Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ტრანზიტული მარსი ქალწულში

ტრანზიტული მარსი ქალწულში

ტრანზიტული მარსი ქალწულში































მარსი შედის ქალწულში, ამიტომ დროა იმოქმედოთ! თქვენ შეგიძლიათ კვირის განმავლობაში იმაზე მეტი გააკეთოთ, რასაც ერთი თვე მოუნდებოდით, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მარსის ქალწულში ყოფნის პერიოდში არსებულ ენერგეტიკას “დაიჭერთ”. თუმცა ნუ იჩქარებთ ბრძოლაში მაშინვე ჩაერთოთ _ დრო გაქვთ 7 დეკემბრამდე! მარსი (მოქმედება, შრომისუნარიანობა, ამბიცია) 15 ოქტომბერს შედის შრომისმოყვარეობით გამორჩეულ ნიშანში – ქალწულში და მაშინვე ხვდება ნეგატიური ნეპტუნის (ილუზიები, მოტყუება) ზეგავლენის ქვეშ. ამ პერიოდში ძნელია გაექცეთ გაურკვევლობას. აშკარა მანიპულაციების დროს შეიძლება შეცდომა დაუშვათ. მოიცადეთ, სანამ ამგვარი ტენდენცია თავისით არ გაქრება. ეს მოხდება 19 ოქტომბერს და ამის შემდეგ გაბედულად შეუდექით საქმეს. ყველაზე კარგი იქნება, თუ გაიგებთ თქვენი ჰოროსკოპის რომელ სექტორში გაივლის მარსი, რათა იცოდეთ თუ საით მიმართოთ თქვენი ენერგია და რომელი ამბიციის განხორციელებას შეძლებთ. მთლიანად ეს ტრანზიტი გვაძლევს დისციპლინასა და შეუპოვრობას, ასე რომ, წარმატების მიღწევა შესაძლებელია ნებისმიერ სფეროში _ დაწყებული სპორტული აქტივობებით და დამთავრებული ახალი სამსახურის მოძიებით.
თუმცა ცუდი პერიოდია პირადი ცხოვრებისთვის, თუ გაებმებით ქალწულის ნიშნის მიერ მომზადებულ ისეთ მახეში, როგორიცაა მეტისმეტი კრიტიკულობა და სრულყოფილება. ქალწული გამუდმებით ეძებს ნაკლს და რაღა თქმა უნდა, პოულობს კიდეც. გარდა ამისა, გადაჭარბებულად აფასებს წვრილმანებს და ყურადღებას ამახვილებს წესრიგზე (ტიპიური პედანტიზმის ნიშნები). ამ გზით ნუ წახვალთ, რადგან იდეალური ადამიანები არ არსებობენ და აუცილებელი არ არის, რომ თქვენ, თქვენი შვილები, ახლობლები, ანდა კოლეგები ასეთები იყოთ. მხედველობაში იქონიეთ ის, რომ აღნიშნული ასტროლოგიური ტრანზიტის დროს მოსალოდნელია ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა, მოიმატებს პროფესიული დაავადებებისა და ტრავმების ალბათობა.

თორნიკე ბიძინაშვილი
скачать dle 11.3
ნახვები: 3 750
 

ASTRO TV LIVE