» » 2014 წელი - ხის მწვანე ცხენის წელი. ზოგადი მიმოხილვა
ასტროპროგნოზი / ჟურნალი ასტრო-news / Slide

2014 წელი - ხის მწვანე ცხენის წელი. ზოგადი მიმოხილვა

2014 წელი -  ხის მწვანე ცხენის წელი. ზოგადი მიმოხილვა
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ახალი წელი უნდა ემთხვეოდეს "ზამთრის მზებუდობის" შემდეგ მე-2 ახალმთვარეობას, სწორედ ამიტომ არის მცოცავი და განსხვავებული თარიღი. წელს მწვანე ცხენის წელი იწყება 2014 წლის 31 იანვარს. შესაბამისად, მანამდე გრძელდება გველის წელიწადი და ჯობს არ ვიჩქაროთ და არ “გავაბრაზოთ” გველი, ნაადრევად ნუ დავიწყებთ ცხენის წლისთვის დამახასიათებელი რიტუალების შესრულებას.
ასტროლოგიურად 2014 წელი იყოფა 2 ნაწილად. პირველი ნახევარი, მეორე ნახევართან შედარებით მძიმე იქნება.
2014 წელი წააგავს წინა 2013 წელს, ყველა ტრანსატურნიალური პლანეტა - ნეპტუნი, ურანი და პლუტონი რჩებაიმავე ზოდიაქოს ნიშნებში, რაშიც იყო 2013 წელს. ამგვარად ძირითადი ტენდეციები რჩება იგივე. პლუტონი თხის რქაში - ესაა დისციპლინა და კონსერვატიზმი; ურანი ვერძში კი პირიქით - აძლიერებს რეფორმატორულ თვისებებს, განახლებას და დამოუკიდებლობას აგრესიულ სტილში. მათი კონფლიქტურობა უფრო თვალშისაცემი გახდება აპრილში, ნოემბერსა და დეკემბერში. ასეთ ურთიერთსაწინააღმდეგო ვითარების ფონზე, სატურნი მორიელში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩავწვდეთ არსებული პრობლემების და ვითარების არსს სიღრმისეულად. ნეპტუნი თევზებში კი ამ პერიოდში შექმნის ახალ იდეოლოგიურ და შემოქმედებით მიმართულებებს მსოფლიო მაშტაბით.
როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ახალი წლის პირველი ნახევარი შედარებით რთული იქნება და ეს პერიოდი მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან 2014 წლის 2 ივლისამდე გაგრძელდება. დროის ამ მონაკვეთში არ შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ახალი საქმის დაწყება, ყველაზე მეტი რაც შეგიძლიათ, ეს არის დაგეგმოთ მომავალი ცვლილებები და საქმეები, რათა წლის მეორე ნახევარში მაქსიმალური შედეგი მიიღოთ.
ცხენის წელი ასევე გამოირჩევა რეტროგრადული (ანუ უკანმავალი პლანეტა, რომელიც თავის ფუნქციებს კარგავს ან სხვა ფორმით გამოავლენს) პლანეტების რაოდენობით, რაც ხელს უშლის საქმის, მოვლენების წარმართვას. ეს მნიშვნელოვანი არის იმით, რომ პლანეტების რეტროგრადულობა ყოველ წელს არ შეინიშნება. რეტროგრადული პლანეტები ეს საცობივითაა გზებზე, რომელიც სვლის სიჩქარეს ანელებს, ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი სიახლეების დაწყება რეკომენდებული არ არის.
2014 წელი -  ხის მწვანე ცხენის წელი. ზოგადი მიმოხილვარეტროგრადული ვენერა - პარტნიორული ურთიერთობების ტენდენცია:
21 დეკემბრიდან 2014 წლის 1 თებერვალამდე - ეს რეტროგრადული ვენერას პერიოდია, ანუ ვენერა ამ დროს ხდება უკუმავალი (პლანეტის ზოდიაქოში უკუსვლას 4 ეტაპი აქვს: 1) პლანეტა ხდება სტაციონალური, ანუ ჩერდება 2) პლანეტა იწყებს უკუსვლას. 3) ხდება ისევ სტაციონალური. 4) იწყებს დირექტულ (წინ) მოძრაობას). ვენერას რეტროგრადულობა გასტანს 40 დღე.
