» » დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროპროგნოზი / ასტროლოგია

დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი



ზოგადად, დეკემბრის დასაწყისი დადებითი პერიოდია. ამ დროს მნათობი მზე სტუმრადაა იუპიტერთან, ამიტომ ხალხში პოზიტიური განწყობა, ბედნიერების შეგრძნება,ოპტიმიზმი, სიხარული იმატებს. ასტროლოგიაში იუპიტერი ხომ დიდი ბედნიერების პლანეტად ითვლება და მზეც თავისი სიდიადით მხარს აუბამს იუპიტერის პოზიტიურ გამოვლინებებს.
3 დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე ჰარმონიული პერიოდი იქნება. მთელი თვის განმავლობაში ვიქნებით სატურნი-იუპიტერის პოზიტიური ზეგავლენის ქვეშ, რაც აძლიერებს პასუხისმგებლობის გრძნობას, ჯანსაღ აზრს. კარგი პერიოდია ფინანსური და ორგანიზაციული საქმეებისთვის, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. ამ პერიოდს პოზიტიური ზეგავლენა ექნება კარიერაზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობებზე.
5 დეკემბერს პლანეტა მერკურიც გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ჯამში გამოიწვევს ფართო მასების, საგანმანათლებლო, რელიგიური ორგანიზაციებისა და ტურისტული კომპანიების გააქტიურებას. ნეპტუნისა და მერკურის ნეგატიური ასპექტი (კვადრატურა) გამოიწვევს ტყუილების, ილუზიების, ცრუ ინფორმაციის გავრცელების, საკუთარი თავისა და სხვისი მოტყუების, უაზრო ფანტაზიების გამოვლენის ტენდენციებს. ფრთხილად იყავით ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან. ეს ასპექტი იმოქმედებს 10 დეკემბრამდე.
11 -დან 13 - დეკემბრამდე მერკური-ქირონის დაძაბული ასპექტი (კვადრატურა) გამოიწვევს ადამიანების მხრიდან ზოგადად საკითხებისადმი და პრობლემებისადმი ექსტრავაგანტულ დამოკიდებულებას. მერკურის ნეგატიურმა ასპექტებმა შეიძლება განაპირობოს დოლარის და ლარის კურსის ცვლილებები დეკემბრის თვეში.
11 დეკემბრამდე იმოქმედებს მარსი - ვენერას დადებითი ასპექტი (ტრიგონი), რაც აფრთიანებს გრძნობებს და ემოციებს, ზრდის ხელოვნებისკენ მიდრეკილებას. გაადვილდება ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან, სასიყვარულო ურთიერთობებიც ამ პერიოდში ჰარმონიულ ელფერს შეიძენს. იზრდება შემოქმედებითი ტალანტი (განსაკუთრებით მუსიკა, დრამატული ხელოვნება) და მარსის ენერგია გვეხმარება ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოვიტანოთ და ხორცი შევასხათ.
14 დეკემბრიდან იწყება და მთელ დეკემბერს გასტანს მერკური-მზის შეერთება (ნეიტრალური ასპექტი) რაც გააძლიერებს შემოქმედებით ძალებს და მოახდენს რელიგიური, საგანმანათლებლო, ფილოსოფიური და ისტორიული კუთხით ახალი იდეების აქტივაციას. ეს ასპექტი მიგვანიშნებს, რომ დროის ამ მონაკვეთში ადამიანთა უმრავლესობა მიდრეკილი იქნება სუბიექტური დასკვნებისკენ, რადგან დამწვარი მერკური გვაიძულებს ვიყოთ სუბიექტურები და მთელი გარესამყარო საკუთარი თავიდან გამომდინარე აღვიქვათ.
21 დეკემბრიდან კი მერკური 2° დან 5°.გრადუსით უახლოვდება მზეს და მის სხივებში ექცევა, ანუ „დამწვარი მერკური“ იწვევს ქაოტურობას, ნევროზულობას, ილუზიებს, ფანტაზიებს, უაზრო ტავტოლოგიებს საუბრის დროს, ალოგიკურობას, აძლიერებს დამკვირვებლის უნარს, ღრმა აზროვნებას, მაგალითებით საუბარს. მზე - მერკურის შეერთება საკმაოდ დიდხანს გასტანს და დასრულდება 12 იანვარს.
დეკემბრის მეორე ნახევარი შედარებით ნეგატიური იქნება, 15 დეკემბრიდან ძალაში შედის მარსი - ურანის ნეგატიური ასპექტი (ოპოზიცია), რომელსაც 20 დეკემბერს შეუერთდება მესამე აგრესიული პლანეტა პლუტონი. მათი ნეგატიური ზეგავლენა (ტაუ-კვადრატი) უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს პლანეტაზე. მათი კავშირი გამოიწვევს ფეთქებადობას, კონფლიქტებს, პროტესტებს, საჯარო გამოსვლებს. ჯამში მოსალოდნელია ეკონომიკური კრიზისი, ინფლაცია, დევალვაცია. იზრდება სახიფათო სიტუაციების ალბათობა. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოსალოდნელია მიწისძვრები. იზრდება მიდრეკილება დიქტატურისა და ტირანიისაკენ.
რთული პერიოდი იწყება 21 დეკემბერს (დღეღამ ბუნიობის პერიოდში) და განსაკუთრებით სახიფათო პერიოდია 24,25,26 დეკემბერი. ამ პერიოდში იზრდება კატასტროფების ალბათობა.
ეცადეთ 31-ში ღამით ძალიან არ გადაიტვირთოთ ორგანიზმი საკვებით და ალკოჰოლით, მაქსიმალურად დაიცავით ოქროს შუალედი ყველგან და ყველაფერში.
წარმატებულ და წლის მშვიდ დასასრულს გისურვებთ!

თორნიკე ბიძინაშვილი
(ასტრო-News #3, დეკემბერი 2013)
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი - გადაცემაში „3-დან 5-მდე“ (TV იბერია)

ასტროლოგები ლია ბარათაშვილი და თორნიკე ბიძინაშვილი (იბერია TV, 28.12.2016)

Guide to cats and kittens