» » ეზოთერიისა და ეზოთერიკოსობის შეუთავსებლობის პარადოქსულობა
ეზოთერიკა / Slide

ეზოთერიისა და ეზოთერიკოსობის შეუთავსებლობის პარადოქსულობა

ეზოთერიისა და ეზოთერიკოსობის შეუთავსებლობის პარადოქსულობადღესდღეობით, განათლების სისტემაში არ არსებობს ეზოთერიის სწავლების კურსი, თუმცა არსებობს ფილოსოფიის ფაკულტეტი. მოდით, ფილოსოფიის მაგალითზე გავერკვეთ, რას ნიშნავს იყო ეზოთერიკოსი და, რას ნიშნავს იყო ეზოთერიის მცოდნე.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბევრგანაა ფილოსოფიის ფაკულტეტი და, ისწავლება ფილოსოფია, ანუ ის „ბექგრაუნდი“ ამ დარგისა, რა სააზროვნო გამოცდილებაც დაუგროვებიათ ოდესმე ფილოსოფოსებს, მაგრამ, თუ კარგად გავიაზრებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფიის ფაკულტეტდამთავრებული, აუცილებლად ფილოსოფოსია, რადგან მან იცის ის, რაც სხვებმა შემოიტანეს იდეათა სამყაროდან აზროვნების გამოცდილების სახით. ამით იმის თქმა გვსურს, რომ ფილოსოფოსობა ფილოსოფოსების აზრების ცოდნას სულაც არ ნიშნავს ისევე, როგორც ეზოთერიკოსობა ეზოთერიკოსების აზრების ცოდნას...
ეზოთერია, როგორც ასეთი, უღრმესი სფეროა ყოველივესი, ეს იქნება მუსიკის, ფერწერის, კვანტური ფიზიკისა თუ უმაღლესი მათემატიკის თუნდაც და, რაოდენ გასაკვირიც და პარადოქსულიც იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ, თავად ეზოთერია გამორიცხავს ეზოთერიკოსის მიერ ეზოთერიკოსის სტატუსის ქონასაც კი, რადგან ეზოთერულად, ჩარჩო, ამ შემთხვევაში სპეციალისტის სტატუსი, განვითარების შემაფერხებელი გარემოებაა, ხოლო როგორც სხვა სტატიაში მოგახსენეთ („შეურაცხყოფისა და სნეულების ეზოთერული სტრუქტურა“), შეფერხება და შეყოვნება სიჯანსაღის საპირისპირო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი ხდება ყველგან და ყოველთვის... სიცოცხლე, ისევე როგორც განვითარება, დინამიკაა, პულსაციაა, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა არსებობა მდგომარეობიდან სხვა ახალ მდგომარეობაში ტრანსფორმაციას განიცდის. ასე რომ, პრეტენზია იმისა, რომ ვინმე ეზოთერიკოსი ბრძანდება, ეს სტატუსი პირდაპირ ამბიციურობას უსვამს ხაზს და ჩარჩო სტატუსში აქცევს პიროვნებას, ჩარჩოსტატუსმინიჭებული მდგომარეობა კი, უკვე სახელდებულია კონკრეტული ცნებითი შინაარსით, რომელიც მხოლოდ სიღღმეს უსვამს ხაზს, აქცენტირდება სიღრმისეულ შინაარსზე კონკრეტული დარგებისა თუ მოვლენებისა და, განვითარებას აჩერებს ამ ერთ კონკრეტულზე...
ეზოთერიისა და ეზოთერიკოსობის შეუთავსებლობის პარადოქსულობაყოველ სფეროსა და მოვლენას გააჩნია როგორც თავისი ღრმა შინაარსი, აგრეთვე ზედაპირული გამოვლინებაც, რისი რეალობასთან შესაბამისობაში ეზოთერული გააზრების აუცილებლობა მოითხოვს არა მხოლოდ ეზოთერულ ანალიზსა და შემეცნებას, არამედ ზედაპირზე ამ ღრმა შინაარსის დანახვასაც და რეალიზაციასაც, ეს კი, ეგზოთერიის სფეროს წარმოადგენს, ანუ გარეგნული რეალიზაციის, გამოვლინების ოსტატობის მხარეს...
საუკეთესო მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ და პარალელი გავავლოთ წმინდანობის ინსტიტუტთან ქრისტიანულ რელიგიაში, კერძოდ: აწ წმინდანად შერაცხული ნებისმიერი პირისთვის სიცოცხლეში მოღვაწეობისას რომ გეთქვათ, თქვენ წმინდანი ბრძანდებითო, გაუკვირდებოდა და გისაყვედურებდათ - მეც თქვენსავით ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ და ნუ მკრეხელობო... თუმცა, ბევრი ცოცხალი სასულიერო პირი მიიჩნევს თავს მომავალ წმინდანად და, სულაც არ „უტყდება“ დღეს თავისი ეს თვითშეფასება საზოგადოებასთან მიმართებაში... აგრეთვეა ეზოთერიის სფეროშიც - ყოველი ადამიანი, ვინც თავს ეზოთერიკოსად მიიჩნევს, არ გახლავთ ეზოთერიკოსი, რადგანაც ეზოთერია, ანუ რელიგიაში იგივე სიცოცხლეში წმინდანობა, გახლავთ ეგოცენტრული ამბიცია მხოლოდ, ამბიცია კი განაპირობებს სწორედ სტატუსობრივ ჩარჩოს და, შესაბამისად, განვითარებაში შემაფერხებელ გარემოებასაც...
უმჯობესია, ამ ოკულტურ სფეროში მოღვაწე პირები თუ გათავისუფლდებიან ყოველგვარი სტატუსებისაკენ მიდრეკილებებისაგან, მათგან კმაყოფილი ან აღფრთოვანებული ხალხის მიერ განდიდების ცდუნებებისაგან და, უბრალოდ, განვითარდება ყველა...

ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ტრანზიტული იუპიტერი მშვილდოსანში ( სრული ვერსია)

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი