» » 2013 წლის 3 ნოემბრის მზის ჰიბრიდული დაბნელება
ასტროპროგნოზი / ასტროლოგია / ჟურნალი ასტრო-news

2013 წლის 3 ნოემბრის მზის ჰიბრიდული დაბნელება

2013 წლის 3 ნოემბრის მზის ჰიბრიდული დაბნელება
































საქართველოში მზის ეს დაბნელება ნაწილობრივი ხასიათის იქნება და დღის ბოლოს მზის ჩასვლის საათებში მოხდება (თბილისის დროით 16:46 საათზე, ხოლო გრინვიჩის დროით 12:46 საათზე) ის სულ რამოდენიმე წამს გასტანს, ამიტომ ნაკლებად შესამჩნევი იქნება და ბევრმა შესაძლოა ვერც კი აღიქვას. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მის ზეგავლენაზე. მით უმეტეს, რომ ამ დაბნელებას მორიელის ნიშანში ექნება ადგილი, რაც ექტრემალური სიტუაციების და კონფლიქტების გამწვავების მომასწავებელია. წლევანდელი დაბნელება მორიელის მე-12 გრადუსში ხდება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ზემოთქმულს, რადგან ეს კონკრეტული გრადუსი ფარულ მტრებზე, დაპირისპირებაზე მიუთითებს.

3 ნოემბრის მზის დაბნელება დიდ ზეგავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც მორიელის, მისი საპირისპირო ნიშნის _ კუროს, ასევე ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ არიან დაბადებულნი. დაბნელება შეეხება ისეთ სფეროებს როგორიცაა: სექსი, ფინანსები, ჯანმრთელობა და პირადი ურთიერთობები.

მზე და მთვარე შეუერთდებიან მთვარის აღმავალ კვანძს, რაც იმის მომასწავებელია რომ ახალი, სრულიად განსხვავებული ეპოქა იწყება. თუ გავითვალისწინებთ აქვე ( მორიელის ნიშანში) მყოფ სატურნს, პროზერპინას და მერკურის, მივხვდებით, რომ ეს დაბნელება არც თუ ისე უბრალო ხასიათისა იქნება.

სატურნი - ეს არის დროის და მოვალეობების პლანეტა. ის ვერ იტანს საქმის შეუსრულებლობას, უპასუხისმგებლობას და ვინც ასე იქცევა, იმას შესაძლოა მეტად მწარედ მოჰკითხოს სწორედ დაბნელების პერიოდში. ხოლო მათთვის, ვინც საკუთარ მოვალეობებს წარმატებით ართმევდა თავს, სატურნს აუცილებლად ექნება შემონახული ჯილდო. ასე რომ, ყოველივე, რასაც თქვენ განვლილი ექვსი თვის განმავლობაში აკეთებდით, ან პირიქით ვალდებული იყავით და გადადეთ, არ შეასრულეთ, ის თავს შეგახსენებთ და დაგროვილი პრობლემების გადაუდებლად შესრულებას მოგთხოვთ!

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 1-დან 6 ნოემბრის ჩათვლით განვითარებულ მოვლენებს. ყველაფერი, რაც ამ დღეებში შეგემთხვევათ, შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ეს პერიოდი ემოციურად უჩვეულო იქნება იმ მხრივაც, რომ ადამიანებს ვნებები და სექსუალური მოთხოვნილებები განსაკუთრებით გაუმძაფრდებათ. ეს პერიოდი საკმაოდ კრიზისულია, ამიტომ შეეცადეთ გონიერების ფარგლებში იმოქმედოთ.

საკმაოდ კარგი იქნება, თუკი ამ დღეებში დროს გამონახავთ და თქვენს ცხოვრებისეულ არჩევანზე დაფიქრდებით, თქვენს კარმულ მისიას ჩაუღრმავდებით. კარგ შედეგებს გამოიღებს ენერგეტიკაზე მუშაობა, მედიტაცია, ლოცვები.

