ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ქალწული (24 აგვისტო -23 სექტემბერი)

ქალწული (24 აგვისტო -23 სექტემბერი)

ქალწული (24 აგვისტო -23 სექტემბერი)
პლანეტა: მერკური.

სიმბოლო: ქალწული, კუბი, კოდი.

ფერები: თეთრი, ცისფერი, იისფერი, მწვანე.

ქვები: ნეფრიტი, სარდიონი, `კატისთვალი~, გიშერი, კარნეოლი, იასპი, მალაქიტი, ტოპასი, ქრიზოპრასი, მარმარილო

ლითონი:
კალა, სპილენძი.

ყვავილები: ასტრა, ვირის-ტერფა, წითელი ყაყაჩო.

თილისმა: კალია, ასტრა.

იღბლიანი დღე: ოთხშაბათი.

უიღბლო დღე: ხუთშაბათი, პარასკევი.

იღბლიანი რიცხვები: 3, 5, (ყველა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა),6, 12 (ყველა 12-ისჯერადი), 20, 27.



  • 24 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დაბადებელებს მზის გავლენით -გააჩნიათ ჰარმონიის, სიმშვიდის გრძნობა და ტენდენცია მჯდომარე ცხოვრებისკენ.

  • 3-დან 11 სექტემბრამდე დაბადებულები ვენერას გავლენით -გულჩათხრობილნი, მორიდებულნი არიან, ხშირად ერთხელ უყვარდებათ.

  • 12-დან 23-სექტემბრამდე დაბადებულები მერკურის გავლენით – მორიდებულნი და საზრიანნი, ზოგჯერ ზარმაცნი არიან.




ტემპერამენტი და ხასიათი

ქალწული შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მდიდარი ნიშანი. აქვთ კულტურის, სრულყოფის მოთხოვნილება; აქვს ლოგიკური, დედუქციური და სისტემურო აზროვნება. ეს სკეპტიკოსებია, რომლებსაც არ სჯერათ გულწრფელობის და ინტუიციის. ისინი იშვიათად აზვიადებენ, აანალიზებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს ნათლად ხედავენ, ყოველივეს თავიანთ თავზე იღებენ, აკრიტიკებენ, ამარტივებენ, ასუფთავებენ. აქვთ ღრმა მოთხოვნილება სისუფთავის მიმართ. ისინი კატებივით იყოფიან ცნობისმოყვარეობასა და შიშს შორის.
ქალწული კატების და საერთოდ პატარა ცხოველების ნიშანია, ისინი მოუსვენარნი არიან, კარგად ფიქრობენ ვიდრე რამეს გააკეთებენ. ზოგჯერ ძალიან დიდხანს ფიქრობენ, რის გამოც ისინი კარგავენ სპონტანურობას და შესაბამისად ხელიდან უშვებენ შესაძლებლობებს. ისინი ჭკვიანები, შრომისუნარიანები, საიმედოები არიან და შეუძლიათ ყველფრის გაკეთება, არიან იდეალური საშუალო წარმომადგენლები და მანიაკები, უდიდესი მოაზროვნეები და გენიოსები. არსებობს ქალწულების სამი სხვადასხვა ტიპი:

I. ის ყოველთვის თავშეკავებული, შებოჭილი. ეს ტენდენცია შეიძლება იყოს დიაპაზონში დადებითიდან უარყოფით უკიდურესობამდე: წესრიგის მოთხოვნიდან მანიაკალურ პედანტურობამდე. გროშების მოგროვებიდან დიდ კოლექციონირებამდე, სისუფთავიდან მეტისმეტ მოწესრიგებულობამდე, ფრთხილი დაგეგმვიდან ხვალისთვის ყველაფრის გადადებამდე.

II. მიდის უკუუკიდურესობამდე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაღარათამდე როგორც პროტესტისა და უთანხმოების ფორმამდე. უყვარს ნებისმიერი სახის `ტალახი~, აქვთ ძალისა და ძალაუფლების წყურვილი, ეგოისტურობამდე მკაცრები არიან. ამ ტიპს ხშირად ადარებენ მორიელს.

