ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » შუნგიტი: შუნგიტიანი წყალის სამკურნალო თვისებები

შუნგიტი: შუნგიტიანი წყალის სამკურნალო თვისებები

შუნგიტი:  შუნგიტიანი წყალის სამკურნალო თვისებები






















შუნგიტიანი წყალი-წყალი სამკურნალო ეფექტით
შუნგიტიანი წყალი- მაღალეფექტური, პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეიძლება დამზადდეს ჩვეულებრივი წყლისა და შუნგიტის საშუალებით. შუნგიტიან წყალს აქტიურად იყენენ არა მარტო სახლის პირობებში, არამედ მრავალ სამედიცინო დაწესებულებაში.
შუნგიტი წმენდს წყალს მექანიკური მინარევებისაგან, მძიმე მეტალებისაგან, მავნე ორგანული ნივთიერებებისაგან, ანადგურებს არასასიამოვნო სუნს და გემოს, მღვრიე წყალს აქცევს გამჭვირვალედ.
შუნგიტზე დაყენებული წყალი არა მარტო ხარისხითაა უკეთესი, არამედ იძენს სამკურნალო თვისებებს. შუნგიტის ნაყენი ძალიან სასარგებლოა და ამავე დროს ადვილია დასამზადებლად, ამიტომ სასურველი ასეთ წყალი იყოს ყველა ოჯახში.
შუნგიტიანი წყლის მომზადების წესი:
შუშის ან ემალის ჭურჭელში ჩაასხით 3 ლიტრი სასმელი წყალი, ჩადეთ მასში გარეცხილი შუნგიტის ქვები ან ნატეხები (300-350 გრამი ანუ ერთი ჭიქისთვის პატარა ნატეხიც საკმარისია). 30 წუთის შემდეგ, წყალი, რომელშიც შუნგიტია მოთავსებული იწყებს ამ წყლის გაუვნებლობას. წინა საღამოს დამდგარი წყალი დილისთვის პროფილაქტიკისთვის საკმარისია. სრული მზადყოფნისთვის ეს წყალი გააჩერეთ სამი დღე-ღამის განმავლობაში. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მავნე ორგანული ნივთიერებები სრულად განადგურდეს და წყალმა მიიღოს ორგანიზმისათვის სასარგებლო თვისებები. მზა ნაყენი ფრთხილად (ზედმეტი მოძრაობის გარეშე) გადაასხით სხვა ჭურჭელში, ისე რომ პირველ ჭურჭელში დარჩეს დაახლოებით 0,5 ლიტრი წყალი, რადგან წყლის ქვედა ფენა შეიცავს, დაბინძურებულ მინარევებს, ამიტომ ეს სითხე ან უნდა გადავაქციოთ ან გავფილტროთ რამდენიმე ფენა მარლის საშუალებით, და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მისი გამოყენება. გამოყენების შემდეგ შუნგიტის ქვები ან ნატეხები შეგვიძლია გავრეცხოთ, დავასხათ წყლის ახალი პორცია და ხელახლა დავაყენოთ წყალი. შუნგიტის ქვების გამოყენებიდან 6 თვეში, ეს ქვები უნდა შევცვალოთ. თუ ნაყენის დასამზადებლად გამოყენებულია არა პატარა, არამედ მოზრდილი ნატეხები, მაშინ მათ გამოყენება არ არის დროში შეზღუდული. გამოყენებიდან ყოველ 6 თვეში შუნგიტის ქვების ზედაპირული ფენის აქტივაციისათვის, მათი ზედაპირი უნდა გავწმინდოთ ზუმფარის ქაღალდით.

შუნგიტიანი წყლის გამოყენება
შუნგიტიან წყალს იყენებენ დასალევად, საჭმლის მოსამზადებლად, კოსმეტიკაში, საინჰალაციოდ, კომპრესებისათვის და აბაზანებისათვის. შუნგიტიანი წყლის გამოყენება შეიძლება აგრეთვე ყვავილების მოსარწყავად და ცხოველებისათვის სასმელად.