რეტრო ვენერას ზეგავლენა განსაკუთრებული იქნება მათთვის, ვისაც ეს პლანეტა ძლიერად ჰყავს გამოხატული ნათალურ რუქაში, ასევე კუროს და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რადგან ისინი იმყოფებიან ვენერას მართველობის ქვეშ. რეტროგრადული ვენერა გვაძლევს საშუალებას გადავაფასოთ ჩვენს ცხოვრებაში საგნები, ურთიერთობები და გამოვავლინოთ რეალური ფასეულობები, როგორც მატერიალური ისე ადამიანური. სწორედ ამ თემებთან არიან დაკავშირებული ზოდიაქოს ნიშნები, კურო (მატერიალური ფასეულობები, ფული) და სასწორი (ურთიერთობები). ასევე თხის რქებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პერიოდი, რადგან პლანეტა მანევრს სწორედ ამ ზოდიაქოში აკეთებს.
როგორც ცნობილია, ასტროლოგიაში ვენერა ითვლება სიყვარულის პლანეტად, ამიტომ მისი ზეგავლენა აისახება სასიყვარულო ურთიერთობებზეც. ამ პერიოდში შეიძლება განვითარდეს პრობლემები, გართულდეს ურთიერთგაგება და გადაიზარდოს დაპირისპირებებში. არ არის რეკომენდებული აქტიურობა, უფრო მნიშვნელოვანია შეფასება, გაანალიზება და არა პირდაპირი მოქმედება. ჯამში თუ ურთიერთობა პოზიტიურია და არსებული სირთულეები არ მოქმედებს ხარისხზე, ამისთვის საჭიროა გადაფასდეს პრობლემების ხარისხი და შეფასდეს ურთიერთობაში როგორც პლუსი ისე მინუსი.
რეტროგრადული ვენერა თხის რქაში აქცენტს სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში სტაბილურობაზე აკეთებს, ასევე პარტნიორების მატერიალურ და ფინანსურ მდგომარეობაზე, ოჯახში როლების და პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე.
რეტრო ვენერას გავლენით გამოწვეული საერთო სურათი კი ასეთი იქნება: ბევრ ადამიანს გაუჩნდება შეგრძნება, რომ ისინი არავის უყვარს, არ დაფასდა მათი გრძნობები, უსამართლოდ ექცევა განგება, რომ ისინი უფრო მეტს უნდა ღებულობდნენ ურთიერთობებიდან. შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ახლობელმა დაარღვიოს თავისი დანაპირები. თუ თქვენ ამ პერიოდში მიხვედით დასკვნამდე, რომ ძველმა ურთიერთობამ ამოწურა თავისი თავი და საჭიროა გაწყვიტოთ, ეს უმჯობესია გააკეთოთ მას შემდეგ, რაც ვენერა დირექტული გახდება. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ პრობლემები ურთიერთობის დაწყებისთანავე ვლინდება, მაშინ ეს პრობლემა დარჩება ურთიერთობაში სამუდამოდ და დროდადრო უფრო გაღრმავდება ან შეიცვლება სხვა პრობლემით. რეტროგრადული ვენერას დროს ჯობია გაანალიზოთ და გაარკვიოთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ მის მოსაგვარებლად და რა არა.
შეეცადეთ არ დაიწყოთ თებერვლამდე ახალი სასიყვარულო ურთიერთობები, რადგან უკუმავალი პლანეტა ცვლის ჩვეულებრივ შეხედულებებს სიყვარულსა და ურთიერთობებზე, თქვენ ვერ შეძლებთ დაინახოთ ის, რასაც ხედავდით დირექტული ვენერას დროს. შეიძლება გამოგრჩეთ რაღაც მნიშვნელოვანი. ამ პერიოდმა შეიძლება მცდარი გადაწყვეტილებები მიგაღებინოთ, რაზეც მომავალში მწარედ ინანებთ.
ეს პერიოდი გამოირჩევა ხასიათის ცვალებადობით, სიმპატია და ანტიპატია ურთიერთობებში. არაა სასურველი ქორწინება, ნიშნობა. შეიკავეთ თავი ავეჯის, სამკაულების, ტანსაცმლის და ზოგადად ძვირფასი ნივთების ყიდვისაგან, რადგან როგორც ზემოთ აღნიშნა, პლანეტის ეს მდგომარეობა ცვლის გემოვნებას და აღქმას. კარგი იქნება ამ პერიოდში გაანალიზოთ ძველი ურთიერთობებიც ნათესავებთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, დაივიწყოთ ძველი წყენა და ყველაფერი ახლიდან დაიწყოთ.