III. შერეულია, პირვველსა და მეორეს შორის მერყეობს. ერთი ხელით იჭერენ და მეორეთი გასცემენ. შუალედური პიროვნებაა. დღეს თხუპნია, ხვალ სისუფთავის ჟინით შეპყრობილი. რესპექტაბელური მოქალაქე მოულოდნელად ხდება გაშმაგებული. ყველა ტიპი აისახება ჩაცმულობაში, აქვთ კლასიკური, უმწიკვლო სტილი, კონსერვატიული, რომელიც ყურადღებას აქცევენ დეტალებს, მაგრამ განსაკუთრებული ფანტაზიის, გაბედულობის ან თავისუფლების გარეშე. ზოგჯერ შეგნებულად ნატიფი, ზეფორმალურია. ეს შეიძლება გადავიდეს ერთფეროვნება¬ში, რომელიც ყოველგვარ კავშირს კარგავს მოდასთან, მათ უყვართ ტანსაცმლის ბოლომდე გაცვეთა, მერყეობენ ახალი ნივთების შეძენისას. “დადებითი”ქალწული ატარებს გულდასმით შერჩეულ და მორგებულ ტანსაცმელს, რომელიც უბრალოების სასიმოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.



პროფესიები

ახალგაზრდობაში უფრო ყურადღებით ირჩევენ პროფესიას, აცნობიერებენ თუ რამდენად სერიოზულია ცხოვრება, უნდათ სწავლა და მუშაობა საკუთარ თავზე მთელი ცხოვრების მანძილზე. დეტალებისა და სრულყოფის სიყვარული, მწვავე ანალიზი, რომელიც ზოგჯერ ხარბ პედანტურობაში გადადის, ჯანმრთელობაზე ზრუნვა – ყოველივე ეს დიდ შესაძლებლობებს აძლევს მათ. ქალწულები უმწიკვლონი არიან, მიუხედავად არჩეული პროფესიისა, შესაძლოა მათ ამჯობინონ მარტო მუშაობა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს კოლექტივიზმის უნარს. ისინი კორექტულები არიან უფროსებთან, მკაცრნი ქვეშევრდომებთან. ზოგჯერ იჩენენ მფარველობას, შემწყნარებლობას. თვლიან რომ უხერხულია დაწინაურების თხოვნა. მათ ზოგჯერ დიდხანს არ უნაზღაურებენ ხელფასს ბოლომდე. მათი შრომის ანაზღაურება ხდება წახალისების ნიშნებით – მედლებით, პატენტებით. ისინი ყურადღებიანი, ფულის საკითხებში ფრთხილი არიან და შეუძლიათ მცირე სახსრებით ცხოვრება, ნელ-ნელა ზოგავენ ხვალინდელი სიამოვნებისთვის, ზრუნავენ შავ დღეზე. იშვიათად რისკულობენ აზარტულ თამაშებში, არ აქვთ გამართლების იმედი.
ქალწულებიდან გამოდიან კარგი ექიმები, ფარმაცევტები, ვეტერინარები, გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები, მეანები, მასაჟისტები, ექიმბაშები, დიეტური ექიმები, ლინგვისტები, აგრეთვე მესაათენი, ოპტიკოსები, ინჟინრები, ქიმიკოსები, დიზაინერები, ფერმერები, მრეცხავები, მწმენდავები, მაღაზიების მეპატრონეები, მდივნები, სატელეფონო ოპერატორები, სამოქალაქო მსახურები, საფეიქრო საქმისა და ცხენების მოვლის სპეციალისტები. ქალწულები ითვლებიან საზოგადოების “მუშა ფუტკრებად”. მათ უყვართ თავიანთი სამუშაო თვითგანწირვამდე, ეს არის მათი ცხოვრების ღერძი.