შუნგიტი:  შუნგიტიანი წყალის სამკურნალო თვისებებიშუნგიტიანი სასმელი წყალი
შუნგიტიანი წყლის მიღება რეკომენდირებულია გასტრიტის, ანემიის, დისპეფსიის, ოტიტის, სხვადასხვა ალერგიების, ბრონქიალური ასთმის, დიაბეტის, ქოლეცისტიტის, ნაღვლელ-კენჭოვანი დაავადებების და ნაღვლის ბუშტის სხვა დაავადებების დროს, აგრეთვე დაქვეითებული იმუნიტეტის, ღვიძლის, თირკმელების, პანკრეასის, და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს, გაციების და გულ-სისხლძარღვთა, სისხლის მიმოქცევის ნერვული ძვალ-კუნთოვანი და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებისას.
შუნგიტიანი წყლის გამოყენება აქტიურად ამცირებს ორგანიზმში ჰისტამინის შემცველობას, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს, სისხლჩაქცევებს და სხვა პრობლემებს.
პროფილაქტიკის მიზნით და აგრეთვე ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ რეკომენდირებულია არა ნაკლებ სამი ჭიქა შუნგიტიანი წყლის მიღება დღის მანძილზე.
განსაკუთებით აღსანიშნავია, რომ შუნგიტიანი წყლის მიღება ხსნის ნაბახუსევს, რაც აშკარად მიუთითებს მის თერაპიულ თისებებზე.

შუნგიტიანი წყლის გამოყენება კოსმეტიკაში
დასაბანად შუნგიტიანი წყლის რეგულარური გამოყენება კანს წმენდს, ხდის გლუვს და მკვრივს, აქრობს ჭვრილ ნაოჭებს, აკნეს, გამონაყარს, ქავილს, კანის გაღიზიანებას. საგძნობლად უმჯობესდება თმების მდგომარეობა, ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს ქერტლს.

შუნგიტიანი წყლის გამოყენება სავლებად და ინჰალაციისათვის
ოდნავ შემთბარი, მაგრამ არა მდუღარე შუნგიტიანი წყალი, რომელიც დაყენებულია შუნგიტზე სამი დღე-ღამის განმავლობაში, ძალიან სასარგებლოა ყელის და ცხვირის დაავადებების დროს, გაციებისას, ღრძილებისა ანთებისას, სტომატიტის, ტონზილიტის და პარადონტოზის სამკურნალოდ.
ძალიან ეფექტურია შუნგიტიანი წყლით ინჰალაცია, გაციების, ანგინის და ბრონქიტის დროს. ამისათვის წყალს, რომელშიც რამდენიმე საათის განმავლობაში იდო შუნგიტის ნატეხი აცხელებენ 90-95 გრადუს ტემპერატურამდე. გადააფარებენ ავადმყოფს თავზე პირსახოცს და ასუნთქებენ მას შუნგიტიანი წყლის ორთქლს რამდენიმე წუთის განმავლობაში.

შუნგიტიანი წყლის კომპრესები
შუნგიტიანი წყლის კომპრესის მოსამზადებლად, უბრალოდ დაასველეთ მარლის ან სხვა ქსოვილის ნაჭერი შუნგიტიან წყალში და დააფინეთ სხეულის დაზიანებულ ნაწილზე, 1,5-2 საათით. ასეთი კომპრესები ადეზინფიცირებს, ხსნის ტკივილს, აშუშებს ჭრილობებს, შველის დამწვრობებს, ანთებას, დამეჟილობას და კოჟრებს. ასეთ კომპრესებს იყენებენ ართრიტების, ართროზების და ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ.

შუნგიტიანი წყლის აბაზანა
შუნგიტიანი აბაზანები ძალიან სასარგებლოა საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასეთი აბაზანა ამშვიდებს, ხსნის სტრესს და დაღლილობას, აძლიერებს ორგანიზმს, აწესრიგებს ძილს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასეთ პროცედურები ხელს უწყობს კანზე ნახეთქების და ჭრილობების მოშუშებას, შველის კანის აქერცვლას, ეგზემას და სოკოს. შუნგიტიანი აბაზანების მიღება განსაკუთრების რეკომენდირებულია მძიმე ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის შემდეგ, ფიზიკური ვარჯიშის, ან დატვირთლი დღის შემდეგ, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში.
შუნგიტიანი აბაზანის მოსამზადებლად 36-37 გრადუს ტემპერატურის წყალში ჩაუშვით დაქუცმაცებული შუნგიტით სავსე ტომარა (დაახლოებით 300 გრ, 1 აბაზანაზე), 10 წუთის მანდძილზე. ტომარა გაავლეთ წყალში და შემდეგ გაწურეთ. ასეთ აბაზანის მიღება რეკომენდირებულია დღეგამოშვებით, 10-20 წუთის განმავლობაში.