2014 წელი -  ხის მწვანე ცხენის წელი. ზოგადი მიმოხილვარეტროგრადული მერკური - კომუნიკაციის ტენდენციები საქმიანობაში:
მერკურისთვის ყველაზე ხშირადაა დამახასაითებელი რეტროგრადულობა. ის წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამორჩება დედამიწას და შესაბამისად, რამოდენიმეჯერ ხდება რეტროგრადული (2014 წელს კი ეს მოხდება სამჯერ: 1) 07.02.2014-დან 1.03.2014-მდე 2) 7.06.2014-დან-2.07.2014-მდე 3) 5.10.2014 დან 26.10.2014 -მდე).
როგორც ვიცით, მერკური განსაზღვრავს ადამიანის კომუნიკაბელურობას, მის აზროვნებას, ლოგიკას, მოკლე გადაადგილებებს და ინფორმაციის მიღებას და გამოყენებას.
ეცადეთ ამ დროს არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ დადოთ ხელშეკრულებები, არ მოაწეროთ ხელი საბუთებს. ეს პერიოდი ანალიზის, გასჯის და დაგეგმვისთვის გამოიყენეთ.
ყოველდღიურ ცხოვრებაში მერკურის უკუსვლა იწვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის არასტაბილურობას. ადამიანები მძიმედ აზროვნებენ და უამრავ შეცდომას უშვებენ. გამეფებულია „გაფუჭებული ტელეფონის” პრინციპი. მოლაპარაკებები და საბუთების მოწესრიგება რთულდება და ჭიანურდება.
ყოველდღიური მოხმარების საგნები, ელექტრონიკა, კომპიუტერები, ტელეფონები ამ პერიოდში ჯობია არ შევიძინოთ, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ აღმოაჩნდეთ წუნი ან მალევე გაფუჭდეს. ასევე არაა სასურველი მანქანების შეძენაც. მათი გაფორმება ძალზედ იწელება. ცუდად მუშაობს ამ დროს ფოსტაც, იკარგება ამანათები და გზავნილები, ინტერნეტ საიტები და სერვერები მწყობრიდან გამოდიან.
ამ პერიოდში ახალგაცნობილ ადამიანთან თუ მოლაპარაკებებს და საქმიან ურთიერთობას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ ეს საქმე განწირულია. რეტროგრადული მერკურის დროს დადებული ხელშეკრულებები ვერ სრულდება, ხოლო კომპანიების და საწამოების ძალისხმევის უმრავლესობა ფუჭია და უშედეგო.
იმ შემთხევაში, თუ საქმე არ ითმენს და აუცილებელია წლის დასაწყისში მოაწეროთ ხელი საბუთზე, ყველაზე კარგი დღეები ამისთვის არის 3 და 4 თებერვალი.
რეტროგრადული მერკურის პერიოდის დადებითი მხარეა ის, რომ ამ დროს ადამინებს უმარავი არაორდინალური და კარგი იდეები მოსდით თავში, რომელთა დამახსოვრება აუცილებელია, რადგან შედგომ პერიოდში მათი განხორციელება ძალზედ სასიკეთო და მომგებიან შედეგს მოგვცემს. ასევე, ამ პერიოდში ძლიერდება ინტუიცია, ადამიანებს იზიდავთ ყველაფერი საიდუმლო და საოცარი. ადამიანები იწყებენ ძიებას და უმრავლეს შემთხვევაში პოულობენ კიდეც გზებს იმ საქმეების მოგვარებისათვის, რომელსაც ადგილიდან ვერ ძრავდნენ.
2014 წელი -  ხის მწვანე ცხენის წელი. ზოგადი მიმოხილვარეტროგრადული მარსი - მოქმედების შედეგების ტენდენცია:
2014 წლის პირველ ნახევარში მარსიც მავნებლობს. 1 მარტიდან 20 მაისამდე ის რეტროგრადული ხდება და ამ მდგომარეობაში იქნება 80 დღე. მარსისთვის ეს იშვიათი და საკმაოდ რთული მდგომარეობაა.
