ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ღმერთი სამპიროვანი ერთარსია.
ახლა მოკლედ ვთქვათ, თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს:
უწინდელი ქართული ანბანი, ყველამ კარგად ვიცით, რომ რიცხვებსაც აღნიშნავდა და რიცხვითი ნომინალების აღნიშნვა ხდებოდა ასოებით, რომელსაც ქარაგმა აერთიანებდა. ეს იმიტომ შეგახსენეთ, რომ თავად ცნება „ღმერთი“ სწორედ ძველქართული ნუმეროლოგიური მნიშვნელობის ცნებაა, რომელიც გონებას, გრძნობას და სხეულს ნიშნავს. კერძოდ, „ღ“, ძველქართული რიცხვითი შესაბამისობით, გახლავთ 700, „მ“ - 40, ხოლო სიტყვით გამოთქმული ერთი - ისედაც 1... ჯამში, ნუმეროლოგიური პრინციპით (ნებისმიერი რიცხვის ერთ ციფრზე დაყვანის მექანიზმით), მივიღეთ 7, 4 და 1, ხოლო საერთო ჯამში, ისევ ნუმეროლოგიური პრინციპიდან გამომდინარე, 7+4+1=12, ხოლო 1+2=3... ნუმეროლოგიაში, რიცხვ 12-საც და ციფრ 3-საც გააჩნია თავისი შინაარსობრივი დატვირთვა, რომელზეც ახლა არ დავკონკრეტდებით, რადგან თემა სულ სხვა რამეს ეხება.
ახლა დავაკვირდეთ, თუ ბუნებაში, საერთოდ, ციფრი (და არა რიცხვი) რამდენი გვაქვს... დიახ - 9. 9 - ეს უნივერსალური და სრულყოფის, განსრულების შინაარსის მატარებელი ციფრი მოიცავს ყოველ მის ქვემოთ არსებულს და იყოფა 3-ზე, რაც ნიშნავს, რომ სამყაროში გვაქვს 3 სივრცე, რომელიც, თავის მხრივ, ისევ, როცა 3-ზე მრავლდება ვღებულობთ ცხრას და ისევ - როცა სამზე იყოფა, ვღებულობთ სამს ასე უსასრულოდ. ალბათ, გაგიგონიათ, როცა ადამიანი ზეაღმატებულ ემოციას განიცდის და ბედნიერია, ამბობს ხოლმე - „მე-9 ცაზე ვარო“, ბავშვობაში კი, ზღაპრებიდან ისიც გემახსვრებათ, მოგზაური როგორ გადალახავს ხოლმე 9 მთასა და 9 ზღვას და როგორ მიაგნებს ხოლმე დანიშნულების ადგილს... დიახ, ეს ციფრი - 9, ქრისტიანულ სწავლებაში ითვლის 9 ცას („...ცათა შინა“), ანუ, მეცნიერულად თუ ვიტყვით, 9 ე. წ. განზომილებას, 9 დიაპაზონს, 9 შრეს... 9 კი, იყოფა და მრავლდება უნივერსალურ ციფრ 3-ზე და, სწორედ ამ სამ სივრცეზე მოგახსენებდით, თუ რატომაა სამება ნუმეროლოგიური შინაარსით თავის დროზე საქართველოში გააზრებული და სიტყვა „ღმერთში“ გადმოცემული. რადგანაც 9 ცა, თავის მხრივ, სამზე იყოფა, 7-დან 9-მდე გვაქვს 3 ციფრი - 7, 8 და 9 (ზედა, მენტალური შრე სამყაროსი), 4-დან 6-მდეც, აგრეთვე 3 ციფრი - 4, 5 და 6 (გრძნობად-ემოციური სივრცე სამყაროსი) და მყარი მატერიალური სიმკვრივის სივრცე - 1, 2 და 3...