შუნგიტიანი წყლის შენახვა
შუნგიტიანი წყალი უნდა შევინახოთ, მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე ან გრილ ადგილას. იმისათვის რომ, წყალი დავიცვათ ელექტრომაგნიტური გამოსხივებისაგან, არ არის რეკომენდირებული მისი მაცივარში შენახვა. შუნგიტიანი წყლის გამოყენება სასურველია 3 დღის განმავლობაში.
შუნგიტიანი წყლის ადუღების შემდეგ, მისი სამკურნალო თვისებები ნარჩუნდება.

უკუჩვენებები
შუნგიტიანი წყლის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი, ის არ არის ტოქსიკური, ლორწოვან გარსზე მოხვედრისას არ იწვევს გაღიზიანებას, მაგრამ მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების, გულ-სისხძარღვთა და გამწვავების ფაზაში ქრონიკული ანთებითი დაავადებების და აგრეთვე ტრომბოზისადმი მიდრეკილების დროს.

შუნგიტი აახალგაზრდავებს
აღსანიშნავია, რომ შუნგიტის გამაახალგაზრდავებელი და სამკურნალო თვისებები დამტკიცებულია მეცნიერთა გამოკვლევებით. აღმოჩნდა, რომ შუნგიტი შეიცავს ანტიოქსიდანტის (ფულერენის) მოლეკულებს, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს, ისინი თავის მხრივ ღუპავენ ორგანიზმის ცოცხალ უჯრედებს. ანტიოქსიდანტიუჯრედების დატვირთული მუშაობა, ეხმარება ადამიანს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შუნგიტი შედის მრავალი თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში და აგრეთვე ორგანიზმის გამაჯანსაღებელ მედიკამენტოზურ და სამკურნალო პრეპარატებში. შუნგიტი არეგულირებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს დაღლილი და მოშვებული კანის აღდგენას. რუსმა მანდილოსნებმა ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იცოდნენ შუნგიტიანი წყლის ჯადოსნურუ თვისებების შესახებ და მისი საშუალებით აღწევდნენ მას, რომ მათი კანი ყფილიყო აბრეშუმივით რბილი.

შუნგიტი:  შუნგიტიანი წყალის სამკურნალო თვისებები





შუნგიტის საბადო







ბუნებაში სუფთა შუნგიტი პრაქტიკულად არ გვხვდება, ჩვენს დროში შუნგტის მარაგი აღმოჩენილია მხოლოდ რუსეთში, ზაონეჟიეში (კარელია). აგრეთვე შუნგიტის უმნიშვნელო საბადოები არის ყაზახეთში. საინტერესოა, რომ ეს უძველესი მთის ქანი, ბუნებრივი მოვლენების გავლენით ხვდება რა ზედაპირზე, იშლება და ამ ადგილას ჩნდება ფხვიერი მიწის მასა, რომელიც შუნგიტის შემცველობის გამო არის ძალიან შავი, რაც ფრიად მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის ტერიტორიისათვის. კიჟიში (კარელია) ასეთ ნიადაგს უწოდებენ „კიჟის შავმიწა ნიადაგს“, თუმცა ნიადაგის ეს სახეობა, შავმიწა ნიადაგთან კავშირში არ არის.

