» » როგორ მოვხსნათ ჯადო-უნიკალური სახელმძღვანელო.
ეზოთერიკა / ბიოენერგეტიკა / Slide / პრაქტიკული

როგორ მოვხსნათ ჯადო-უნიკალური სახელმძღვანელო.

როგორ მოვხსნათ ჯადო-უნიკალური სახელმძღვანელო.











ჯადო-ესაა გარკვეულ ადამიანზე განზრახ მიზანმიმართული ბოროტების მიყენება. თუ ადამიანს ახრჩობს შური ან უნდა მტრისთვის რაიმე სამაგიეროს გადახდა, ის მას უკეთებს ჯადოს. ამ დროს, ალბათ, ბოლომდე არ აქვს გააზრებული რას კიდებს ხელს და რით შემოუტრიალდება ეს საქციელი მომავალში. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი აკეთებს ჯადოს ან უბრალოდ ერთობა შავი მაგიით, ამის გამო კი ისჯებიან მისი შვილები და შვილიშვილებიც კი. არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს სხვა ადამიანის ბედში და გაუფუჭოს მას ცხოვრება, თანაც ასეთი საშინელი მეთოდით.
ჯადოს სიმპტომები-როგორ ამოვიცნოთ ის
არსებობს ჯადოს მრავალი სახეობა. ყოველი მათგანი ადამიანზე სხავადასხვანაირად მოქმედებს და შესაბამისად ჯადოს სიმპტომებიც განსხვავებულია. თუ თქვენს შემთხვევში რამოდენიმე სიმპტომი ვლინდება და ამ დროს ჯანმრთელობის პრობლემები არ გაქვთ, მაშინ დასაშვებია თქვენზე ჯადო იყოს გაკეთებული.