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ცნება „ღმერთი“ აღნიშნავს გონს, გრძნობას და სხეულს, ხოლო რადგანაც ყოველივე იდეიდან და ნებიდან იწყება მყარ მატერიაში რეალიზებამდე სვლის პოტენციალით, ამ 9 განზომილების ყოველი საწყისი მდგომარეობა - 7, 4 და 1 - აღნიშნავს იმ პოზიციას, რომელშიც, რუსული „მატრიოშკის“ სიმრავლის პრინციპით, სუფევს გონი, იდეა, ნება... ყოველ 3-ში, ყოველი პირველი - არის გონი, ანუ სამების მამრობითი საწყისი, იდეა, რომელიც გაივლის გრძნობას და რეალიზდება მყარ მატერიალურ სიმკვრივეში...
რიცხვი 10 კი, გახლავთ ციკლურობისა, ახალი დასაწყისის სიმბოლო - „მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული“... 10 - ესაა მუდმივი დასაწყისი და მუდმივი დასასრული, რომელიც აღინიშნება ერთიანით და ნულიანით, ერთ რიცხვში გამოსახული მამრობითი და მდედრობითი საწყისით, ესაა სასუფეველი აბსოლუტური და სრულყოფილი ცხრავე ციფრისა, რომელ პრინციპზეცაა აგებული მთელი კომპუტერული, ინფორმაციული ტექნოლლგიები...
ახლა უკვე ყველასთვის ცხადია, თუ რატომ ჰქვია უმაღლესს და აბსოლუტს ქართულად ღმერთი, და არა რომელიმე ცივილიზაციის წარმომადგენელი იერარქის სახელი...
ადამიანშიც, ზუსტად იგივე, მსგავსი პრინციპია ჩადებული არსის პოტენციალში - გონება, გრძნობა და სხეული... ყოველი 1 კონკრეტული ადამიანი, მსგავსად აბსოლუტისა, ატარებს ამ აბსოლუტურ შინაარსს სამებისა, ხოლო ეპოქალური თვალსაზრისით, იყო დრო, როცა ადამიანთა კოლექტიური განვითარების დონე ფიზიოლოგიურ, ინსტინქტურ არსებობას ვერ ცდებოდა და, სოციუმის წყობის მოდელი გახლდათ მხოლოდ მკაცრ კანონზე დაფუძნებული, რომელსაც, ქრისტიანულ რელიგიაში ძველი აღთქმის პერიოდს უწოდებენ, როდესაც ადმიანთა თანაარსებობას ძლიერი მარეგულირებელი სისტემა სჭირდებოდა, რათა კოლექტიური განვიარების ინსტინქტის ეტაპი სწორად გაევლო რასას... დააკვირდით - ჩვენ აქ ხაზს კოლექტიურ განვთარებას ვუსვამთ, და არა ინდივიდუალურს, რადგანაც ყოველ ეპოქაში იყვნენ ინდივიდები, რომლებიც გადიოდნენ განვითარების ამ 3 ძირითად ეტაპს და ისინი, ისტორიას, ე. წ. ავატარებად შემორჩნენ, რომლებმაც ეპოქალური იდეოლოგიები შექმნეს და მაგალითები მიცეს ხალხს...
ახლა ასტროლოგიურ ეპოქებსაც შევეხოთ:
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ადამიანის კოლექტიური განვითარების ეტაპები ეპოქებად ვლინდება ისტორიათა დინებაში და, როგორც ცნობილია, ასტროლოგიურად, 20 საუკუნე მთლიანად თევზების ეპოქა გახლდათ, მანამდე კი - ვერძის. სწორედ ვერძის ეპოქას უკავშირდება ადამიანთა რასის კოლექტიური ინსტინქტის განვითარების ეპოქა, სწორედ ის ე. წ. ძველი აღთქმისეული ეპოქა გახლდათ ადამიანის ფიზიკური თანაარსებობის განვითარებისა და სრულყოფის ეპოქა, როცა რასას ფიზიკური, თანაარსებობა ინსტინქტის დონეზე უნდა ესწავლა... ვერძის ეპოქის შემდგომ, თავის დროზე, როცა ჩვენი წელთაღრიცხვა ღებულობს სათავეს, ცვლის თევზების ეპოქა და, სწორედ ისტორიულ პიროვნებას - იეშუა ბენ იოსებს (ქრისტეს) უკავშირდება ახალი იდეოლოგიის შემოსვლა ახალ, თევზების ეპოქაში, რომელ იდეოლოგიასაც შემდგომ ქრისტიანობა ეწოდა და მისი სიმბოლო, სულ თავიდან, იყო თევზი...
თევზების ეპოქისთვის დამახასიათებელი ძირითადი მოთხოვნა ადამიანთა რასის კოლექტიური განვითარებისთვის, იყო გრძნობად-ემოციური სივრცის განვითარება ადამიანში. სწორედ ქრისტემ დაუდო საფუძველი სიყვარულის ქადაგებას და ადამიანთა შორის ურთიერთობებში ძირითად მამოძრავებელ გრძნობად სწორედ სიყვარული იქცა მთელი 20 საუკუნის მანძლზე. ამ ხნის განმავლობაში, ადამიანმა შექმნა მთელი ხელოვნება, რომელიც გრძნობებიდან მომდინარეობს, მასობრივად შეიქმნა ფერწერისა და მუსიკის სრულყოფილი კატალოგი, განვითარდა სასცენო და კინოხელოვნება (ეპოქის დასასრულს)... ასე და ამგვარად, ამ 20-მა საუკუნემ ადამიანთა რასას ტოტალური ხელოვნება აჩუქა...
...„ვერავინ მივა მამასთან ჩემს გარეშე“ - ბრძანებს ქრისტე. დიახ, ვერავინ მივა განვითარების შემდეგ ეტაპამდე, თუ ქრისტეს მიერ შემოტანილ გრძნობად-ემოციურ სრულყოფილებას არ განავითარებს საკუთარ არსში, რასაც აბსოლუტური სიყვარული ჰქვია...
და... მოვედით კიდეც ეპოქამდე, სადაც ადამიანთა რასის, უკვე კოლექტიური მენტალური სივრცეა განსავითარებელი... ახალ, მერწყულის ზოდიაქოს მმართველობის ეპოქაში, უკვე წამოვიდა გონებრივი განვითარების უდიდესი ტოტალური მოთხოვნა, გაჩნდა საჭიროება ყოველივეს გაცნობიერებისა, სახეზეა ინფორმაციული სივრცის დამუშავების, ათვისებისა და გამოყენების საჭიროება, მსოფლიო ინფორმაციულ ომშიც კი ჩაება - ინფორმაციული კონკურენცია, პიარი, ანტიპიარი, გლობალური საინფორმაციო ქსელები, ინფორმაციაზე წვდომის საკომუნიკაციო საშუალებების ტექნოლოგიური პროგრესი, ტოტალოური მედიაკრატია, სადაც სახელმწიფოები ინფორმაციით იმართება...
მერწყულის ეპოქისთვის აუცილებელი მოთხოვნა გახლავთ აბსოლუტური თავისუფლება აზროვნებაში, გაცნობიერება ყოველივესი, რაც მანამდე კოლექტიური ცნობიერების გარეშე გააჩნდა რასას - ინსტინქტი და გრძნობები... მერწყული გთავაზობთ - დაანგრიოთ კლიშეები, ტრადიციები და შექმნათ გაცნობიერებულ ინფორმაციაზე, გონებაზე დაფუძნებული სოციუმი, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ (ყოველი მაღალი მოიცავს დაბალს), მოიცავს განვითარების ქვედა საფეხურებსაც, კერძოდ - მერწყული მოითხოვს, გააცნობიეროთ და რაციონალურად მართოთ სხეული და გრძნობები, მოითხოვს - შეხვიდეთ ცოდნის სასახლეში, რათა რწმენა (რაც ადრე რასას საკმაოდ გააჩნდა, ფანატიზმამდე გადაჭარბებულიც კი) ბრმა აღარ იყოს და აწი, ადამიანური სამივე ჰიპოსტასის სრულყოფილად განვითარების კულმინაციის მომენტში, მივიღოთ სოციუმი, რომელიც მართლაც ჰგავს სამყაროს აბსოლუტურ სამპიროვან ერთარსს -
ღ მ ე რ თ ს . . .ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3