შუნგიტიანი წყალი

ალბათ ბევრს სმენია შუნგიტის ფილტრების შესახებ. მას შემდეგ, რაც წყალი გაივლის შუნგიტის ფილტრში იგი სუფთავდება და ივსება სამკურნალო მინერალებით. შუნგიტი წყალს აძლევს უნიკალურ თვისებებს, ფაქტიურად აცოცხლებს მას. ცნობისათვის, ძველ რუსეთში განთქმული იყო შუნგიტიანი წყალი, რომელიც ხელს უწყობდა ანთებითი პროცესების ჩაქრობას და ითვლებოდა სამკურნალოდ. ხალხი ამ სამკურნალო წყალს იღებდა იმ წყაროებიდან, რომლებიც ამოდიოდნენ შუნგიტიანი ქანებიდან. დღეისათვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ შუნგიტიან წყალს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისება. ძალიან სასარგებლოა შუნგიტიანი წყლის ყელში გამოვლება ანგინის დროს. ასევე ეს წყალი საკმაოდ ეფექტურად კურნავს პარადონტოზს და ღრძილების სხვა დაავადებებს. შუნგიტი ასუფთავებს წყალს მძიმე მეტალებისაგან, პესტიციდებისაგან, რადიონუკლიდებისაგან, ასევე ზოგიერთი ვირუსისა და ბაქტერიისაგან.შუნგიტიან წყალს აქვს მრავალმხრივი მოქმედებაადამიანის ორგანიზმზე: აყუჩებს ტკივილს, კურნავს ანთებით პროცესებს, ადენზიფიცირებს. შუნგიტიანი წყალი ხსნის ქრონიკულ დაღლილობას და აგრეთვე ნაბახუსევს. მისი დალევა სასარგებლოა ყოველდღიურად დაავადებათა პროფილაქტიკისათვის.
ყოველდღიურად სახის დაბანა შუნგიტიანი წყლით, კანს ანიჭებს ელასტიურობას: აქრობს წვრილ ნაოჭებს, შეშუპებას და კანის სხვადასხვა დეფექტებს. ფულერენები-- ანტიოქსიდანტური უჯრედები, რომელთაც შეიცავს შუნგიტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს და უბრუნებს კანს ბუნებრივ სილამაზეს. თმებზე შუნგიტიანი წყლის გადავლება ხელს უწყობს თმის ძირების გამაგრებას და აძლევს მას ბზინვარებას.
შუნგიტიანი წყლით მკურნალობენ ალერგიის, დიაბეტის, ანემიის, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. შუნგიტით დამზადებული სამკურნალო წყალი კურნავს კანის დაავადებებს, აჩქარებს ჭრილობების და დამწვრობების შეხორცებას. ის გამოიყენება სახსრების მძიმე დაავადებების და აგრეთვე კუჭის დაავადებების დროს.

შუნგიტიანი წყლის დამზადების რეცეპტი

საკმაოდ ადვილია შუნგიტიანი წყლის მომზადება. კარგად გარეცხილი შუნგიტი და ხამი, სუფთა წყალი, პროპორციით 1:10უნდა იდგეს 3 დღის განმავლობაში. პირველ დღეებში წყალი აიმღვრევა. როგორც კი დაიწმინდება წყალი, შეიძლება მისი სამკურნალოდ გამოყენება--- დალევა, დაბანა, გამოვლება და ყვავილების მორწყვა. გამოყენების პროცესში შუნგიტიან წყალს შეიძლება ვამატოთ ახალი, სუფთა წყალი. 2-3 თვეში ერთხელ აუცილებელია შეიცვალოს შუნგიტის ქვები, რომლითაც მზადდება წყალი. შუნგიტიანი აბაზანის მისაღებად წყლის მთელ მოცულობაზე საკმარისია დავამატოთ 3 ლიტრი შუნგიტის ნაყენი. შუნგიტიანი წყლის აბაზანები იძლევიან შესანიშნავ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს, ასევე ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას: იწმინდება და იხსნება მრავალი ენერგეტიკული არხი, დგება არაჩვეულებრივი სიმსუბუქის გრძნობა და სიმშვიდე. შუნგიტის წყლის აბაზანები კურნავენ ისეთ რთულ დაავადებებს, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი.

შუნგიტის გამოყენება სხვა დანიშნულებისათვის
ჯადოსნურმა და მკურნალმა შუნგიტმა მიიღო ფართო გამოყენება სხვადასხვა სფეროებში. მას გამოიყენებენ როგორც მეტალურგიულ საწვავს, გამოიყენებენ წარმოებასა და მშენებლობაში (შუნგიტი ბეტონის მსუბუქი შემცვლელია).
შუნგიტს დიდი ხანია იყენებენ მშენებლობაში მოსაპირკეთებელ მასალად. დამუშავებული, შავი შუნგიტის ფილებით მოპირკეთებულია პეტერბურგში ისააკისა და კაზანის ტაძრები, აგრეთვე მოსკოვის მეტროპოლიტენის ზოგიერთი სადგური. შუნგიტის მასალა ძალიან პრაქტიკულია-- არ იშლება და არ იბურება დროთა მანძილზე.
დღეისათვის რუსეთში იწარმოება შუნგიტისაგან დამზადებული მრავალი ნაკეთობა და ხელსაწყო, რომლებიც სარგებლობენ დიდი პოპულარობით: საყოფაცხოვრებო და სამრეწველო გამწმენდი ფილტრები, სამკურნალო საცხები, მასაჟის ბალიშები, შუნგიტის პირამიდები და ა.შ.