სიყვარული

ქალწულს არ აქვს რაიმეს წამოწყების ბუნებრივი ინსტინქტი. თუ მათი გული დაჭერილია ისინი უკან იხევენ, თავშესაფარს ეძებენ რათა დაფიქრდნენ, სძულთ და ეშინიათ ყოველგვარი გაურკვევლობის და მოლოდინის. ზოგიერთ ქალწულს ეშინია რომ ორსულობა დააკარგვინებს მათ ქალურობას, მიმზიდველობას, სხვანი კი ხდებიან შვილებზე შეყვარებული დედები და უარს ამბობენ თავიანთ დამოუკიდებლობაზე. ვნება ქალწულს სულის ავადმყოფობა ჰგონია, რომელსაც გონიერებამ უნდა განკურნოს. ისინი აანალიზებენ თავიანთ გრძნობებს და ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ისინი გონიერების, ეჭვების, შეკამათების, დაცინვის მეშვეობით, ამასთან უფრო უყვარდებათ, ვიდრე მათ ჰგონიათ. ქალწული ცეცხლმოკიდებული ყინულია, ისინი არ აფრქვევენ თავიანთ გრძნობებს და სიყვარულს, საქმით უფრო მეტს ამტკიცებენ, ვიდრე სიტყვებით. სინაზე დამცირების ფორმას ღებულობს, ისინი იფიცებიან რა ერთგულებაში არ მოითხოვენ იგივეს საპასუხოდ, იცავენ თავიანთ სიტყვას. მათ ისეთი ურთიერთობების იმედი აქვთ, სადაც მთავარი აქცენტი მორალურ პატიოსნებაზე, სიწმინდეზე, სიბრძნეზე, სიყვარულზე კეთდება და თუ ყოველივე ეს არ ექნებათ, მარტოობას ამჯობინებენ. არცერთ ნიშანს არ ჰყავს კრიტიციზმის კოშკში იზოლირებულნი მარტოხელა კაცებისა და შინაბერა ქალების უფრო დიდი რაოდენობა. ყველაზე დიდი სიძნელეები ხვდება ურთიერთობების პირველ სტადიაზე, ქალწული შებოჭილია და უხერხულობას განიცდის სხვისთვის საკუთარი გრძნობების გამჟღავნებისას, ზოგჯერ ხელიდან უშვებს თავის შესაძლებლობებს და ვნებიანი სურვილებით დატანჯული მარტოხელა ბრუნდება სახლში, ან ამყარებს ჩვეულებრივ საზოგადოდ მიღებულ ურთიერთობებს, რომელსაც განურჩევლობა, მაგრამ სიმშვიდე მოაქვს მისთვის და რომელიც მარტოობას უქადის ყოველ პარტნიორთაგანს. უფრო მოგვიანებით ის მოულოდნელად ააფეთქებს ყოველივე ამას ერთი წარმოუდგენელი ვნების გამო. ქალწულებს ბოლო წუთში შეჩერების ყველაზე დიდი პროცენტი გააჩნიათ. გააკეთებენ თუ არა ყველაფერს _ ჩერდებიან. მიჯნური ქალწულები სამ კატეგორიად იყოფიან: იღბლიანი ტიპი ათავსებს საქმეს სიამოვნებასთან, ეს თავბრუსდამხვევი, გაწონასწორებული მამაკაცია, რომელსაც უყვარს სამზარ-ეუ-ლოში ტრიალი და ყოველგვარი საოჯახო საქმეების კეთება. ამ კატეგორიის ქალი ალერსიანი, მკვირცხლი, ერთგული არის და უყვარს `საწოლში ყავის მირთმევა.
თავშეკავებული ტიპი შეიძლება იყოს ფარულ იმპოტენციამდე ცივი, ის პურიტანელია, მოუხერხებელი, დამყოლი, მარტოობაში მოფანტაზირე, ხანმოკლე თავგადასავლების მქონე. ამ ტიპის ქალი შეიძლება შეზღუდული აზროვნების იყოს, რომელიც საკუთარი მარტოობიდან კეთილშობილების მონუმენტს ქმნის. ან საწვრთნელ ბანაკად აქცევს ცხოვრებას მის ირგვლივ და სახლში.
მესამე ტიპი თავისი წესების კარნახის საშუალებას აძლევს სექსს. თავგადასავალს თავგადასავალი მოსდევს, გული ამ დროს თითქმის არ მონაწილეობს. ზოგჯერ აქვთ მიდრეკილება პორნოგრაფიისკენ. ამ ტიპის ქალებმა შესაძლოა დაიწყონ ლოლიტას მსგავსად და დაასრულონ როგორც ნიმფომანი მონაზვნის ანაფორაში.скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 10326
 

ASTRO TV LIVE