უკუჩვენება აქვს ყოველგვარ ოპერაციას. მაქსიმალურად შეეცადეთ ეს დღეები სამყაროსთან და გარშემომყოფ ადამიანებთან ჰარმონიაში გაატაროთ. ერიდეთ ჩხუბს, ნერვიულობას, ზედმეტ განცდებს და გადაჭარბებულ ემოციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ავადაც კი გახდეთ.

მერკური - ვაჭრობის მფარველი პლანეტა ამ პერიოდში რეტროგრადულია, შესაბამისად, თავი შეიკავეთ ახალი შენაძენებისგან.

რაც შეეხება საზოგადოებას, როგორ აისახება ეს დაბნელება მასზე? სავარაუდოდ, საკმაოდ სერიოზულ ტრანსფორმაციას მოუტანს ეკონომიკასა და ფინანსურ სფეროს. ცვლილებები იქნება ხელისუფლებასა და სახელმწიფო მმართველობის სფეროშიც. გამორიცხული არ არის ბუნებრივი კატასტროფების კასკადი. მეორეს მხრივ კი, გარკვეული ადამიანების ჯგუფისთვის ის პარტნიორული ურთიერთობებით შემოსული თანხების ზრდის, ინვესტიციების მატების და სხვა ფინანსური წარმატების საწინდარი შეიძლება გახდეს. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული პიროვნებების პირად რუკაზეა დამოკიდებული.

პტოლემეუსის მიხედვით, როდესაც მზის დაბნელება მორიელის მეორე დეკადაში ხდება, ეს ხელისუფლებაში მყოფი მმართველებისათვის შესაძლოა მეტად არასახარბიელო აღმოჩნდეს (3 ნოემბერს მზე მორიელის 10 გრადუსსა და 34 მინუტზე იქნება - ანუ უკვე გადასული მეორე დეკადაში).

და ბოლოს, საქართველოს სახელწიფოს ჰოროსკოპზე (რომელიც 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის მიღების თარიღზეა აგებული) დაბნელება ხვდება ჰოროსკოპის პირველ სახლში, მორიელის ნიშანში, რაც ერთის მხრივ პირადი ინიციატივების, დამოუკიდებლობის ფაქტორის წინ წამოწევის ნიშანია. ეს სავარაუდოდ, გამოიწვევს სერიოზულ შინაგან გარდატეხას, ტრანსფორმაციას. ხოლო მეორე მხრივ, ადგილი ექნება პარტნიორების მხრიდან ისეთ ფინანსური და იურიდიული საკითხების დარეგულირების შემოთავაზებას, რომელთაც უკვე დაკარგულ შანსებად მივიჩნევდით. სატურნის აქ მდებარეობა მიანიშნებს მოვლენებში ისეთ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტების ჩართულობაზე, როგორიცაა პოლიცია (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქცია), ასევე ერის მზადყოფნაზე დაიცვას კანონი თუ პირიქით - ხელი შეუწყოს არეულობებს. მაგრამ რადგან ტრანზიტული სატურნი ამჯერად ასპექტებს არ ქმნის, დაბნელების თვისობრიობის განმსაზღვრელად გვრჩება მორიელის მმართველი პლუტონი დისჰარმონიული ასპექტით ნატალურ მარსთან, რაც საკმაოდ მაღალ საშიშროებას იძლევა მასობრივი არეულობებისა და ძალადობრივი ფორმების გამწვავებისა. ნიშანდობლივია ასევე ისიც, რომ ნატალურ მე-4 სახლს ემთხვევა ტრანზიტული მე-7 (იგივე პარტნიორობის და მტრების) სახლი, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აშკარა დაპირისპირებული მხარის არსებობაზე მიუთითებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს მერწყულის ნიშანში ხდება - უნდა ვიგულისხმოთ ორი ვარიანტი: 1) მტერი არის მერწყულის ნიშნის მატარებელი რუსეთი 2) მტერი არის თავისუფლების სურვილი (ან ორივე ერთად).

GeoAstro
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

მზის დაბნელება - ასტროლოგის რეკომენდაციები (2018 წლის თებერვალი)

დეკემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასტროლოგიური მედიცინა - თორნიკე ბიძინაშვილი TV ობიექტივზე

...

ჰოვლიტი

Guide to cats and kittens