შუნგიტი:  შუნგიტიანი წყალის სამკურნალო თვისებები








მაგიური თვისებები









ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობს , რომ შავ ქვას გააჩნია ნეგატიური ენერგეტიკა. მაგალითისათვის შუნგიტი აქტიურად გამოიყენება, როგორც თეთრი ასევე შავი მაგიის რიტუალებში.

შუნგიტის ქვა. მაგიური თვისებები: დამცავი ამულეტების დამზადება

შუნგიტის ქვა, რომლის მაგიური თვისებები ადამიანისათვის ცნობილია უხსოვარი დროიდან, დღემდე ხშირად გამოიყენება სხვადასხვანაირი დამცავი ამულეტების დასამზადებლად. არსებობს აზრი, თითქოს, რაც უფრო დიდი ხნისაა ქვა, რომლისგანაც ამზადებენ ამულეტებს ან თილისმებს, მით უფრო ძლიერია ენერგიის მუხტი , რომელიც გააჩნია მას. ეს კი ნიშნავს, რომ მისი ეფექტურობა იქნება ძალიან მაღალი.
თილისმებისა და დამცავი ამულეტების მოსამზადებლად საუკეთესოა შუნგიტის გამოყენება. ამ მინერალის მაგიური თვისებები უკვე დიდი ხანია არ აღძრავს ეჭვს. თვით ეს სახეობა, კი წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს სახეობას, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს ჩვენს პლანეტაზე. ქვის ასაკი შეადგენს მილიარდ წელზე მეტს. ამასთან მისი ენერგია არის სუფთა და არ არის დაბინძურებული ადამიანთა ცოდვებით.

შუნგიტის ქვა. მაგიური თვისებები, რომელიც გამოცდილია არაერთი თაობის მიერ

თუ დავეყრდნობით ძველ გადმოცემებს, მაშინ აქ მნიშვნელობა აქვს ყველაფერს, დამცავის ფორმასაც კი. შუნგიტის სტრუქტურა საშუალებას გვაძლევს შეიქმნას თილისმები და ამულეტები თითქმის ყველანაირი ფორმით--მომრგვალებული, თუ გამოკვეთილი და მკვეთრი კიდეებით. ითვლება, რომ მრგვალი ან ოვალური დამცავები ხელს უწყობს პოზიტიური ენერგიის დაგროვებას, მაშინ როცა დამცავები მკვეთრად გამოხატული კიდეებით მაშინათვე იწყებენ მოქმედებას.
რას მოგიტანთ შუნგიტის დამცავი? ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს სურვილებზე, თქვენ ხომ თვითონ “აპროგრამებთ” ქვას. გამართლება, ჯანმრთელობა, ბედნიერება--ამ ქვის უნიკალური პოზიტიური ენერგეტიკა შეიძლება მივმართოთ საჭირო გზით.
შუნგიტის მზა დამცავები შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენ მაღაზიაში. საფუძვლად აღებულია ფორმები და იდეები, რომელთაც იყენებდნენ ჯერ კიდევ უძველეს დროში. ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი დამცავის ეფექტურობა გამოცდილია არა ერთი თაობით.

შუნგიტი:  შუნგიტიანი წყალის სამკურნალო თვისებები
შუნგიტი ანეიტრალებს მავნე გამოსხივებას - საკმარისია, პატარა შუნგიტიც კი მობილურ ტელეფონთან ან ნებისმიერ ტექნიკასთან, რომელიც გამოსხივებით ხასიათდება, რათა განეიტრალდეს მისი მავნე ზემოქმედება.

შუნგიტი:  შუნგიტიანი წყალის სამკურნალო თვისებებიскачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 5235
 

ASTRO TV LIVE