1. შესაძლოა გაგიჩნდეთ ძილის პრობლემები. ხშირი უძილობა-გადაღლამდე, მუდმივი სისუსტე და ძილის მოთხოვნილება. ჩნდება აპათია, ადამიანს არ სურს არაფრის კეთება, მას საწოლიდან ადგომის ძალაც კი არ შესწევს, სამსახურში წასვლაზე ან სახლის საქმეების გაკეთებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თითქოს სულ ძილი უნდა, მაგრამ თავს დადებს თუ არა ბალიშზე, ეს შეგრძნება ქრება და შესაძლოა მთელი ღამე ჭერის ცქერაში ან ცხვრების დათვლაში გაატაროს.
2. თქვენ ამჩნევთ, რომ თქვენთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა უცებ დაიწყო გაუცხოვება. მნიშვნელოვანია, ეს არ აგვერიოს სხვა რამეში. საქმე შესაძლოა სულაც არ ეხებოდეს ჯადოს, მაგრამ როცა გუშინ ყველაფერი გადასარევად იყო და დღეს იგი თითქოს გამოცვალეს, დაფიქრება არ გვაწყენდა.
3. თავი იჩინა სერიოზული დაავადებების სიმპტომებმა, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევის შედეგად არაფერი არ ჩანს, განწყობა კი უარესდება. ეს მდგომარეობა ჯადოს ერთერთი ყველაზე ძირითადი ნიშანია, რადგან ის იმდენად თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას არ ცვლის, რამდენადაც ფსიქიკას, და თქვენ გექნებათ იმისი შეგრძნება რომ გტკივათ მთელი სხეული. მაგრამ ეს უბრალოდ ის ტყუილია, რომელმაც უნდა გადაგრიოთ, გაგაგანერვიულოთ და შფოთში გამყოფოთ.
4. ჩნდება აკვიატებული ცუდი აზრები, სიკვდილის შიში. მუდმივად ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობლებს რაიმე ცუდი დაგემართებათ. გეჩვენებათ, თითქოს თავში უცხო ხმა ჩაგძახით, რომელიც გიბიძგებთ ცუდი საქციელისკენ ან თვითდაზიანებისკენ. ეს იწვევს საკუთარ გაწონასწორებულობაში ეჭვის შეტანას, თქვენ უფრო და უფრო მეტად ურევთ ერთმანეთში გამონაგონსა და რეალობას.
5. თუ თქვენ სახლში გყავთ კატა ან უკეთესია ძაღლი, შამჩნევთ თუ როგორ შეცვლიან ისინი თქვენთან დამოკიდებულებას. ცხოველები ძალიან კარგად გრძნობენ ადამიანებს და მათ განწყობას. იმის დანახვაც კი შუძლიათ, რაც ადამიანის თვალისათვის დაფარულია. კატა დაიწყებს თავის მორიდებას და თუ მისი მოფერება მოგინდებათ, ღრენით გაიქცევა. ძაღლმა შესაძლოა გამოხატოს თქვენს მიმართ აგრესია. თუ მისი საყვარელი პატრონი შეიცვლება, ეს მას სულაც არ მოეწონება.
6. თქვენ იგრძნობთ თუ როგორ მიგატოვათ წარმატებამ. ყველაზე უბრალო ყოველდღიურ საქმეებშიც კი მოგელით ჩავარდნა. გახდებით უფრო გონებაგაფანტული და მოუხერხებელი, ხელიდან დაგიცვივდებათ ყველაფერი. თუ აქამდეც არ იყავით იღბლიანი, ამ სომპტომებს რათქმაუნდა ვერ შამჩნევთ. კონტრასტი მაშინ ჩანს კარგად, როცა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული, ერთ წუთში უიღბლო ხდებით. ის რომ ყველაფერი ცუდად იყოს, არაა რეალური და აქ ნამდვილად ჯადოსთან გვაქვს საქმე.
7. თვითშფასების დადაბლება. ადამიანს ეჩვენება რომ მასზე უშნო და შეუხედავი პერსონა ქვეყანაზე არ დადის. უცებ, არსაიდან ჩნდება საკუთარი თავის უნდობლობა და ყველაფერი იმის მიმართ ანტიპათია, რაც ადრე მოგწონდათ საკუთარ თავში. ისევ და ისევ, არსებობენ ადამიანები რომლებსაც საკუთარ თავზე ისედაც დაბალი წარმოდგენა აქვთ, ამიტომ ამ სიმპტომს ისინი უბრალოდ ვერ შეამჩნევენ.
8. იწყება დეპრესია და გგონიათ რომ ამ ქვეყანაზე არავის აღარ ჭირდებით. გინდათ ყველაფრის მიტოვება და სადმე გაგცევა ან თავის მოკვლა. ადამიანი უცებ მოიკვეთავს ყველა ახლობელს და აღარ ეკონტაქტება ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი. მას მხოლოდ საკუთარ თავში ჩაკეტვა და სიჩუმე სურს. ყველა, ვინც წამოიწყებს საუბარს რაიმე თემაზე, დაბლოკილი იქნება და საუბარიც შეწყდება.
9. თუ მოჯადოებულ ადამიანს შევეხებით ჯვრით ან ნაკურთხ წყალში ამოვლებული რაიმე საგნით, მას იმ ადგილას ეწყება წვის შეგრძნება და უვლინდება ალერგიისმაგვარი სიწითლე. უცებ უჩნდება ჯვრის მოხსნისა და ხატების თვალის არედან მოცილების სურვილი.
10. ჩნდება შეგრძნება, რომ შენობაში სადაც ხართ, ცუდი სუნია, მაგრამ ამ სუნს თქვენს გარდა ვერავინ ვერ გრძნობს და სინამდვილეში ის არც არსებობს. ეს არასასიამოვნო სუნი თქვენ ყველგან შეგაწუხებთ. მოგეჩვენებათ რომ ახალმომზადებულ კერძსაც კი ცუდი სუნი აქვს. მისი მიმზიდველი შესახედაობის მიუხედავად.
როგორ გავიგოთ ვინ გააკეთა ჯადო, ან საერთოდ თუა შესაძლებელია ამის დადგენა

დიახ, ეს შესაძლებელია. უნებურად ჩნდება კითხვა: და რა საჭიროა ამის ცოდნა? იმისათვის რომ სამუდამოდ შეწვიტოთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, ხომ შესაძლოა მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდეთ. წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობები აქვს მას თქვენს მიმართ თუ ასეთ ბოროტებაზეა წამსვლელი.
არსებობს რიტუალები, რომლებსაც შუძლიათ ჯადოს გამკეთებელი ადამიანის სახელის მინიშნება ან მისი თქვენს სახლში ისე მოყვანა, რომ თვითონაც ვერ მიხვდეს თუ როგორ აღმოჩნდა აქ. მაგრამ არ იჩქაროთ მაგიური დახმარების გამოყენება. არსებობს სხვა მეთოდებიც. დასაწყისისათვის, დაჯექით და თვითონ იფიქრეთ თუ ვის შეეძლო ამის გაკეთება. გააანალიზეთ, ბოლო დროს ვისთან გაგიფუჭდათ ურთიერთობა, ვინმეს რამე ცუდი ხომ არ გაუკეთეთ. თუ ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ, აზრი ჰკითზეთ მათ ვისაც ენდობით. გვერდიდან მეტი ჩანს და შესაძლოა ზუსტად მიგითითონ ადამიანზე, ვინც ეს გააკეთა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ შემთხვევაში ნათესავები და მეგობრებიც ეჭვის ქვეშ არიან. შესაძლოა რომელიმე მათგანს რაიმე დაფარული მოტივები ამოძრავებს რათა ცუდი გისურვოთ, თქვენ კი ამას ვერც ხვდებით.
ჯადოს გამკეთებლის გამოსავლენად ერთერთი ყველაზე იოლი საშუალებაა საეკლესიო სანთლის ცვილზე მკითხაობა. აიღეთ ერთი ასეთი სანთელი. დაანთეთ და დაელოდეთ მის ბოლომდე ჩაწვას. მოაგროვეთ მისგან დარჩენილი ცვილი და ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთით ადუღეთ. გამდნარი ცვილი დაასხით დიდ, ბრტყელ, თეთრ თეფშზე სიტყვებით: „ ცვილს ვასხამ თეფშზე და ეხლა ჩემი მტრის სახელს გავიგებ“. დაელოდეთ ცვილის სრულ გამყარებას და დააკვირდით მიღებულ სურათს. იდეალურ ვარიანტში ცვილმა ჯადოს გამკეთებლის სახელის პირველი ასოები უნდა დაწეროს. თუ ვერანაირ ასოებს ვერ დაინახავთ, მაშინ უბრალოდ დაათვალიერეთ ნახატი. შესაძლოა მან მოგაგონით რაიმე ისეთი, რაც ამ ადამიანს უკავშირდება.