მარსი, როგორც ვიცით, აქტიურობა, მოქმედება და ენერგიია. რეტროგრადულობა კი ამ ყველაფერს ამუხრუჭებს და ადამიანისთვის საკმაოდ რთულია სწორი და დროული ქმედებები. ამის ფონზე ადამიანი ხდება აგრესიული. თუ ამ პერიოდში ჩვენ გადავწყვეტთ ღიად ვიბრძოლოთ ან დავუპირისპირდეთ ვინმეს, თავიდანვე იცოდეთ, რომ საქმე და ბრძოლა, რომელიც თქვენი ინიციტივით დაიწყო, წაგებული და განწირულია.
ამ პერიოდში არც ადამიანები, კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები არ იქნებიან ზედმეტად აქტიურები, აგრესორები და არ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
მარსის მდებარეობა სასწორში, არც თუ ისე ძლიერი და აგრესიულია, მაგრამ დისჰარმონიული ასპექტები (კვადრატურა პლუტონთან, კვადრატურა იუპიტერთან, ოპოზიცია ურანთან და პლუტონის კვადრატურა ურანთან) ქმნის სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც იძენენ მასშტაბურ ხასიათს. იზრდება ტექნოგენური კატასტროფების, კლიმატური ანომალიების, კონფლიქტების, პოლიტიკური და ეკონომიკური, ბუნებრივი კატასტროფების ალბათობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეტროგრადული მარსის პერიოდს ემთხევვა დაბნელებები:
• 2014 წლის 15 აპრილი - მთვარის დაბნელება (სასწორის ზოდიაქოს ნიშანში);
• 2014 წლის 29 აპრილი - მზის დაბნელება (კუროს ზოდიაქოს ნიშანში);
• 2014 წლის 8 ოქტომბერი - მთვარის დაბნელება (ვერძის ზოდიაქოს ნიშანში);
• 2014 წლის 23 ოქტომბერი - მზის დაბნელება (მორიელის ზოდიაქოს ნიშანში).
ეს ცოტა ვრცელი თემაა, რომელსაც შესაბამისი პერიოდის ნომერში შემგთავაზებთ, მაგრამ ერთს დავამატებდი, ამ პერიოდში (პლუს, მინუს 1 კვირა) დაბადებული ადამიანებისთვის, ეს გარდაქმნების და ცვლილებების წელი იქნება. კარგი თუ ცუდი?! ეს თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული!

2014 წელი -  ხის მწვანე ცხენის წელი. ზოგადი მიმოხილვაიუპიტერი- წარმატების ტენდენციები:
2014 წლის დასაწყისში იუპიტერის დაძაბული ასპექტები არ მოგცემენ დიდ გასაქანს. რთული პერიოდი ექნებათ კირჩხიბებს, ვერძებს, თხის რქებს. მხოლოდ მაისის ბოლოს, როდესაც იუპიტერი განთავისუფლდება ურანისა და პლუტონის დაძაბული ასპექტებისგან, ვიგრძნობთ შვებას, გაგვიჩნდება მეტი შესაძლებლობები.
მიუხედავად იუპიტერთან დაძაბული პლანეტარული ასპექტებისა, ამ უკანასკნელის ძლიერი მდებარეობა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში მაინც იჩენს ძალას და გვეხმარება მიწის ნაკვეთის (ბინის), მშენებარე სახლის, ბიზნესის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე იმ სფეროში, რომელიც უკავშირდება საკვები პროდუქტების რეალიზაციას, საყოფაცხოვრებო, საოჯახო ნივთების ყიდვა-გაყიდვას. მთავარია ყველა ეს თემა იყოს ძველი და არა ახალი წამოწყება.
2014 წლის მეორე ნახევარში (16 ივლისს), იუპიტერი გადავა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ეს მდებარეობა მოიტანს წარმატებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ ოპერაციებთან, ინვესტიციებთან, სპეკულაციებთან, აზარტულ თამაშებთან. განსაკუთრებით გაუმართლებთ ვერძებს, ლომებს და მშვილდოსნებს. ასევე იუპიტერი თავისი ზეგავლენის ქვეშ მოიქცევს კინოს, თეატრის, ესტრადის სამყაროს. აყვავდება გართობის ინდუსტრია, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო, რადგან იუპიტერს მხარდამხარ მიჰყვება ლილითი.
