჯერ უფრო პროდუქტიული. ასე იყო ძველად, დიდი და წმინდა მეფეების დროს!
- თორნიკე, ხშირად ვამბობთ, ცუდ დროში ვცხოვრობთო. ვარსკვლავების განლაგების მიხედვით, მართლა ასეა?
- დრო მშვენიერია. უბრალოდ, ჩვენ ვერ მოვერგეთ ჟამთა ცვლას, ჩვენ, ქართველებმა ვერ შევიცვალეთ მენტალიტეტი, ფეხი ვერ აუწყეთ განვითარებას, თანამედროვე ცხოვრების რიტმს და უკან-უკან მივდივართ. ხალხზე მზრუნავი არავინ გვყავს და, ვინც საქართველოს სათავეში მოვიდა, ყველამ თავისი სიბნელე შემოიტანა. ერის განათლება და ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. უდიდეს მავნებლობას ჩადიან მასმედიის წარმომადგენლებიც, პრიმიტიული სერიალებით უბინდავენ ტვინს მოსახლეობას, იმის მაგივრად, რომ შემეცნებითი გადაცემები გაუშვან და ცნობიერების ამაღლებაზე იმუშაონ.
- ისე, ქართველი პოლიტკოსები ასტროლოგთა რჩევებს იყენებენ?
- ამბიციებს ვერ ერევიან და რჩევები რჩევებად რჩება. ჩვენ რომ გვიჯერებნენ, ბევრად ურო წარმატებული იქნებოდა საქართველო თავისი ხარხით და მოწინავე იქნებოდა რეგიონში.
- ჰოროსკოპის შეცვლა გავლენას ჩვენს პოლიტელიტაზეც მოახდენს?
- დროთა განმავლობაში კი.
ყველა ადამიანია ბედნიერების ღირსი! მთავარია, მას ეს სურდეს... ჩვენი მიზანიც ესაა: მეტი ბედნიერი ადამიანი საქართველოში! როცა ადამიანში ასტროლოგიური ცოდნაა, ის ბოროტებისკენ აღარ გაიხედება ცუდს არ გააკეთებს და ეცდება, სხვაც გააბედნიეროს, რადგან ბედნიერებაც გადამდებია.

ესაუბრა
ვანო პავლიაშვილი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

როგორ მოვხსნათ ჯადო-უნიკალური სახელმძღვანელო.

2018 წლის 11 აგვისტოს მზის დაბნელების შესახებ

...

ასტროლოგიური ფიზიოგნომიკა : როგორ დავადგინოთ ადამიანის ასტროლოგიური ტიპი

მზის დაბნელება - ასტროლოგის რეკომენდაციები (2018 წლის თებერვალი)

Guide to cats and kittens