ასტროლოგია / მორიელი / ვენერა / Slide

ვენერა მორიელში

 ეს ის მდებარეობა რომელიც ძალიან ბევრს აინტერესებს ამიტომ გადავწყვიტე ცოტა რამ გიამბოთ. 
პირველ რიგში შევეხები ვენერას, რადგან რა ნიშანშიც არ უნდა იყოს ის, თავის ფუნქცია და როლი გააჩნია რომელსაც ინარჩუენებს ყოველთვის. 
ვენერა ეს არის შეფასების და შინაგანი არჩევანის პლანეტა. 
რა გვიყვარს, რისგან ვიღებთ სიამოვნებას, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს.
ქალის რუკაში განსაზღვრავს თავად ქალის ბუნებას, მის სექსუალურობას, მის სიყვარულს, არჩევანს.
მამაკაცის რუკაში აჩვენებს თუ როგორი ქალი სურს მამაკაცს. როგორ ქალთან გრძნობს თავს ბედნიერად, როგორია მისი საყვარელი ქალი და ა.შ.
მორიელი დაკავშირებულია ძალიან დიდი ენერგიებთან, ტრანსფორმაციასთან, შინაგან წვასთან.
როდესაც ხვდება ვენერას სამფოლობელოში მორიელის ნიშანი, გარკვეული სახის მინუსები და პლიუსები მოაქვს - იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ მშვენიერი, ლამაზი , ჰარმონიულ პლანეტის სამფლობელოში ხვდება ნიშანი რომელიც დაკავშირებული კრიზისებთან, ტრანსფორმაციებთან დიდ ენერგიებთან და ა.შ.
თუმცა ვენერა თავისი ბუნებით ძალიან რბილია და შესაბამისად მორიელს აძლევს გარკვეულის სახის სირბილეს, რომელიც ვლინდება არადექვატურად, რადგან ვენერას ბუნება ძალიან შორს არის მორიელის ენეგიებისგან.
რაში გამოიხატება ყოველივე ეს?
ლეგენდები ვენერა მორიელზე ის რასაც ძირითადად ლიტერატურაში წერენ, ძალიან განსხვავდება რეალურ გამოვლინებისგან. 
ვენერა მორიელი არც შურისმაძიებელია და არც სექსზე გადარეული . :)არანაკლები გამოვლინება აქვს სექსის მიმართ სხვა ნიშნებს, რომელიც მორიელს გადააჭარბებენ კიდეც თუმცა, სხვა დანარჩენ ნიშნებსზე ცოტა მოგვიანებით. 
შურისძიება არ არის ვენერას სიტყვა, რადგან ვენერა არ არის დაკავშირებული შურისძიებასთან.
ვენერა დაკავშირებულია ჰარმონიასთან, სიყავრულის გაგებასთან სიყვარულის გამოვლინებასთან.
თუ როგორ ესმის ვენერა მორიელს სიყვარული, აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ძალიან ღრმა ურთიერთობისკენ მიდრეკილია. რადგან ზედაპირულობა მისთვის მიუღებელია.
ის მთლიანად უნდა გრძნობდეს პარტნიორს ყველა დონეზე - როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ და ფსიქოლოგიურ დონეზე. 
თუ ასეთი წვდომა არ აქვს ვენერა მორიელს პარტნიორის მიმართ, უბრალოდ ინეტერესი უქრება და აუცილებლად ტოვებს მას. შესაძლოა მისთვის მტკივნეულიც კი იყოს განშორება, რადგან, მორიელი წყლის ნიშანია და გარკვეულის სახის მიჯაჭულობებს ავლენს ადმიანთან ურთერთობებში.
მას შეუძლია უარი თქვას პარტნიორზე და მისთვის ძალიან მტკივნეულად მოახდინოს პარტნიორის მოკვეთა.
როგორ ირჩევს და აფასებს ვენერა მორიელი?
შეგახსენებთ, რომ მორიელის ნიშანას მართავს მარსი და პლუტონი, რომელიც დაკავშირებულია ძალიან დიდი ენეგიებთან, ტრანსფორმაციასთან, ცვლილებასთან (პლუტონი), ქმედებასთან (მარსი).
ურანი ეგზალტირებს მორიელის ნიშანში.
ურანი დაკავშირებულია მაღალ მენტალობასთან, თავისუფლებასთან, ცვლილებებთან, გამონათებასთან.
შესაბმისად ვენერა მორიელის შეფასება და არჩევანი დაკავშირებულია ძალიან დიდ სიფრთხილესთან (რადგან წყლის ნიშანია), გამჭრიახობასთან, რომელსაც აძლევს ურანი, სიძლიერესთან და გამძლეობასთან, რომელსაც აძლევს პლუტონი და გაცნობიერებულ ქმედებასთან რომელსაც აძლევს მარსი. 
ვენერა მორიელი იქამდე სანამ მიიღებს გადაწვეტილებას ძალიან ბევრს ფიქრობს, მას შეუძლია სიტუაცია შესაფასოს როგორც ინტუიციურად, ასევე შეუძლია გაატაროს ყველაფერი მენტალურ დონეზე.
ამიტომ ადამიანი ვენერა მორიელით, რომელიც გეტყვით ვერ გავაცნიბიერე ან არ ვიცი ეს რატომ ავირჩიე მცდარია, რადგან მან ზუსტად იცის რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება მოცემულ მომენტში.