31 დეკემბერი და 1 იანვარი და კარდინალური ჯვარის ზეგავლენა:
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სტანდარტული და მთვარის კალენდრის თვე ერთდროულად იწყება, ანუ 1 იანვარი მთვარის პირველ დღეს ემთხვევა. ეს საკმაოდ ჰარმონიული ასპექტია, მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 31 დეკემბერს მთვარის 29 დღე უწევს, რაც სრულიად გამორიცხავს ზედმეტად სმას, ჭამას და ზოგადად გადამეტებულ ქმედებებს, რადგან ამ დროს ადამიანის იმუნიტეტი საკმაოდ სუსტია და გადამეტებული მონდომება ცუდ შედეგებს იძლევა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონფიგურაცია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მომავალი წლის პირველ ნახევარზე, არის კარდინალური ჯვარი, ანუ კარდინალურ ნიშნებში არსებული პლანეტების ოპოზიციები, რომელებიც ჯვრის ფორმას იღებენ. 2013 წლის 15 დეკემბრიდან მარსი (სასწორი) ოპოზიციას უკეთებს ურანს (ვერძი), რომელიც კარდინალურ ჯვარს ქმნის პლუტონი (თხის რქა) - იუპიტერის (კირჩხიბი) ოპოზიციასთან ერთად. დამატებით, 31 დეკემბერს მზე ოპოციას უკეთებს იუპიტერს, შესაბამისად შეერთებულია პლუტონთან, რაც კარდინალური ჯვრის კომბინაციას უფრო მეტ ენერგეტიკულ მუხტს აძლევს და ამწვავებს ზეგავლენას. ამ ასპექტების დაძაბულობას პროგრესირებადი ხასიათი ექნება. უფრო აგრესიული ხდება ეს ასპექტი 1 იანვარს, ანუ 2013 – 2014 წლის გარდამავალი პერიოდი საკმაოდ რთული და დაძაბული ვარსკვლავური განლაგებით ხასიათდება - ეს არის პოტენციურად კრიზისული პერიოდი. საახალწლო ზონა გვიჩვენებს, რომ „მოსაწყენად“ არ გვეცლება.
ტაუ-კვადრატი და გაზაფხულის დაძაბული პერიოდი:
არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ დიდ ტაუ-კვადრატზე, რომლის ზეგავლენის ზენიტი 21-28 აპრილს . ეს არის იუპიტერი - პლუტონი-ურანის-მარსის კონფიგურაცია, რომლებიც კარდინალურ ჯვართან ერთად ტაუ-კვადრატებს ქმნიან. ყველაზე მთავარი მომენტი ამ კონფიგურაციაში ურანისა და პლუტონის ზუსტი კვადრატურაა. ურანი-პლუტონის კვადრატი, რომელიც 2012 წლის 23 მარტიდან მოყოლებული 2015 წლის 15 ივნისამდე გასტანს, ზუსტ კვადრატურას მომდევნო წლის 21 აპრილს აკეთებს, რაც უფრო ამძიმებს ამ პერიოდს. ეს არის მძიმე და ხანგლძლივი ასპექტი. ამ დროს მაღალია სოციალური პრობლემების წარმოქმნის ალბათობა. მაღალია თვითრწმენის და თავდაჯერებულობის დაკარგვის ტენდენციები. საერთოდ ურანის კვადრატი ანვითარებს გენიალურობას ნორმის ფარგლების ზღვარამდე, მაგრამ იდეების კონსტრუციულად შესრულება და ხორცშესხმა გართულებულია. სირთულეების შეიქმნება იმ სფეროებში, სადაც დგანან პლანეტები, ესენია: სამხედრო სფერო, სპორტი, პოლიტიკა, ოჯახი, კარიერა, სოციალური სფერო. გართულდება ახალი ნოვატორული იდეების შესრულება, მაღალია ტრამვულობის, უბედური შემთხვევების, უცაბედი სიკვდილის ალბათობა. ამ ასპექტის ძალა და მოქმედება ძლიერდება მაშინ, როცა პლანეტები კუთხოვანი სახლების და კუსპიდების გასწვრივ მოექცევიან. დიდია მიწისძვრების ალბათობა.
2014 წელი -  ხის მწვანე ცხენის წელი. ზოგადი მიმოხილვასატურნი:
სატურნი, რომელიც განაგებს კარიერას და პროფესიულ გზას, 2014 წელს იქნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ის უწევს დახმარებას ბანკირებს, ინვესტორებს, მათ, ვისაც მუშაობა უყვართ და აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა. სირთულეები ელოდებათ მათ, ვინც ეცდება არ გადაიხადოს ვალები, გადასახადები, ვინც მხარს უჭერს უსამართლობას და არღვევს კანონს. ყველას თავისი მიეზღვევა და დანდობა არ ექნება.