როგორ მოვხსნათ ჯადო

მათთვის, ვინც არ იცის როგორ იხსნება ჯადო სახლის პირობებში და ჰგონია რომ ასეთ დროს მხოლოდ სპეციალისტთან მისვლაა საჭირო, ეს ინფორმაცია შემეცნებითი გახდება. აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია თვითონ მოიხსნას ჯადო და სხვასაც გაუწიოს ამ საქმეში დახმარება, თუ ეს უკანასკნელი ფეღმძიმე ქალი არაა. იმისათვის, რომ ყველაფერი პირველ ჯერზე გამოგვივიდეს, აუცილებელია ყველა წესის დაცვა.
ჯადოს საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ლოცვაა -„მამაო ჩვენო“. მისი წარმოთქმა აუცილებელია ჯადოს მოხსნის ყველა რიტუალისას. თუ თქვენ არ ხართ ქტისტიანი და სხვა ღმერთის რწმენაში იმყოფებით, ან სულაც ათეისტი ბრძანდებით, მაშინ „მამაო ჩვენოს“ მაგიერ წარმოთქვით ის სიტყვები, რომლებიც თქვენთვის რაიმე ნათელთან და კარგთან ასოცირდება. შეგიძლიათ ადამიანის ყველა კარგი თვისება ჩამოთვალოთ ან მხოლოდ ისინი, რასაც საკუთარ თავს უსურვებთ. ამ სიტყვების წარმოთქმისას პირჯვარი გადაიწერეთ ანთებული საეკლესიო სანთლით. ასეთი მარტივი რიტუალი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ მოვხსნათ ჯადო საკუთარ თავს. ასეთი ქმედება არამარტო ჯადოს მოხსნის, არამედ თქვენს ბიოგარსს დაეხმარება უცებ აღდგეს ასეთი დაზიანების შემდეგ.
უბრალო ლოცვა ჯადოს ვერ მოგაშორებთ, თუ მას თან არ ახლავს რაიმე სახის ქმედება. სწორედ ამიტომ, თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული თუ როგორ უნდა მოხსნათ ის, ჯობია არ მოკიდოთ ხელი და ეს საქმე სპეციალისტს ან პრაქტიკოს თეთრ მაგს ანდოთ.