ამიტომ ის არასდროს იღებს სწრაფ გადაყვწტილებებს, ამ ყველაფრის ფონზე ხდება დამუხრუჭება, იქამდე სანამ თავის გონებაში გაატარებს ყველაფერს. 
როდესაც ხდება გადახარშვა და მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას როგორც წესი ურყევია, მაგრამ.... გარკვეული დროით, რადგან თუ ის მიხვდა, რომ მისი გადაწყვეტილება იღებს ცუდ შედეგებს მას შეუძლია ახალი არჩევანი გააკეთოს რადგან ამის საშუალებას ურანის ეგზატაცია და პლუტონის მმართველობა აძლევს. 
რისგან იღებს სიამოვნებას?
მორიელი დაკავშირებულია ძალიან ახლო ინტიმურ ურთიერთობასთან, ეს არ ეხება მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობას.მორიელს აუცილებლად ჭირდება ენერგიების გაცვლა. მას შეუძლია უდიდესი ენერგია გასცეს ადმიანების მიმართ და ამავდრულად მიიღოს სხვა ადმიანების ენერგია. ეს არის ენერგიების მიმღები და გამტარი ნიშანი.
ეს მისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი თემაა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ვენერა მორიელი უდიდეს სიამოვნებას იღებს ურთიერთობებით, მაგრამ ეს არ არის ზედაპირული. ეს არის ღმა და ემოციებით სავსე ურთიერთობები, რომელიც გარკვეულწილად აფრთხობს ხალხს, რადგან სოციუმში არ არის მიღებული ასეთი ღრმა და ემოიცური ურთიერთობები.
ამის გამო ხშირად შესაძლოა პრობლემები შეექმნას ვენერა მორიელს სოციუმში.
რადგან უბრალოდ არ არიან მისთის საინტერესო ადამიანები ასეთ ღრმა ურთიერთობებისთვის მზად.
რა თქმა უნდა ნებისმიერი ნიშანი იღებს სექსისგან სიმაოვნებას და არც მორიელია გამოაკლისი, მაგრამ... აქ ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. 
ძალიან მიმზიდველი და მაგნეტურია, შესაძლოა მაცდურიც კი იყოს საწინაარმდეგო სქესისთვის.
მორიელის ნიშანი მოიცავს ძალიან დიდი ენერგიებს, შესაბამისად ვენერა მორიელი სწორედ სექსისგან იღებს ენერგიებს და არანაირად არ ხდება აქ გადაჭარბება. გარდა ემოციებისა, რადგან შესაძლოა სიყვარულით პარტნიორი დაახრჩოს . :) 
დიდი გამძლეობას იჩენს ვენერა მორიელი, დიდი მოთმინების უნარით გამოირჩევა. 
თუმცა.... ეს დამოკიდებულია სად არის მარსი, რადგან ვენერას გამოვლინება სწორედ მარსის საშუალებით ხდება.
მაგ: თუ ვენერა მორიელშია და მარსი ვერძში და მზე მოხვდება ცეცხლის ნიშანში აქ შესაძლოა გამძაფრებულად გამოვლინდეს.
რადგან უდიდეს მნიშვნელობას აძლევს ვენერას მზის ნიშანი, თავად ვენერას ასპეტები და მარსის ნიშანი.
თუ მარსი ხვდება მიწის სიტიქიაში მაგ: თხის რქაში აქ გამოვლინება უფრო თავშეკავებული და ადექვატური იქნება. 
თუ ვენერას აქვს კავშირი მზესთან (შეერთება), პლუტონთან ან მარსთნა უფრო გაამწვავებს ვენერას გამოვლინებას.
თუ ვენერა შეერთებულია ურანთან, მიუხედავად იმისა, რომ მორიელი წყლის ნიშანია და მასში ძალიან დიდხანს რჩება ნებისმიერი ემოცია თუ შეგრძნება, აქ ურანი ანიჭებს თავიუფლების შეგრძნებას და ანთავისუფლებს ზედმეტი მიჯაჭულობისგან.
მოიპოვოთ მორიელის ნდობა დიდ სირთულესათან არის დაკავშირებული.
მაგრამ თუ მოიპოვებთ მის ნდობას, ის აუცილებლად დიდ ერთგულებას გამოიჩენს. 
როგორც წესი ადვილად არავინ უყვარდება მაგრამ როდესაც უყვარდება არ აქვს მნიშვენობა ეს მეგობარი იქნება თუ სექსუალური პარტნიორი, მისი სიყვარული ყოველთვის წმინდაა და სუფთა. 
რადენად ეგუება ღალატს?
(არ აქვს მნიშვნელობა სექსუალური პარტნიორის ღალატია თუ მეგობრის, ოჯახის წევრის.)
ძნელი სათქმელია რადგან მხოლოდ ვენერა მორიელი ამას ნამდვილად არ შეეგუება... (გააჩნია ასპექტებს, თუ პლუტონს უერთდება აქ ცუდად იქნება საქმე, თუ ურანს შედარებით ადვილია, თუმცა თუ უყვარს პარტნიორი ან მეგობარი წრფელი გულით  ღალატის პატიება? ალბათ შეუძლია!

ავტორი: ემ ემა

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

თებერვლის ასტროლოგიური ტენდენციები (ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი)

Georgian Broadcaster: მინერალური ქვები და ზოდიაქო

Guide to cats and kittens