2014 წლის მიწურულს (23 დეკემბერს) სატურნი დატოვებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანს და გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში, მაგრამ ამ მოვლენის ზეგავლენა უფრო 2015 წელზე გადავა. დადებითად იმოქმედებს სატურნი ცეცხლის ნიშნებზე - მშვილდოსნებზე, ვერძებისა და ლომის ზოდიაქოებზე. ასევე დადებითად იმოქმედებს ჰაერის ნიშნებზეც - სასწორისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებზე. სატურნი სირთულეებს შეუმნის ტყუპებს, ქალწულებს და თევზებს. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები სერიოზულად დაინტერესდებიან რელიგიით, ფილოსოფიით, სულიერი განვითარებით.
2014 წელი -  ხის მწვანე ცხენის წელი. ზოგადი მიმოხილვალილითი:
4 მარტს ლილითი გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოდან ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ლომებს ამ წელს ზეიმი ჰქონდათ. დიდი ბედნიერების, სიხარულის, წარმატების, ოპტიმიზმის მმართველ პლანეტა იუპიტერს დაასწრო მაცდუნებელმა და ავბედითმა ლილიტმა და 9 თვით დაიდო ბინა ლომის ზოდიაქოში. ამ დროს ადამიანის პირველი მტერი ხდება საკუთარი ეგო. იზრდება ეგოიზმისკენ, ეგოცენტრულობისკენ, ამპარტავნობისკენ, ძალაუფლების, მოხვეჭისკენ მიდრეკილება. პრობლემები შეიძლება შეიქმნას ბავშვებთან ურთიერთობისას. ასევე არსებობს მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემების ალბათობაც. ლომი განაგებს გასართობ ინდუსტრიას, აქედან გამომდინარე ამ პერიოდში ბევრი ადამიანი დაკავდება აზარტული თამაშებით და ძალიან ბევრი გაკოტრდება. ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ მსგავსი გართობებისაგან. ლომი განაგებს ბომონდს, გლამურულ საზოგადოებას, ესტრადას, კინოს, თეატრს. ამ დროს ბევრი ადამიანი სკანდალური გზით მოიპოვებს პოპულარობას და შავი პიარის მსხვერპლი გახდება. ლომი ასევე განაგებს სიყვარულს, ამიტომ სასიყვარულო სფეროში მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციები, ღალატი და ორგულობა..ჯანმრთელობის მხრივ კი ლილითი ლომისთვის დამახასიათებლი დაავადებებია: მკერდის არე, ზოგადად კარდიალური და ანგიოლოგიური პრობლემები. 16 ივლისს ბედნიერების მართველი პლანეტა იუპიტერი გადავა ლომის ზოდიაქოში და იქ 2015 წლის 11 აგვისტომდე გაჩერდება. ეს მოვლენა ლილითის მავნელობას შედარებით გაანეიტრალებს. ლომებს შეუმსუბუქდებათ სასჯელი.

სულ ეს არის 2014 წლის ზოგადი ტენდენციები. წელიწადი საერთო ჯამში რთული გამოდის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს და მომავალი 2-3 წელიწადი დედამიწისთვის და კაცობრიობისთვის ტრანსფორმაციის პერიოდია, არ შეუშინდეთ სიძნელეებს და სიახლეებს, რაც არ უნდა უჩვეულოდ და უადგილოდ მოგეჩვენოთ ისინი. სამყარომ ჩვენზე უკეთ იცის, როდის გვჭირდება სულიერი გარდაქმნა და ზრდა, როდის უნდა გავიაროთ სირთულეები, რომ უკეთესს შედეგამდე მივიდეთ. მეტი თავდაჯერებულობა და მომავლის რწმენა, ესაა რაც მომავალ წელს თითოეულ ჩვენგანს დაჭირდება.
ჩემის მხრივ, წარმატებულ, სამართლიან და ბედნიერ 2014 წელს გისურვებთ!

თორნიკე ბიძინაშვილი
("ასტრო News" - იანვარი 2014)
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ავანტურინი

Kavkasiatv "თქვენი დრო"

Guide to cats and kittens