» » სიზმრის ახსნა (ზოგადი გადმოცემით)
Slide / სიზმრები

სიზმრის ახსნა (ზოგადი გადმოცემით)

სიზმრის ახსნა (ზოგადი გადმოცემით)სიზმარი გახლავთ ამოუხსნელი ფენომენი, რომელსაც მოაქვს მომავლიდან ინფორმაცია. ნანახ სიზმარს თუ კარგად გავითავისებთ, შევძლებთ მის გაშიფრვას. ამბობენ, რომ ადამიანის ქვეცნობიერმა ყველაფერი წინასწარ იცის. ხშირად, ეს ყოველივე სიზმრის სახით მოდის ჩვენამდე. ზოგჯერ გვაფრთხილებს, ზოგჯერ გვასწავლის. ქვემოთ გთავაზობთ სიზმრის ახსნის ზოგად ვარიანტებს.

ზღვა - სიზმარში მიუთითებს იმედგაცრუებაზე, შესაძლოა ავადმყოფობაზეც კი. როცა იგი ბობოქარი და ამღვრეულია, შეიძლება ითქვას რომ ადამიანის შინაგანი გარემო და განწყობაც არეულია, აფორიაქებული.

ტყეში თუ აღმოჩნდებით სიზმარში, ძირითადად, წარუმატებლობაზე მიუთითებს ბიზნესსა და ოჯახში. ამასთანავე, თუ შიმშილსა და სიცივეს გრძნობთ, შესაძლოა, ხანგრძლივი არასასიამოვნო მოგზაურობა გელოდეთ. თუ ტყე გამწვანებულია და ნათელი, მაშინ კედილდღეობას მოასწავებს.

ვაშლის ნახვა სიზმარში მიუთითებს წარმატებაზე. თუ ხეს ხედავთ მწიფე ვაშლებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო მოქმედების. თუ ხის კენწეროზე მხოლოდ ერთ ვაშლს ხედავთ, თქვენი მიზნები რეალურია. როდესაც დამპალი ვაშლი გესიზმრებათ, მაშინ თქვენი მიზნები არარეალურია. თუ ხედავ - ვაშლი ჩამოვარდა და დაეცა, მიუთითებს ცრუ მეგობრებზე.

პეპელა - ყვავილებში მოფარფატე, ნიშნავს სიმდიდრესა და გაფურჩქვნის პერიოდზე მიუთითებს. თუ ერთდროულად ბევრ პეპელას ნახავთ, სიახლეებს გაიგებთ დიდი ხნის უნახავი მეგობრებისგან. ახალგაზრდა ქალს უქადის სიყვარულს, რომელიც ბედნიერი ქორწინებით დაგვირგვინდება.

ნაპირი - სიმყარესა და სტაბილურობაზე მიუთითებს. წყალში ცურაობა და ნაპირისკენ სწრაფვა ნიშნავს, რომ ძალიან დაღლილი ხართ გაურკვევლობით, გსურთ მისგან თავის დაღწევა. თუ გესიზმრებათ, რომ ნაპირისკენ მომავალს ტალღა უკან გითრევთ, ეს ნიშნავს, რომ არ გესმით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება და დაგეხმარებათ ადეკვატურ შეფასებაში. უმჯობესია, თავი შეიკავოთ გარკვეული ზომების მიღებისგან, როდესაც სიზმარში ნაპირი არ ჩანს და წყალში იმყოფებით.

ცხვირსახოცი - ახალგაზრდა ქალისათვის მიუთითებს, რომ რცხვენია სასიყვარულო ურთიერთობის. თუ ცხვირსახოცს ყიდულობთ, ნიშნავს, რომ მცირე სასიამოვნო ამბავი გელით ცხოვრებაში, შეიძლება შეეხოს ასევე თქვენს ფინანსებს. თუ სიზმარში იყენებთ ცხვირსახოცს, ეს იმას ნიშნავს, რომ უსიამოვნება გელით ფინანსური კუთხით.

გველი - ზოგადად საფრთხის მანიშნებელია. თუ მკვდარი გველი გკბენთ მაშინ უსიამოვნება გელით მეგობრის მხრიდან. თუ თქვენ სიზმარში კლავთ გველს, მტრების დამარცხებაზე მიუთითებს. თქვენ უნდა მოიკრიბოთ ძალა, რომ შეებრძოლოთ მათ. როდესაც გველზე გადავლა გიწევთ, თქვენი ჯანმრთელობა შესაძლოა საფრთხეში იყოს. როდესაც გველი გკბენთ, გაგიძნელდებათ მტრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

თვალის ნახვა სიზმარში, მიმანიშნებელია მტრების გააქტიურებაზე. როგორც კი შეძლებენ, მაშინვე დაგესხმებიან თავს. შეყვარებულს თუ ესიზმრება თვალი, მიუთთებს, რომ მეტოქე გამოუჩნდა სიყვარულში. ცალთვალას ნახვა სიზმარში, ნიშნავს დანაკლისს. აგრეთვე ცუდზე მიუთითებს სიზმარში თვალის დაკარგვა.

ჯოჯოხეთში თუ მოხვდებით სიზმარში, ეს ნიშნავს რომ ცდუნებას უნდა გაუძლოთ, რომელიც თითქმის ჩაშლის და ანადგურებს თქვენს სულს. თუ ახლობლებს ნახულობთ ჯოჯოხეთში, მაშინ მათ სერიოზული უსიამოვნებები ელით წინ.

სინათლე - ნიშნავს წარმატებას. თუ მბჟუტავი შუქი გესიზმრებათ, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ თქვენი გეგმები არ განხორციელდეს. თუ ხედავთ რომ შუქს აქრობთ, მაშინ დაგეგმილიდან მხოლოდ ნახევარს მიიღბთ.

ვარდი თუ გესიზმრებათ, სასიხარულო მოვლენები და ახლობლების ერთგულება გელით წინ. თუ ახალგაზრდა ქალი წყვეტს ვარდს, შესაძლოა, ქორწინებაზე მიუთითბდეს. თუ ქალი აგროვებს ბევრ ვარდს, ეს ნიშნავს, რომ მისი საქმრო პატივცემული და მდიდარი იქნება. თუ გამხმარ ვარდს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ შეხვედრილხართ იმ „ერთადერთს“. თეთრი ვარდი - მიგვითითებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე, თუმცა, თუ მას ხედავთ მზიან ამინდში დილით ცვარიანს, მაშინც საშიში არაფერია. თუ სიზმარში ვარდის სურნელს შეიგრძნობთ, ესეც სიხარულის მომასწავებელია.

აქლემის ნახვა მიგვანიშნებს, რომ ყოველთვის მოიძებნება რთული სიტუაციებიდან გამოსავალი. თუ თქვენ აქლემის პატრონი ბრძანდებით, მაშინ შანსი გეძლევათ გამოიმუშაოთ საკუთარი ფული. როდესაც ხედავთ ქარავანს, თანაც ცარიელს, უიმედობის მიუხედავად, ბოლო მომენტში გამოგიწვდიან დახმარების ხელს.

თოჯინა სიზმარში არასასიამოვნო ნიშანია. ამის ნახვის შემდგომ გაიგებთ ახლობლის ავადმყოფობის შესახებ ან გაეხვევით უსიამოვნო სიტუაციაში.

კარავი სიზმარში ნიშნავს, რომ ბიზნეს პარტნიორები ზურგს გაქცევენ და თქვენს კონკურენტებთან განაგრძნობენ მოლაპარაკებას. თუ თავად შლით კარავს, მოემზადეთ უზარმაზარი ცვლილებებისათვის. თუ ქალი იმყოფება კარავში, მაშინ ეს მიუთითებს, რომ ქორწილის თარიღი გაურკვეველია. თუმცა, შეუძლია მას მშვიდად ყოფნა, რადგან მისი შეყვარებული სამომავლო სერიოზულ გეგმებს სახავს მასთან დაკავშირებით. თუ გათხოვილ ქალს ესიზმრება საკუთარი თავი კარავში, ეს მიუთითბს, რომ მისი ოჯახური ბედნიერება მეუღლესთან მიმართბაში სათუოა.

წამალს თუ იღებთ სიზმარში, მიუთითებს, რომ უსიამოვნებას ვერ გაექცევით, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება და მოგებულიც დარჩებით. თუ წამლის გემო არ მოგეწონათ მაშინ პრობლემები სერიოზულია. თუ სხვას აძლევთ წამალს, მაშინ, შესაძლოა, უნებლიედ აწყენინოთ ახლობელს.

მოამზადა AquaRius-მა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

პლუტონი - პლუტონის კვადრატურა (ტრანზიტული პლუტონი → ნათალური პლუტონი)

მერწყულის ეპოქა . კაცობრიობის ახალი ერა

Guide to cats and kittens