როგორ მოვხსნათ ჯადო სახლის პირობებში ცვილის თოჯინის დახმარებით

ამ რიტუალისთვის თქვენ დაგჭირდებათ დიდი სანთელი, ოქროს ბეჭედი, ოქროს ჯაჭვი (ე.წ. „ცეპი“), შავი ფერის ნაჭერი და საკუთარი ფოტოსურათი, რომელზეც მხოლოდ თქვენ ხართ აღბეჭდილი. რიტუალი ტარდება ღამე, სავსე მთვარის შუქზე. ეს რიტუალი არაა ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოვიხსნათ ჯადო საკუთარ თავზე, რადგან ის შესაძლოა ძნელი იყოს მათთვის, ვისთვისაც ეს შემთხვევა პირველია.
დაანთეთ სანთელი და მის ალზე დაწვით თქვენი ფოტო. ფერფლი არ გადაყაროთ, ზედმიწევნით შეაგროვეთ და დაყარეთ მომცრო თეფშზე. ახლა დაელოდეთ თქვენი სანთლის ბოლომდე ჩაწვას. შემდეგ დარჩენილი ცვილი და ფერფლი აურიეთ ერთმანეთში და გამოძერწეთ პატარა თოჯინა. თავზე ჩამოაცვით ოქროს ბეჭედი-გვირგვინის სიმბოლო, რომელიც თვენგან განდევნის ყველაფერ ცუდს. თოჯინას გადაწერეთ პირჯვარი სამჯერ და თქვით თქვენი სრული სახელი. შემდეგ იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად და მორიდებულად, თქვენ ხომ ხელში საკუთარი თავი გიჭირავთ. თოჯინას წელზე შემოახვიეთ ოქროს ჯაჭვი და თქვით: „ეს ოქროს ჯაჭვი მთვარის შუქითაა გაჟღენთილი, ჯადოს მოხსნის და ბოროტებას განდევნის“. ახლა თოჯინას სახეზე წაუსვით საკუთარი ნერწყვი და სისხლი. ეფექტი უფრო დიდი იქნება თუ სისხლი მენსტრუალურია. თოჯინა შეახვიეთ შავ ნაჭერში და დამალეთ საიდუმლო ადგილას, სადაც მას ვერავინ ვერ იპოვის. მას შემდგომ, რაც ჯადოს სიმპტომები გაქრება, იგი უნდა განადგურდეს. თუ ბეჭდისა და ჯაჭვის გადაგდება არ გენანებათ, ისინი ეკლესიაში უნდა აკურთხოთ და შემდეგ ატაროთ.
როგორ მოვხსნათ ჯადო კვერცხით
როგორც მაგალითი, გთავაზობთ ყველაზე მარტივ, მაგრამ ჯადოს მოხსნის ნამდვილად მუშა მეთოდს უბრალო ქათმის კვერცხის დახმარებით. აქ საყურადღებოა ის, რომ კვერცხი უნდა იყოს სახლის და ახალი. არ შეიძლება იმ კვერცხის გამოყენება, რომელიც რაღაც დროის მანძილზე მაცივარში ინახებოდა. და აი რას ვაკეთებთ:
გაშიშვლდით მთლიანად, გაიშალეთ თმა, აიღეთ კვერცხი და „გაიგორეთ“ ის მთელ სხეულზე თავიდან ფეხის თითებამდე. იმოქმედეთ ფრთხილად, ისე რომ კვერცხი არ გაგიტყდეთ. ამავდროულად წარმოთქვით „მამო ჩვენო“. მას შემდეგ რაც კვერცხმა „შემოგიარათ“ მთელ სხეულზე, გადით ქუჩაში, ამოთხარეთ პატარა ორმო უახლოეს ხესთან და ჩაფალით კვერცხი. სახლში დაბრუნებისას უკან არ მიიხედოთ.
როგორ მოვხსნათ სასიკვდილო ჯადო
თუ თქვენ ხვდებით რომ სასიკვდილო ჯადო გავქვთ გაკეთებული, არ ღირს პანიკაში ჩავარდნა და ანდერძის წერა. თუ ვიცით როგორ მოვხსნათ სასიკვდილო ჯადო, არა მარტო საკუთარ თავს, სხვასაც კი დავეხმარებით.
რიტუალი შესასრულებლად მარტივია. თქვენ დაგჭირდებათ ერთი ყუთი ჩვეულებრივი საჭმელი მარილი. აკურთხეთ ის ეკლესიაში (ამ დროს ყუთი გახსნილი უნდა იყოს). ღამე გადით ქუჩაში და დაშორდით სახლს რაც შეიძლება დიდ მანძილზე. იპოვეთ ისეთი ადგილი, სადაც ვერავინ ვერ დაგინახავთ და ვერ შეგაწუხებთ. გარშემო წრიულად დაინთეთ შვიდი სანთელი, გაიხადეთ და მარილით ხელში დაჯექით სანთლების ცენტრში. დაიყარეთ სხეულზე ეს მარილი და თან თქვით „მამაო ჩვენო“. როცა დაასრულებთ, ჩაიცვით და დაბრუნდით სახლში. სანთლები არ ჩააქროთ და ისევე დატოვეთ.ეს რიტუალი არამარტო მოგხსნით ჯადოს, არამედ დაგიცავთ სიტუაციის გამეორებისგან გარკვეული დროით.
ჯადო- ბევრისათვის საშიში სიტყვაა, რომელიც ასოცირდება ავადმყოფობისა და უბედურების დაუსრულებენ ჯაჭვთან. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ყველაფერი ისე საშიშიც არაა, როგორც ამბობენ. უბრალოდ, საჭიროა მისი დროულად გამოვლენა და მოხსნის რიტუალის იმწუთში ჩატარება. იყავით ყურადღებით საკუთარი თავის და ახლობლების მიმართ. თუ შეამჩნიეთ სიმპტომები, არ დააყოვნოთ.
ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ, დაე ვერავითარმა ჯადომ ვერ მოახერხოს თქვენი ცხოვრების დამძიმება.

13.11.2017.скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

სექტემბრის ასტროპროგნოზი

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი