» » რატომ შეწყვიტა NASA-მ მისიები მთვარეზე
Slide / პარანორმალურ მოვლენათა კვლევა

რატომ შეწყვიტა NASA-მ მისიები მთვარეზე

რატომ შეწყვიტა NASA-მ მისიები მთვარეზეჯენ ქერნანი (Gene Cernan) იყო უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც დატოვა მთვარე 1972 წლის დეკემბერში, მაშინ, როდესაც აპოლო 17 დედამიწისკენ გამოემართა. 1969 წლის 20 ივლისის, ნილ არმსტრონგის პირველი ნაბიჯების შემდეგ მთვარეზე, 1972 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, კიდევ 6 წარმატებული გაფრენა დაფიქსირდა და მას შემდეგ იქ აღარავინ გაფრენილა. ჩნდება კითხვა - რატომ?
ამ კითხვაზე პასუხის ოფიციალური ვერსია ერთია, ხოლო სხვა ფაქტები, რომელთაც ასე გულმოდგინედ მალავენ - მეორე.
ოფიციალურ ვერსიაში შეგიძლიათ მოისმინოთ, რომ მთლიანი აპოლოს პროგრამა საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის გაჩაღებული „კოსმოსური შეჯიბრის“ შედეგი იყო და მას შემდეგ, რაც აშშ-მა ეს შეჯიბრი მოიგო „უდიდესი ნაბიჯით კაცობრიობისთვის“, მოტივაციაც დაიკარგა და მისიებიც შეწყდა. არის მეორე, ოდნავ ახალი ვერსია, სადაც ამბობენ, რომ აპოლომ მთვარეზე ყველა შესაძლებლობა ამოწურა, რომ მთვარეზე გაფრენა მეტად პროდუქტიული ვეღარ იქნებოდა და ამის მაგივრად ფოკუსირდნენ კოსმოური შატლის პროგრამაზე. ეჭვის შეტანაც არავის შეეძლო, ნასას ათასობით ფოტო, რეტუშირებით კარგად დაამუშავეს, მოაცილეს ყველა ამო თუ სხვა ნაგებობები და გაამზადეს საზოგადოებისთვის ან/და პრესისითვის საჩვენებლად და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია იმ სახით, როგორც თავად სურდათ.
თუმცა, არსებობენ ადამიანები რომლებიც პროექტების უშუალო მონაწილეები იყვნენ, და ორიგინალ ფოტოებზე, ჩანაწერებზე მიუწვდებოდათ ხელი. სწორედ ამ ადამიანებზე დაყრდნობით დაწერა ფრედ სთექლინგმა წიგნი „ჩვენ აღმოვაჩინეთ უცხოპლანეტელთა ბაზები მთვარეზე“ (We Discovered Alien Bases on the Moon) ფოტოებზე კარგად ჩანს ნაგებობები და ხომალდები, ნასას ბევრი ყოფილი თანამშრომელიც ადასტურებს ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ანონიმურად, რადგან ფაქტია, ყველამ, ვინც ხმა ამოიღო, გარდაიცვალა ან დაიკარგა. ეჭვია იმაზეც, რომ მათ გასაჩუმებლად სპეციალურ მედიკამენტებსაც იყენებდნენ.
რაც შეეხება ხომალდებს მთვარეზე, ყვებიან, რომ ისინი უზარმაზარი და ტექნოლოგიურად, წარმოუდგენლად დახვეწილია.
რატომ შეწყვიტა NASA-მ მისიები მთვარეზეპირველი მისიის მიხედვით, 1969 წლის ივლისში აპოლო 11-ს ორი უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი ელოდებოდა მთვარეზე. და რა თქმა უნდა, არმსტრონგის პირველი სიტყვებიც განსხვავებული იყო იმ უკვდავი ფრაზისგან, რომელსაც ვიცნობთ (პატარა ნაბიჯი კაცისთვის, გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის)... მაშ, რა იყო პირველი სიტყვები? ოტო ბინდერის მიხედვით, რომელიც იმ დროს აპოლოს პროგრამაში მუშაობდა, საუბარი ასე წარიმართა: არმსტრონგი: ეს რა არის? რა ჯანდაბაა? მინდა გავიგო რა არის... ნასა: რა ხდება მანდ? არმსტრონგი: ხომალდი, სერ, უზარმაზარი, ღმერთო... არ დაიჯერებთ... აქ სხვა კოსმოსური ხომალდია, სერ.
თუმცა, ნასა ყოველთვის უარყოფდა ამ დიალოგს.
ბუნებრივია, არმსტრონგსაც და აპოლო 11-ის სხვა წევრებსაც აკლრძალული ჰქონდათ ამ თემაზე საუბარი. მაინც რა მოხდა, რატომ შეწყდა მთვარეზე მისიები? ერთ-ერთი პროფესორი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, აპოლო 11-ის შესახებ ყვება: წარმოუდგენელი იყო... რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიცოდით, რომ იყო შესაძლებლობა... ფაქტიურად, აგვიკრძალეს მთვარეზე ყოფნა (უცხოპლანეტელებმა)... მას შემდეგ აღარც დამდგარა საკითხი კოსმოსური სადგურის თუ მთვარის ქალაქის შესახებ... მაგრამ აპოლო 11-ის შემდეგ, ნასას კიდევ ხუთი მისია ჰქონდა მთვარეზე, რაზეც პროფესორი ამბობს „ბუებრივია, ნასას არ სურდა დედამიწაზე პანიკის გამოწვევა. სხვა მისიები, რეალურად, მხოლოდ სწრაფი დაჯდომები იყო მთვარეზე“...
აპოლოს ბოლო მისიის პარალელურად, ინგო სუანს ჰქონდა საიდუმლო შეხვედრა მეცნიერების ჯგუფთან სტენფორდის კვლევით ინსტიტუტში, მენლო პარკში (კალიფორნია). ის გამოდიოდა მკვლევარების წინაშე წინადადებით, შეესწავლათ ახალი დისციპლინა - პარაფსიქოლოგია. მან წარმატებით აჩვენა თავისი უნარები, დაეფიქსირებინა საგნები გრძელ მანძილზე და აღეწერა ისინი საოცარი სიზუსტით. თავის წიგნიში, შორსმჭვრეტელობა (Penetration), ინგო სუანი აღწერს, 1975 წელს როგორ მოსთხოვა სახელმწიფომ მთვარის კონკრეტული ადგილების „მონახულება“ და აღწერა.
რატომ შეწყვიტა NASA-მ მისიები მთვარეზემთვარეზე „გონებრივად“ დაშვების შემდეგ, ინგო აღწერდა რაღაც კონსტრუქციას ქვიშაში. მაგრამ იქ ყველაფერი ისე არ იყო - „უკაცრავად, მაგრამ აქ... წარმოდგენა არ მაქვს, რა არის, მაგრამ შეუძლებელია, ეს მთვარეზე იყოს“ - ამბობდა ინგო.
რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ, მოსთხოვეს თავიდან მოეყოლა რა დაინახა. „მაშ ასე, ვიყავი ადგილზე, სადაც უცნაური მწვანე ბურუსი იყო, უცნაურად ანათებდა. მის უკან, გარშემო სრული სიბნელე. ვფიქრობდი, საინდან მოდიოდა ეს სინათლე... ალბათ, არ მოგეწონებათ, რაც იქ დავინახე, ვფიქრობ, მართლა დავინახე... მწვანე სინათლის ორი მწკრივი იყო, დაახლოებით ისეთივე, როგორიც ფეხბურთის არენაზეა. კოშკების თავზე იყო... ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ალბათ მე მთვარეზე არ ვიყავი...“
შემდგომ ისევ სთხოვეს გაეგრძელებინა კიდევ რას ხედავდა.
„რაღაცნაირი ხმაურია, ძლიერი. ერთ განათებულ კოშკს უკეთ ვხედავ, ძალიან წვრილი კოშკია. აქ ბევრი ნაკვალევია, მოიცადეთ, კიდევ ერთ დიდ კოშკს ვხედავ, უზარმაზარია. ნამდვილად ძალიან დიდი.“
შემდეგ ინგოს უთხრეს, რომ რასაც ის ხედავდა, სიმართლეს შეესაბამებოდა, ოღონდ ეს ნაგებობები არ ეკუთვნოდათ დედამიწელებს.
შემდეგი მცდელობების დროს, ინგო ყვებოდა, რომ ხედავდა აღჭურვილობას, მილებს, ხიდებს, კიდევ უცნაურ „ბადეებს“, რომელიც სახლს ჰგავდა. იქ ხედავდა რაღაცით დაკავებულ არსებებს. რაც შეეხება არსებებს, ის აღწერს, რომ ისნი არ ჰგავდნენ ადამიანებს, ყველა მამრობითს ჰგავდა და, თითქოს, რაღაცას თხრიდნენ.
მალე ინგოს ძლიერი შიში აწუხებდა, გაქცევა სურდა. ამბობდა, რომ შეამჩნიეს და ახლა უთვალთვალებდნენ. „ისინი არ არიან მეგობრულად განწყობილი“ - ამბობდა ინგო. მას შემდეგ, ეს სესიებიც შეწყდა.

მოამზადა : Teona Constantine


თემის გაგრძელება:

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

TV3 - სტუმრად ნუგზარ რუხაძესთან (26.12.14)

ასტროლოგიური მედიცინა - თორნიკე ბიძინაშვილი TV ობიექტივზე

დაზიანებული პლანეტების თვისებები

...

8 ოქტომბერს მთვარის დაბნელებაა მოსალოდნელი – ასტროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი